პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანმო-ს ხელმძღვანელი, რომლის 4 წლის ძმა წითელამ იმსხვერპლა - უცნობი ფაქტები ტედროს ადჰანომ გებრეისუსის შესახებ
ჯანმო-ს ხელმძღვანელი, რომლის 4 წლის ძმა წითელამ იმსხვერპლა - უცნობი ფაქტები ტედროს ადჰანომ გებრეისუსის შესახებ

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუს­ზე და მის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე ბოლო თვე­ე­ბია ყვე­ლა­ზე მეტს სა­უბ­რო­ბენ. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ის 2017 წლი­დან ხელ­მძღვა­ნე­ლობს და 5 წლის ვა­დი­თაა არ­ჩე­უ­ლი, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, მისი დი­რექ­ტო­რო­ბის ვადა შემ­ცირ­დეს, რად­გა­ნაც კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის არა­თან­მიმ­დევ­რულ, არა­ე­ფექ­ტურ და დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ღე­ბა­ში აკის­რე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით ონ­ლა­ინ პე­ტი­ცი­აც შე­იქ­მნა, რო­მელ­საც ხელი მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ან­მა მო­ა­წე­რა.

"მან ვერ შეძ­ლო სა­თა­ნა­დოდ შე­ე­ფა­სე­ბი­ნა ვირუ­სი. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის შე­სა­ფე­რი­სი არ არის. ვი­თხოვთ მის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დად­გო­მას“, - წე­რია პე­ტი­ცი­ა­ში.

  • ვინ არის ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სი?

ის მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მე­სა­მე წე­ლია უდ­გას სა­თა­ვე­ში, არის ჯან­მო-ს პირ­ვე­ლი აფ­რი­კე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ
10:09 / 02-04-2020

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - პირველადი შედეგი ზაფხულში იქნება

16:59 / 06-04-2020

ათასობით ჩინელი ტურისტულ ადგილებს მიაწყდა - ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ქვეყანას ინფიცირების ახალი ტალღა გადაუვლის

10:55 / 21-04-2020

"თუ მსოფლიო COVID-19-თან ბრძოლაში არ გაერთინდება, უარესი წინ არის" - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

12:10 / 30-04-2020

ექიმი ფაუჩი, რომელსაც ამერიკელები ყველაზე მეტად ენდობიან - გაიცანით "აშშ-ს ამირან გამყრელიძე"

09:43 / 09-06-2020

"უსიმპტომო პაციენტებისგან კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები იშვიათია" - ჯანმო

10:01 / 11-06-2020

ენტონი ფაუჩი ჯანმო-ს წინააღმდეგ - "ის, რომ უსიმპტომო პაციენტებისგან COVID-19 იშვიათად ვრცელდება, არასწორია"

10:26 / 17-06-2020

"სიცოცხლის გადამრჩენელი სამეცნიერო გარღვევა" - როგორ აფასებს ჯანმო "დექსამეტაზონთან" დაკავშირებულ აღმოჩენას

10:03 / 30-06-2020

"უარესი ჯერ კიდევ წინ არის... პანდემიის ტემპი იზრდება" - ჯანმოს ხელმძღვანელი

რო­გორც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, 2012-2016 წლებ­ში ტედ­როსს ეთი­ო­პი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოს­ტი ეკა­ვა, მა­ნამ­დე, 2005-2012 წლებ­ში ის ეთი­ო­პი­ის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და. ეთი­ო­პი­ა­ში ტედ­როსს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ძი­რე­ულ ცვლი­ლე­ბას მი­ა­წე­რენ.

ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სი 1965 წელს, ერიტ­რე­ას ქა­ლაქ ას­მა­რა­ში და­ი­ბა­და, რო­მე­ლიც ერიტ­რე­ას დე­და­ქა­ლა­ქი გახ­და მას შემ­დეგ, რაც ამ უკა­ნას­კნელ­მა 1991 წელს ეთი­ო­პი­ის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა. ტედ­რო­სი ეთი­ო­პი­ის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში გა­ი­ზარ­და.

აქვს ფი­ლო­სო­ფი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი, რო­მე­ლიც ნო­ტინ­გე­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო. ასე­ვე აქვს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის იმუ­ნო­ლო­გის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი. გებ­რე­ი­სუ­სი აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც ჯან­დაც­ვის მეც­ნი­ე­რი, მკვლე­ვა­რი და დიპ­ლო­მა­ტი. ის 55 წლი­საა.

  • კა­რი­ე­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი 4 წლის ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი გახ­და

BBC წერს, რომ ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სის ცხოვ­რე­ბა­ში კა­რი­ე­რის წარ­მარ­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ტო­რი უმ­ცრო­სი ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც 4 წლის ასაკ­ში და­ი­ღუ­პა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მან გა­მო­ცე­მა Time-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. WHO-ს ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, არა­ვინ იცო­და რის გამო გარ­და­იც­ვა­ლა 4 წლის ბავ­შვი და მხო­ლოდ სტუ­დენ­ტო­ბის დროს, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი წი­თე­ლა იყო.

"ამის მი­ღე­ბა ახ­ლაც არ შე­მიძ­ლია, უსა­მარ­თლო­ბაა, ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლოს გან­კურ­ნე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბის­გან მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის არას­წორ ად­გი­ლას და­ი­ბა­და...“, - ამ­ბობს ტედ­რო­სი.

რო­გორც BBC წერს, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი მას მშვიდ, წყნარ, გა­წო­ნას­წო­რე­ბულ ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თე­ბენ, რაც მის სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებ­შიც იგ­რძნო­ბა. ის იმ­დე­ნად ჩუ­მად სა­უბ­რობს ხოლ­მე, რომ ზოგ­ჯერ ჟურ­ნა­ლის­ტებს უჭირთ გა­გე­ბა რას ამ­ბობს. ამ მშვი­დი ადა­მი­ა­ნის მიღ­მა კი, რე­ა­ლუ­რად, უკომ­პრო­მი­სო და შრო­მის­მოყ­ვა­რე პერ­სო­ნა იმა­ლე­ბა.

ტედ­როსს აღ­მერ­თებ­დნენ ეთი­ო­პი­ა­ში ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი­სა და სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გამო. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კრი­ტი­კო­სე­ბიც გა­მო­უჩ­ნდნენ. სწო­რედ მას აკის­რე­ბენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ეთი­ო­პი­ა­ში ქო­ლე­რით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შე­სა­ხებ არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში.

  • ჯან­მო და კო­რო­ნა­ვირუ­სი

რო­დე­საც ჩი­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი პე­კინ­ში ჩა­ვი­და და ვი­ზი­ტის შემ­დეგ თქვა, რომ ჩი­ნე­თი და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის კონ­ტრო­ლის ახალ სტან­დარტს ად­გენ­და. ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სის თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მისი სტრა­ტე­გია არ იყო ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კა. ის ენდო ჩი­ნე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მიერ მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ა­ვა­დე­ბის სირ­თუ­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის შე­სა­ხებ.

ჯან­მოს ხელ­მძღვა­ნელს დღეს ბევ­რი ადა­ნა­შა­უ­ლებს. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მან თა­ვად არ შე­ის­წავ­ლა ვირუ­სი და ვერ გან­სა­ზღვრა მო­სა­ლოდ­ნე­ლი სირ­თუ­ლე, ენდო ჩი­ნე­თის მიერ მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ასე­ვე ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ არა­სა­თა­ნა­დო პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბის გამო. კრი­ტი­კის მი­ზე­ზია პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის თა­რი­ღიც.

ტედ­როს­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და, რაც ბევ­რის აზ­რით, უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმა­ზე, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, ბევ­რი სწო­რედ ჯან­მო-ს ხელ­მძღვა­ნელს აკის­რებს.

  • ოჯა­ხი

ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მო­ი­პო­ვე­ბა ტედ­როს ად­ჰა­ნომ გებ­რე­ი­სუ­სის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და ოჯა­ხის შე­სა­ხებ. ცნო­ბი­ლია, რომ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია და ხუთი შვი­ლი ჰყავს. ჯან­მო-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზეც იშ­ვი­ა­თად აქ­ვეყ­ნებს ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს, თუმ­ცა, მა­ინც შეხ­ვდე­ბით რამ­დე­ნი­მე სუ­რათს, რო­მე­ლიც ცოლ­თან და შვილ­თან ერ­თად აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

ტედ­რო­სი ქა­ლიშ­ვილ­თან, გლენ­თან ერ­თად

ამ ფო­ტო­ებ­ზე კი ჯან­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ცოლ­თან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი

  • "ხვა­ლამ­დე“

რო­გორც BBC წერს, მი­უ­ხე­და­ვად რთუ­ლი პე­რი­ო­დი­სა, ჯან­მო-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი ყო­ველ­დღე მარ­თავს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას, მი­უ­ხე­და­ვად კრი­ტი­კი­სა, ინარ­ჩუ­ნებს ჩვე­ულ სიმ­შვი­დეს, კრი­ტი­კულ კი­თხვებს პა­სუ­ხობს წყნა­რი, მე­გობ­რუ­ლი ტო­ნით და ყო­ვე­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აკე­თებს იმა­ვეს - აგ­რო­ვებს ფურ­ცლებს, იღი­მის და ამ­ბობს - "ხვა­ლამ­დე“.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
2

დაა, განტევების ვაცი მოძებნეს?

ნინო
3

თვითონ ქვეყნებმა თუ არ შეასრულეს რეკომენდაციები,მარტო ეს კაცი რა შუაშია.იტალიის პრეზიდენტი თითქმის ტირილამდე მისული იხვეწებოდა,სახლებში დარჩითო,მაგრამ არ უჯერებდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ჯანმო-ს ხელმძღვანელი, რომლის 4 წლის ძმა წითელამ იმსხვერპლა - უცნობი ფაქტები ტედროს ადჰანომ გებრეისუსის შესახებ

ჯანმო-ს ხელმძღვანელი, რომლის 4 წლის ძმა წითელამ იმსხვერპლა - უცნობი ფაქტები ტედროს ადჰანომ გებრეისუსის შესახებ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ტედროს ადჰანომ გებრეისუსზე და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ბოლო თვეებია ყველაზე მეტს საუბრობენ. ორგანიზაციას ის 2017 წლიდან ხელმძღვანელობს და 5 წლის ვადითაა არჩეული, თუმცა, შესაძლოა, მისი დირექტორობის ვადა შემცირდეს, რადგანაც კორონავირუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების არათანმიმდევრულ, არაეფექტურ და დაგვიანებით მიღებაში აკისრებენ პასუხისმგებლობას.

ტედროს ადჰანომ გებრეისუსის გადადგომის მოთხოვნით ონლაინ პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც ხელი მილიონამდე ადამიანმა მოაწერა.

"მან ვერ შეძლო სათანადოდ შეეფასებინა ვირუსი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტედროს ადჰანომ გებრეისუსი თანამდებობის შესაფერისი არ არის. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გადადგომას“, - წერია პეტიციაში.

  • ვინ არის ტედროს ადჰანომ გებრეისუსი?

ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მესამე წელია უდგას სათავეში, არის ჯანმო-ს პირველი აფრიკელი ხელმძღვანელი.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2012-2016 წლებში ტედროსს ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, მანამდე, 2005-2012 წლებში ის ეთიოპიის ჯანდაცვის მინისტრად მუშაობდა. ეთიოპიაში ტედროსს ჯანდაცვის სისტემის ძირეულ ცვლილებას მიაწერენ.

ადჰანომ გებრეისუსი 1965 წელს, ერიტრეას ქალაქ ასმარაში დაიბადა, რომელიც ერიტრეას დედაქალაქი გახდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა 1991 წელს ეთიოპიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ტედროსი ეთიოპიის ჩრდილოეთ ნაწილში გაიზარდა.

აქვს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, რომელიც ნოტინგემის უნივერსიტეტში მიიღო. ასევე აქვს ინფექციური დაავადებების იმუნოლოგის მაგისტრის ხარისხი. გებრეისუსი აღიარებულია, როგორც ჯანდაცვის მეცნიერი, მკვლევარი და დიპლომატი. ის 55 წლისაა.

  • კარიერული არჩევანის მთავარი მოტივატორი 4 წლის ძმის გარდაცვალების ამბავი გახდა

BBC წერს, რომ ტედროს ადჰანომ გებრეისუსის ცხოვრებაში კარიერის წარმართვის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი უმცროსი ძმის გარდაცვალება იყო, რომელიც 4 წლის ასაკში დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ მან გამოცემა Time-თან ინტერვიუში ისაუბრა. WHO-ს ხელმძღვანელის თქმით, არავინ იცოდა რის გამო გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი და მხოლოდ სტუდენტობის დროს, განათლების მიღების შემდეგ მიხვდა, რომ მისი სიკვდილის მიზეზი წითელა იყო.

"ამის მიღება ახლაც არ შემიძლია, უსამართლობაა, ბავშვი გარდაიცვალოს განკურნებადი დაავადებისგან მხოლოდ იმიტომ, რომ ის არასწორ ადგილას დაიბადა...“, - ამბობს ტედროსი.

როგორც BBC წერს, გარშემომყოფები მას მშვიდ, წყნარ, გაწონასწორებულ ადამიანად ახასიათებენ, რაც მის საჯარო გამოსვლებშიც იგრძნობა. ის იმდენად ჩუმად საუბრობს ხოლმე, რომ ზოგჯერ ჟურნალისტებს უჭირთ გაგება რას ამბობს. ამ მშვიდი ადამიანის მიღმა კი, რეალურად, უკომპრომისო და შრომისმოყვარე პერსონა იმალება.

ტედროსს აღმერთებდნენ ეთიოპიაში ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმებისა და სისტემის გაუმჯობესების გამო. თუმცა მოგვიანებით, კრიტიკოსებიც გამოუჩნდნენ. სწორედ მას აკისრებენ პასუხისმგებლობას ეთიოპიაში ქოლერით ინფიცირებულთა შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაში.

  • ჯანმო და კორონავირუსი

როდესაც ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პეკინში ჩავიდა და ვიზიტის შემდეგ თქვა, რომ ჩინეთი დაავადების გავრცელების კონტროლის ახალ სტანდარტს ადგენდა. ტედროს ადჰანომ გებრეისუსის თანამოაზრეები ამბობენ, რომ მისი სტრატეგია არ იყო ჩინეთის ხელისუფლების კრიტიკა. ის ენდო ჩინეთის ოფიციალური პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაავადების სირთულისა და პრევენციის შესახებ.

ჯანმოს ხელმძღვანელს დღეს ბევრი ადანაშაულებს. მიიჩნევენ, რომ მან თავად არ შეისწავლა ვირუსი და ვერ განსაზღვრა მოსალოდნელი სირთულე, ენდო ჩინეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ასევე ადანაშაულებენ არასათანადო პრევენციული ზომების მიღების გამო. კრიტიკის მიზეზია პანდემიის გამოცხადების თარიღიც.

ტედროსმა კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა, რაც ბევრის აზრით, უკვე დაგვიანებული იყო. პასუხისმგებლობას იმაზე, რომ კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ათასობით ადამიანი იღუპება, ბევრი სწორედ ჯანმო-ს ხელმძღვანელს აკისრებს.

  • ოჯახი

ბევრი ინფორმაცია არ მოიპოვება ტედროს ადჰანომ გებრეისუსის პირადი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ. ცნობილია, რომ დაქორწინებულია და ხუთი შვილი ჰყავს. ჯანმო-ს ხელმძღვანელი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეც იშვიათად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს, თუმცა, მაინც შეხვდებით რამდენიმე სურათს, რომელიც ცოლთან და შვილთან ერთად აქვს გადაღებული.

ტედროსი ქალიშვილთან, გლენთან ერთად

ამ ფოტოებზე კი ჯანმოს ხელმძღვანელი ცოლთან ერთადაა აღბეჭდილი

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Honored to be named Paul Harris Fellow by <a href="https://twitter.com/hashtag/Rotary?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#Rotary</a> for my contribution to end <a href="https://twitter.com/hashtag/Polio?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#Polio</a> <a href="https://t.co/6GPyccWVYf">pic.twitter.com/6GPyccWVYf</a></p>&mdash; Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) <a href="https://twitter.com/DrTedros/status/858407718880759810?ref_src=twsrc%5Etfw">April 29, 2017</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

  • "ხვალამდე“

როგორც BBC წერს, მიუხედავად რთული პერიოდისა, ჯანმო-ს ხელმძღვანელი ყოველდღე მართავს პრესკონფერენციას, მიუხედავად კრიტიკისა, ინარჩუნებს ჩვეულ სიმშვიდეს, კრიტიკულ კითხვებს პასუხობს წყნარი, მეგობრული ტონით და ყოველი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ აკეთებს იმავეს - აგროვებს ფურცლებს, იღიმის და ამბობს - "ხვალამდე“.

"უარესი ჯერ კიდევ წინ არის... პანდემიის ტემპი იზრდება" - ჯანმოს ხელმძღვანელი

ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს - მეცნიერების ვარაუდით, მას შეუძლია გლობალური დაავადება გამოიწვიოს

ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრების ორდერი გასცა და დახმარებისთვის ინტერპოლს მიმართა