პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალის მქონე დარგები - მოსაზრებები ექსპორტის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციები
ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალის მქონე დარგები - მოსაზრებები ექსპორტის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციები

პრო­ექ­ტის “ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სი ახ­ლოს ევ­რო­პას­თან” (GeClose2EU) ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა დარ­გე­ბი, რომ­ლებ­საც გან­ვი­თა­რე­ბის, ად­გი­ლობ­რივ და სა­ექ­სპორ­ტო ბა­ზარ­ზე ზრდის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს. პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრის (EPRC) მიერ შვე­დე­თის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით და, პერ­სპე­ტი­ვა­ში, შერ­ჩე­უ­ლი ორი დარ­გის ტექ­ნი­კურ დახ­მა­რე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

17 სა­სა­ქონ­ლო ჯგუ­ფი­სა და 46 დარ­გის ანა­ლი­ზის შე­დე­გად, (რო­მელ­თა შო­რის არ შე­დი­ო­და მომ­სა­ხუ­რე­ბის დარ­გე­ბი, რად­გან ისი­ნი უკვე გან­სა­ზღვრუ­ლია პრო­ექ­ტის GeClose2EU სა­მიზ­ნედ), გა­მო­იკ­ვე­თა შემ­დე­გი 5 პერ­სპექ­ტი­უ­ლი დარ­გი და 2 ქვე­დარ­გი:

1. ტან­საც­მლის წარ­მო­ე­ბა; 2. ფეხ­საც­მლის წარ­მო­ე­ბა; 3. ტყა­ვი­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის წარ­მო­ე­ბა; 4. ხის და კორ­პის წა­რო­ე­ბა, ნა­კე­თო­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა ჩაის და წნუ­ლი მა­სა­ლე­ბის­გან; 5. ავე­ჯის წარ­მო­ე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­გე­ბი­დან შე­საძ­ლო და­ნა­ხარ­ჯი­სა და პო­ტენ­ცი­ა­ლის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბით პერ­სპექ­ტი­ულ ქვე­დარ­გე­ბად კვლე­ვა­ში გა­მო­ყო­ფი­ლია სა­ბავ­შვო ტან­საც­მლის წარ­მო­ე­ბა (ტან­საც­მლის წარ­მო­ე­ბის ქვა­დარ­გი) და სა­თა­მა­შო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა (უპი­რა­ტე­სად ხის სა­თა­მა­შო­ე­ბის, რო­გორც ხის ნა­კე­თო­ბე­ბის ქვე­დარ­გის, თუმ­ცა იგი მთლი­ა­ნად სა­თა­მა­შებ­საც მო­ი­ცავს).

დო­კუ­მენ­ტი მომ­ზად­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის ცენ­ტრის (ITC), ვაჭ­რო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WTO), ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (OECD) ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბი­თა, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის (საქსტა­ტის) ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით. კვლე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია კრი­ზი­სამ­დე არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჩა­მოთ­ვლი­ლი დარ­გე­ბი - შე­სა­ბა­მი­სად ტექ­სტილ­თან, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას­თან, ხე-ტყის და­მუ­შა­ვე­ბას­თან, ფეხ­საც­მლი­სა და ტან­საც­მლის ინ­დუსტრი­ას­თან ერ­თად, ქმნი­ან კლას­ტე­რებს, რაც სა­მო­მავ­ლოდ ყვე­ლა დარ­გის მეტ-ნაკ­ლე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის იმედს იძ­ლე­ვა. კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად ეს კლას­ტე­რე­ბი ჩა­ნა­სა­ხო­ვან მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­ხარ­ბი­ე­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რის პი­რო­ბებ­ში, გან­ვი­თა­რე­ბის კარ­გი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნი­ათ; მათ შო­რის პოსტ-კრი­ზი­სულ (პან­დე­მი­ის შემ­დგომ) პე­რი­ოდ­ში, როცა სა­ქარ­თვე­ლოს და მსოფ­ლი­ოს ტრა­დი­ცი­ულ ეკო­ნო­მი­კურ სტრუქ­ტუ­რას ცვლი­ლე­ბა ელის.

„GEclose2EU"- ს შე­სა­ხებ: პრო­ექ­ტი “ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სი ახ­ლოს ევ­რო­პას­თან”(GeClose2EU) ხორ­ცი­ელ­დე­ბა შვე­დე­თის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით. პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს „ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრი" (EPRC) სა­ა­გენ­ტოს­თან „აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. პრო­ექ­ტი 2018 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­წყო და მისი მი­ზა­ნია მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რა, მათი ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე და ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შექ­მნა.

ავტორი:

ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალის მქონე დარგები - მოსაზრებები ექსპორტის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციები

ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალის მქონე დარგები - მოსაზრებები ექსპორტის დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციები

პროექტის “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან” (GeClose2EU) ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა დარგები, რომლებსაც განვითარების, ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალი აქვს. პროექტი ხორციელდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და, პერსპეტივაში, შერჩეული ორი დარგის ტექნიკურ დახმარებასაც ითვალისწინებს.

17 სასაქონლო ჯგუფისა და 46 დარგის ანალიზის შედეგად, (რომელთა შორის არ შედიოდა მომსახურების დარგები, რადგან ისინი უკვე განსაზღვრულია პროექტის GeClose2EU სამიზნედ), გამოიკვეთა შემდეგი 5 პერსპექტიული დარგი და 2 ქვედარგი:

1. ტანსაცმლის წარმოება; 2. ფეხსაცმლის წარმოება; 3. ტყავისა და მასთან დაკავშირებული საქონლის წარმოება; 4. ხის და კორპის წაროება, ნაკეთობების წარმოება ჩაის და წნული მასალებისგან; 5. ავეჯის წარმოება.

აღნიშნული დარგებიდან შესაძლო დანახარჯისა და პოტენციალის ურთიერთმიმართებით პერსპექტიულ ქვედარგებად კვლევაში გამოყოფილია საბავშვო ტანსაცმლის წარმოება (ტანსაცმლის წარმოების ქვადარგი) და სათამაშოების წარმოება (უპირატესად ხის სათამაშოების, როგორც ხის ნაკეთობების ქვედარგის, თუმცა იგი მთლიანად სათამაშებსაც მოიცავს).

დოკუმენტი მომზადდა საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის (ITC), ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO), ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ინფორმაციისა და მეთოდოლოგიის გამოყენებითა, ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ინფორმაციაზე დაყრდნობით. კვლევაში გამოყენებულია კრიზისამდე არსებული სტატისტიკური მონაცემები.

საინტერესოა, რომ ჩამოთვლილი დარგები - შესაბამისად ტექსტილთან, სოფლის მეურნეობასთან, ხე-ტყის დამუშავებასთან, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ინდუსტრიასთან ერთად, ქმნიან კლასტერებს, რაც სამომავლოდ ყველა დარგის მეტ-ნაკლები განვითარების იმედს იძლევა. კვლევის თანახმად, საქართველოში ამჟამად ეს კლასტერები ჩანასახოვან მდგომარეობაშია და სწორი განვითარებისა და სახარბიელო ეკონომიკური კონიუნქტურის პირობებში, განვითარების კარგი პოტენციალი გააჩნიათ; მათ შორის პოსტ-კრიზისულ (პანდემიის შემდგომ) პერიოდში, როცა საქართველოს და მსოფლიოს ტრადიციულ ეკონომიკურ სტრუქტურას ცვლილება ელის.

„GEclose2EU"- ს შესახებ: პროექტი “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან”(GeClose2EU) ხორციელდება შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში" თანამშრომლობით. პროექტი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და მისი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

უცხოეთში ხალხი იხვეწება, რომ ტესტი ჩაუტარონ და თუ სახელმწიფო ჩაგვიტარებს, მაგას რა სჯობს? - როდის ჩაუტარდებათ სასულიერო პირებს აგრესიული ტესტირება?

მარნეულის კლასტერიდან უმძიმესი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს - ლევან რატიანი

"დემნა გვასალიამ შეიძლება ასეთიც გამოუშვას, მოსწონს ეგეთი რაღაცეები" - პაატა იმნაძე ქართულ პირბადეებზე