სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წირვა აუცილებლად ჩატარდება... იმედია, ხალხი დაესწრება, აბა, რისთვის ტარდება?! - მეუფე ნიკოლოზი
წირვა აუცილებლად ჩატარდება... იმედია, ხალხი დაესწრება, აბა, რისთვის ტარდება?! - მეუფე ნიკოლოზი

ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს ისე­თი რამ მოხ­დეს, რომ წირ­ვა არ ჩა­ტარ­დეს. წირ­ვა აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა მრევ­ლის დას­წრე­ბას, იმე­დია, რომ და­ეს­წრე­ბა ხალ­ხი, აბა, რის­თვის ტარ­დე­ბა?! - ამის შე­სა­ხებ ახალ­ქა­ლა­ქი­სა და კუ­მურ­დოს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა (ფა­ჩუ­აშ­ვი­ლი) სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა აღ­ნიშ­ნა, ვნე­ბის შვი­დე­უ­ლის გან­რი­გი უკვე ცნო­ბი­ლია, აღ­დგო­მის წირ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი, კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, დიდი ხუთ­შა­ბა­თის შემ­დეგ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

„მამა დე­მეტ­რემ გა­მო­ა­ცხა­და დღეს რო­გო­რი არის გეგ­მა, რო­გო­რი არის ჩვე­ნი სურ­ვი­ლი, რო­გორ აცხა­დებს ამას ეკ­ლე­სია და ამას აკე­თებს ყო­ველ­თვის ბზო­ბის წირ­ვის შემ­დეგ. ცხად­დე­ბა ვნე­ბის შვი­დე­უ­ლის კვი­რის გან­რი­გი. ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­მო­ა­ცხა­და, რო­გორც ადრე ცხად­დე­ბო­და, მათ შო­რის აღ­დგო­მის წირ­ვა­ზე სა­ღა­მოს 10:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა მსა­ხუ­რე­ბა და 23:00 სა­ათ­ზე მობ­რძან­დე­ბა პატ­რი­არ­ქი. რაც შე­ე­ხე­ბა უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რა რო­გორ იქ­ნე­ბა, დიდი ხუთ­შა­ბა­თის მსა­ხუ­რე­ბის შემ­დეგ იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად ცნო­ბი­ლი.

ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს ისე­თი რამ მოხ­დეს, რომ წირ­ვა არ ჩა­ტარ­დეს. წირ­ვა აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ტარ­დე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა მრევ­ლის დას­წრე­ბას, იმე­დია, რომ და­ეს­წრე­ბა ხალ­ხი, აბა, რის­თვის ტარ­დე­ბა?!“, - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

ამას­თან, მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ არ შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს მო­სახ­ლე­ო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბად. მი­სი­ვე თქმით, ვერ წა­მო­უდ­გე­ნია, რომ მთავ­რო­ბა ხალ­ხს და ეკ­ლე­სი­ას და­უ­პი­რის­პირ­დეს.

„კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ შე­მო­ი­ღო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­მე­ლიც ამ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით უნაკ­ლოდ მუ­შა­ობს. „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის“ შე­მო­ღე­ბა ზღუ­დავს თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბას, კონ­ტაქ­ტებს, მაგ­რამ არ არის მო­სახ­ლე­ო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, არის პრე­ვენ­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ასე­თი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, რომ ღამე წირ­ვა­ზე მო­ვიდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მე ვერ წა­მო­მიდ­გე­ნია, რომ მთავ­რო­ბა ან ხალ­ხს და­უ­პი­რის­პირ­დეს, ან ეკ­ლე­სი­ას. რა­ტომ? - მთავ­რო­ბა გვი­ცავს. გვი­ცავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­თა ვართ დღეს.

ეკ­ლე­სი­ა­ში მრევ­ლის მოს­ვლა კა­ნონს არ არ­ღვევს, კა­ნონს ად­გენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თეთ ამ კი­თხვე­ბით. თუ ჩვენ მო­ვალთ და წირ­ვას ჩა­ვა­ტა­რებთ, ე.ი. ჩვენც კა­ნონს ვარ­ღვევთ? ჩვენც უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ ჯა­რი­მა? სა­ღა­მოს 9:00 სა­ათ­ზე რო­გორ მო­ვალთ და მთე­ლი ღამე ტა­ძარ­ში რო­გორ ვიქ­ნე­ბით? რა თქმა უნდა, კონ­სულ­ტა­ცი­ებს არ გა­მოვ­რი­ცხავთ. ჩვენ ამ თე­მა­ზე ვი­სა­უბ­რებთ დიდი ხუთ­შა­ბა­თის შემ­დეგ. დღემ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ვი­თა­რი აგ­რე­სია, მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ არ გა­მო­უ­ჩე­ნია, არც ეკ­ლე­სი­ის მი­მართ. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ყვე­ლა თა­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ას­რუ­ლებს. მო­წო­დე­ბა არის მო­წო­დე­ბა და აგ­რე­სია არის აგ­რე­სია. დღე­ვან­დელ დღეს არა­ვი­თა­რი მი­ზე­ზი არ გვაქვს, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლო ვი­ყოთ ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში. ამი­ტომ იმე­დი მაქვს, არც ახლა ვიქ­ნე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო და ცუ­დად არ მო­იქ­ცე­ვი­ან“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ტაძ­რებ­ში ლი­ტა­ნი­ო­ბი­სას შე­ეც­დე­ბი­ან, მრევლს შო­რის დის­ტან­ცია და­იც­ვან.

„უმ­ჯო­ბე­სია, ღამე გახ­ვი­დეთ ქა­ლაქ­ში და ნა­ხოთ, რა ხდე­ბა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მოძ­რა­ობს. ჰოდა, რომ აჯა­რი­მე­ბენ, რა­ტომ აჯა­რი­მე­ბენ? აქ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა­ზე კი არ არის საქ­მე, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს არ იცა­ვენ. ეს არის მთა­ვა­რი! ღამე რომ ბნე­ლა, არ ჩანს, ვინ რა მან­ძილ­ზე მი­დის ერ­თმა­ნეთ­თან, ამი­ტომ არის მე ვფიქ­რობ, ეს კა­ნო­ნი. ცოტა აზ­რი­ა­ნად უნდა შევ­ხე­დოთ ყვე­ლა­ფერს. ვეც­დე­ბით ლი­ტა­ნი­ო­ბი­სას დის­ტან­ცია და­ვიც­ვათ.

მე არ ვიცი რას ფიქ­რობს და რო­გორ ფიქ­რობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რა მოხ­დე­ბა აღ­დგო­მის ღა­მეს არ ვი­ცით, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მთავ­რო­ბა სი­კე­თის მეტს არა­ფერს აკე­თებს. იმე­დი მაქვს, უაზ­რო და არა­გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არა­ვის მი­მართ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ჩვენ ახლა რაზე ვსა­უბ­რობთ, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა საფრ­თხე ტა­ძარ­ში აღ­დგო­მის წირ­ვა­ზე შეკ­რე­ბა ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის. არ გავ­რცელ­დე­ბა ეპი­დე­მია! რო­გორ უნდა მო­ვი­დეს ღა­მით მრევ­ლი, ეს კი­თხვა მე არ მე­ხე­ბა, არ ვიცი. თქვენ გგო­ნი­ათ მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი და­სა­ქო­ქი თო­ჯი­ნე­ბი არი­ან? მრევ­ლი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ქვეყ­ნის, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლე­ბი და მი­ი­ღე­ბენ თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ისე­ვე, რო­გორც მე მი­ვი­ღებ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანაფორიანო ყაჩაღებო
58

თქვენი მატრაკვაცობის დრო წავიდა - პირველი თქვენი ზომბირებული ვაიმორწმუნეები მოგთხოვენ პასუხს-დაგახევენ ანაფორებს, წვერებს ღერა-ღერა დაგაწიწკნიან, ჯიპ-ვერტმფრენებიდან მიწაზე ჩამოგათრევენ, ოქრო-ვერცხლში ჩაფლულები რეებს ბოდიალობთ? ხალხის დასაცავი გახდებით - ინატრეთ რომ ლინჩის წესით არ გაგასამრთლონ...

დიდგიორგი
364

მორწმუნე მივა, ურწმუნო არა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

წირვა აუცილებლად ჩატარდება... იმედია, ხალხი დაესწრება, აბა, რისთვის ტარდება?! - მეუფე ნიკოლოზი

წირვა აუცილებლად ჩატარდება... იმედია, ხალხი დაესწრება, აბა, რისთვის ტარდება?! - მეუფე ნიკოლოზი

ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია, რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?! - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ვნების შვიდეულის განრიგი უკვე ცნობილია, აღდგომის წირვასთან დაკავშირებით კი, კონკრეტული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, დიდი ხუთშაბათის შემდეგ იქნება მიღებული.

„მამა დემეტრემ გამოაცხადა დღეს როგორი არის გეგმა, როგორი არის ჩვენი სურვილი, როგორ აცხადებს ამას ეკლესია და ამას აკეთებს ყოველთვის ბზობის წირვის შემდეგ. ცხადდება ვნების შვიდეულის კვირის განრიგი. ყველაფერი ისე გამოაცხადა, როგორც ადრე ცხადდებოდა, მათ შორის აღდგომის წირვაზე საღამოს 10:00 საათზე დაიწყება მსახურება და 23:00 საათზე მობრძანდება პატრიარქი. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად, რა როგორ იქნება, დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ იქნება ყველაფერი დეტალურად ცნობილი.

ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია, რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?!“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ „კომენდანტის საათი“ არ შეიძლება განიხილებოდეს მოსახლეობის საწინააღმდეგო ღონისძიებად. მისივე თქმით, ვერ წამოუდგენია, რომ მთავრობა ხალხს და ეკლესიას დაუპირისპირდეს.

„კომენდანტის საათი“ შემოიღო ხელისუფლებამ, რომელიც ამ პანდემიის პირობებში ჯერჯერობით უნაკლოდ მუშაობს. „კომენდანტის საათის“ შემოღება ზღუდავს თავისუფლად გადაადგილებას, კონტაქტებს, მაგრამ არ არის მოსახლეობის საწინააღმდეგოდ, არის პრევენცია. შესაბამისად, თუ ასეთი აუცილებლობა იქნება, რომ ღამე წირვაზე მოვიდნენ ადამიანები, მე ვერ წამომიდგენია, რომ მთავრობა ან ხალხს დაუპირისპირდეს, ან ეკლესიას. რატომ? - მთავრობა გვიცავს. გვიცავს არაჩვეულებრივად. არაჩვეულებრივი მაჩვენებლებითა ვართ დღეს.

ეკლესიაში მრევლის მოსვლა კანონს არ არღვევს, კანონს ადგენს ხელისუფლება და ხელისუფლებას მიმართეთ ამ კითხვებით. თუ ჩვენ მოვალთ და წირვას ჩავატარებთ, ე.ი. ჩვენც კანონს ვარღვევთ? ჩვენც უნდა გადავიხადოთ ჯარიმა? საღამოს 9:00 საათზე როგორ მოვალთ და მთელი ღამე ტაძარში როგორ ვიქნებით? რა თქმა უნდა, კონსულტაციებს არ გამოვრიცხავთ. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ დიდი ხუთშაბათის შემდეგ. დღემდე ხელისუფლებას არავითარი აგრესია, მოსახლეობის მიმართ არ გამოუჩენია, არც ეკლესიის მიმართ. ძალიან კარგია, რომ ყველა თავის ვალდებულებას ასრულებს. მოწოდება არის მოწოდება და აგრესია არის აგრესია. დღევანდელ დღეს არავითარი მიზეზი არ გვაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლების უკმაყოფილო ვიყოთ ამ რთულ ვითარებაში. ამიტომ იმედი მაქვს, არც ახლა ვიქნებით უკმაყოფილო და ცუდად არ მოიქცევიან“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, ტაძრებში ლიტანიობისას შეეცდებიან, მრევლს შორის დისტანცია დაიცვან.

„უმჯობესია, ღამე გახვიდეთ ქალაქში და ნახოთ, რა ხდება, უამრავი ადამიანი მოძრაობს. ჰოდა, რომ აჯარიმებენ, რატომ აჯარიმებენ? აქ კანონის დარღვევაზე კი არ არის საქმე, უსაფრთხოების ზომებს არ იცავენ. ეს არის მთავარი! ღამე რომ ბნელა, არ ჩანს, ვინ რა მანძილზე მიდის ერთმანეთთან, ამიტომ არის მე ვფიქრობ, ეს კანონი. ცოტა აზრიანად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ვეცდებით ლიტანიობისას დისტანცია დავიცვათ.

მე არ ვიცი რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს ხელისუფლება, რა მოხდება აღდგომის ღამეს არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ, დღევანდელი მონაცემებით, მთავრობა სიკეთის მეტს არაფერს აკეთებს. იმედი მაქვს, უაზრო და არაგონივრული გადაწყვეტილებები არავის მიმართ იქნება მიღებული. ჩვენ ახლა რაზე ვსაუბრობთ, რამდენად იქნება საფრთხე ტაძარში აღდგომის წირვაზე შეკრება ეპიდემიის გავრცელებისთვის. არ გავრცელდება ეპიდემია! როგორ უნდა მოვიდეს ღამით მრევლი, ეს კითხვა მე არ მეხება, არ ვიცი. თქვენ გგონიათ მორწმუნე ადამიანები დასაქოქი თოჯინები არიან? მრევლი არის ჩვეულებრივი ადამიანები ამ ქვეყნის, სავარაუდოდ, ზრდასრული ადამიანები, მოაზროვნეები, განათლებულები და მიიღებენ თავის გადაწყვეტილებას ისევე, როგორც მე მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

"ზოგჯერ 50 კაცი მყავს სტუმრად, აქ მეტი კომფორტია... არ ვფიქრობთ თბილისში დაბრუნებას" - როგორ გამოიყურება გვანცა დარასელიას მდიდრული სახლი მცხეთაში

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვი ემსხვერპლება ხოლმე და როგორ იქნება ბავშვი ბედნიერი?" - მეუფე ნიკოლოზი სუროგაციის შესახებ თეა წულუკიანის ახალ ბრძანებაზე