სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია კორონავირუსის გავრცელების დინამიკა შვედეთში, სადაც ვირუსის გამო მკაცრი რეგულაციები არ მოქმედებს
როგორია კორონავირუსის გავრცელების დინამიკა შვედეთში, სადაც ვირუსის გამო მკაცრი რეგულაციები არ მოქმედებს

შვე­დე­თი იმ იშ­ვი­ათ ქვე­ყა­ნა­თა რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლებ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არ შე­მო­უ­ღი­ათ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაა აკ­რძა­ლუ­ლი 50 ადა­მი­ან­ზე მე­ტის შეკ­რე­ბა. ასე­ვე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გას­ცა რე­კო­მენ­და­ცია, რომ თავი შე­ი­კა­ვონ მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან, თუ ის გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბით არაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 31 იან­ვარს გა­მოვ­ლინ­და და ამ დრო­ის­თვის, სა­ერ­თო ჯამ­ში, 7693 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და.

  • ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის დიდ ნა­წილ­ში მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი, კა­რან­ტი­ნი მოქ­მე­დებს, ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლებ­ში არი­ან გა­მო­კე­ტილ­ნი, შვე­დე­ბი კი ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლე­ბენ და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ, სხვა ქვეყ­ნებ­თან დიდი გან­სხვა­ვე­ბა არ არის, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნას­თან შე­და­რე­ბით კი შვე­დეთს უკე­თე­სი შე­დე­გიც აქვს.

მა­გა­ლი­თად, ავ­სტრი­ა­ში, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 25 თე­ბერ­ვალს გა­მოვ­ლინ­და, ამ დრო­ის­თვის 12 734 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ასე­ვე პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 2 მარტს გა­მოვ­ლინ­და, ამ დრო­ის­თვის 12 442 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავთ. ბელ­გი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 2 იან­ვარს გა­მოვ­ლინ­და და ამ დრომ­დე 23 403 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. გერ­მა­ნი­ა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 27 იან­ვარ­საა აღ­წე­რი­ლი და მას შემ­დეგ 107 663 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. საფ­რან­გეთ­ში 24 იან­ვარს და­დას­ტურ­და პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, ახლა კი 109 069 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავთ.

შვე­დეთ­ში ყვე­ლა­ზე მეტი ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 2 აპ­რილს გა­მოვ­ლინ­და და მათი რა­ო­დე­ნო­ბა 621 იყო. 2 აპ­რი­ლის შემ­დეგ კი ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კა ასე­თია:

  • 3 აპ­რი­ლი - 563 ახა­ლი შემ­თხვე­ვა
  • 4 აპ­რი­ლი - 332 ახა­ლი შემ­თხვე­ვა
  • 5 აპ­რი­ლი - 387 ახა­ლი ახა­ლი შემ­თხვე­ვა
  • 6 აპ­რი­ლი - 376 ახა­ლი შემ­თხვე­ვა
  • 7 აპ­რი­ლი - 487 ახა­ლი შემ­თხვე­ვა

ამ დრო­ის­თვის შვე­დე­თი ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბით მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­ცე ქვე­ყა­ნაა.

"ვფიქ­რობთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზო­მე­ბი უკვე მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს. დარ­ჩი სახ­ლში თუ თავს ცუ­დად გრძნობ, იმუ­შა­ვე სახ­ლი­დან, თუ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვს, არ იმოგ­ზა­უ­რო, თუ გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის, ასე­ვე, ავ­კრძა­ლეთ 50 კაც­ზე მე­ტის შეკ­რე­ბა. თუ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გა­ი­თა­ვი­სებს ჩვენს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი გვექ­ნე­ბა“, - ამ­ბობს ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, ან­დერს ტეგ­ნე­ლი.

გა­ი­გეთ უფრო მეტი შვე­დე­თის სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ხებ: როცა მსოფ­ლიო კა­რან­ტინ­შია, შვე­დე­თი მი­ნი­მა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბით ცხოვ­რობს - სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნის უჩ­ვე­უ­ლო პა­სუ­ხი კო­რო­ნა­ვირუსს

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:(
50

.. და თქვენი აზრით გამოჯანმრთელებულზე სამჯერ მეტი გარდაცვლილი რომ ჰყავთ ეს კარგი შედეგია? იხილეთ, stopcov.ge

საბა
0

აბა დახოცილების რაოდენობაც შეადარეთ ავსტრიას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორია კორონავირუსის გავრცელების დინამიკა შვედეთში, სადაც ვირუსის გამო მკაცრი რეგულაციები არ მოქმედებს

როგორია კორონავირუსის გავრცელების დინამიკა შვედეთში, სადაც ვირუსის გამო მკაცრი რეგულაციები არ მოქმედებს

შვედეთი იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, მკაცრი რეგულაციები არ შემოუღიათ. ხელისუფლება მხოლოდ რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლება. ოფიციალურადაა აკრძალული 50 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ხელისუფლებამ გასცა რეკომენდაცია, რომ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, თუ ის გადაუდებელი აუცილებლობით არაა განპირობებული.

ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა 31 იანვარს გამოვლინდა და ამ დროისთვის, საერთო ჯამში, 7693 ადამიანი დაინფიცირდა.

  • ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში მკაცრი შეზღუდვები, კარანტინი მოქმედებს, ადამიანები სახლებში არიან გამოკეტილნი, შვედები კი ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებენ და მიუხედავად ამისა, ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ, სხვა ქვეყნებთან დიდი განსხვავება არ არის, ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით კი შვედეთს უკეთესი შედეგიც აქვს.

მაგალითად, ავსტრიაში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა 25 თებერვალს გამოვლინდა, ამ დროისთვის 12 734 ადამიანია დაინფიცირებული, ასევე პორტუგალიაში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2 მარტს გამოვლინდა, ამ დროისთვის 12 442 ინფიცირებული ჰყავთ. ბელგიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2 იანვარს გამოვლინდა და ამ დრომდე 23 403 ადამიანი დაინფიცირდა. გერმანიაში პირველი შემთხვევა 27 იანვარსაა აღწერილი და მას შემდეგ 107 663 ადამიანი დაინფიცირდა. საფრანგეთში 24 იანვარს დადასტურდა პირველი შემთხვევა, ახლა კი 109 069 ინფიცირებული ჰყავთ.

შვედეთში ყველაზე მეტი ახალი ინფიცირებული 2 აპრილს გამოვლინდა და მათი რაოდენობა 621 იყო. 2 აპრილის შემდეგ კი ახალი ინფიცირებულების სტატისტიკა ასეთია:

  • 3 აპრილი - 563 ახალი შემთხვევა
  • 4 აპრილი - 332 ახალი შემთხვევა
  • 5 აპრილი - 387 ახალი ახალი შემთხვევა
  • 6 აპრილი - 376 ახალი შემთხვევა
  • 7 აპრილი - 487 ახალი შემთხვევა

ამ დროისთვის შვედეთი ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეოცე ქვეყანაა.

"ვფიქრობთ ყველაზე მნიშვნელოვანი ზომები უკვე მიღებული გვაქვს. დარჩი სახლში თუ თავს ცუდად გრძნობ, იმუშავე სახლიდან, თუ ამის შესაძლებლობა გაქვს, არ იმოგზაურო, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ასევე, ავკრძალეთ 50 კაცზე მეტის შეკრება. თუ ყველა ადამიანი გაითავისებს ჩვენს რეკომენდაციებს, საუკეთესო შედეგი გვექნება“, - ამბობს ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი, ანდერს ტეგნელი.

გაიგეთ უფრო მეტი შვედეთის სტრატეგიის შესახებ: როცა მსოფლიო კარანტინშია, შვედეთი მინიმალური შეზღუდვებით ცხოვრობს - სკანდინავიის ქვეყნის უჩვეულო პასუხი კორონავირუსს

"კორონავირუსი, როგორც ეპიდემია, შესაძლოა, ყოველ 20 წელიწადში განმეორდეს“ - ბილ გეითსი

"ე.წ. კანონიერი ქურდები ციხეებს დატოვებენ, უპატრონო პატიმრები კი დაიხოცებიან" - რუსეთში მასშტაბურ ამნისტიას ითხოვენ

კიევ-პეჩორის ლავრაში 26 სასულიერო პირს, ხოლო მოსკოვში 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდგინდა