პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსით დაინფიცირებულია არა ერთი, არამედ ორი სპორტსმენი... ერთი ეროვნებით სომეხი" - ახალი დეტალები სამეგრელოდან
"კორონავირუსით დაინფიცირებულია არა ერთი, არამედ ორი სპორტსმენი... ერთი ეროვნებით სომეხი" - ახალი დეტალები სამეგრელოდან

32 წლის ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმენს, ვინ­მე გ.ღ.-ს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. ეს ინ­ფორ­მა­ცია დღეს, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გავ­რცელ­და. ახალ­გაზ­რდა რამ­დე­ნი­მე დღის მან­ძილ­ზე სა­მეგ­რე­ლო­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და, ამი­ტომ მისი კონ­ტაქ­ტე­ბი საკ­მა­ოდ ბევ­რია.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გ.ღ.-სთან ერ­თად კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია კი­დევ ერთი სპორ­ტსმე­ნი. რო­გორც სა­მეგ­რე­ლო­დან ჩვე­ნი წყა­რო გვიყ­ვე­ბა, COVID-19 ეროვ­ნე­ბით სო­მეხ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­საც და­უდ­გინ­და, რო­მე­ლიც იმა­ვე სპორ­ტის სა­ხე­ო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ­ლი­თაც გ.ღ.

"თავ­და­პირ­ვე­ლად კო­რო­ნა­ვირუ­სი, იგი­ვე სპორ­ტის მიმ­დე­ვარს, ეროვ­ნე­ბით სო­მეხ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და­უდ­გინ­და. რო­დე­საც მას კონ­ტაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ჰკი­თხეს შე­სა­ბა­მის­მა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა, გა­იხ­სე­ნა, რომ გარ­კვე­უ­ლი დღე­ე­ბის წინ თა­ვის მე­გო­ბარ­თან ამ შემ­თხვე­ვა­ში გ.ღ-სთან ერ­თად სპორტდარ­ბაზ­ში ვარ­ჯი­შობ­და.

ამის შემ­დეგ, ეროვ­ნე­ბით სო­მე­ხი ახალ­გაზ­რდა და­უ­კავ­შირ­და თა­ვის კო­ლე­გას გ.ღ-ს და უთხრა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი და­მიდ­გინ­და და და ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვიო. ორ დღე­ში გ.ღ-ც რა­ღაც სიმპტო­მებ­მა შე­ა­წუ­ხა, მი­ვი­და კლი­ნი­კა­ში და მა­საც და­უდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი. სწო­რედ ამ ახალ­გაზ­რდის კონ­ტაქ­ტე­ბი არი­ან სა­მეგ­რე­ლოს ორი სოფ­ლის რამ­დნე­ი­მე მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან"- უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს წყა­რო.

ის უარ­ყოს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ გ.ღ. რუ­სე­თი­დან შე­მო­ვი­და.

"რუ­სე­თი­დან რომ ჩა­მო­სუ­ლი­ყო ხომ კა­რან­ტინ­ში ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იქ­ნე­ბო­და. ეს სპორ­ტსმე­ნი 28 მარტს იმ­ყო­ფე­ბო­და ლი­ი­ის თემ­ში თა­ვის მე­გობ­რის სახ­ლში, სა­დაც ღა­მეც დარ­ჩა. იქ გა­ი­შა­ლა სუფ­რა და სუფ­რას­თან ვინც იყ­ვნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ასე­ვე ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი, სულ ექ­ვსი კაცი ჯამ­ში, ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის მიერ ანაკ­ლი­ი­ის სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ასე­ვე ამ სპორ­ტსმე­ნის კონ­ტაქ­ტე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­ო­რე სო­ფელ­ში, მი­ქა­ვას თემ­ში. სულ ცხრა კონ­ტაქ­ტია. ესე­ნიც გაყ­ვა­ნი­ლი არი­ან კა­რან­ტინ­ში".

კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 33 წლის სპორ­ტსმე­ნი გ.ღ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ლალი ტუ­რძე­ლა­ძეს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა, თუმ­ცა, მას პნევ­მო­ნია აქვს. რო­გორც ტუ­რძე­ლა­ძე გან­მარ­ტავს, სპორ­ტსმე­ნი მათ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გუ­შინ, თბი­ლი­სი­დან შე­იყ­ვა­ნეს. ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, პა­ცი­ენ­ტმა არ იცის, თუ ვის­გან და­ინ­ფი­ცირ­და.

"მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე არ არის, სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა, აქვს პნევ­მო­ნია, ოღონდ მძი­მე ფორ­მებ­ში არა, სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­საა, და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა აქვს, მისი ჩი­ვი­ლი სულ ეს არის. სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა მწვა­ვედ გა­მო­ხა­ტუ­ლი არ არის და არც მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა არ აქვს“, - გან­ცხა­და ტუ­რძე­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, დად­გე­ნი­ლია თუ არა სპორ­ტსმე­ნის კონ­ტაქ­ტე­ბი და კლას­ტე­რი, ტუ­რძე­ლა­ძე პა­სუ­ხობს, რომ ამას და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი ად­გენს.

„ამას ად­გენს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის სამ­სა­ხუ­რი, ჩვენ ყვე­ლა მო­ნა­ცემს ვაწ­ვდით მათ და ისი­ნი ად­გე­ნენ ყვე­ლა­ფერს. ამ ადა­მი­ან­მა არ იცის ვის­გან და­ა­ვად­და, ჩვენ ასე გვი­თხრა“, - გა­ნა­ცხა­და ტუ­რძე­ლა­ძემ.

ავტორი:

"კორონავირუსით დაინფიცირებულია არა ერთი, არამედ ორი სპორტსმენი... ერთი ეროვნებით სომეხი" - ახალი დეტალები სამეგრელოდან

"კორონავირუსით დაინფიცირებულია არა ერთი, არამედ ორი სპორტსმენი... ერთი ეროვნებით სომეხი" - ახალი დეტალები სამეგრელოდან

32 წლის ქართველი სპორტსმენს, ვინმე გ.ღ.-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ინფორმაცია დღეს, რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ახალგაზრდა რამდენიმე დღის მანძილზე სამეგრელოში სტუმრად იმყოფებოდა, ამიტომ მისი კონტაქტები საკმაოდ ბევრია.

ჩვენი ინფორმაციით, გ.ღ.-სთან ერთად კორონავირუსით დაინფიცირებულია კიდევ ერთი სპორტსმენი. როგორც სამეგრელოდან ჩვენი წყარო გვიყვება, COVID-19 ეროვნებით სომეხ საქართველოს მოქალაქესაც დაუდგინდა, რომელიც იმავე სპორტის სახეობით არის დაკავებული, რომლითაც გ.ღ.

"თავდაპირველად კორონავირუსი, იგივე სპორტის მიმდევარს, ეროვნებით სომეხ საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა. როდესაც მას კონტაქტების შესახებ ჰკითხეს შესაბამისმა ეპიდემიოლოგიურმა სამსახურებმა, გაიხსენა, რომ გარკვეული დღეების წინ თავის მეგობართან ამ შემთხვევაში გ.ღ-სთან ერთად სპორტდარბაზში ვარჯიშობდა.

ამის შემდეგ, ეროვნებით სომეხი ახალგაზრდა დაუკავშირდა თავის კოლეგას გ.ღ-ს და უთხრა, რომ კორონავირუსი დამიდგინდა და და ყურადღებით იყავიო. ორ დღეში გ.ღ-ც რაღაც სიმპტომებმა შეაწუხა, მივიდა კლინიკაში და მასაც დაუდგინდა კორონავირუსი. სწორედ ამ ახალგაზრდის კონტაქტები არიან სამეგრელოს ორი სოფლის რამდნეიმე მაცხოვრებლები, რომლებიც ახლა კარანტინში იმყოფებიან"- უყვება AMBEBI.GE-ს წყარო.

ის უარყოს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გ.ღ. რუსეთიდან შემოვიდა.

"რუსეთიდან რომ ჩამოსულიყო ხომ კარანტინში ან თვითიზოლაციაში იქნებოდა. ეს სპორტსმენი 28 მარტს იმყოფებოდა ლიიის თემში თავის მეგობრის სახლში, სადაც ღამეც დარჩა. იქ გაიშალა სუფრა და სუფრასთან ვინც იყვნენ ოჯახის წევრები და ასევე ოჯახის ახლობელი, სულ ექვსი კაცი ჯამში, ყველა შესაბამისი სამსახურის მიერ ანაკლიიის საკარანტინო ზონაში იქნა გადაყვანილი. ასევე ამ სპორტსმენის კონტაქტები გამოიკვეთა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მეორე სოფელში, მიქავას თემში. სულ ცხრა კონტაქტია. ესენიც გაყვანილი არიან კარანტინში".

კორონავირუსით დაინფიცირებული 33 წლის სპორტსმენი გ.ღ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. ლალი ტურძელაძეს ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა, მას პნევმონია აქვს. როგორც ტურძელაძე განმარტავს, სპორტსმენი მათ საავადმყოფოში გუშინ, თბილისიდან შეიყვანეს. ამასთან, მისივე თქმით, პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა.

"მდგომარეობა მძიმე არ არის, საშუალო სიმძიმისაა, აქვს პნევმონია, ოღონდ მძიმე ფორმებში არა, საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისაა, დაბალი ტემპერატურა აქვს, მისი ჩივილი სულ ეს არის. სუნთქვის უკმარისობა მწვავედ გამოხატული არ არის და არც მაღალი ცხელება არ აქვს“, - განცხადა ტურძელაძემ.

კითხვაზე, დადგენილია თუ არა სპორტსმენის კონტაქტები და კლასტერი, ტურძელაძე პასუხობს, რომ ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადგენს.

„ამას ადგენს ამირან გამყრელიძის სამსახური, ჩვენ ყველა მონაცემს ვაწვდით მათ და ისინი ადგენენ ყველაფერს. ამ ადამიანმა არ იცის ვისგან დაავადდა, ჩვენ ასე გვითხრა“, - განაცხადა ტურძელაძემ.

ქუთაისში, ე.წ. ცხელების ცენტრში, ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში", - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საელჩო იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს