საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექიმები 10 პაციენტს ერთი ხელთათმანით და პირბადით იღებენ" - რას წერენ აფხაზები რეგიონში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის აღრიცხვის შემდეგ
"ექიმები 10 პაციენტს ერთი ხელთათმანით და პირბადით იღებენ" - რას წერენ აფხაზები რეგიონში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის აღრიცხვის შემდეგ

აფხა­ზეთ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა. და­ა­ვა­დე­ბა და­უდ­გინ­და მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც მოს­კო­ვი­დან გაგ­რა­ში 29 მარტს ჩა­ვი­და. ის ამ­ჟა­მად გუ­და­უ­თის ცენ­ტრა­ლურ რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობს.

ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის იუ­რის­ტის, საიდ გე­ზერ­და­ვას გან­ცხა­დე­ბით, გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ერთ-ერთი პა­ცი­ენ­ტის ტეს­ტმა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი აჩ­ვე­ნა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა აფხა­ზე­თის მთა­ვარ­მა სა­ნი­ტა­რულ­მა ექიმ­მა ლუდ­მი­ლა სკო­რიკ­მაც და მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­და.

"პა­ცი­ენ­ტი გაგ­რის მკვიდ­რია, ის ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბუ­ლია, იზო­ლი­რე­ბულ პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან სრულ­ყო­ფილ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას იღებს. იზო­ლი­რე­ბუ­ლია მისი ოჯა­ხიც... ის აფხა­ზეთ­ში მოს­კო­ვი­დან შე­მო­ვი­და, სა­დაც მივ­ლი­ნე­ბით იმ­ყო­ფე­ბო­და. ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი მის კონ­ტაქ­ტებს აგ­რო­ვებს და ინ­ფორ­მა­ცი­ას ამუ­შა­ვებს.

კო­რო­ნა­ვი­სუ­რის ინ­ფექ­ცია ჩვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა და ვე­ლო­დე­ბით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას, რად­გან ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს, არ იცა­ვენ თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სებს, გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ქა­ლაქ­ში, მა­შინ რო­დე­საც ქვე­ყა­ნა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს ინ­ფექ­ცი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თვის" - აცხა­დებს სკო­რი­კი.

abkhaz-auto.ru-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გაგ­რის რა­ი­ო­ნის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სი ვლა­დი­მერ ჯე­ნია აცხა­დებს, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რვა­სარ­თუ­ლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში ცხოვ­რობს და მთლი­ან კორ­პუსს დე­ზინ­ფექ­ცია ჩა­უ­ტარ­და. უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ის ტაქ­სის მძღო­ლი, რო­მელ­მაც მა­მა­კა­ცი ფსო­უ­დან სახ­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

აფხა­ზე­ბის თქმით, არა­ერ­თი მო­წო­დე­ბის მო­უ­ხე­და­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ჩვე­ულ ტემპში გა­ნაგ­რძობს ცხოვ­რე­ბას. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ერთ-ერ­თმა აფხაზ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დადო სო­ხუ­მის ბაზ­რის ვი­დეო, სა­დაც დის­ტან­ცი­ის დაც­ვა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, ელე­მენ­ტა­რუ­ლი ჰი­გი­ე­ნი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი არ არის და­ცუ­ლი.

რე­გი­ონ­ში, ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ პირ­ვე­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა 25 მარტს გა­ა­კე­თა, რო­დე­საც 8 აპ­რი­ლამ­დე რუ­სეთ­თან ფსო­უს სა­ზღვა­რი ჩა­კე­ტა და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და... უფრო ადრე, 13 მარტს, ასე­ვე 8 აპ­რი­ლამ­დე ჩა­კე­ტეს ქარ­თულ მხა­რეს­თან ე.წ სა­ზღვა­რი, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე სა­გან­გე­ბო შემ­თხვე­ვი­სას, აფხა­ზურ მხა­რეს­თან შე­თან­ხმე­ბით, პა­ცი­ენ­ტე­ბი ქარ­თულ მხა­რეს გად­მო­იყ­ვა­ნეს.

აფხა­ზუ­რი მე­დია წერს, რომ ერთ დღე­ღა­მე­ში ე.წ. ჯან­დაც­ვის ცხელ ხაზ­ზე, 300-ზე მეტი ზარი შე­ვი­და... მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ში­ნე­ბუ­ლია, თუმ­ცა, რუ­სეთ­თან და ქარ­თულ მხა­რეს­თან სა­ზღვრის ჩა­კეტ­ვამ პა­ნი­კა უფრო გა­ამ­წვა­ვა.

"ჩემს გა­რე­მოც­ვა­ში უამ­რა­ვი მო­ხუ­ცია, რო­მელ­თაც სხვა თუ არა­ფე­რი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი აფხა­ზეთ­ში მუდ­მი­ვად დე­ფი­ცი­ტშია. ეს წამ­ლე­ბი ან სა­ქარ­თვე­ლო­დან მოგვქონ­და, ან რუ­სეთ­ში მი­მა­ვალ ახ­ლობ­ლებს ვა­ბა­რებ­დით. რა უნდა ვქნათ ახლა, სა­ი­დან მო­ვი­ტა­ნოთ? რა ვუ­ყოთ შშმ პი­რებს, მათ შო­რის ბავ­შვებს? ჩვე­ნი ძვე­ლი და ახა­ლი მა­ფი­ო­ზი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი­ვით სავ­სე არ გვაქვს სარ­და­ფე­ბი სურ­სა­თით, რა ვქნათ ხვალ და ზეგ, იქ­ნებ ამა­ზე ეფიქ­რათ, ვიდ­რე შე­ზღუდ­ვებს და­ა­წე­სებ­დნენ!" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლაშა აჟი­ბა.

"დედა მყავს მე­დი­კო­სი და ვიცი, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს ფაქ­ტობ­რი­ვად ვერ იცა­ვენ, რად­გან არ აქვთ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სპე­ცხა­ლა­თი, ბა­ხი­ლე­ბი, ხელთმა­მა­ნე­ბი და პირ­ბა­დე­ე­ბი.

8-10 პა­ცი­ენტს ერთი და იგი­ვე ხელ­თათ­მა­ნე­ბი­თა და პირ­ბა­დით ვი­ღებთ... ასე­ვე არ აქვთ საკ­მა­რი­სი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რიო. ყვე­ლა მისი მო­რი­გე­ო­ბის დას­რუ­ლე­ბას ში­შით ვე­ლო­დე­ბით, რად­გან სახ­ლში მო­ხუ­ცე­ბიც გვყავს, თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე უა­რე­სია ის, რომ მა­მას ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვს. უამ­რა­ვი მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცია ვიცი გარ­შე­მო, გვყავს შშმ პი­რე­ბიც, მათ შო­რის ბავ­შვე­ბი. არ მინ­და შე­გა­ში­ნოთ, მაგ­რამ იმე­დია, ბუ­ნებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ვის პი­რო­ბებ­ში არ აღ­მოვ­ჩნდე­ბით..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ირმა აპ­რილსკი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხოო
5

ჯერ ერთი ქვყანა კი არა კუთხე.

eeeee
5

მიმართონ დედა რუსეთს,გამოუგზავნიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ექიმები 10 პაციენტს ერთი ხელთათმანით და პირბადით იღებენ" - რას წერენ აფხაზები რეგიონში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის აღრიცხვის შემდეგ

"ექიმები 10 პაციენტს ერთი ხელთათმანით და პირბადით იღებენ" - რას წერენ აფხაზები რეგიონში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის აღრიცხვის შემდეგ

აფხაზეთში ოფიციალურად დადასტურდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა. დაავადება დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც მოსკოვიდან გაგრაში 29 მარტს ჩავიდა. ის ამჟამად გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს.

ჰუმანიტარული პროგრამების იურისტის, საიდ გეზერდავას განცხადებით, გუდაუთის საავადმყოფოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი პაციენტის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმაც და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

"პაციენტი გაგრის მკვიდრია, ის ჰოსპიტალიზებულია, იზოლირებულ პირობებში იმყოფება და კვალიფიციური სპეციალისტებისგან სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას იღებს. იზოლირებულია მისი ოჯახიც... ის აფხაზეთში მოსკოვიდან შემოვიდა, სადაც მივლინებით იმყოფებოდა. ეპიდემიოლოგიური სამსახური მის კონტაქტებს აგროვებს და ინფორმაციას ამუშავებს.

კორონავისურის ინფექცია ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ველოდებით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, რადგან ჩვენი მოსახლეობა არ ითვალისწინებს ხელისუფლების რეკომენდაციებს, არ იცავენ თვითიზოლაციის წესებს, გადაადგილდებიან ქალაქში, მაშინ როდესაც ქვეყანა ყველაფერს აკეთებს ინფექციის პრევენციისთვის" - აცხადებს სკორიკი.

abkhaz-auto.ru-ს ინფორმაციით, გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი ვლადიმერ ჯენია აცხადებს, რომ დაინფიცირებული რვასართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს და მთლიან კორპუსს დეზინფექცია ჩაუტარდა. უკვე იდენტიფიცირებულია ის ტაქსის მძღოლი, რომელმაც მამაკაცი ფსოუდან სახლამდე მიიყვანა.

აფხაზების თქმით, არაერთი მოწოდების მოუხედავად, მოსახლეობის ნაწილი ჩვეულ ტემპში განაგრძობს ცხოვრებას. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა აფხაზმა სოციალურ ქსელში დადო სოხუმის ბაზრის ვიდეო, სადაც დისტანციის დაცვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ელემენტარული ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული.

რეგიონში, ე.წ. ხელმძღვანელობამ პირველი გაფრთხილების შესახებ განცხადება 25 მარტს გააკეთა, როდესაც 8 აპრილამდე რუსეთთან ფსოუს საზღვარი ჩაკეტა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა... უფრო ადრე, 13 მარტს, ასევე 8 აპრილამდე ჩაკეტეს ქართულ მხარესთან ე.წ საზღვარი, თუმცა, რამდენიმე საგანგებო შემთხვევისას, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, პაციენტები ქართულ მხარეს გადმოიყვანეს.

აფხაზური მედია წერს, რომ ერთ დღეღამეში ე.წ. ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, 300-ზე მეტი ზარი შევიდა... მოსახლეობა შეშინებულია, თუმცა, რუსეთთან და ქართულ მხარესთან საზღვრის ჩაკეტვამ პანიკა უფრო გაამწვავა.

"ჩემს გარემოცვაში უამრავი მოხუცია, რომელთაც სხვა თუ არაფერი, მედიკამენტები მუდმივად სჭირდება და ეს ყველაფერი აფხაზეთში მუდმივად დეფიციტშია. ეს წამლები ან საქართველოდან მოგვქონდა, ან რუსეთში მიმავალ ახლობლებს ვაბარებდით. რა უნდა ვქნათ ახლა, საიდან მოვიტანოთ? რა ვუყოთ შშმ პირებს, მათ შორის ბავშვებს? ჩვენი ძველი და ახალი მაფიოზი ხელისუფლების წევრებივით სავსე არ გვაქვს სარდაფები სურსათით, რა ვქნათ ხვალ და ზეგ, იქნებ ამაზე ეფიქრათ, ვიდრე შეზღუდვებს დააწესებდნენ!" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ლაშა აჟიბა.

"დედა მყავს მედიკოსი და ვიცი, რომ უსაფრთხოების ზომებს ფაქტობრივად ვერ იცავენ, რადგან არ აქვთ საკმარისი რაოდენობის სპეცხალათი, ბახილები, ხელთმამანები და პირბადეები.

8-10 პაციენტს ერთი და იგივე ხელთათმანებითა და პირბადით ვიღებთ... ასევე არ აქვთ საკმარისი სადეზინფექციო ხსნარიო. ყველა მისი მორიგეობის დასრულებას შიშით ველოდებით, რადგან სახლში მოხუცებიც გვყავს, თუმცა, ყველაზე უარესია ის, რომ მამას ქრონიკული დაავადებები აქვს. უამრავი მსგავსი სიტუაცია ვიცი გარშემო, გვყავს შშმ პირებიც, მათ შორის ბავშვები. არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ იმედია, ბუნებრივი გადარჩევის პირობებში არ აღმოვჩნდებით..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ირმა აპრილსკი.

ვინ არის ავთანდილ სურმანიძე, რომელიც სოხუმის "მერის" მოადგილედ დაინიშნა - "რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას?! ქართული მხოლოდ გვარი აქვს..."

63 წლის ახალგორელი კაცი, რომელიც სამკურნალოდ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი - რას ამბობენ საგარეო უწყებაში