მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტრასბურგში კორონავირუსით გარდაცვლილი 40 წლამდე ქალი ონკოპაციენტი იყო - ახალი დეტალები ქართველ ემიგრანტზე
სტრასბურგში კორონავირუსით გარდაცვლილი 40 წლამდე ქალი ონკოპაციენტი იყო - ახალი დეტალები ქართველ ემიგრანტზე

სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა ქალი სტრას­ბურ­გში და­ი­ღუ­პა - ამის შე­სა­ხებ დღეს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ ისა­უბ­რა.

რო­გორც AMBEBI.GE-ს საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბი უყ­ვე­ბი­ან, 40 წლამ­დე ქალს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ის ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბას მკურ­ნა­ლობ­და, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბამ კი ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა.

"ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლობ­და და რამ­დე­ნი­მე თვეა რაც აქ ჩა­მო­ვი­და სამ­კურ­ნა­ლოდ. ცუ­დად იყო ძა­ლი­ან, სის­ხლის კიბო ჰქონ­და. ქი­მი­ებს უკე­თებ­დნენ. აქაც რომ გა­უ­კე­თეს ძა­ლი­ან და­სუს­ტდა. იმ­დე­ნად ცუ­დად იყო, კო­რო­ნა­ვირუ­სი კი არა, უბ­რა­ლო გრი­პიც მო­ე­რე­ო­და“... - ამ­ბო­ბენ ემიგ­რან­ტე­ბი.

ეს ქარ­თვე­ლის კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­ექ­ვსე შემ­თხვე­ვაა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ. პირ­ვე­ლად 74 წლის ქალ­ბა­ტო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა ეს­პა­ნე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, მას მძი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ონ­კო­პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა. პირ­ვე­ლად, ეს­პა­ნეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ წა­სუ­ლი 5 შვი­ლის დედა, სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი 34 წლის ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

უცხო­ეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი არც ერთი ქარ­თვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გად­მო­უს­ვე­ნე­ბით. ეპი­დე­მი­ის დროს, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დებს გარ­დაც­ვლი­ლე­ბის დაკ­რძალ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო წესი და მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრასნ­პორ­ტი­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ მომ­ხდა­რა.

ავტორი:

სტრასბურგში კორონავირუსით გარდაცვლილი 40 წლამდე ქალი ონკოპაციენტი იყო - ახალი დეტალები ქართველ ემიგრანტზე

სტრასბურგში კორონავირუსით გარდაცვლილი 40 წლამდე ქალი ონკოპაციენტი იყო - ახალი დეტალები ქართველ ემიგრანტზე

საქართველოს ფარგლებს გარეთ კორონავირუსით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი სტრასბურგში დაიღუპა - ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ისაუბრა.

როგორც AMBEBI.GE-ს საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტები უყვებიან, 40 წლამდე ქალს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ის ონკოლოგიურ დაავადებას მკურნალობდა, კორონავირუსით დაინფიცირებამ კი ლეტალური შედეგი მოიტანა.

"ჯერ საქართველოში მკურნალობდა და რამდენიმე თვეა რაც აქ ჩამოვიდა სამკურნალოდ. ცუდად იყო ძალიან, სისხლის კიბო ჰქონდა. ქიმიებს უკეთებდნენ. აქაც რომ გაუკეთეს ძალიან დასუსტდა. იმდენად ცუდად იყო, კორონავირუსი კი არა, უბრალო გრიპიც მოერეოდა“... - ამბობენ ემიგრანტები.

ეს ქართველის კორონავირუსით გარდაცვალების მეექვსე შემთხვევაა საქართველოს ფარგლებს გარეთ. პირველად 74 წლის ქალბატონი გარდაიცვალა ესპანეთის ერთ-ერთ კლინიკაში, მას მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქე ონკოპაციენტის გარდაცვალებას, ეს უკვე მეორე შემთხვევაა. პირველად, ესპანეთში სამკურნალოდ წასული 5 შვილის დედა, სიმსივნით დაავადებული 34 წლის ცირა ალიხანაშვილი გარდაიცვალა.

უცხოეთში კორონავირუსით გარდაცვლილი არც ერთი ქართველი საქართველოში არ გადმოუსვენებით. ეპიდემიის დროს, ყველა ქვეყანაში მოქმედებს გარდაცვლილების დაკრძალვის სავალდებულო წესი და მიცვალებულის საქართველოში ტრასნპორტირება ჯერჯერობით არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა.

კორონავირუსის გამო ქართველი ფეხბურთელების ფასი დაეცა

როდის გამოიდარებს საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა - "რაიონში დაფიქსირდა შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი"