მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ცქიტიშვილის ოჯახური ცხოვრება - საზოგადოებისთვის უცნობი ქმარი და ქალიშვილი, რომელიც ბრიტანეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს
მაია ცქიტიშვილის ოჯახური ცხოვრება - საზოგადოებისთვის უცნობი ქმარი და ქალიშვილი, რომელიც ბრიტანეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს

ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი მაია ცქი­ტიშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, გა­და­წყვი­ტა პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­დეს და ოჯახს და­უბ­რუნ­დეს.

"პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბა ასე­თი და­ფა­სე­ბის­თვის. მე და ბა­ტო­ნი ირაკ­ლი 15 წე­ლია ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, ბევ­რი ერ­თობ­ლი­ვი საქ­მე გვა­კავ­ში­რებს. გულ­წრფე­ლად ვთხო­ვე მას, მომ­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა და­ვუბ­რუნ­დე ოჯახს და გა­მო­ვი­დე აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან.

მი­ხა­რია, რომ ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე და ჩემი არ­სე­ბუ­ლი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, გა­აგ­რძე­ლე­ბენ ყვე­ლა საქ­მეს, რო­მე­ლიც ერ­თობ­ლი­ვად წა­მო­ვი­წყეთ. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ და­ვუბ­რუნ­დე ოჯახს" - აღ­ნიშ­ნა ცქი­ტიშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე, სა­დაც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა წა­რად­გი­ნა.

"მი­ლი­ო­ნე­რი მი­ნის­ტრი" - ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ მე­დი­ა­ში მაია ცქი­ტიშ­ვილს, რო­მე­ლიც 2018 წლის 30 მარტს მა­შინ­დელ­მა პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ახალ პოსტზე - რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრად წა­რად­გი­ნა.

მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი იმი­ჯის მქო­ნე ქალი მი­ნის­ტრი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი კად­რია, რო­მე­ლიც თეა წუ­ლუ­კი­ან­თან ერ­თად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გუნდს წლე­ბია შე­მორ­ჩა. სა­ნამ ერთ-ერთ რთულ სა­მი­ნის­ტორს ჩა­ი­ბა­რებ­და, ცქი­ტიშ­ვი­ლი 2012 წლი­დან მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო.

ცქი­ტიშ­ვი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, გა­ნათ­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო. 1993 წელს პრა­ღა­ში კარ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­ა­რა ჩე­ხუ­რი ენის კურ­სე­ბი, 1993-1994 წლებ­ში სწავ­ლობ­და პრა­ღის ეკო­ნო­მი­კის უმაღ­ლეს სკო­ლა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. 2002 წელს კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა­ში გა­ნაგ­რძო სწავ­ლა.

2003 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა - შპს "ბურ­ჯში" ლო­ჯის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გახ­ლდათ. ორ წე­ლი­წად­ში და­ა­წი­ნა­უ­რეს და "ქარ­თუ ჯგუფ­ში" გა­და­იყ­ვა­ნეს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. 2006 წელს იყო "ბა­გე­ბი სითი ჯგუ­ფის" პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი. 2009 წელს სა­მუ­შა­ოდ გა­და­დის შპს "ქარ­თუ მე­ნე­ჯმენ­ტში" დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში მოს­ვლის­თა­ნა­ვე, 2012 წლის პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრი­დან ცქი­ტიშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა.

მი­ნის­ტრის ოჯა­ხის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ცოტა რამ იცის. მისი მე­უღ­ლე და­ვით ხა­ტი­აშ­ვი­ლია, წყვილს ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი - ნატა ხა­ტი­აშ­ვი­ლი ჰყავს.

ვიცე-პრე­მი­ე­რის მე­უღ­ლის სა­ხელ­მა მე­დი­ა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­იჟ­ღე­რა - სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ცქი­ტიშ­ვი­ლის ქმარს ეკუთ­ვნის სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "ბილ­დინგ სო­ლუ­შენ­სი", რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დის მო­ნა­ცე­მე­ბით 2015-2016 წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერებ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. კომ­პა­ნია პრე­ტენ­დენ­ტად ოთხ ტენ­დერ­ში ფიქ­სირ­დე­ბო­და, თუმ­ცა ვერ­ცერთ მათ­გან­ში ვერ გა­ი­მარ­ჯვა.

დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რომ ხა­ტი­აშ­ვი­ლი ფლობს „ლი­ბერ­თი ბან­კის“ 69 181 აქ­ცი­ას; ასე­ვე 2017 წელს ვა­ლის სა­ნაც­ვლოდ სს „ჯორ­ჯი­ათ­რე­ი­დის“ 150 090 აქ­ცი­ის მფლო­ბე­ლიც გახ­და. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ხა­ტი­აშ­ვი­ლი შპს „ბილ­დინგ სო­ლუ­შენ­სის“ 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია; ის ფლობს ასე­ვე შპს „მიკ­როკ­ლი­მა­ტის“ 75%-იან წილს. ხა­ტი­აშ­ვი­ლი იკა­ვებ­და შპს „თბი­ლი­სის კო­მერ­ცი­უ­ლი ქო­ნე­ბის“ დი­რექ­ტო­რის პოსტსაც.

რაც შე­ე­ხე­ბა მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილს ნატა ხა­ტი­აშ­ვილს - მან 2017 წელს თბი­ლი­სის წმინ­და გი­ორ­გის ბრი­ტა­ნულ-ქარ­თუ­ლი სკო­ლა და­ამ­თავ­რა. AMBEBI.GE-მ გა­არ­კვი­რა, რომ ის ამ­ჟა­მად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, მან­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს, რო­მე­ლიც ევ­რო­პის პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მერ­ვე ად­გილს იკა­ვებს.

ნატა მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ინ­ჟი­ნე­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს და სწავ­ლას 2021 წელს და­ამ­თავ­რებს. გო­გო­ნა მშობ­ლი­უ­რის გარ­და ფლობს სამ ენას: ინ­გლი­სურს, რუ­სულ­სა და ფრან­გულს.

მი­ნის­ტრის ქა­ლიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მან­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თა­ვის მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე წერს.

ვიცე-პრე­მი­ე­რის შვი­ლი, რო­გორც ლი­დე­რი, 10 პირ­ველ­კურ­სელ­თან მუ­შა­ობ­და და მათ ინ­ტე­რაქ­ცი­ულ სე­სი­ებს უტა­რებ­და, ეხ­მა­რე­ბო­და აკა­დე­მი­უ­რი კუ­თხით წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და ჩარ­თუ­ლი იყო ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი სე­სი­ე­ბის და­გეგ­მვა­ში. ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გეგ­მავ­და და ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო სტუ­დენ­ტებ­თან.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
27

რა კარგი გოგონაა.რა ნათელი თვალები აქვს.წარმატებები

kato
64

რა ერთნაირები არიან -საყვარლები )

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

მაია ცქიტიშვილის ოჯახური ცხოვრება - საზოგადოებისთვის უცნობი ქმარი და ქალიშვილი, რომელიც ბრიტანეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს

მაია ცქიტიშვილის ოჯახური ცხოვრება - საზოგადოებისთვის უცნობი ქმარი და ქალიშვილი, რომელიც ბრიტანეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს

ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი თანამდებობას ტოვებს. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვიტა პოლიტიკიდან წავიდეს და ოჯახს დაუბრუნდეს.

"პირველ რიგში მადლობა ასეთი დაფასებისთვის. მე და ბატონი ირაკლი 15 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ბევრი ერთობლივი საქმე გვაკავშირებს. გულწრფელად ვთხოვე მას, მომცეს საშუალება დავუბრუნდე ოჯახს და გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან.

მიხარია, რომ ირაკლი ქარსელაძე და ჩემი არსებული მოადგილეები, გააგრძელებენ ყველა საქმეს, რომელიც ერთობლივად წამოვიწყეთ. მისასალმებელია, რომ დავუბრუნდე ოჯახს" - აღნიშნა ცქიტიშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

"მილიონერი მინისტრი" - ასე მოიხსენიებდნენ მედიაში მაია ცქიტიშვილს, რომელიც 2018 წლის 30 მარტს მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალ პოსტზე - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრად წარადგინა.

მშვიდი და გაწონასწორებული იმიჯის მქონე ქალი მინისტრი, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ფავორიტი კადრია, რომელიც თეა წულუკიანთან ერთად "ქართული ოცნების" გუნდს წლებია შემორჩა. სანამ ერთ-ერთ რთულ სამინისტორს ჩაიბარებდა, ცქიტიშვილი 2012 წლიდან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.

ცქიტიშვილი ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტია, განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. 1993 წელს პრაღაში კარლის უნივერსიტეტში გაიარა ჩეხური ენის კურსები, 1993-1994 წლებში სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე. 2002 წელს კავკასიის ბიზნესის სკოლაში განაგრძო სწავლა.

2003 წელს ბიძინა ივანიშვილის კომპანიაში აღმოჩნდა - შპს "ბურჯში" ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლდათ. ორ წელიწადში დააწინაურეს და "ქართუ ჯგუფში" გადაიყვანეს პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობებში. 2006 წელს იყო "ბაგები სითი ჯგუფის" პროექტების მენეჯერი. 2009 წელს სამუშაოდ გადადის შპს "ქართუ მენეჯმენტში" დირექტორის თანამდებობაზე.

"ქართული ოცნების" ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე, 2012 წლის პირველი ნოემბრიდან ცქიტიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

მინისტრის ოჯახის შესახებ საზოგადოებამ ცოტა რამ იცის. მისი მეუღლე დავით ხატიაშვილია, წყვილს ერთადერთი ქალიშვილი - ნატა ხატიაშვილი ჰყავს.

ვიცე-პრემიერის მეუღლის სახელმა მედიაში რამდენჯერმე გაიჟღერა - საჯარო რეესტრის მონაცემებით, ცქიტიშვილის ქმარს ეკუთვნის სამშენებლო კომპანია "ბილდინგ სოლუშენსი", რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით 2015-2016 წლებში სახელმწიფო ტენდერებში იღებდა მონაწილეობას. კომპანია პრეტენდენტად ოთხ ტენდერში ფიქსირდებოდა, თუმცა ვერცერთ მათგანში ვერ გაიმარჯვა.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ხატიაშვილი ფლობს „ლიბერთი ბანკის“ 69 181 აქციას; ასევე 2017 წელს ვალის სანაცვლოდ სს „ჯორჯიათრეიდის“ 150 090 აქციის მფლობელიც გახდა. დეკლარაციის მიხედვით, ხატიაშვილი შპს „ბილდინგ სოლუშენსის“ 100%-იანი წილის მფლობელია; ის ფლობს ასევე შპს „მიკროკლიმატის“ 75%-იან წილს. ხატიაშვილი იკავებდა შპს „თბილისის კომერციული ქონების“ დირექტორის პოსტსაც.

რაც შეეხება მაია ცქიტიშვილის ქალიშვილს ნატა ხატიაშვილს - მან 2017 წელს თბილისის წმინდა გიორგის ბრიტანულ-ქართული სკოლა დაამთავრა. AMBEBI.GE-მ გაარკვირა, რომ ის ამჟამად დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც ევროპის პრესტიჟული უნივერსიტეტების ჩამონათვალში მერვე ადგილს იკავებს.

ნატა მეცნიერებისა და ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობს და სწავლას 2021 წელს დაამთავრებს. გოგონა მშობლიურის გარდა ფლობს სამ ენას: ინგლისურს, რუსულსა და ფრანგულს.

მინისტრის ქალიშვილი სოციალურ ქსელში მანჩესტერის უნივერსიტეტში თავის მოხალისეობრივ საქმიანობაზე წერს.

ვიცე-პრემიერის შვილი, როგორც ლიდერი, 10 პირველკურსელთან მუშაობდა და მათ ინტერაქციულ სესიებს უტარებდა, ეხმარებოდა აკადემიური კუთხით წარმატების მიღწევაში და ჩართული იყო ყოველკვირეული სესიების დაგეგმვაში. ასევე, უნივერსიტეტში გეგმავდა და ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელიც დაკავშირებული იყო სტუდენტებთან.