პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ე.წ. კანონიერი ქურდები ციხეებს დატოვებენ, უპატრონო პატიმრები კი დაიხოცებიან" - რუსეთში მასშტაბურ ამნისტიას ითხოვენ
"ე.წ. კანონიერი ქურდები ციხეებს დატოვებენ, უპატრონო პატიმრები კი დაიხოცებიან" - რუსეთში მასშტაბურ ამნისტიას ითხოვენ

რუ­სუ­ლი მე­დია უკვე წერს, რომ ქვეყ­ნის ცი­ხე­ებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და და ეპი­და­ფეთ­ქე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. ამის ფონ­ზე, რუსი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ვირუ­სის მას­შტა­ბუ­რი გავ­რცე­ლე­ბის გამო, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­თან­ხმდე­ბა ცი­ხი­დან პა­ტიმ­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბას.

არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რო­დე­საც პა­ტიმ­რებ­მა თა­ვად მი­მარ­თეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით. რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის­თვის იბ­რძვი­ან ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც საქ­მე­ში "გავ­ლე­ნი­ან სა­ნაც­ნო­ბოს­თან" ერ­თად, ფი­ნან­სუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიც ჩარ­თეს. უკვე დაძ­რუ­ლია რამ­დე­ნი­მეს საქ­მე, თუმ­ცა მას­შტა­ბურ ამ­ნის­ტი­ას ელო­დე­ბი­ან, რათა ისი­ნიც სხვებ­თან ერ­თად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ.

ამ­ნის­ტი­ა­ში მოხ­ვდე­ბი­ან ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ე­ლი პა­ტიმ­რე­ბიც, რად­გან უკვე მუ­შავ­დე­ბა პე­ტი­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, შე­საძ­ლოა ის პა­ტიმ­რე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ, ვი­საც პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე ცოტა დრო დარ­ჩა.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "მოს­კო­ვის ჰელ­სინ­კის ჯგუ­ფი" აგ­რო­ვებს ხელ­მო­წე­რებს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი. პე­ტი­ცი­ა­ში, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნი აწერს ხელს, მო­ი­თხო­ვენ რაც შე­იძ­ლე­ბა ფარ­თო ამ­ნის­ტია მოხ­დეს და მცი­რე­ვა­დი­ა­ნი პა­ტიმ­რე­ბი გა­მო­უშ­ვან, რად­გან კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ცი­ხის იზო­ლა­ტო­რებ­ში შე­საძ­ლოა, უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი დად­გეს.

"იქ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი (და არა მხო­ლოდ პა­ტიმ­რე­ბი) ძა­ლი­ან დიდი საფრ­თხის წი­ნა­შე არი­ან, რად­გან ვერ სარ­გებ­ლო­ბენ საკ­მა­რი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბით, არ აქვთ ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტი და გარ­და ამი­სა, შე­უძ­ლე­ბე­ლია მათი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მოქ­ცე­ვა. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის დიდი რის­კი არ­სე­ბობს, რაც მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს უქ­მნის...

გა­ე­როს უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­კი­თხში სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში მი­მარ­თავს ყვე­ლა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რონ ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რათა შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბი თა­ვი­დან აი­ცი­ლონ...” - ნათ­ქვა­მია უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

პე­ტი­ცი­ის ავ­ტო­რებს აშშ-ს, ავ­სტრა­ლი­ის, გერ­მა­ნი­ის, იორ­და­ნი­ის, ირა­ნის, ირ­ლან­დი­ის, კა­ნა­დის, სუ­და­ნი­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი მოჰ­ყავთ, სა­დაც არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ი­ღეს ცი­ხე­ე­ბის გა­დატ­ვირ­თვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ერთ-ერთი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის, სვეტ­ლა­ნა გა­ნუშ­კი­ნას ვა­რა­უ­დით, ცი­ხე­ებ­ში ვირუ­სის ეპი­დე­მია გარ­და­უ­ვა­ლია, ამი­ტომ ამ­ნის­ტია მთე­ლი რუ­სე­თის მას­შტა­ბით უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

“თუ ამ­ნის­ტია მოხ­დე­ბა, ის რუ­სე­თის ყვე­ლა რე­გი­ონს უნდა შე­ე­ხოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერთ ად­გი­ლას, აქამ­დე რუ­სე­თის კა­ნო­ნი არ ვრცელ­დე­ბო­და" - აცხა­დებს ის და დას­ძენს, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით ამ­ნის­ტია ტე­რო­რიზ­მში ბრალ­დე­ბუ­ლებს და მათ­თან კავ­შირ­ში მყო­ფებს არ შე­ე­ხე­ბათ - "მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თი საქ­მე­ე­ბი, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ფაბ­რი­კა­ცია იყო..." - გან­მარ­ტავს გა­ნუშ­კი­ნა.

რუ­სე­თის ცი­ხე­ებ­ში სა­მარ­თლი­ა­ნი ამ­ნის­ტი­ის არ სჯე­რათ რუს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს. ისი­ნი წე­რენ, რომ ძველ პა­ტიმ­რებს ახ­ლე­ბით შე­ავ­სე­ბენ, სა­უ­ბა­რია მათ­ზე, ვი­საც კა­რან­ტი­ნის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, 7-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა. მათ ასე­ვე არ სჯე­რათ იმის, რომ ჩი­ნე­თი­დან ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი 14-დღი­ან კა­რან­ტინ­ში ჰყავ­დათ, რად­გან რუ­სე­თის ცი­ხე­ე­ბის უმე­ტეს ნა­წილ­ში, პი­რო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს.

"არ მჯე­რა, რომ კა­დი­რო­ვი იმ ხალ­ხს გა­უშ­ვებს, ვი­საც ტყუ­ილ-უბ­რა­ლოდ აწა­მებს, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე კონ­ტრო­ლი არ და­კარ­გოს... იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა ინ­გუ­შეთ­შიც..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლინა ლინ­კო­ვა.

"და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ახლა რუ­სე­თის ცი­ხე­ებ­ში, კა­რან­ტინ­ში მყო­ფებ­თან შე­სა­ბა­მი­სად აღ­ჭურ­ვი­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი მუ­შა­ობს, რად­გან საკ­მა­რი­სი ეკი­პი­რე­ბა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­შიც კი არ აქვთ. ამი­ტომ, ასე მოხ­დე­ბა - რამ­დე­ნი­მეს გა­მო­უშ­ვე­ბენ, ფუ­ლი­ა­ნე­ბი და გავ­ლე­ნი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბიც ცი­ხე­ებს და­ტო­ვე­ბენ, უამ­რა­ვი უბ­რა­ლო და უპატ­რო­ნო პა­ტი­მა­რი კი და­ი­ხო­ცე­ბა. რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­მა­ლავს, ან რამე სხვა დი­აგ­ნოზს და­უს­ვამს. პა­ემ­ნე­ბი ხომ ისე­დაც აკ­რძა­ლუ­ლია და ვინ რას გა­ი­გებს?" - მი­აჩ­ნია იგორ ჩერ­ნი­კოვს.

2019 წლის იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კო­ლო­ნი­ებ­ში 465 000-მდე პა­ტი­მა­რი იმ­ყო­ფე­ბა, თით­ქმის 100 000 კი სა­გა­მო­ძი­ე­ბო იზო­ლა­ტორ­ში.

მთა­ვა­რი ფოტო: Сергей Фадеичев/ТАСС

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1
0

ყველა კომენტარი არ ქვეყნდება

გივი
12

 ქურდების გამოშვებას ისევ კორონა ვირუსი ჯობია 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ე.წ. კანონიერი ქურდები ციხეებს დატოვებენ, უპატრონო პატიმრები კი დაიხოცებიან" - რუსეთში მასშტაბურ ამნისტიას ითხოვენ

"ე.წ. კანონიერი ქურდები ციხეებს დატოვებენ, უპატრონო პატიმრები კი დაიხოცებიან" - რუსეთში მასშტაბურ ამნისტიას ითხოვენ

რუსული მედია უკვე წერს, რომ ქვეყნის ციხეებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა და ეპიდაფეთქება გარდაუვალია. ამის ფონზე, რუსი უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ ვირუსის მასშტაბური გავრცელების გამო, რუსეთის ხელისუფლება დათანხმდება ციხიდან პატიმრების გამოშვებას.

არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც პატიმრებმა თავად მიმართეს ადმინისტრაციას შეწყალების თხოვნით. როგორც რუსული მედია წერს, ციხიდან გამოსვლისთვის იბრძვიან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, რომლებმაც საქმეში "გავლენიან სანაცნობოსთან" ერთად, ფინანსური შეთავაზებებიც ჩართეს. უკვე დაძრულია რამდენიმეს საქმე, თუმცა მასშტაბურ ამნისტიას ელოდებიან, რათა ისინიც სხვებთან ერთად გაათავისუფლონ.

ამნისტიაში მოხვდებიან ჩრდილოეთ კავკასიელი პატიმრებიც, რადგან უკვე მუშავდება პეტიცია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ის პატიმრები გაათავისუფლონ, ვისაც პატიმრობის ვადის ამოწურვამდე ცოტა დრო დარჩა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია "მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი" აგროვებს ხელმოწერებს რუსეთის ხელისუფლებისადმი. პეტიციაში, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი აწერს ხელს, მოითხოვენ რაც შეიძლება ფართო ამნისტია მოხდეს და მცირევადიანი პატიმრები გამოუშვან, რადგან კორონავირუსის გამო ციხის იზოლატორებში შესაძლოა, უმძიმესი შედეგები დადგეს.

"იქ მყოფი ადამიანები (და არა მხოლოდ პატიმრები) ძალიან დიდი საფრთხის წინაშე არიან, რადგან ვერ სარგებლობენ საკმარისი სამედიცინო დახმარებით, არ აქვთ ძლიერი იმუნიტეტი და გარდა ამისა, შეუძლებელია მათი თვითიზოლაციაში მოქცევა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეპიდემიის გავრცელების დიდი რისკი არსებობს, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის...

გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში სპეციალურ განცხადებაში მიმართავს ყველა ქვეყნის ხელისუფლებას, მაქსიმალურად შეამცირონ ციხეებში პატიმრების რაოდენობა, რათა შემდგომი გართულებები თავიდან აიცილონ...” - ნათქვამია უფლებადამცველების განცხადებაში.

პეტიციის ავტორებს აშშ-ს, ავსტრალიის, გერმანიის, იორდანიის, ირანის, ირლანდიის, კანადის, სუდანისა და სხვა ქვეყნების მაგალითები მოჰყავთ, სადაც არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიიღეს ციხეების გადატვირთვის გადაწყვეტილება. ერთ-ერთი უფლებადამცველის, სვეტლანა განუშკინას ვარაუდით, ციხეებში ვირუსის ეპიდემია გარდაუვალია, ამიტომ ამნისტია მთელი რუსეთის მასშტაბით უნდა განხორციელდეს.

“თუ ამნისტია მოხდება, ის რუსეთის ყველა რეგიონს უნდა შეეხოს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადგილას, აქამდე რუსეთის კანონი არ ვრცელდებოდა" - აცხადებს ის და დასძენს, რომ დიდი ალბათობით ამნისტია ტერორიზმში ბრალდებულებს და მათთან კავშირში მყოფებს არ შეეხებათ - "მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საქმეები, უმეტეს შემთხვევაში, ფაბრიკაცია იყო..." - განმარტავს განუშკინა.

რუსეთის ციხეებში სამართლიანი ამნისტიის არ სჯერათ რუს ინტერნეტმომხმარებლებს. ისინი წერენ, რომ ძველ პატიმრებს ახლებით შეავსებენ, საუბარია მათზე, ვისაც კარანტინის დარღვევის შემთხვევაში, 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მათ ასევე არ სჯერათ იმის, რომ ჩინეთიდან ექსტრადირებული პატიმრები 14-დღიან კარანტინში ჰყავდათ, რადგან რუსეთის ციხეების უმეტეს ნაწილში, პირობები არ არსებობს.

"არ მჯერა, რომ კადიროვი იმ ხალხს გაუშვებს, ვისაც ტყუილ-უბრალოდ აწამებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლებაზე კონტროლი არ დაკარგოს... იგივე სიტუაციაა ინგუშეთშიც..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ლინა ლინკოვა.

"დაუჯერებელია, რომ ახლა რუსეთის ციხეებში, კარანტინში მყოფებთან შესაბამისად აღჭურვილი მედპერსონალი მუშაობს, რადგან საკმარისი ეკიპირება, საავადმყოფოებშიც კი არ აქვთ. ამიტომ, ასე მოხდება - რამდენიმეს გამოუშვებენ, ფულიანები და გავლენიანები, მათ შორის, ე.წ. კანონიერი ქურდებიც ციხეებს დატოვებენ, უამრავი უბრალო და უპატრონო პატიმარი კი დაიხოცება. რუსეთის ხელისუფლება დამალავს, ან რამე სხვა დიაგნოზს დაუსვამს. პაემნები ხომ ისედაც აკრძალულია და ვინ რას გაიგებს?" - მიაჩნია იგორ ჩერნიკოვს.

2019 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის კოლონიებში 465 000-მდე პატიმარი იმყოფება, თითქმის 100 000 კი საგამოძიებო იზოლატორში.

მთავარი ფოტო: Сергей Фадеичев/ТАСС

ჯო ბაიდენს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - "ცდილობდა ეკოცნა..მეჩურჩულებოდა, "გინდა, სადმე წავიდეთ?"

კიევის პეჩორის ლავრაში კორონავირუსით არქიმანდრიტი გარდაიცვალა

ქაოსი მაღაზიებში, დახურული მეჩეთები და "მტრედების შემოსევა" - COVID-19-ის გავლენა თურქეთზე, სადაც 60 000-მდე ინფიცირებულია (ფოტოები)