პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული
"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჭი­ა­თუ­რა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 2 პირი და­ა­კა­ვეს. შსს- ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი: 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ი. და 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.წ. მათ ბრა­ლი "ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რო­ბა­ში ედე­ბათ.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის იმე­რე­თის სამ­ხა­რეო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ერ­თად ჭი­ა­თუ­რა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 2 პირი და­ა­კა­ვეს. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბი: 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯ.ი. და 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.წ. მათ ბრა­ლი „ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და „ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს“ წევ­რო­ბა­ში ედე­ბათ. და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 10 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 12 მარტს, ჭი­ა­თუ­რა­ში მო­ა­წყვეს "ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბა" და მან­გა­ნუ­მის მად­ნის მომ­პო­ვე­ბელ ერთ-ერთ შპს -ს წარ­მო­მად­გე­ნელს აი­ძუ­ლებ­დნენ სა­წარ­მოს მო­გე­ბის 30%-ის გა­დახ­დას. გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ზე­წო­ლის შე­დე­გად მი­სა­ღე­ბი თან­ხის ნა­წილს კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი­სათ­ვის გა­ნა­წი­ლე­ბას აპი­რებ­დნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­დან ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყოფ პი­რებს უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ.

გა­მო­ძი­ე­ბა "ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს" წევ­რო­ბი­სა და "ქურ­დულ შეკ­რე­ბა­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 223-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და 223-ე პრი­მა-2 მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ი­სა და გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ამა­ვე საქ­მე­ზე ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და­ა­კა­ვეს. მ.ბ.-ს ბრა­ლი ედე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 332-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ და­ნა­შა­ულ­ში, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს“, -ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვი–რუსი
9

გაორმაგდეს მინიმუმ წლების რაოდენობა!

გიოგიო
6

ამათ "კრიშავს"უშიშროება "ძველებმა" ეს არ იცოდნენ-დღეს საქართველოში ყველას ვინც "ჩალიჩობს"გინდა ოფიციალურად გინდა ისე ყამს "კრიშა"! პ.ს.ეხლა უშიშროებამ ჩაიწერა"პტიჩკა" ესენი წავლენ "სროკზე"ისინი "მიცემენ"ამათ გამო უშობენ....

ავტორი:

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

სამართალდამცავებმა ჭიათურაში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი დააკავეს. შსს- ს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მათ ბრალი "ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობასა და "ქურდული სამყაროს" წევრობაში ედებათ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჭიათურაში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1973 წელს დაბადებული ჯ.ი. და 1986 წელს დაბადებული გ.წ. მათ ბრალი „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობასა და „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ედებათ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 მარტს, ჭიათურაში მოაწყვეს "ქურდული შეკრება" და მანგანუმის მადნის მომპოვებელ ერთ-ერთ შპს -ს წარმომადგენელს აიძულებდნენ საწარმოს მოგების 30%-ის გადახდას. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები ზეწოლის შედეგად მისაღები თანხის ნაწილს კრიმინალური ავტორიტეტებისათვის განაწილებას აპირებდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამავე საქმეზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს. მ.ბ.-ს ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს“, -ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

6 პირი, რომელიც აღდგომას ეზოში აღნიშნავდა, პოლიციამ დააკავა - ინციდენტი თბილისში (ვიდეო)

გაირკვა, რომ ნორვეგიის ციხეში მყოფ ქართველ პატიმარს კორონავირუსი საერთოდ არ ჰქონია

ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - რას ამბობენ საგარეო უწყებაში

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"