მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ყველას გვიჭირს და უხერხულია დახმარების თხოვნა, მაგრამ შვილის გადასარჩენად უკან არაფერზე დავიხევ" - 28 წლის სალომე ხარებავა სიცოცხლისთვის იბრძვის
"ახლა ყველას გვიჭირს და უხერხულია დახმარების თხოვნა, მაგრამ შვილის გადასარჩენად უკან არაფერზე დავიხევ" - 28 წლის სალომე ხარებავა სიცოცხლისთვის იბრძვის

28 წლის სა­ლო­მე ხა­რე­ბა­ვა ძვლის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით მე­ო­თხე თვეა თურ­ქეთ­ში მკურ­ნა­ლობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მით, სა­ლო­მეს ოჯა­ხის წევ­რებ­მა დო­ნო­რის მო­ძი­ე­ბა მო­ა­ხერ­ხეს, მაგ­რამ ოპე­რა­ცის­თვის სა­ჭი­რო თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა უჭირთ.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ­დე გო­გო­ნას მე­გობ­რე­ბი საქ­ველ­მოქ­მე­დო კამ­პა­ნი­ებს აწარ­მო­ებ­დნენ - მარ­თავ­დნენ კონ­ცერ­ტებს, გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვებს და მე­გობ­რის­თვის ოპე­რა­ცი­ის თან­ხას აგ­რო­ვებ­დნენ. სა­ლო­მეს დედა, მად­ლე­ნა ჩო­გო­ვა­ძე AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა ეუ­ხერ­ხუ­ლე­ბათ, გო­გო­ნას ჯან­მრთე­ლო­ბა კი დღი­თი­დღე უა­რეს­დე­ბა და სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ რჩე­ბათ.

"სა­ლო­მეს 17 წლის ასაკ­ში მო­უ­წია ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა.10 წელი იცხოვ­რა სა­ბერ­ძნეთ­ში, იქ შექ­მნა ოჯა­ხი და ჰყავს 2 შვი­ლი, რომ­ლებ­საც ახლა მე ვზრდი. 10 წლის მან­ძილ­ზე პირ­ვე­ლად რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენს მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. რო­დე­საც ჩა­მო­ვი­და თავს შე­უძ­ლოდ გრძნობ­და, ჰქონ­და სი­ცხე­ე­ბი და წა­ვე­დით ექიმ­თან.

გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გად გვი­თხრეს, რომ ჰქონ­და ანე­მია. კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რით, შევ­ძე­ლით და წა­ვიყ­ვა­ნეთ თურ­ქეთ­ში. ისევ ჩა­ი­ტა­რა ყვე­ლა სა­ჭი­რო გა­მოკ­ვლე­ვა და და­უდ­გინ­და მწვა­ვე ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მია. მას შემ­დეგ მკურ­ნა­ლობს თურ­ქეთ­ში, ახლა ქი­მი­ებს იკე­თებს.

თა­ვი­დან ძა­ლი­ან უი­მე­დოდ იყო სა­ლო­მე. ხელი ჩა­იქ­ნია, სად გვაქვს ჩვენ ამ­დე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა, ვერ გა­დავ­რჩე­ბიო... მაგ­რამ მთე­ლი სა­მე­გობ­რო და სა­ნა­თე­საო, ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი, ყვე­ლა ფეხ­ზე დად­გა ჩემი შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად, რა­მაც აქამ­დე მო­იყ­ვა­ნა. და­გეგ­მი­ლი იყო საქ­ველ­მოქ­მე­დო გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, სა­ლო­მეს მე­გობ­რებს უნდა მო­ე­წყოთ აქ­ცი­ე­ბი, რი­თაც შეგ­როვ­დე­ბო­და გარ­კვე­უ­ლი თან­ხა. კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ჩა­ი­შა­ლა ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა და აღ­მოვჩ­დით გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ხელ-ფეხ­შეკ­რუ­ლე­ბი, დავ­რჩით მხო­ლოდ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის იმე­დად...

ერ­თა­დერ­თი სახ­ლი მაქვს, იმის გა­ყიდ­ვაც მინ­და, მაგ­რამ იპო­თე­კით გვაქვს დატ­ვირ­თუ­ლი და ბან­კი­დან მო­ვი­და წე­რი­ლო­ბი­თი ცნო­ბა სახ­ლს აუქ­ცი­ონ­ზე გა­გი­ტან­თო. მოკ­ლედ, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ. ახლა ყვე­ლას გვი­ჭირს და ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია, ახლა ვინ­მეს­თვის დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა, მაგ­რამ ჩემი შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად უკან არა­ფერ­ზე და­ვი­ხევ. მისი შვი­ლე­ბი ყო­ველ­დღე თვა­ლებ­ში შე­მომ­ყუ­რე­ბენ, მე­კი­თხე­ბი­ან დე­დი­კო რო­გორ არის, რო­დის დაბ­რუნ­დე­ბაო.

კე­თი­ლი ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით აქამ­დე მო­ვე­დით და იმედს არ ვკარ­გავთ, რომ სა­ლო­მეს გა­და­ვარ­ჩენთ.

ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ვლო­ცავ, ვინც თუნ­დათ ერთი თეთ­რი გა­ი­ღო ჩემი შვი­ლის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად" - ამ­ბობს სა­ლო­მე ხა­რე­ბა­ვას დედა მად­ლე­ნა ჩო­გო­ვა­ძე.

სა­ლო­მეს დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­გიძ­ლი­ათ შემ­დეგ ან­გა­რი­შის ნომ­რებ­ზე:

თი­ბი­სი ბან­კი:

GE02TB7089245064300006

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი:

GE71BG0000000760794200

მიმ­ღე­ბი: მად­ლე­ნა ჩო­გო­ვა­ძე

გიორგი
0

ღმერთო, ყველას მოუმართე ხელი, ამ დაძაბულ და გაუბედურებულ დროში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ახლა ყველას გვიჭირს და უხერხულია დახმარების თხოვნა, მაგრამ შვილის გადასარჩენად უკან არაფერზე დავიხევ" - 28 წლის სალომე ხარებავა სიცოცხლისთვის იბრძვის

"ახლა ყველას გვიჭირს და უხერხულია დახმარების თხოვნა, მაგრამ შვილის გადასარჩენად უკან არაფერზე დავიხევ" - 28 წლის სალომე ხარებავა სიცოცხლისთვის იბრძვის

28 წლის სალომე ხარებავა ძვლის ტვინის სიმსივნის დიაგნოზით მეოთხე თვეა თურქეთში მკურნალობს. საზოგადოების თანადგომით, სალომეს ოჯახის წევრებმა დონორის მოძიება მოახერხეს, მაგრამ ოპერაცისთვის საჭირო თანხის შეგროვება უჭირთ.

კორონავირუსის პანდემიამდე გოგონას მეგობრები საქველმოქმედო კამპანიებს აწარმოებდნენ - მართავდნენ კონცერტებს, გამოფენა-გაყიდვებს და მეგობრისთვის ოპერაციის თანხას აგროვებდნენ. სალომეს დედა, მადლენა ჩოგოვაძე AMBEBI.GE-ს უყვება, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, დახმარების თხოვნა ეუხერხულებათ, გოგონას ჯანმრთელობა კი დღითიდღე უარესდება და სხვა გამოსავალი არ რჩებათ.

"სალომეს 17 წლის ასაკში მოუწია ემიგრაციაში წასვლა.10 წელი იცხოვრა საბერძნეთში, იქ შექმნა ოჯახი და ჰყავს 2 შვილი, რომლებსაც ახლა მე ვზრდი. 10 წლის მანძილზე პირველად რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა საქართველოში ჩვენს მოსანახულებლად. როდესაც ჩამოვიდა თავს შეუძლოდ გრძნობდა, ჰქონდა სიცხეები და წავედით ექიმთან.

გამოკვლევების შედეგად გვითხრეს, რომ ჰქონდა ანემია. კეთილი ადამიანების მხარდაჭერით, შევძელით და წავიყვანეთ თურქეთში. ისევ ჩაიტარა ყველა საჭირო გამოკვლევა და დაუდგინდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია. მას შემდეგ მკურნალობს თურქეთში, ახლა ქიმიებს იკეთებს.

თავიდან ძალიან უიმედოდ იყო სალომე. ხელი ჩაიქნია, სად გვაქვს ჩვენ ამდენი საშუალება, ვერ გადავრჩებიო... მაგრამ მთელი სამეგობრო და სანათესაო, ნაცნობი თუ უცნობი, ყველა ფეხზე დადგა ჩემი შვილის გადასარჩენად, რამაც აქამდე მოიყვანა. დაგეგმილი იყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სალომეს მეგობრებს უნდა მოეწყოთ აქციები, რითაც შეგროვდებოდა გარკვეული თანხა. კორონავირუსის გამო ჩაიშალა ყველა ღონისძიება და აღმოვჩდით გამოუვალ სიტუაციაში, ხელ-ფეხშეკრულები, დავრჩით მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედად...

ერთადერთი სახლი მაქვს, იმის გაყიდვაც მინდა, მაგრამ იპოთეკით გვაქვს დატვირთული და ბანკიდან მოვიდა წერილობითი ცნობა სახლს აუქციონზე გაგიტანთო. მოკლედ, უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. ახლა ყველას გვიჭირს და ძალიან უხერხულია, ახლა ვინმესთვის დახმარების თხოვნა, მაგრამ ჩემი შვილის გადასარჩენად უკან არაფერზე დავიხევ. მისი შვილები ყოველდღე თვალებში შემომყურებენ, მეკითხებიან დედიკო როგორ არის, როდის დაბრუნდებაო.

კეთილი ხალხის დახმარებით აქამდე მოვედით და იმედს არ ვკარგავთ, რომ სალომეს გადავარჩენთ.

ყველა იმ ადამიანს ვლოცავ, ვინც თუნდათ ერთი თეთრი გაიღო ჩემი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად" - ამბობს სალომე ხარებავას დედა მადლენა ჩოგოვაძე.

სალომეს დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი ბანკი:

GE02TB7089245064300006

საქართველოს ბანკი:

GE71BG0000000760794200

მიმღები: მადლენა ჩოგოვაძე

კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევიდან 21 ქუთაისში გამოვლინდა - მათგან 19 სკოლის კლასტერია

ერეკლე თედლიაშვილი, რომლის ცემის ფაქტზე გიორგი კანდელაკის ბიჭი დააკავეს, გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა