სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აღდგომის ლიტანიობაზე მრევლის შეკრება "კომენდანტის საათის" დარღვევა იქნება მაშინაც, თუ ტაძრებში 21:00 საათამდე მივლენ და დილამდე დარჩებიან"
"აღდგომის ლიტანიობაზე მრევლის შეკრება "კომენდანტის საათის" დარღვევა იქნება მაშინაც, თუ ტაძრებში 21:00 საათამდე მივლენ და დილამდე დარჩებიან"

რა თქმა უნდა, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი და­ირ­ღვე­ვა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჩვენ გვექ­ნე­ბა მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბა, იქ­ნე­ბა ეს ეკ­ლე­სი­ა­ში თუ სხვა ნე­ბის­მი­ერ სივ­რცე­ში და თუ მო­ქა­ლა­ქე­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა და­ფიქ­სირ­დე­ბა 21:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 06:00 სა­ა­თამ­დე, - ასე უპა­სუ­ხა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვას, ჩა­ით­ვლე­ბა თუ არა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვად, თუ აღ­დგო­მის ღა­მეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ტაძ­რებ­ში მივ­ლენ 21:00 სა­ათ­ზე და იქ დი­ლის 06:00 სა­ა­თამ­დე გა­ჩერ­დე­ბი­ან.

მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ყვე­ლა ადა­მი­ან­მა უნდა იფიქ­როს იმ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ზედ­მი­წევ­ნით და სწრა­ფად დაც­ვა­ზე, რაც დად­გე­ნი­ლია.

"პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლამ უნდა ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რო­გორ და­ვიც­ვათ მკაც­რად და ზედ­მი­წევ­ნით ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც უკვე დად­გე­ნი­ლია, რათა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვქონ­დეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოქ­მე­დე­ბა უფრო სწრა­ფად შევ­წყვი­ტოთ.

ეს არის პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის პი­რო­ბებს, ეს პი­რო­ბე­ბი არის ძა­ლი­ან მკა­ფიო და გა­და­ად­გი­ლე­ბა 21:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 06:00 სა­ა­თამ­დე ნე­ბა­დარ­თუ­ლი არ არის. ამას­თან ერ­თად, არ არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი 3 ადა­მი­ან­ზე მე­ტის შეკ­რე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, ამ ორი პი­რო­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ით ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არის, რომ, რა თქმა უნდა, და­ირ­ღვე­ვა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჩვენ გვექ­ნე­ბა მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბა, იქ­ნე­ბა ეს ეკ­ლე­სი­ა­ში თუ სხვა ნე­ბის­მი­ერ სივ­რცე­ში და თუ მო­ქა­ლა­ქე­თა გა­და­ად­გი­ლე­ბა და­ფიქ­სირ­დე­ბა 21:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 06:00 სა­ა­თამ­დე" - გა­ნა­ცხა­და ცქი­ტიშ­ვილ­მა.

ამას­თან, კი­თხვა­ზე, წა­ვი­დო­და თუ არა მი­ნის­ტრი სა­კუ­თარ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად სა­აღ­დგო­მო ლი­ტურ­გი­ა­ზე, მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არ წავა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
253

ხოდა როგორც ლევან ვასაძე ბარიკადებს აშენებდა და არ უშვებდა ხალხს კინოში ეგრე უნდა ჩადგეს პოლიცია და ჯარი და არ შეუშვან ეკლესიებში და იმედია ეგრეც იქნება

თომა
246

აუ რა კარგია! მრევლის შესაწირი 3000 ლარიანები წავა სახელმწიფოს ბიუჯეტში ლიწინლიწინით 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"აღდგომის ლიტანიობაზე მრევლის შეკრება "კომენდანტის საათის" დარღვევა იქნება მაშინაც, თუ ტაძრებში 21:00 საათამდე მივლენ და დილამდე დარჩებიან"

"აღდგომის ლიტანიობაზე მრევლის შეკრება "კომენდანტის საათის" დარღვევა იქნება მაშინაც, თუ ტაძრებში 21:00 საათამდე მივლენ და დილამდე დარჩებიან"

რა თქმა უნდა, კომენდანტის საათი დაირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, - ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა "ინტერპრესნიუსის" კითხვას, ჩაითვლება თუ არა კომენდანტის საათის პირობების დარღვევად, თუ აღდგომის ღამეს მოქალაქეები ტაძრებში მივლენ 21:00 საათზე და იქ დილის 06:00 საათამდე გაჩერდებიან.

მინისტრის განცხადებით, ყველა ადამიანმა უნდა იფიქროს იმ რეგულაციების ზედმიწევნით და სწრაფად დაცვაზე, რაც დადგენილია.

"პირველ რიგში, ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ მკაცრად და ზედმიწევნით ყველა რეგულაცია, რომელიც უკვე დადგენილია, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, რომ აღნიშნული რეგულაციების მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ.

ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კომენდანტის საათის პირობებს, ეს პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ნებადართული არ არის. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტის შეკრება.

შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით ამ კითხვაზე პასუხი არის, რომ, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე" - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, წავიდოდა თუ არა მინისტრი საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად სააღდგომო ლიტურგიაზე, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ არ წავა.

"დედა და და კარანტინში არიან... ატირონ სასტიკად მოკლული ოჯახის წევრი " - ვაჟა ტყებუჩავას ოჯახი დახმარებას ითხოვს

გუდაურში, ბაკურიანსა და სვანეთში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს, უსაფრთხოების ზომების  დაცვით გაიხსნება

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი თეთრი მიკროავტობუსიდან - ლაშა ლურსმანაშვილის ფოტოები, რომლებიც 18 ივნისსაა გადაღებული