საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირბადეები "შავი ჭირის" დროს გამოიყენებოდა... არ ვიცი, ეს უკმაყოფილება საიდან წამოვიდა" - გამყრელიძე და იმნაძე ქართულ პირბადეებზე
"პირბადეები "შავი ჭირის" დროს გამოიყენებოდა... არ ვიცი, ეს უკმაყოფილება საიდან წამოვიდა" - გამყრელიძე და იმნაძე ქართულ პირბადეებზე

მე­ო­რე დღეა, რაც სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის პირ­ბა­დე­ე­ბი იყი­დე­ბა. 12 შრი­ა­ნი მრა­ვალ­ჯე­რა­დი პირ­ბა­დე­ე­ბის შე­ძე­ნას მომ­ხმა­რე­ბე­ლი მალე მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, "ავერ­სის", "ფარ­მა­დე­პოს", "პე­ეს­პე­სა" და "ჯი­პი­სის" აფ­თი­ა­ქებ­ში შეძ­ლე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 50 თეთ­რს შე­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­ზა­დე­ბულ პირ­ბა­დე­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. გარ­და იმი­სა, რომ პრო­დუქ­ცი­ას ვი­ზუ­ალს უწუ­ნე­ბენ, მის ეფექ­ტუ­რო­ბა­შიც შე­აქვთ ეჭვი.

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ნა­თია თურ­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, პირ­ბა­დე­ე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან არის შე­თან­ხმე­ბუ­ლი და შე­მოწ­მე­ბა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში აქვს გავ­ლი­ლი.

პირ­ბა­დე­ე­ბის ხა­რის­ხი­სა და მისი გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბებ­ზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­სა და მის მო­ად­გი­ლეს და­უ­კავ­შირ­და.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გვი­თხრა, რომ ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის პირ­ბა­დე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრთან არის შე­თან­ხმე­ბუ­ლი. მის­თვის აუხ­სნე­ლია ის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, რაც ამ პრო­დუქ­ცი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ ნა­წილ­ში გა­მო­იწ­ვია.

"ეს პირ­ბა­დე­ე­ბი ჩვენ­გან არის შე­მოწ­მე­ბუ­ლი და ვამ­ბობთ, რომ ეს არის მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პირ­ბა­დე. მისი გა­რე­ცხვა და და­უ­თო­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა თუ სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნით არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მა­შინ ერთჯე­რა­დად უნდა გა­მო­ი­ყე­ნო 2-3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და შემ­დეგ გა­და­აგ­დო.

ბა­ტონ­მა პა­ა­ტამ თქვა, რომ "შავი ჭი­რის" დროს იყე­ნებ­დნენ ასეთ პირ­ბა­დე­ებს, ამ ადა­მი­ან­ზე დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ სა­კი­თხში არ არის. ეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სა­ი­დან და რა­ტომ წა­მო­ვი­და, ამა­ზე მე პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ, არ ვიცი და არც მა­გის დრო მაქვს, რომ ეს ვარ­კვიო" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE -ს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მო­ად­გი­ლე­საც. პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ მოგ­ვწე­რა, რომ ასე­თი პირ­ბა­დე­ე­ბი ადა­მი­ანს ვირუ­სის­გან ძა­ლი­ან კარ­გად იცავს.

"ასეთ პირ­ბა­დე­ებს ვი­ყე­ნებ­დით "შავი ჭი­რის" დროს. წლე­ბი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და ერ­ჯე­რა­დი პირ­ბა­დე­ე­ბი, ამე­რი­კის სი­დი­სის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი წა­ი­კი­თხონ" - გან­გვი­მარ­ტა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 79 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
199

მოდას აყოლილი ბრბო. ყველაფერში უმადურები რომ არიან ენები სად უნდა მოიფხანონ თუ არა ფეისბუქზე. მთავარია დაგვიცვას და რა გადარდებთ როგორია

ჰაჰ
189

ვისაც არ მოწონს გაგვატარეთ ისინი ვისაც მოგვწონს და გვინდა. ბინტი უფრო ეფექტურია ვიდრე რაიმე სხვა ნაჭერი. რაც შეეხება ვიზუალს, ბოდიში მაგრამ ახლა სელფების და მატრაკვეცობის დრო არ არის. თავზე გვემხობა ქვეყანა. მოვიცილოთ ეს შავი ჭირი დროზე!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პირბადეები "შავი ჭირის" დროს გამოიყენებოდა... არ ვიცი, ეს უკმაყოფილება საიდან წამოვიდა" - გამყრელიძე და იმნაძე ქართულ პირბადეებზე

"პირბადეები "შავი ჭირის" დროს გამოიყენებოდა... არ ვიცი, ეს უკმაყოფილება საიდან წამოვიდა" - გამყრელიძე და იმნაძე ქართულ პირბადეებზე

მეორე დღეა, რაც სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები იყიდება. 12 შრიანი მრავალჯერადი პირბადეების შეძენას მომხმარებელი მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით, "ავერსის", "ფარმადეპოს", "პეესპესა" და "ჯიპისის" აფთიაქებში შეძლებენ. აღნიშნული პროდუქციის ღირებულება 50 თეთრს შეადგენს.

საქართველოში დამზადებულ პირბადეებს სოციალურ ქსელში საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. გარდა იმისა, რომ პროდუქციას ვიზუალს უწუნებენ, მის ეფექტურობაშიც შეაქვთ ეჭვი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, პირბადეების შემადგენლობა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან არის შეთანხმებული და შემოწმება ლუგარის ლაბორატორიაში აქვს გავლილი.

პირბადეების ხარისხისა და მისი გამოყენების პირობებზე სასაუბროდ AMBEBI.GE დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორსა და მის მოადგილეს დაუკავშირდა.

ამირან გამყრელიძემ გვითხრა, რომ ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით დეტალები დაავადებათა კონტროლის ცენტრთან არის შეთანხმებული. მისთვის აუხსნელია ის უკმაყოფილება, რაც ამ პროდუქციამ საზოგადოების ერთ ნაწილში გამოიწვია.

"ეს პირბადეები ჩვენგან არის შემოწმებული და ვამბობთ, რომ ეს არის მრავალჯერადი გამოყენების, საყოფაცხოვრებო დანიშნულების პირბადე. მისი გარეცხვა და დაუთოება შეიძლება, თუმცა თუ სამედიცინო მიზნით არის გამოყენებული, მაშინ ერთჯერადად უნდა გამოიყენო 2-3 საათის განმავლობაში და შემდეგ გადააგდო.

ბატონმა პაატამ თქვა, რომ "შავი ჭირის" დროს იყენებდნენ ასეთ პირბადეებს, ამ ადამიანზე დიდი ავტორიტეტი საქართველოში ამ საკითხში არ არის. ეს უკმაყოფილება საიდან და რატომ წამოვიდა, ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ, არ ვიცი და არც მაგის დრო მაქვს, რომ ეს ვარკვიო" - განუცხადა AMBEBI.GE -ს ამირან გამყრელიძემ.

ჩვენ დავუკავშირდით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოადგილესაც. პაატა იმნაძემ მოგვწერა, რომ ასეთი პირბადეები ადამიანს ვირუსისგან ძალიან კარგად იცავს.

"ასეთ პირბადეებს ვიყენებდით "შავი ჭირის" დროს. წლები საერთოდ არ არსებობდა ერჯერადი პირბადეები, ამერიკის სიდისის რეკომენდაციები წაიკითხონ" - განგვიმარტა პაატა იმნაძემ.

"ექიმი 8 საათი ვერ ჯდება, ამ დროს ატარებს ჯოჯოხეთურ პირობებში" - რა ნახა ირაკლი იმნაიშვილმა რეანიმაციაში, სადაც კორონავირუსიან უმძიმეს პაციენტებს მკურნალობენ

რა მდგომარეობაშია პაციენტი, რომელიც ინფექციურში 5 მარტიდან მკურნალობს და კორონავირუსზე დღემდე დადებითი პასუხი აქვს

როგორ შეუძლია ქართველ მეფუტკრეს გადაარჩინოს ევროპა