პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეკვეთილია 84 ათასი PCR ტესტი, 24 ათასი ანტისხეულების ტესტი და იგეგმება 200 000 სწრაფი ტესტის შემოტანა - ეკა ტიკარაძე
შეკვეთილია 84 ათასი PCR ტესტი, 24 ათასი ანტისხეულების ტესტი და იგეგმება 200 000 სწრაფი ტესტის შემოტანა - ეკა ტიკარაძე

ამ ეტა­პის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მა­ტე­ბით შე­მო­სუ­ლია 10 000 ოქ­როს სტან­დარ­ტის PCR ტეს­ტი, ხოლო გზა­შია კი­დევ 18 000 ცალი, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. გარ­და ამი­სა, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის 4 000 ტეს­ტი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია, ხოლო ამა­ვე ტი­პის 20 000 ტეს­ტი გზა­შია.

რაც შე­ე­ხე­ბა სწრაფ ტეს­ტებს, ამ ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნა­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა 2 000-ია, თუმ­ცა, რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, მას შემ­დეგ, რაც მათი უსაფრ­თხო­ე­ბა და მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბა დამ­ტკიც­დე­ბა, იგეგ­მე­ბა კი­დევ 200 000 ცა­ლის შე­მო­ტა­ნა.

„აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მაქვს ჩვე­ნი შეს­ყიდ­ვე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ტეს­ტე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა. ამ ეტა­პის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში გვაქვს 2 000 ოქ­როს სტან­დარ­ტის PCR ტეს­ტი, და­მა­ტე­ბით კი­დევ შე­მო­სუ­ლია 10 000 ტეს­ტი, ხოლო გზა­ში არის 18 000 ტეს­ტი. შეკ­ვე­თის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა არის 84 ათა­სი ტეს­ტი. გარ­და ამი­სა, ად­გილ­ზე უკვე არის 4 000 ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის ტეს­ტი, გზა­ში არის 20 000 ტეს­ტი. გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, მათი სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა არის 24 ათა­სი. რაც შე­ე­ხე­ბა იმ სწრაფ ტეს­ტებს, რო­მელ­საც ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ასე ძა­ლი­ან ელო­დე­ბი­ან, მას საკ­მა­ოდ ფრთხი­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა და მეტი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სჭირ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ სწრაფ ტეს­ტებს ჩვენ მხო­ლოდ იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში გა­მო­ვი­ყე­ნებთ. მათი რა­ო­დე­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში ამ ეტაპ­ზე არის 2 ათა­სი, გზა­ში არის 52 ათა­სი. რაც შე­ე­ხე­ბა შეკ­ვე­თის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბას, მას შემ­დეგ რაც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მხრი­დან და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ამ სწრა­ფი ტეს­ტე­ბის უსაფრ­თხო და მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სტან­დარ­ტი, გვაქვს გეგ­მა­ში, რომ და­მა­ტე­ბით 200 000 შე­მო­ვი­ტა­ნოთ ქვე­ყა­ნა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ამ ეტაპ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 3500 სა­წო­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლებს დღე­ში ასე­უ­ლო­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის მი­ღე­ბას შე­უ­ფერ­ხებ­ლად.

„კლი­ნი­კე­ბის მზა­ო­ბა ასე­ვე ყო­ველ­დღი­უ­რად მოწ­მდე­ბა, რათა არ იყოს პი­კურ პე­რი­ოდ­ში გარ­კვე­უ­ლი რყე­ვე­ბი ჰოს­პი­ტა­ლებ­ში და ყვე­ლა ექი­მი, რო­გორც ექთა­ნი, იყოს მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლი. ჩვენ ამ ეტა­პის­თვის გვაქვს 3500 სა­წო­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში დღე­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ასე­უ­ლო­ბით შემ­თხვე­ვის მი­ღე­ბას ჩვენ შევ­ძლებთ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უ­ყოვ­ნებ­ლივ და პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ოჯა­ხის ექი­მე­ბის ინ­ტენ­სი­ურ ტრე­ნინგს, და­მა­ტე­ბით შეგ­ვიძ­ლია, სა­კარ­ტი­ნო სივ­რცე­ებ­ში გან­ვა­თავ­სოთ ის პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც არ ესა­ჭი­რო­ვე­ბათ სტა­ცი­ო­ნა­რი­ზა­ცია და მათი მკურ­ნა­ლო­ბა ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მოხ­დე­ბა უკვე სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნებ­ში. სა­ერ­თო ჯამი არის, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 ათას პა­ცი­ენ­ტამ­დე, რაც შე­იძ­ლე­ბა ჩვენ გა­ვა­კე­თოთ შე­უ­ფერ­ხებ­ლად ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა უპა­სუ­ხა სა­ა­გენ­ტო „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კი­თხვას, იგეგ­მე­ბა თუ არა დღემ­დე უსამ­სა­ხუ­როდ მყო­ფი ექი­მე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, დატ­რე­ნინ­გე­ბა და კლი­ნი­კებ­ში მათი გა­და­ნა­წი­ლე­ბა.

რო­გორც უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, ოჯა­ხის ექი­მე­ბის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი და სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რათა მათ მიერ სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნებ­ში პა­ცი­ენ­ტებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა უსაფრ­თხო და ეფექ­ტი­ა­ნი იყოს.

„ჩემ­თვის, ამ ეტა­პის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი იმ ექი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და არც იმ ექი­მე­ბის შე­სა­ხებ არის ცნო­ბი­ლი, ვინც უსამ­სა­ხუ­როდ არი­ან დარ­ჩე­ნი­ლე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მსგავ­სი გეგ­მა სა­მი­ნის­ტროს ამ ეტაპ­ზე არ აქვს იმ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, რო­მე­ლიც სტა­ტის­ტი­კას­თან მი­მარ­თე­ბით გვაქვს. მო­გახ­სე­ნებთ, რომ COVID 19-ის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცია 208 ადა­მი­ანს აქვს, აქე­დან 48 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია. ექი­მე­ბის რე­სურ­სში დე­ფი­ცი­ტი არ გვაქვს და ამ ეტა­პის­თვის და­მა­ტე­ბი­თი მო­ბი­ლი­ზა­ცია დამ­დვი­ლად არ იგეგ­მე­ბა. თუმ­ცა, იმ პრო­ფე­სი­ებ­თან მი­მარ­თე­ბით, რო­გო­რე­ბიც არი­ან რე­ნი­მა­ტო­ლო­გე­ბი, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტე­ბი, მათი მო­ბი­ლი­ზა­ცია უკვე არის. ასე­ვე, ოჯა­ხის ექი­მე­ბის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი და სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რათა მათ მიერ შემ­დგომ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნებ­ში მკურ­ნა­ლო­ბა ჩვე­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰოო
6

პროპორციული არჩევნებიო აპა აპა - აგი მაი 3 კვირის წინაც თქვით, კვიცი ბიძოზე ხტის? კბილები არ ჩაგიმტვრიოს ხალხმა მაისთანა ტყუილებისათვის... ბიძოც თავისას მიიღებს სუუულ მალე...

ჯაბა
3

აგრესია, აგრესია აღარ მთავრდება ამ მინისტრზე ნუთუ ასე სუსტი მინისტრი გვყავს ასეთ დიდ საინისტროში, ჭკიანი ვინც იყო და მისი ბოღმა ჰქონდა ყველა გაუშვა, თუ მოგვერიაკორონა ეს ხალხი ყველა მოუცვივდება, ტესტები რა გახდა იხმაროს ეხლა მასიურად ვანში და გამოვიდეს ვანიდან 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

შეკვეთილია 84 ათასი PCR ტესტი, 24 ათასი ანტისხეულების ტესტი და იგეგმება 200 000 სწრაფი ტესტის შემოტანა - ეკა ტიკარაძე

შეკვეთილია 84 ათასი PCR ტესტი, 24 ათასი ანტისხეულების ტესტი და იგეგმება 200 000 სწრაფი ტესტის შემოტანა - ეკა ტიკარაძე

ამ ეტაპისთვის საქართველოში დამატებით შემოსულია 10 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, ხოლო გზაშია კიდევ 18 000 ცალი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ანტისხეულების 4 000 ტესტი უკვე საქართველოშია, ხოლო ამავე ტიპის 20 000 ტესტი გზაშია.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ამ ეტაპზე ქვეყანაში მათი რაოდენობა 2 000-ია, თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მათი უსაფრთხოება და მაღალი სანდოობა დამტკიცდება, იგეგმება კიდევ 200 000 ცალის შემოტანა.

„აქ წარმოდგენილი მაქვს ჩვენი შესყიდვების მიერ განხორციელებული ხელშეკრულების საფუძველზე ტესტების ზუსტი რაოდენობა. ამ ეტაპისთვის საქართველოში გვაქვს 2 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, დამატებით კიდევ შემოსულია 10 000 ტესტი, ხოლო გზაში არის 18 000 ტესტი. შეკვეთის საერთო რაოდენობა არის 84 ათასი ტესტი. გარდა ამისა, ადგილზე უკვე არის 4 000 ანტისხეულების ტესტი, გზაში არის 20 000 ტესტი. გაფორმებული ხელშეკრულებით, მათი საერთო რაოდენობა არის 24 ათასი. რაც შეეხება იმ სწრაფ ტესტებს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, მას საკმაოდ ფრთხილი გამოყენება და მეტი მეთვალყურეობა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ამ სწრაფ ტესტებს ჩვენ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ. მათი რაოდენობა ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 2 ათასი, გზაში არის 52 ათასი. რაც შეეხება შეკვეთის საერთო რაოდენობას, მას შემდეგ რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდარტი, გვაქვს გეგმაში, რომ დამატებით 200 000 შემოვიტანოთ ქვეყანაში,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე მობილიზებულია 3500 საწოლი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ერთი თვის განმავლობაში შეძლებს დღეში ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შეუფერხებლად.

„კლინიკების მზაობა ასევე ყოველდღიურად მოწმდება, რათა არ იყოს პიკურ პერიოდში გარკვეული რყევები ჰოსპიტალებში და ყველა ექიმი, როგორც ექთანი, იყოს მობილიზებული და სრულად აღჭურვილი. ჩვენ ამ ეტაპისთვის გვაქვს 3500 საწოლი მობილიზებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასეულობით შემთხვევის მიღებას ჩვენ შევძლებთ ერთი თვის განმავლობაში შეუყოვნებლივ და პარალელურ რეჟიმში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვახორციელებთ ოჯახის ექიმების ინტენსიურ ტრენინგს, დამატებით შეგვიძლია, საკარტინო სივრცეებში განვათავსოთ ის პაციენტები, რომლებსაც არ ესაჭიროვებათ სტაციონარიზაცია და მათი მკურნალობა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება უკვე საკარანტინო ზონებში. საერთო ჯამი არის, დაახლოებით, 10 ათას პაციენტამდე, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ შეუფერხებლად ერთი თვის განმავლობაში,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, იგეგმება თუ არა დღემდე უსამსახუროდ მყოფი ექიმების გადამზადება, დატრენინგება და კლინიკებში მათი გადანაწილება.

როგორც უწყების ხელმძღვანელმა დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ოჯახის ექიმების მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს, რათა მათ მიერ საკარანტინო ზონებში პაციენტებზე ჩატარებული მკურნალობა უსაფრთხო და ეფექტიანი იყოს.

„ჩემთვის, ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი იმ ექიმების რაოდენობა და არც იმ ექიმების შესახებ არის ცნობილი, ვინც უსამსახუროდ არიან დარჩენილები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსგავსი გეგმა სამინისტროს ამ ეტაპზე არ აქვს იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც სტატისტიკასთან მიმართებით გვაქვს. მოგახსენებთ, რომ COVID 19-ის დადასტურებული ინფექცია 208 ადამიანს აქვს, აქედან 48 გამოჯანმრთელებულია. ექიმების რესურსში დეფიციტი არ გვაქვს და ამ ეტაპისთვის დამატებითი მობილიზაცია დამდვილად არ იგეგმება. თუმცა, იმ პროფესიებთან მიმართებით, როგორებიც არიან რენიმატოლოგები, ინფექციონისტები, მათი მობილიზაცია უკვე არის. ასევე, ოჯახის ექიმების მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს, რათა მათ მიერ შემდგომში განხორციელებული საკარანტინო ზონებში მკურნალობა ჩვენი პაციენტებისთვის უსაფრთხო და ეფექტური იყოს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

LIVE: "360 გრადუსი" - ანა დოლიძე, რომან გოცირიძე, კახა კუჭავა

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"საქართველოს კრიზისის პერიოდში ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ასე იქცევა პანდემიასთან ბრძოლაშიც" - ჯეიმს აპატურაი