სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შინ მარტო არ ვვარჯიშობ: მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ვხალისობ" - როგორ ერთობა ზაზა ფაჩულიას ოჯახი კორონავირუსის იზოლაციის დროს
"შინ მარტო არ ვვარჯიშობ: მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ვხალისობ" - როგორ ერთობა ზაზა ფაჩულიას ოჯახი კორონავირუსის იზოლაციის დროს

მსოფ­ლიო აღარ მოძ­რა­ობს, სახ­ლშია. არა­ვინ იცის, რა დრო­ში და­ვა­მარ­ცხებთ კო­რო­ნა­ვირუსს. შე­სა­ბა­მი­სად, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს შინ ყოფ­ნი­სას შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ერ­თგვა­რი რიტ­მი... ამას კარ­გად ახერ­ხებს ზაზა ფა­ჩუ­ლია, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ოჯახ­თან ერ­თად სან ფრან­ცის­კო­შია.

lelo.ge ზა­ზას ამე­რი­კა­ში და­უ­კავ­შირ­და და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ზე, NBA-ზე, ჩემ­პი­ო­ნო­ბა­ზე სა­უბ­რის ნაც­ვლად, კა­ლათ­ბურ­თე­ლი ახლა უხი­ლავ ომზე, ოჯახ­ზე, წიგ­ნებ­სა და შინ ვარ­ჯიშ­ზე სა­უბ­რობს.

"შინ, ოჯახ­თან ერ­თად ვარ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ გა­რეთ არ გა­ვი­დე, ხალ­ხთან ახლო კონ­ტაქ­ტზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. ძი­რი­თა­დად კომ­პი­უ­ტე­რი­თა და ტე­ლე­ფო­ნით მაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია რო­გორც სამ­სა­ხუ­რის, ასე­ვე პი­რად საქ­მე­ზე.

მსოფ­ლი­ო­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა. ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა დიდი ხა­ნია და­ი­წყო და დღეს არ ჩანს ვადა, რო­დის დას­რულ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ბევ­რი ამ­ბობს და ვე­თან­ხმე­ბი - ერ­თგვარ ომში ვართ, გვყავს უხი­ლა­ვი მტე­რი, რო­მელ­საც ერ­თად ვებ­რძვით. ვეც­ნო­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ნა­ცე­მებს. ძა­ლი­ან ცუ­დია, რომ და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვი ისევ ზე­ვით მი­დის, დაღ­მარ­თის­კენ ჯერ არ წა­სუ­ლა...

ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა ერ­თად და­ვა­მარ­ცხოთ ვირუ­სი. ამას კი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში შევ­ძლებთ თუ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვას მო­ვუს­მენთ და მი­თი­თე­ბებს ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად შე­ვას­რუ­ლებთ. კო­რო­ნა­ვირუ­სი მსოფ­ლი­ოს მტე­რია, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნე­თის გვერ­დში დგო­მით უნდა და­ვა­მარ­ცხოთ. ვგუ­ლის­ხმობ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად, ფი­ნან­სუ­რად ან თუნ­დაც სი­ტყვით გვერ­დში დად­გო­მას. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, ახალ­მა რე­ა­ლო­ბამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც უკვე ბევ­რი შეც­ვა­ლა. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებს ში­ნი­დან ვა­წარ­მო­ებ, ტე­ლე­ფო­ნით, ინ­ტერ­ნე­ტით, ვი­დე­ო­ზა­რე­ბით. ჩემი შვი­ლე­ბიც სახ­ლი­დან არი­ან ჩარ­თულ­ნი აქ­ტი­ვო­ბებ­ში. თუმ­ცა,აქამ­დე მუდ­მი­ვად მოძ­რა­ო­ბა­ში იყ­ვნენ. ზო­გი­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა შევ­წყვი­ტეთ...

კა­ლათ­ბურ­თი ჩემს თავ­ზე ავი­ღე და ბავ­შვებ­თან ერ­თად ყო­ველ­დღი­უ­რად ვვარ­ჯი­შობ. არ ვიცი, რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან იზო­ლა­ცია, ამი­ტომ ვცდი­ლობ, ოჯახ­თან ერ­თად მო­ვა­ხერ­ხო ადაპ­ტი­რე­ბა და გა­ვაგ­რძე­ლოთ ის საქ­მე, რაც გვიყ­ვარს. სა­ა­მი­სოდ სა­ჭი­როა ერთი ფარი, ბურ­თი და პა­ტა­რა სივ­რცე. ეს ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს. და­ნარ­ჩენს დრო გვიჩ­ვე­ნებს, მო­უთ­მენ­ლად ველი, რო­დის და­ი­წყე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბა...

რო­დე­საც სახ­ლში გი­წევს ყოფ­ნა, ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი ხარ. ვერ აკე­თებ ყვე­ლა­ფერს, რაც გსურს. თუმ­ცა არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე რამ, რაც შე­გიძ­ლია და უნდა გა­ა­კე­თო. ასე­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ტოპ-ხუ­თე­ულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ვი­დეს კი­თხვა და ვარ­ჯი­ში. ორი­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა რამ­დე­ნი­მე კვი­რა და შე­იძ­ლე­ბა თვე­ო­ბით შინ ყოფ­ნა გი­წევს.

იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ვერ ვხე­დავ მი­ზეზს, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ხელი შეგ­ვი­შა­ლოს ვარ­ჯიშ­ში ან თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ში. 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ა­მი­სოდ დრო აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ნა­ხო. შინ მარ­ტო არ ვვარ­ჯი­შობ - ჩემს მე­უღ­ლეს­თან, თი­კას­თან და ბავ­შვებ­თან ერ­თად ვხა­ლი­სობ.

ექ­სტრე­მა­ლურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ კრე­ა­ტი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბაც გა­აღ­ვი­ვა - ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა, რომ ოდეს­მე სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბაზ­ში ვერ წა­ვი­დო­დი, ამი­ტომ სა­ჭი­რო აქ­სე­სუ­ა­რე­ბი სახ­ლში არ მაქვს. ხან ბავ­შვს ავიყ­ვან და ისე ვვარ­ჯი­შობ, ხან სხვა ორი­გი­ნა­ურ ხერ­ხს მო­ვი­ფიქ­რებ... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"შინ მარტო არ ვვარჯიშობ: მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ვხალისობ" - როგორ ერთობა ზაზა ფაჩულიას ოჯახი კორონავირუსის იზოლაციის დროს

"შინ მარტო არ ვვარჯიშობ: მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ვხალისობ" - როგორ ერთობა ზაზა ფაჩულიას ოჯახი კორონავირუსის იზოლაციის დროს

მსოფლიო აღარ მოძრაობს, სახლშია. არავინ იცის, რა დროში დავამარცხებთ კორონავირუსს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს შინ ყოფნისას შევინარჩუნოთ ერთგვარი რიტმი... ამას კარგად ახერხებს ზაზა ფაჩულია, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად სან ფრანცისკოშია.

lelo.ge ზაზას ამერიკაში დაუკავშირდა და საქართველოს ნაკრებზე, NBA-ზე, ჩემპიონობაზე საუბრის ნაცვლად, კალათბურთელი ახლა უხილავ ომზე, ოჯახზე, წიგნებსა და შინ ვარჯიშზე საუბრობს.

"შინ, ოჯახთან ერთად ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ გარეთ არ გავიდე, ხალხთან ახლო კონტაქტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ძირითადად კომპიუტერითა და ტელეფონით მაქვს კომუნიკაცია როგორც სამსახურის, ასევე პირად საქმეზე.

მსოფლიოში მძიმე მდგომარეობაა. ვირუსის გავრცელება დიდი ხანია დაიწყო და დღეს არ ჩანს ვადა, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. ბევრი ამბობს და ვეთანხმები - ერთგვარ ომში ვართ, გვყავს უხილავი მტერი, რომელსაც ერთად ვებრძვით. ვეცნობი სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს. ძალიან ცუდია, რომ დაავადებულთა რიცხვი ისევ ზევით მიდის, დაღმართისკენ ჯერ არ წასულა...

ჩვენი ამოცანაა ერთად დავამარცხოთ ვირუსი. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ თუ სპეციალისტების რჩევას მოვუსმენთ და მითითებებს ზედმიწევნით კარგად შევასრულებთ. კორონავირუსი მსოფლიოს მტერია, რომელიც ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა დავამარცხოთ. ვგულისხმობ ფსიქოლოგიურად, ფინანსურად ან თუნდაც სიტყვით გვერდში დადგომას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ისევე როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ახალმა რეალობამ ჩემს ცხოვრებაშიც უკვე ბევრი შეცვალა. როგორც აღვნიშნე, სამსახურის საქმეებს შინიდან ვაწარმოებ, ტელეფონით, ინტერნეტით, ვიდეოზარებით. ჩემი შვილებიც სახლიდან არიან ჩართულნი აქტივობებში. თუმცა,აქამდე მუდმივად მოძრაობაში იყვნენ. ზოგიერთი აქტივობა შევწყვიტეთ...

კალათბურთი ჩემს თავზე ავიღე და ბავშვებთან ერთად ყოველდღიურად ვვარჯიშობ. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება კორონავირუსისგან იზოლაცია, ამიტომ ვცდილობ, ოჯახთან ერთად მოვახერხო ადაპტირება და გავაგრძელოთ ის საქმე, რაც გვიყვარს. საამისოდ საჭიროა ერთი ფარი, ბურთი და პატარა სივრცე. ეს ყველაფერი გვაქვს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, მოუთმენლად ველი, როდის დაიწყება ინფიცირებულთა რაოდენობის კლება...

როდესაც სახლში გიწევს ყოფნა, ლიმიტირებული ხარ. ვერ აკეთებ ყველაფერს, რაც გსურს. თუმცა არსებობს რამდენიმე რამ, რაც შეგიძლია და უნდა გააკეთო. ასეთი საქმიანობის ტოპ-ხუთეულში აუცილებლად უნდა შევიდეს კითხვა და ვარჯიში. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როცა რამდენიმე კვირა და შეიძლება თვეობით შინ ყოფნა გიწევს.

იზოლაციის პირობებში ვერ ვხედავ მიზეზს, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს ვარჯიშში ან თვითგანვითარებაში. 24 საათის განმავლობაში საამისოდ დრო აუცილებლად უნდა გამონახო. შინ მარტო არ ვვარჯიშობ - ჩემს მეუღლესთან, თიკასთან და ბავშვებთან ერთად ვხალისობ.

ექსტრემალურმა მდგომარეობამ კრეატიული აზროვნებაც გააღვივა - ნამდვილად არ მეგონა, რომ ოდესმე სავარჯიშო დარბაზში ვერ წავიდოდი, ამიტომ საჭირო აქსესუარები სახლში არ მაქვს. ხან ბავშვს ავიყვან და ისე ვვარჯიშობ, ხან სხვა ორიგინაურ ხერხს მოვიფიქრებ... წაიკითხეთ ვრცლად

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

რამდენით გაძვირდა ბოსტნეული, ხილი, შაქარი, ზეთი და ცხიმი - "საქსტატის" ინფორმაცია

ერთიანი ეროვნული გამოცდები არ გადაიდება - იგეგმება თუ არა ფორმატის ცვლილება?