მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიზარდა თუ არა ფასები დაპირებულ 9 პროდუქტზე? - რას პასუხობს სამინისტრო მომხმარებლების პრეტენზიებს
გაიზარდა თუ არა ფასები დაპირებულ 9 პროდუქტზე? - რას პასუხობს სამინისტრო მომხმარებლების პრეტენზიებს

"ფე­ის­ბუქ­ში" მო­ქა­ლა­ქე­ბი ჩი­ვი­ან, რომ მთავ­რო­ბის და­პი­რე­ბა 9 ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ტის არ­გაძ­ვი­რე­ბის შე­სა­ხებ, არ სრულ­დე­ბა და სხვა­დას­ხვა სა­ვაჭ­რო ქსელ­ში ფა­სებ­მა მო­ი­მა­ტა.

შე­გახ­სე­ნებთ, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რებ­მა ორი კვი­რის წინ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ბიზ­ნეს­თან შე­თან­ხმე­ბა შედ­გა და კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში 9 პრო­დუქტზე ფასი არ შე­იც­ვლე­ბა. ეს ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ტე­ბია: ბრინ­ჯი; მა­კა­რო­ნი; მზე­სუმ­ზი­რის ზეთი; ფქვი­ლი; შა­ქა­რი; ხორ­ბა­ლი; წი­წი­ბუ­რა; ლო­ბიო; რძის ფხვნი­ლი და მის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი.

თუმ­ცა, "სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის" ჯგუფ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად წე­რენ, რომ ფა­სე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია თით­ქმის ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ პრო­დუქტზე.

"დღეს ვი­კი­თხე რძის ფხვნი­ლის ფასი, მო­ი­მა­ტა ფას­მაო გამ­ყიდ­ვე­ლი მე­უბ­ნე­ბა - 7 ლარი და 50 თეთ­რი ღირ­და, დღეს 17 ლარი და 50 თეთ­რი, 10 ლა­რია ნა­მა­ტი!"

"რა ფა­სე­ბის კონ­ტრო­ლი? წი­წი­ბუ­რა 4,40 ღირს (ღირ­და 1,90), ლო­ბიო 6,80ღირს (ღირ­და 4.50), ზეთი 3,40 ღირ­და ახლა 4,80ღირს; მა­კა­რო­ნი 1,35 ღირ­და (ახლა 3.30 ღირს). ყვე­ლა­ფე­რი 80%-ით გაძ­ვირ­და. პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის საკ­ვებს ცე­ცხლი უკი­დია!"

"მა­კა­რო­ნი, წი­წი­ბუ­რა, ზეთი, სა­პო­ნიც კი გა­აძ­ვი­რეს..."

"ყვე­ლამ უნდა გა­და­ვუ­ღოთ ფო­ტო­ე­ბი და და­ვუ­დოთ მთავ­რო­ბას გვერ­დზე.იქ­ნებ მოხ­დეს ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა და და­რე­გუ­ლირ­დეს ფა­სე­ბი და­პი­რე­ბი­სა­მებრ. ჩვენ თუ არ გა­მოვ­ხა­ტეთ პრო­ტეს­ტი, ეს თა­ვის­თა­ვად არ მოხ­დე­ბა" - წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

თუმ­ცა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნულს უარ­ყო­ფენ და აცხა­დე­ბენ, რომ 9 პრო­დუქტზე, რო­მელ­ზეც სა­ხელ­მწი­ფომ ფა­სის ზრდა და­ა­ზღვია, ფასი მო­მა­ტე­ბუ­ლი არ არის.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, თენ­გიზ კა­ლან­და­ძემ გა­ნუ­ცხა­და, პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სის მო­ნი­ტო­რინ­გი ხდე­ბა რო­გორც იმ­პორ­ტის, ასე­ვე დის­ტრი­ბუ­ცი­ი­სა და სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვის ეტაპ­ზე და ამ დრო­ის­თვის ფა­სის მა­ტე­ბა არ ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, სურ­სა­თის გაძ­ვი­რე­ბის ცალ­კე­უ­ლი ფაქ­ტე­ბი კერ­ძო უბ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში და­ფიქ­სირ­დეს.

„დღემ­დე 20-მდე მსხვილ იმ­პორ­ტი­ორ კომ­პა­ნი­ას აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ჩვენ­თან კონ­ტრაქ­ტი და ჩვე­ნი მიდ­გო­მაა ის, რომ 9 პრო­დუქ­ტის ფასი 10 მარ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბით არ­სე­ბულ­თან შე­და­რე­ბით არ უნდა გა­ი­ზარ­დოს.

მთა­ვა­რია, რომ სის­ტე­მუ­რად გვი­ჭი­რავს ეს პრო­ცე­სი. ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვა­კონ­ტრო­ლებთ, ფა­სებს ვა­დევ­ნებთ თვალ­ყურს. სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფია შექ­მნი­ლი. ფა­სე­ბი, რო­გორც თბი­ლი­სი­დან, ასე­ვე რე­გი­ო­ნე­ბი­დან იგ­ზავ­ნე­ბა ჩვენ­თან და ზრდა არ არის. შე­საძ­ლე­ბე­ლია ეს იყოს ერ­თე­ულ სა­უბ­ნო მა­ღა­ზი­ებ­ში, რომ მა­გა­ლი­თად 10 თეთ­რით მო­ი­მა­ტოს წი­წი­ბუ­რის ფას­მა, მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში თუ ავი­ღებთ, ვინც ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რებს, 80-90 % შემ­თხვე­ვა­ში, ფა­სე­ბი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია“, - აცხა­დებს კა­ლან­და­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში.

მი­სი­ვე თქმით, თუ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ფა­სის მა­ტე­ბის ფაქტს და­ა­ფიქ­სი­რე­ბენ, შე­უძ­ლი­ათ ეს უწყე­ბას აც­ნო­ბონ და რე­ა­გი­რე­ბა მყი­სი­ე­რი იქ­ნე­ბა.

„მე მო­ვუ­წო­დებ მომ­ხმა­რებ­ლებს, თუ შე­ნიშ­ნა­ვენ სპე­კუ­ლა­ცი­უ­რად ფა­სის გაზ­რდას, შეგ­ვა­ტყო­ბი­ნონ. გვაქვს ცხე­ლი ხაზი 15 01, მყი­სი­ერ რე­ა­გი­რე­ბას მო­ვახ­დენთ ამა­ზე“, - აღ­ნიშ­ნავს თენ­გიზ კა­ლან­და­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო 9 სა­სურ­სა­თო პრო­დუქტზე: ბრინ­ჯი, მა­კა­რო­ნის ნა­წარ­მი, წი­წი­ბუ­რა, მზე­სუმ­ზი­რის ზეთი, შა­ქა­რი, ხორ­ბა­ლი, ხორ­ბლის ფქვი­ლი, რძის ფხვნი­ლი და ლო­ბიო, ფა­სის ზრდას აზღვევს, რის­თვი­საც ბი­უ­ჯე­ტი­დან 10 მი­ლი­ო­ნი ლა­რია გა­მო­ყო­ფი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zaza
0

საგანგებო მდგომარეობაა ოცნება ცოტა მკაცრად მოექეცით სპეკულიანტებს ნუ გეშინიათ საკუთარი ჩრდილის

გევორქ
1

წყალში,ან ვიღაცის ჯიბეში ჩაყრილი 10 მილიონი..

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

გაიზარდა თუ არა ფასები დაპირებულ 9 პროდუქტზე? - რას პასუხობს სამინისტრო მომხმარებლების პრეტენზიებს

გაიზარდა თუ არა ფასები დაპირებულ 9 პროდუქტზე? - რას პასუხობს სამინისტრო მომხმარებლების პრეტენზიებს

"ფეისბუქში" მოქალაქები ჩივიან, რომ მთავრობის დაპირება 9 ძირითადი პროდუქტის არგაძვირების შესახებ, არ სრულდება და სხვადასხვა სავაჭრო ქსელში ფასებმა მოიმატა.

შეგახსენებთ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ორი კვირის წინ განაცხადეს, რომ ბიზნესთან შეთანხმება შედგა და კორონავირუსის პანდემიის პერიოდში 9 პროდუქტზე ფასი არ შეიცვლება. ეს ძირითადი პროდუქტებია: ბრინჯი; მაკარონი; მზესუმზირის ზეთი; ფქვილი; შაქარი; ხორბალი; წიწიბურა; ლობიო; რძის ფხვნილი და მისგან წარმოებული პროდუქტები.

თუმცა, "სასოწარკვეთილი მომხმარებლების" ჯგუფში მოქალაქეები ყოველდღიურად წერენ, რომ ფასები მომატებულია თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტზე.

"დღეს ვიკითხე რძის ფხვნილის ფასი, მოიმატა ფასმაო გამყიდველი მეუბნება - 7 ლარი და 50 თეთრი ღირდა, დღეს 17 ლარი და 50 თეთრი, 10 ლარია ნამატი!"

"რა ფასების კონტროლი? წიწიბურა 4,40 ღირს (ღირდა 1,90), ლობიო 6,80ღირს (ღირდა 4.50), ზეთი 3,40 ღირდა ახლა 4,80ღირს; მაკარონი 1,35 ღირდა (ახლა 3.30 ღირს). ყველაფერი 80%-ით გაძვირდა. პირველადი მოხმარების საკვებს ცეცხლი უკიდია!"

"მაკარონი, წიწიბურა, ზეთი, საპონიც კი გააძვირეს..."

"ყველამ უნდა გადავუღოთ ფოტოები და დავუდოთ მთავრობას გვერდზე.იქნებ მოხდეს ამაზე რეაგირება და დარეგულირდეს ფასები დაპირებისამებრ. ჩვენ თუ არ გამოვხატეთ პროტესტი, ეს თავისთავად არ მოხდება" - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნულს უარყოფენ და აცხადებენ, რომ 9 პროდუქტზე, რომელზეც სახელმწიფომ ფასის ზრდა დააზღვია, ფასი მომატებული არ არის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ განუცხადა, პროდუქტების ფასის მონიტორინგი ხდება როგორც იმპორტის, ასევე დისტრიბუციისა და საცალო გაყიდვის ეტაპზე და ამ დროისთვის ფასის მატება არ ფიქსირდება, თუმცა შესაძლოა, სურსათის გაძვირების ცალკეული ფაქტები კერძო უბნის მაღაზიებში დაფიქსირდეს.

„დღემდე 20-მდე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას აქვს გაფორმებული ჩვენთან კონტრაქტი და ჩვენი მიდგომაა ის, რომ 9 პროდუქტის ფასი 10 მარტის მდგომარეობით არსებულთან შედარებით არ უნდა გაიზარდოს.

მთავარია, რომ სისტემურად გვიჭირავს ეს პროცესი. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ, ფასებს ვადევნებთ თვალყურს. სპეციალური მონიტორინგის ჯგუფია შექმნილი. ფასები, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან იგზავნება ჩვენთან და ზრდა არ არის. შესაძლებელია ეს იყოს ერთეულ საუბნო მაღაზიებში, რომ მაგალითად 10 თეთრით მოიმატოს წიწიბურის ფასმა, მაგრამ საერთო ჯამში თუ ავიღებთ, ვინც ბაზარზე ოპერირებს, 80-90 % შემთხვევაში, ფასები შენარჩუნებულია“, - აცხადებს კალანდაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

მისივე თქმით, თუ მომხმარებლები ფასის მატების ფაქტს დააფიქსირებენ, შეუძლიათ ეს უწყებას აცნობონ და რეაგირება მყისიერი იქნება.

„მე მოვუწოდებ მომხმარებლებს, თუ შენიშნავენ სპეკულაციურად ფასის გაზრდას, შეგვატყობინონ. გვაქვს ცხელი ხაზი 15 01, მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ ამაზე“, - აღნიშნავს თენგიზ კალანდაძე.

ცნობისთვის, სახელმწიფო 9 სასურსათო პროდუქტზე: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო, ფასის ზრდას აზღვევს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარია გამოყოფილი.

"ე.წ. ქობულეთის კლასტერთან კონტაქტში მყოფი 305 პირი გამოიკვეთა, 1600 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარდა და 13 პირის მდგომარეობა საყურადღებოა"

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

გაიცანით ქართველი ქალბატონი, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ყოველი პაციენტის სახელზე თავისი კორპუსის ეზოში ხეს რგავს