პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ - ნახეთ ემოციური ფოტოები ვირტუალური გამოფენიდან
ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ - ნახეთ ემოციური ფოტოები ვირტუალური გამოფენიდან

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე ასა­ხულ­ნი არი­ან ის მე­დი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ებ­რძვი­ან ახალ კო­რო­ნა­ვირუსს:

ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის პერ­სო­ნა­ლი, თსსუ-ს პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის მედ­პერ­სო­ნა­ლი, თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, აკა­დე­მი­კოს ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის პერ­სო­ნა­ლი, ლუ­გა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის პერ­სო­ნა­ლი, ბა­თუ­მის და ქუ­თა­ი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს მედ­პე­სო­ნა­ლი და სხვე­ბი...

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ექი­მე­ბი პა­ცი­ენ­ტთან

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ემ­ზა­დე­ბა ბოქ­სი­რე­ბულ პა­ლა­ტა­ში შე­სას­ვლე­ლად

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე

ქარ­თვე­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ოს დროს

ლუ­გა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი პა­ა­ტა იმ­ნა­ძე. ფოტო: ლე­ვან კო­ღუ­აშ­ვი­ლი

COVIID-19-მა პლა­ნე­ტის დღის წეს­რი­გი შეც­ვა­ლა. ექ­სპერ­ტე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ მო­მა­ვალ­ში ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ზე აი­სა­ხე­ბა, თუმ­ცა მა­ნამ­დე მსოფ­ლიო ვირუ­სის და­სა­მარ­ცხებ­ლად იბ­რძვის. ამ ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე კი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლია.

დღეს სწო­რედ მათ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და თავ­გან­წირ­ვა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ბედი მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მი პა­ა­ტა ვე­ფხვა­ძე

სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი

თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის პერ­სო­ნა­ლი

ეს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა სა­ხელ­წო­დე­ბით - "სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი COVID-19-ის ეპი­დე­მი­ის წინა ხაზ­ზე" 7 აპ­რილს, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ინი­ცი­ა­ტი­ვით მო­ე­წყო.

2020 წლის 7 აპ­რი­ლის თემა ეძღვნე­ბა ექთ­ნე­ბის და ბე­ბი­ა­ქალ­თა ღვაწლს ზო­გა­დად მე­დი­ცი­ნა­ში და კონ­კრე­ტუ­ლად COVID-19-ის ეპი­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

გლო­ბა­ლუ­რად, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლია 60 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, მათ­გან 70% სერ­ვი­სე­ბის უშუ­ა­ლოდ გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლია. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის ქვეყ­ნებ­ში უნი­ვერ­სა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის მი­საღ­წე­ვად 2030 წლის­თვის და­მა­ტე­ბით 18 მი­ლი­ო­ნი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო.

იხი­ლეთ ყვე­ლა ფოტო ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გა­ლე­რე­ა­ში

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nana
7

chveni kveynis siamaye chveni ekimebi 

mmm
6

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ხარების მადლი შეგეწიოთ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ - ნახეთ ემოციური ფოტოები ვირტუალური გამოფენიდან

ქართველი ექიმები კორონავირუსის წინააღმდეგ - ნახეთ ემოციური ფოტოები ვირტუალური გამოფენიდან

ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ასახულნი არიან ის მედიკოსები, რომლებიც საქართველოში ყოველდღიურად ებრძვიან ახალ კორონავირუსს:

ეპიდემიოლოგები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი, თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალი, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამედიცინო პერსონალი, საჩხერის სამედიცინო ცენტრის პერსონალი, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა რეგიონის პერსონალი, ბათუმის და ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მედპესონალი და სხვები...

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები პაციენტთან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი ემზადება ბოქსირებულ პალატაში შესასვლელად

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე

ქართველი ეპიდემიოლოგი საველე სამუშაოს დროს

ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე. ფოტო: ლევან კოღუაშვილი

COVIID-19-მა პლანეტის დღის წესრიგი შეცვალა. ექსპერტები თანხმდებიან, რომ მომავალში ეს ცვლილებები ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება, თუმცა მანამდე მსოფლიო ვირუსის დასამარცხებლად იბრძვის. ამ ბრძოლის წინა ხაზზე კი სამედიცინო პერსონალია.

დღეს სწორედ მათ პროფესიონალიზმსა და თავგანწირვაზეა დამოკიდებული თითოეული ადამიანის ბედი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ინფექციური საავადმყოფოს ექიმი პაატა ვეფხვაძე

საჩხერის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო პერსონალი

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი

ეს ვირტუალური გამოფენა სახელწოდებით - "სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე" 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით მოეწყო.

2020 წლის 7 აპრილის თემა ეძღვნება ექთნების და ბებიაქალთა ღვაწლს ზოგადად მედიცინაში და კონკრეტულად COVID-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გლობალურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულია 60 მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან 70% სერვისების უშუალოდ განმახორციელებელი სამედიცინო პერსონალია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების ქვეყნებში უნივერსალური ჯანდაცვის მისაღწევად 2030 წლისთვის დამატებით 18 მილიონი სამედიცინო პერსონალი იქნება საჭირო.

იხილეთ ყველა ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკის გალერეაში

მელანია ტრამპი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და ნიჩბით ხელში -  როგორ ფორმაში რგავს აშშ-ის პირველი ლედი ხეებს (ფოტოები)

შთამბეჭდავი ფოტოები ბათუმის ბულვარიდან, სადაც საკურა აყვავდა - "რაღაცები არასდროს იცვლება"

#მემიყვარსღვინო - ფლეშმობი ღვინის მოყვარულთათვის