სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები
როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები

COVID-19-ის პან­დე­მი­ამ ადა­მი­ა­ნე­ბი მათ­თვის უჩ­ვე­უ­ლო, არას­ტან­დარ­ტულ გა­რე­მო­ში მო­აქ­ცია, რა­მაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა გა­ა­ჩი­ნა. ერთ-ერთი უცხო­უ­რი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟი­მის გამო ოჯა­ხებ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­მა იმა­ტა.

რო­გორ უნდა ავა­რი­დოთ თავი ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბას თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი და ტექ­ნი­კე­ბი არ­სე­ბობს სტრე­სის სა­მარ­თა­ვად და რო­გორ ვი­ურ­თი­ერ­თოთ სწო­რად ბავ­შვებ­თან ახა­ლი რე­ა­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში - ამ და სხვა კი­თხვე­ბით AMBEBI GE-მ ფსი­ქი­ატრსა და ფსი­ქო­თე­რა­პევტ და­ვით ან­დღუ­ლა­ძეს მი­მარ­თა.

- იმა­ტა თუ არა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში და რა იწ­ვევს ასეთ შემ­თხვე­ვებს?

- ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ­თან რა­ი­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვა, რო­გორც ვიცი, არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. თუმ­ცა შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ ძვე­ლი ცოდ­ნი­დან და გა­მოც­დი­ლე­ბი­დან... ის, რომ იზო­ლა­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნი არის მის­თვის უჩ­ვე­უ­ლო, არას­ტან­დარ­ტულ გა­რე­მო­ში, ფაქ­ტია და რო­დე­საც ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია არა ერთი და ორი დღე, არა­მედ გა­ცი­ლე­ბით ხან­გრძლი­ვად, ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მძიმ­დე­ბა და თუ რა­ი­მე ხარ­ვე­ზი აქვს, ვლინ­დე­ბა. თუ ძა­ლა­დო­ბის­კენ არის მიდ­რე­კი­ლი, ეს ძა­ლა­დო­ბა კი­დევ უფრო მეტი სიმ­ძაფ­რით გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ზო­გა­დად, რო­დე­საც ორ ადა­მი­ან­საც კი უჩ­ვე­უ­ლოდ ხან­გრძლი­ვად აქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა, ვიდ­რე მო­ერ­გე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, მათ მტკივ­ნე­უ­ლი და წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი პე­რი­ო­დის გავ­ლა უწევთ. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ამას ემა­ტე­ბა სტრე­სი, იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი უკეთ ეც­ნო­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, ახალ თვი­სე­ბებს აღ­მო­ა­ჩე­ნენ ერ­თმა­ნეთ­ში, რაც აქამ­დე არ იცოდ­ნენ. რაც საკ­მა­ოდ რთუ­ლია ისე­დაც, არას­ტრე­სულ გა­რე­მო­შიც. შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობს რისკ-ფაქ­ტო­რი, რომ გახ­შირ­დეს უთან­ხმო­ე­ბე­ბის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თუ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი ოჯახ­ში.

- რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ადა­მი­ა­ნებ­მა ასეთ დროს, რომ საქ­მე ძა­ლა­დო­ბამ­დე არ მი­ვი­დეს?

- და­ვი­წყოთ იმით, რომ რჩე­ვა-დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა რო­გორც ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლს, ისე თა­ვად მო­ძა­ლა­დეს, თუმ­ცა ცხა­დია, გან­სა­კუთ­რე­ბით თა­ნად­გო­მას სა­ჭი­რო­ე­ბენ მსხვერ­პლე­ბი. უნდა გვახ­სოვ­დეს ის, რომ მო­ძა­ლა­დე ში­ნა­გა­ნად სუს­ტი ადა­მი­ა­ნია, რად­გან იგი ვერ უმკლავ­დე­ბა სტრესს, ახალ გა­მოწ­ვე­ვებს და ამი­ტომ ძა­ლა­დობს. ამას­თან, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა შემ­დეგ თვითგვე­მა­ში ვარ­დე­ბა, რად­გან მიხ­ვდნენ, რომ ვერ შეძ­ლეს სა­კუ­თა­რი თა­ვის კონ­ტრო­ლი და ამის გამო სხვებს ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს. აქ რე­კო­მენ­და­ცია ასე­თი იქ­ნე­ბა ორი­ვე მხა­რის­თვის: ზო­გა­დად დავ­ფიქ­რდეთ, რა მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა. რა არის ახლა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი? ვარ­კვი­ოთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში, თუ ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით ვებ­რძო­ლოთ უხი­ლავ მტერს? გა­და­დეთ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვა, ერ­თმა­ნე­თის­თვის პა­სუ­ხის მო­თხოვ­ნა სხვა, უფრო შე­სა­ფე­რი­სი დრო­ის­თვის. ახლა ამის დრო არ არის. ყვე­ლა წვრილ­მან­ში ნუ გა­მო­ე­დევ­ნე­ბით ერ­თმა­ნეთს. სხვა უფრო სა­ჭი­რო სა­ფიქ­რა­ლით, საქ­მით და­კავ­დით. გო­ნებ­რი­ვად უფრო და­იტ­ვირ­თეთ. იფიქ­რეთ იმა­ზე, რა ახალ ფილ­მს უყუ­როთ, რო­გორ გა­იღ­რმა­ოთ ცოდ­ნა, და­კავ­დით თქვენს საყ­ვა­რელ სფე­რო­ში მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბით. რაც უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია გო­ნებ­რი­ვი დატ­ვირ­თვა, მით უფრო ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ ოჯა­ხის წევ­რის არა­სა­სურ­ველ ქცე­ვა­სა თუ სა­უ­ბარს.

- მინ­და გკი­თხოთ ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ფი­კის შე­სა­ხე­ბაც. ახლა, რო­დე­საც ძი­რი­თა­დად სახ­ლში არი­ან, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ ვერ ხარ­ჯა­ვენ ენერ­გი­ას, რო­გორ და­ვა­კა­ვოთ სწო­რად ისი­ნი, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დის­კომ­ფორ­ტი შე­ექ­მნათ?

- ასეთ დროს ბავ­შვის ასა­კია გა­დამ­წყვე­ტი. სხვა­დას­ხვა ასაკ­ში მიდ­გო­მა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი უნდა იყოს. პა­ტა­რა ბავ­შვებს დას­ჭი­რე­ბათ მათ­თვის გა­სა­გებ ენა­ზე თარ­გმა­ნი. ზო­გა­დად მშო­ბელ­მა იცის, რა გან­ვი­თა­რე­ბის ეტაპ­ზეა მისი შვი­ლი და იმის მი­ხედ­ვით უნდა ესა­უბ­როს ბავ­შვს, ისე, რომ ეს იყოს მის­თვის გა­სა­გე­ბი და მი­სა­ღე­ბი. პა­ტა­რებს, რომ­ლებ­საც ჩვენ უნდა მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, შეგ­ვიძ­ლია ავუხ­სნათ ასე: არის ასე­თი ვირუ­სი, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მთელს მსოფ­ლი­ო­ში და ჩვენც რომ არ დაგ­ვე­მარ­თოს, სა­ჭი­როა, დავ­რჩეთ სახ­ლში და და­ვიც­ვათ ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი. ასე­თი ვირუ­სე­ბი სხვა­დას­ხვა დრო­საც იყო, ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იმი­თაა, რომ ახლა მას­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, მეტს სა­უბ­რო­ბენ და ეს კარ­გიც არის, რად­გან ვი­ცით, რო­გორ ვებ­რძო­ლოთ მას. ასე­ვე, ვუ­თხრათ რომ ეს ვირუ­სი მკვლე­ლი არ არის, რად­გან ვინც იცავს წე­სებს და უჯე­რებს უფ­რო­სებს, მათ არა­ფე­რი არ ემარ­თე­ბათ. იყო ომე­ბი და სხვა ვირუ­სე­ბი და სხვა დრო­საც იხო­ცე­ბო­და ხალ­ხი. ახლა შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ჩი­ნოთ ყუ­რა­დღე­ბა და თუ სწო­რად მო­ვიქ­ცე­ვით, ვირუ­სი სა­ში­ში არ იქ­ნე­ბა. ასე შეგ­ვიძ­ლია მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ბავ­შვებს. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტერ­ნეტ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბას, ალ­ბათ, ფსი­ქო­ლო­გებს პირ­ვე­ლად გვი­წევს იმის თქმა, რომ ნუ აუკ­რძა­ლავთ თქვენს შვი­ლებს კომ­პი­უ­ტერ­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბას. ახლა ინ­ტერ­ნეტს დიდი როლი ეკის­რე­ბა ამ იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში დრო­ის სწო­რად გაყ­ვა­ნა­ში. უბ­რა­ლოდ მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა, რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ეც­ნო­ბი­ან, მაგ­რამ არა ისე, რომ ეს მათ­თვის შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი იყოს.

- რო­გორ უნდა მო­ი­ვიქ­ცეთ, რო­დე­საც შფოთ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით გვიძ­ლი­ერ­დე­ბა? რამ­დე­ნი­მე ეფექ­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტექ­ნი­კა გაგ­ვი­ზი­ა­რეთ, რაც სტრე­სის მარ­თვა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

- რო­დე­საც, ასე ვთქვათ, ეს პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვა ეწყე­ბა ადა­მი­ანს, მა­შინ ცოტა უჭირს ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა. ამი­ტომ სა­ნამ და­წყე­ბი­ათ, და­ი­მახ­სოვ­რონ, რა უნდა გა­ა­კე­თონ იმ მო­მენ­ტში, ეს გა­ახ­სენ­დე­ბათ და უფრო იო­ლად გა­უმკლავ­დე­ბი­ან. საღი რე­ა­გი­რე­ბის ფორ­მა ასე­თია: ეს არ არის და­სას­რუ­ლი და ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც კო­რო­ნა აქვს ადა­მი­ანს და წი­ნას­წარ რა­ტომ უნდა იფიქ­როს ამა­ზე?! თუ სიმპტო­მე­ბი დაგ­როვ­დე­ბა, მა­შინ უნდა მივ­მარ­თოთ ექიმს. მაგ­რამ უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ - არის ეს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი სიპ­ტო­მე­ბი თუ უფრო სო­მა­ტუ­რია. პირ­ველ რიგ­ში, რო­დე­საც თქვენს თავს გა­მო­ი­ჭერთ და­ინ­ფი­ცი­რე­ბა­ზე ფიქ­რებ­ში, უნდა გახ­სოვ­დეთ, რომ ეს არას­წო­რი ფიქ­რია და ამა­ში შე­ყო­ლა უფრო ცუდ შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანს. ამი­ტომ ეცა­დეთ სხვა რა­მე­ზე, თუნ­დაც ძა­ლი­ან ყო­ფით ფიქ­რებ­ზე გა­და­ერ­თოთ. მაგ­რამ თუ მა­ინც ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ ეს და აღ­მოვ­ჩნდით ჩიხ­ში, უკვე ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა უნდა შე­მო­ვი­ტა­ნოთ. წა­მოვ­დგეთ ფეხ­ზე, გა­ვი­არ-გა­მო­ვი­ა­როთ, გა­მო­ვე­სა­უბ­როთ ოჯა­ხის წევ­რებს, და­ვამ­შვი­დოთ ერ­თმა­ნე­თი და მივ­მარ­თოთ თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე კარ­გად გა­ტეს­ტილ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ვარ­ჯიშს, რაც ეფექ­ტუ­რად ამ­ცი­რებს სტრესს.

ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სუნ­თქვი­თი ვარ­ჯი­შე­ბი და ისი­ნი მარ­თლაც ეფექ­ტუ­რია. უამ­რა­ვი ასე­თი ტექ­ნი­კა არ­სე­ბობს და ხელ­მი­საწ­ვდო­მია მათი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი ინ­ტერ­ნე­ტი­თაც, მაგ­რამ აქ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ - სუნ­თქვით ვარ­ჯი­შებს ძა­ლი­ან სწო­რად და ზედ­მი­წევ­ნით სჭირ­დე­ბა წე­სე­ბის დაც­ვა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, იგი იწ­ვევს თავ­ბრუს­ხვე­ვას და ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ისე­დაც სტრეს­შია, შე­იძ­ლე­ბა პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დეს. ამი­ტომ თუ არ ვართ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ შეგ­ვიძ­ლია მისი სწო­რად გა­კე­თე­ბა, სჯობს, თავი შე­ვი­კა­ვოთ. სა­მა­გი­ე­როდ, შეგ­ვიძ­ლია სხვა უფრო ნაკ­ლე­ბად საფრ­თხი­ლო ვარ­ჯი­შებს მივ­მარ­თოთ.

ერთ-ერთი ძა­ლი­ან აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი სა­ვარ­ჯი­შო ასე­თია: ვერ­ტი­კა­ლუ­რად ვდგე­ბით, ხე­ლე­ბი ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლია, მთე­ლი ტანი ბრუნ­დე­ბა ჯერ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით, მერე მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბით, ისე რომ გულ­მკერ­დი მთლი­ა­ნად მი­ვატ­რი­ა­ლოთ ჯერ მარ­ჯვნივ, მერე - მარ­ცხნივ, ეს მოშ­ვე­ბუ­ლი ხე­ლე­ბი იწყებს ქა­ნა­ო­ბას, გა­იშ­ლე­ბა, შემ­დეგ თან­და­თა­ნო­ბით არა მხო­ლოდ გა­იშ­ლე­ბა, მე­ო­რე მხა­რეს შე­მობ­რუ­ნე­ბი­სას მო­იხ­რე­ბა კი­დეც და ხან მხრებ­ზე შე­მოგ­ვერ­ტყმე­ბა, ხან ზურ­გზე და ეს ხდე­ბა თა­ვი­სით და ჩვენ ძა­ლას არ ვა­ტანთ. რამ­დე­ნი­მე წუთი ასე­თი ვარ­ჯი­ში და შე­დე­გი სა­ხე­ზე გვექ­ნე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის ჩარ­თუ­ლი ამ დროს. ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ტა­ნი­ლია და არა მხო­ლოდ გა­და­ტა­ნი­ლია, არა­მედ ამ ხე­ლე­ბის ქა­ნა­ო­ბით აქეთ-იქე­თაც ნა­წილ­დე­ბა. ხე­ლის მოშ­ვე­ბუ­ლო­ბა და მო­დუ­ნე­ბუ­ლო­ბა, ასო­ცი­რე­ბუ­ლია ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან, და­ცუ­ლო­ბას­თან, ეს მსუ­ბუ­ქი შე­მორ­ტყმე­ბიც მხარ­ზე და ზურ­გზე სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ცდებს იწ­ვევს.

მე­ო­რე ვერ­სია ასე­თია: ვდგა­ვართ ვერ­ტი­კა­ლუ­რად, ჯერ ფე­ხის ცე­რებ­ზე ავი­წე­ვით, შემ­დეგ კან­ჭის კუნ­თებს ვჭი­მავთ, შემ­დეგ ვჭი­მავთ ბარ­ძა­ყის კუნ­თებს, მკერდს, ზურგს, ყვე­ლა კუნ­თი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად კარ­გად დავ­ჭი­მოთ, დავ­ჭი­მოთ, გა­ვა­კე­თოთ ღრმა ჩა­სუნ­თქვა და კარ­გად გა­ვიზ­მო­როთ და და­ვამ­თქნა­როთ. ეს ქმნის იმის გან­ცდას, რომ რა­ღაც ტვირ­თი მოგ­ვეხ­სნა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად მუ­შა­ობს პა­ნი­კა­ში, შფოთვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებ­ზე. ასეთ დროს მათ რაც არ უნდა ჩავ­ჩი­ჩი­ნოთ, მო­დუნ­დი, დამ­შვიდ­დიო, ისი­ნი ამას ვერ გა­ა­კე­თე­ბენ, არ აქვთ ამის ძალა, ამი­ტომ ეს ვარ­ჯი­ში და ასე­თი გა­დარ­თვა იძ­ლე­ვა რე­ა­ლურ ეფექტს. ეს ვარ­ჯი­შე­ბი პრე­ვენ­ცი­ის­თვი­საც კარ­გი იქ­ნე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად რომ გა­ვა­კე­თოთ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­მე­დი­ცი­ნო მუ­შა­კი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­გან და­ინ­ფი­ცირ­და. არ­სე­ბობს თუ არა რა­ი­მე მე­თო­დე­ბი ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში COVID-19-ის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და არის თუ არა მზად ამის­თვის ჩვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა?

- ამ მხრივ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ფი­კა არ არ­სე­ბობს. ის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ქრო­ნი­კუ­ლი ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი იღე­ბენ, შე­უ­თავ­სე­ბე­ლი არ არის კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბულ მე­დი­კა­მენ­ტებ­თან. არა­ნა­ირ უკუ­რე­აქ­ცი­ას არ იწ­ვევს. ასე­თი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ შე­უძ­ლი­ათ თა­ვად და­იც­ვან ჰი­გი­ე­ნა და უნებ­ლი­ედ არ­ღვევნ წეს­რიგს, თუ სა­ვა­რა­უ­დოდ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლე­ბი არი­ან, იძუ­ლე­ბით უნდა გა­და­იყ­ვა­ნონ ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. რო­გორც ჩვენ, ყვე­ლა დავ­ჯა­რიმ­დე­ბით ან შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვა­კა­ვონ კი­დეც, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის, ასე­ვე სა­ჭი­როა, ისი­ნიც იქ­ნენ იძუ­ლე­ბით გა­დაყ­ვა­ნი­ლე­ბი. უბ­რა­ლოდ, თუ და­ფიქ­სირ­და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი, არ ვიცი, რამ­დე­ნად არი­ან აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი ჩვე­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კით. იქ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა ბოქ­სი­რე­ბუ­ლი პა­ლა­ტის მო­წყო­ბა და ა.შ.

- და ბო­ლოს, რამ­დე­ნად ხში­რია კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო შე­წუ­ხე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა თქვენ­თან? რო­გორც ვიცი, ფსი­ქო­ლო­გი­ურ დახ­მა­რე­ბას უწევთ სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რებ ქარ­თველ ემიგ­რან­ტეს. რო­გო­რია მათი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ომი დამ­თავ­რდა, მშვი­დო­ბის გე­ში­ნო­დეთ, ხალ­ხო. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ ჩა­ივ­ლის, მე­რეც ალ­ბათ აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მო­უ­წევთ ფსი­ქი­ლო­გებს და ფსი­ქი­ატ­რებს. კო­რო­ნას გამო ჩი­ვი­ლებ­მა მო­ი­მა­ტა. კონ­კრე­ტუ­ლად კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო შე­წუ­ხე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი ჯერ მხო­ლოდ ორი მო­ვი­და. ჩვენ უფრო ხში­რად დის­ტან­ცი­უ­რად გვი­წევს მუ­შა­ო­ბა ჩვენს ემიგ­რან­ტებ­თან იტა­ლი­ა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში და ა.შ. მათი ემო­ცი­უ­რი ფონი საკ­მა­ოდ მწვა­ვეა, თუმ­ცა ეს დის­ტან­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია და კარგ შე­დე­გებს გვაძ­ლევს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანჩო
14

რად გინდათ ამდენი ზღაპრები, ყველაფერს სჯობია,რომ თქვენი საყვარელი საქმით დაკავდეთ, უაზრო ფიქრებისთვის დრო არ დაგრჩებათ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები

COVID-19-ის პანდემიამ ადამიანები მათთვის უჩვეულო, არასტანდარტულ გარემოში მოაქცია, რამაც ფსიქოლოგიური კუთხით ბევრი გამოწვევა გააჩინა. ერთ-ერთი უცხოური კვლევის მიხედვით, თვითიზოლაციის რეჟიმის გამო ოჯახებში ძალადობის ფაქტებმა იმატა.

როგორ უნდა ავარიდოთ თავი ურთიერთდაპირისპირებას თვითიზოლაციის პირობებში, რა ფსიქოლოგიური სავარჯიშოები და ტექნიკები არსებობს სტრესის სამართავად და როგორ ვიურთიერთოთ სწორად ბავშვებთან ახალი რეალობის პირობებში - ამ და სხვა კითხვებით AMBEBI GE-მ ფსიქიატრსა და ფსიქოთერაპევტ დავით ანდღულაძეს მიმართა.

- იმატა თუ არა ძალადობის ფაქტებმა საქართველოში, თვითიზოლაციის პირობებში და რა იწვევს ასეთ შემთხვევებს?

- ამასთან დაკავშირებით ჩვენთან რაიმე სპეციალური კვლევა, როგორც ვიცი, არ ჩატარებულა. თუმცა შეგვიძლია ვიმსჯელოთ ძველი ცოდნიდან და გამოცდილებიდან... ის, რომ იზოლაციაში ადამიანი არის მისთვის უჩვეულო, არასტანდარტულ გარემოში, ფაქტია და როდესაც ასეთ მდგომარეობაშია არა ერთი და ორი დღე, არამედ გაცილებით ხანგრძლივად, ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმდება და თუ რაიმე ხარვეზი აქვს, ვლინდება. თუ ძალადობისკენ არის მიდრეკილი, ეს ძალადობა კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით გამოვლინდება. ზოგადად, როდესაც ორ ადამიანსაც კი უჩვეულოდ ხანგრძლივად აქვთ ურთიერთობა, ვიდრე მოერგებიან ერთმანეთს, მათ მტკივნეული და წინააღმდეგობრივი პერიოდის გავლა უწევთ. ამ შემთხვევაში კი ამას ემატება სტრესი, იზოლაციის პირობებში ოჯახის წევრები უკეთ ეცნობიან ერთმანეთს, ახალ თვისებებს აღმოაჩენენ ერთმანეთში, რაც აქამდე არ იცოდნენ. რაც საკმაოდ რთულია ისედაც, არასტრესულ გარემოშიც. შესაბამისად, არსებობს რისკ-ფაქტორი, რომ გახშირდეს უთანხმოებების, ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის ფაქტები ოჯახში.

- რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა ასეთ დროს, რომ საქმე ძალადობამდე არ მივიდეს?

- დავიწყოთ იმით, რომ რჩევა-დახმარება სჭირდება როგორც ძალადობის მსხვერპლს, ისე თავად მოძალადეს, თუმცა ცხადია, განსაკუთრებით თანადგომას საჭიროებენ მსხვერპლები. უნდა გვახსოვდეს ის, რომ მოძალადე შინაგანად სუსტი ადამიანია, რადგან იგი ვერ უმკლავდება სტრესს, ახალ გამოწვევებს და ამიტომ ძალადობს. ამასთან, მათი უმრავლესობა შემდეგ თვითგვემაში ვარდება, რადგან მიხვდნენ, რომ ვერ შეძლეს საკუთარი თავის კონტროლი და ამის გამო სხვებს ზიანი მიაყენეს. აქ რეკომენდაცია ასეთი იქნება ორივე მხარისთვის: ზოგადად დავფიქრდეთ, რა მოცემულობაში გვიწევს ცხოვრება. რა არის ახლა პრიორიტეტული? ვარკვიოთ ურთიერთობები ერთმანეთში, თუ ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ უხილავ მტერს? გადადეთ ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევა, ერთმანეთისთვის პასუხის მოთხოვნა სხვა, უფრო შესაფერისი დროისთვის. ახლა ამის დრო არ არის. ყველა წვრილმანში ნუ გამოედევნებით ერთმანეთს. სხვა უფრო საჭირო საფიქრალით, საქმით დაკავდით. გონებრივად უფრო დაიტვირთეთ. იფიქრეთ იმაზე, რა ახალ ფილმს უყუროთ, როგორ გაიღრმაოთ ცოდნა, დაკავდით თქვენს საყვარელ სფეროში მეტი ინფორმაციის მოპოვებით. რაც უფრო მრავალფეროვანია გონებრივი დატვირთვა, მით უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ ოჯახის წევრის არასასურველ ქცევასა თუ საუბარს.

- მინდა გკითხოთ ბავშვებთან ურთიერთობის სპეციფიკის შესახებაც. ახლა, როდესაც ძირითადად სახლში არიან, საჭიროებისამებრ ვერ ხარჯავენ ენერგიას, როგორ დავაკავოთ სწორად ისინი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფსიქოლოგიური დისკომფორტი შეექმნათ?

- ასეთ დროს ბავშვის ასაკია გადამწყვეტი. სხვადასხვა ასაკში მიდგომა სხვადასხვანაირი უნდა იყოს. პატარა ბავშვებს დასჭირებათ მათთვის გასაგებ ენაზე თარგმანი. ზოგადად მშობელმა იცის, რა განვითარების ეტაპზეა მისი შვილი და იმის მიხედვით უნდა ესაუბროს ბავშვს, ისე, რომ ეს იყოს მისთვის გასაგები და მისაღები. პატარებს, რომლებსაც ჩვენ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, შეგვიძლია ავუხსნათ ასე: არის ასეთი ვირუსი, რომელიც გავრცელებულია მთელს მსოფლიოში და ჩვენც რომ არ დაგვემართოს, საჭიროა, დავრჩეთ სახლში და დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. ასეთი ვირუსები სხვადასხვა დროსაც იყო, ეს არ არის პირველი შემთხვევა, თუმცა განსაკუთრებული იმითაა, რომ ახლა მასზე მეტი ინფორმაცია გვაქვს, მეტს საუბრობენ და ეს კარგიც არის, რადგან ვიცით, როგორ ვებრძოლოთ მას. ასევე, ვუთხრათ რომ ეს ვირუსი მკვლელი არ არის, რადგან ვინც იცავს წესებს და უჯერებს უფროსებს, მათ არაფერი არ ემართებათ. იყო ომები და სხვა ვირუსები და სხვა დროსაც იხოცებოდა ხალხი. ახლა შეგვიძლია გამოვიჩინოთ ყურადღება და თუ სწორად მოვიქცევით, ვირუსი საშიში არ იქნება. ასე შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია ბავშვებს. რაც შეეხება ინტერნეტთან დროის გატარებას, ალბათ, ფსიქოლოგებს პირველად გვიწევს იმის თქმა, რომ ნუ აუკრძალავთ თქვენს შვილებს კომპიუტერთან დროის გატარებას. ახლა ინტერნეტს დიდი როლი ეკისრება ამ იზოლაციის პირობებში დროის სწორად გაყვანაში. უბრალოდ მივაქციოთ ყურადღება, რა ინფორმაციას ეცნობიან, მაგრამ არა ისე, რომ ეს მათთვის შემაწუხებელი იყოს.

- როგორ უნდა მოივიქცეთ, როდესაც შფოთვა განსაკუთრებით გვიძლიერდება? რამდენიმე ეფექტური ფსიქოლოგიური ტექნიკა გაგვიზიარეთ, რაც სტრესის მართვაში დაგვეხმარება.

- როდესაც, ასე ვთქვათ, ეს პანიკური შეტევა ეწყება ადამიანს, მაშინ ცოტა უჭირს ყურადღების გადატანა. ამიტომ სანამ დაწყებიათ, დაიმახსოვრონ, რა უნდა გააკეთონ იმ მომენტში, ეს გაახსენდებათ და უფრო იოლად გაუმკლავდებიან. საღი რეაგირების ფორმა ასეთია: ეს არ არის დასასრული და ცხოვრება გრძელდება, მაშინაც კი, როდესაც კორონა აქვს ადამიანს და წინასწარ რატომ უნდა იფიქროს ამაზე?! თუ სიმპტომები დაგროვდება, მაშინ უნდა მივმართოთ ექიმს. მაგრამ უნდა გამოვრიცხოთ - არის ეს ფიზიოლოგიური სიპტომები თუ უფრო სომატურია. პირველ რიგში, როდესაც თქვენს თავს გამოიჭერთ დაინფიცირებაზე ფიქრებში, უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არასწორი ფიქრია და ამაში შეყოლა უფრო ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. ამიტომ ეცადეთ სხვა რამეზე, თუნდაც ძალიან ყოფით ფიქრებზე გადაერთოთ. მაგრამ თუ მაინც ვერ მოვახერხეთ ეს და აღმოვჩნდით ჩიხში, უკვე ფიზიკური აქტივობა უნდა შემოვიტანოთ. წამოვდგეთ ფეხზე, გავიარ-გამოვიაროთ, გამოვესაუბროთ ოჯახის წევრებს, დავამშვიდოთ ერთმანეთი და მივმართოთ თუნდაც რამდენიმე კარგად გატესტილ ფსიქოლოგიურ ვარჯიშს, რაც ეფექტურად ამცირებს სტრესს.

ყველაზე გავრცელებულია სუნთქვითი ვარჯიშები და ისინი მართლაც ეფექტურია. უამრავი ასეთი ტექნიკა არსებობს და ხელმისაწვდომია მათი ინსტრუქციები ინტერნეტითაც, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ - სუნთქვით ვარჯიშებს ძალიან სწორად და ზედმიწევნით სჭირდება წესების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი იწვევს თავბრუსხვევას და ადამიანი, რომელიც ისედაც სტრესშია, შეიძლება პანიკაში ჩავარდეს. ამიტომ თუ არ ვართ დარწმუნებული, რომ შეგვიძლია მისი სწორად გაკეთება, სჯობს, თავი შევიკავოთ. სამაგიეროდ, შეგვიძლია სხვა უფრო ნაკლებად საფრთხილო ვარჯიშებს მივმართოთ.

ერთ-ერთი ძალიან აპრობირებული სავარჯიშო ასეთია: ვერტიკალურად ვდგებით, ხელები ჩამოშვებულია, მთელი ტანი ბრუნდება ჯერ ერთი მიმართულებით, მერე მეორე მიმართულებით, ისე რომ გულმკერდი მთლიანად მივატრიალოთ ჯერ მარჯვნივ, მერე - მარცხნივ, ეს მოშვებული ხელები იწყებს ქანაობას, გაიშლება, შემდეგ თანდათანობით არა მხოლოდ გაიშლება, მეორე მხარეს შემობრუნებისას მოიხრება კიდეც და ხან მხრებზე შემოგვერტყმება, ხან ზურგზე და ეს ხდება თავისით და ჩვენ ძალას არ ვატანთ. რამდენიმე წუთი ასეთი ვარჯიში და შედეგი სახეზე გვექნება. ძალიან ბევრი რამ არის ჩართული ამ დროს. ყურადღება გადატანილია და არა მხოლოდ გადატანილია, არამედ ამ ხელების ქანაობით აქეთ-იქეთაც ნაწილდება. ხელის მოშვებულობა და მოდუნებულობა, ასოცირებულია ჩვენს თავისუფლებასთან, დაცულობასთან, ეს მსუბუქი შემორტყმებიც მხარზე და ზურგზე სასიამოვნო განცდებს იწვევს.

მეორე ვერსია ასეთია: ვდგავართ ვერტიკალურად, ჯერ ფეხის ცერებზე ავიწევით, შემდეგ კანჭის კუნთებს ვჭიმავთ, შემდეგ ვჭიმავთ ბარძაყის კუნთებს, მკერდს, ზურგს, ყველა კუნთი შეძლებისდაგვარად კარგად დავჭიმოთ, დავჭიმოთ, გავაკეთოთ ღრმა ჩასუნთქვა და კარგად გავიზმოროთ და დავამთქნაროთ. ეს ქმნის იმის განცდას, რომ რაღაც ტვირთი მოგვეხსნა. ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს პანიკაში, შფოთვის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე. ასეთ დროს მათ რაც არ უნდა ჩავჩიჩინოთ, მოდუნდი, დამშვიდდიო, ისინი ამას ვერ გააკეთებენ, არ აქვთ ამის ძალა, ამიტომ ეს ვარჯიში და ასეთი გადართვა იძლევა რეალურ ეფექტს. ეს ვარჯიშები პრევენციისთვისაც კარგი იქნება, ყოველდღიურად რომ გავაკეთოთ.

- საქართველოში იყო შემთხვევა, როდესაც სამედიცინო მუშაკი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანისგან დაინფიცირდა. არსებობს თუ არა რაიმე მეთოდები ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებში COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით და არის თუ არა მზად ამისთვის ჩვენი ჯანდაცვის სისტემა?

- ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული სპეციფიკა არ არსებობს. ის მედიკამენტები, რომლებსაც ქრონიკული ფსიქიკური დაავადებების მქონე პაციენტები იღებენ, შეუთავსებელი არ არის კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენებულ მედიკამენტებთან. არანაირ უკურეაქციას არ იწვევს. ასეთი პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ თავად დაიცვან ჰიგიენა და უნებლიედ არღვევნ წესრიგს, თუ სავარაუდოდ ვირუსის მატარებელები არიან, იძულებით უნდა გადაიყვანონ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. როგორც ჩვენ, ყველა დავჯარიმდებით ან შეიძლება დაგვაკავონ კიდეც, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის, ასევე საჭიროა, ისინიც იქნენ იძულებით გადაყვანილები. უბრალოდ, თუ დაფიქსირდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებში კორონავირუსი, არ ვიცი, რამდენად არიან აღჭურვილები ჩვენი დაწესებულებები შესაბამისი ტექნიკით. იქ საჭირო გახდება ბოქსირებული პალატის მოწყობა და ა.შ.

- და ბოლოს, რამდენად ხშირია კორონავირუსის გამო შეწუხებული ადამიანების მომართვიანობა თქვენთან? როგორც ვიცი, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტეს. როგორია მათი მდგომარეობა?

- ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, მერეც ალბათ აქტიური მუშაობა მოუწევთ ფსიქილოგებს და ფსიქიატრებს. კორონას გამო ჩივილებმა მოიმატა. კონკრეტულად კორონავირუსის გამო შეწუხებული პაციენტი ჯერ მხოლოდ ორი მოვიდა. ჩვენ უფრო ხშირად დისტანციურად გვიწევს მუშაობა ჩვენს ემიგრანტებთან იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში და ა.შ. მათი ემოციური ფონი საკმაოდ მწვავეა, თუმცა ეს დისტანციური მუშაობა საკმაოდ ეფექტურია და კარგ შედეგებს გვაძლევს.

"ბრალდებულმა დაზარალებულის "აჭარაბეთის" ანგარიშიდან 9 190 ლარი გადმოირიცხა და გაანაღდა" - ქურდობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამას პატიმრობა შეეფარდა

"თუ უნდა შევხვდები ლევან შაქარაშვილს... უბრალოდ, რიდი მექნება, რომ გარდაცვლილის მამაა" - "ტვ პირველი" ვასილ მახარაძის საკნის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს