პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსი, როგორც ეპიდემია, შესაძლოა, ყოველ 20 წელიწადში განმეორდეს“ - ბილ გეითსი
"კორონავირუსი, როგორც ეპიდემია, შესაძლოა, ყოველ 20 წელიწადში განმეორდეს“ - ბილ გეითსი

კომ­პა­ნია Microsoft-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ბილ გე­ით­სი ამ­ბობს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია არის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც ამ ეპო­ქის ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოს­ცა­დოს.

მი­ლი­არ­დე­რი გვაფრ­თხი­ლებს, რომ, შე­საძ­ლოა, კო­რო­ნა­ვირუ­სი, რო­გორც ეპი­დე­მია, ყო­ველ 20 წე­ლი­წად­ში ერთხელ გან­მე­ორ­დეს.

გე­ითსმა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე The Financial Times-თან ისა­უბ­რა. მისი თქმით, ახლა, ვირუ­სის და­სა­მარ­ცხებ­ლად სა­ჭი­როა ტრი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი, იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტი, ვიდ­რე მსოფ­ლი­ოს დას­ჭირ­დე­ბო­და, პან­დე­მი­ის­თვის მზად რომ ყო­ფი­ლი­ყო.

ბილ გე­ით­სი სა­უბ­რობს სა­მო­მავ­ლოდ მძლავ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბის, ასე­ვე ვირუ­სის სირ­თუ­ლი­სა და გავ­რცე­ლე­ბის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

"ამ სის­ტე­მე­ბის შექ­მნის ღო­რე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა იმას­თან შე­და­რე­ბით, რა თან­ხაც ახლა პან­დე­მი­ის და­სა­მარ­ცხებ­ლა­დაა სა­ჭი­რო. ახლა ადა­მი­ან­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ კი, ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს ალ­ბა­თო­ბა, ვირუ­სი ყო­ველ 20 წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­მოჩ­ნდეს და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ელო­დე­ბი­ან, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტად აქ­ცე­ვენ ვირუს­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბას“, - ამ­ბობს გე­ით­სი.

ის ასე­ვე დას­ძენს, რომ თუ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი მო­ემ­ზა­დე­ბი­ან და ინ­ვეს­ტი­ცი­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბის შექ­მნა­ში, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის შექ­მნა­ში, ვაქ­ცი­ნე­ბის შექ­მნის კუ­თხით, მსოფ­ლიო აღარ აღ­მოჩ­ნდე­ბა ისეთ კრი­ზის­ში, რო­გორ­შიც დღეს არის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქველ­მოქ­მე­დი მი­ლი­არ­დე­რი წლე­ბის წინ სა­უბ­რობ­და მო­სა­ლოდ­ნელ პან­დე­მი­ა­ზე, ვაქ­ცი­ნე­ბის სწრა­ფად შექ­მნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­სა და ამ სფე­რო­ში უფრო მეტი ინ­ვეს­ტი­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე.

2017 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში, ბილ გე­ით­სი პან­დე­მი­ის საფრ­თხეს ისე­თი­ვე ჭრილ­ში გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორც ბირ­თვუ­ლი ომე­ბი­სა და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის საფრ­თხეს. ის იმა­ზეც ამ­ბობს, თუ რა შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­დე­გი ეპი­დე­მია. "შემ­დე­გი ეპი­დე­მია შე­იძ­ლე­ბა იყოს სუ­პერ გა­დამ­დე­ბი და გრი­პის სა­სიკ­ვდი­ლო შტა­მი“, - წერ­და Microsoft-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი წლე­ბის წინ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში ბილ და მე­ლინ­და გე­ით­სებ­მა კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის­თვის 100 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­რი­ცხეს. თან­ხის ნა­წი­ლი ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბას უნდა მოხ­მარ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭკვიანი ხალხია
101

ახალი ვაქცინების შექმნა გამოიწვევს იმას, რომ მომდევნო 150 წელიწადში დედამიწის მოსახლეობა 25 მილიარდამდე გაიზრდება. ასეთი რაოდენობა კი ნიშნავს, რომ ძალიან დაჩქარდება ის პროცესები, რაც ჩვენს პლანეტას საცხოვრებლად უვარგისს გახდის. ჩემი აზრით ვაქცინის შექმნას ახლაც მაქსიმალურად გააჭიანურებენ და ეს ბილ გეითსმაც მშვენივრად იცის.

ani
11

ჲცი რაღაცეები და გვიმალავ,ძალიან ბევრი იცი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კორონავირუსი, როგორც ეპიდემია, შესაძლოა, ყოველ 20 წელიწადში განმეორდეს“ - ბილ გეითსი

"კორონავირუსი, როგორც ეპიდემია, შესაძლოა, ყოველ 20 წელიწადში განმეორდეს“ - ბილ გეითსი

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემია არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც ამ ეპოქის ადამიანმა შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოსცადოს.

მილიარდერი გვაფრთხილებს, რომ, შესაძლოა, კორონავირუსი, როგორც ეპიდემია, ყოველ 20 წელიწადში ერთხელ განმეორდეს.

გეითსმა აღნიშნულ საკითხზე The Financial Times-თან ისაუბრა. მისი თქმით, ახლა, ვირუსის დასამარცხებლად საჭიროა ტრილიონობით დოლარი, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე მსოფლიოს დასჭირდებოდა, პანდემიისთვის მზად რომ ყოფილიყო.

ბილ გეითსი საუბრობს სამომავლოდ მძლავრი დიაგნოსტიკური ცენტრების, ასევე ვირუსის სირთულისა და გავრცელების გამაფრთხილებელი სისტემის შექმნის აუცილებლობაზე.

"ამ სისტემების შექმნის ღორებულება ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რა თანხაც ახლა პანდემიის დასამარცხებლადაა საჭირო. ახლა ადამიანმა გააცნობიერა, რომ კი, ნამდვილად არსებობს ალბათობა, ვირუსი ყოველ 20 წელიწადში ერთხელ გამოჩნდეს და მოქალაქეები ელოდებიან, რომ პოლიტიკოსები პრიორიტეტად აქცევენ ვირუსთან გასამკლავებლად წინასწარ მომზადებას“, - ამბობს გეითსი.

ის ასევე დასძენს, რომ თუ სახელმწიფოები მოემზადებიან და ინვესტიციებს განახორციელებენ დიაგნოსტიკური ცენტრების შექმნაში, ვირუსის გავრცელების გამაფრთხილებელი სისტემის შექმნაში, ვაქცინების შექმნის კუთხით, მსოფლიო აღარ აღმოჩნდება ისეთ კრიზისში, როგორშიც დღეს არის.

აღსანიშნავია, რომ ქველმოქმედი მილიარდერი წლების წინ საუბრობდა მოსალოდნელ პანდემიაზე, ვაქცინების სწრაფად შექმნის აუცილებლობასა და ამ სფეროში უფრო მეტი ინვესტიციის საჭიროებაზე.

2017 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, ბილ გეითსი პანდემიის საფრთხეს ისეთივე ჭრილში განიხილავს, როგორც ბირთვული ომებისა და კლიმატის ცვლილების საფრთხეს. ის იმაზეც ამბობს, თუ რა შეიძლება იყოს შემდეგი ეპიდემია. "შემდეგი ეპიდემია შეიძლება იყოს სუპერ გადამდები და გრიპის სასიკვდილო შტამი“, - წერდა Microsoft-ის დამფუძნებელი წლების წინ.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში ბილ და მელინდა გეითსებმა კორონავირუსთან ბრძოლისთვის 100 მილიონი დოლარი გადარიცხეს. თანხის ნაწილი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის განვითარებას უნდა მოხმარდეს.

"თუ ახლა ფაშინიანი პრორუსულმა ძალებმა პოლიტიკას ჩამოაშორეს, მოსკოვი ძაფზე ჩამობმულ სათამაშო თოჯინად გვაქცევს" - წავა თუ დარჩება ფაშინიანი?

რამდენად ეფექტიანია "სინოფარმის" ვაქცინა და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს - ჯანმო-ს ახალი ინფორმაცია ვაქცინაზე, რომლითაც საქართველოში აცრები დღეს დაიწყო

27-წლიანი ქორწინების დასასრული - რატომ შორდებიან ბილ და მელინდა გეითსები და ვის დარჩება მილიარდები?