პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაციენტი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, გაიღებს სისხლს..." - მარინა ენდელაძე სისხლის პლაზმით მკურნალობის პროცესს განმარტავს
"პაციენტი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, გაიღებს სისხლს..." - მარინა ენდელაძე სისხლის პლაზმით მკურნალობის პროცესს განმარტავს

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვი­სუ­სის შიდა გავ­რცე­ლე­ბის და­წყე­ბის გამო, COVID-19-ის ტეს­ტი­რე­ბის პრო­ტო­კო­ლი შე­იც­ვა­ლა.

რას შეც­ვლის ახა­ლი მიდ­გო­მა ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვის კუ­თხით? რო­დის და­ი­წყე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის პლაზ­მით მკურ­ნა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში? რას ფიქ­რობს, რო­გორც ინ­ფე­ცი­ო­ნის­ტი სა­პატ­რი­არ­ქოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე?

კი­თხვე­ბით AMBEBI.GE-მ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძეს მი­მარ­თა.

- პირ­ველ რიგ­ში, კი­დევ ერთხელ ავუხ­სნათ ჩვენს მკი­თხველს, რა შე­იც­ვა­ლა ახა­ლი პრო­ტო­კო­ლით და რამ­დე­ნად ეფექ­ტურ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს იგი ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მარ­თვის კუ­თხით?

- დღემ­დე მოქ­მე­დი პრო­ტო­კო­ლი გუ­ლის­ხმობ­და მხო­ლოდ იმ პი­რის ტეს­ტი­რე­ბას, რო­მელ­საც მწვა­ვე რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მე­ბი ჰქონ­დათ და ამას­თან მას უნდა ემოგ­ზა­უ­რა ბოლო 14 დღის მან­ძილ­ზე მა­ღა­ლი რის­კის ქვეყ­ნებ­ში, ან მი­ე­ღო სტუ­მა­რი ამ ქვეყ­ნე­ბი­დან, ან ყო­ფი­ლი­ყო კონ­ტაქ­ტში ავად­მყო­ფებ­თან. სხვე­ბი ტეს­ტი­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბოდ­ნენ.

ახლა სა­ჭი­რო გახ­და ახა­ლი პრო­ტო­კო­ლი, რომ­ლიც მი­ხედ­ვი­თაც, მო­ქა­ლა­ქე­ებს ტეს­ტი­რე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­შიც ჩა­უ­ტარ­დე­ბათ თუ, მათ არ აქვთ სიმპტო­მე­ბი და არც უცხო­უ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი. მაგ­რამ აქაც რან­გი­რე­ბაა და ცხა­დია, ეს ყვე­ლას არ შე­ე­ხე­ბა

მარ­ტი­ვად რომ გი­თხრათ: ტეს­ტი­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ყვე­ლა სიმპტო­მი­ა­ნი პირი, ხოლო უსიმპტო­მო პი­რე­ბი­დან მხო­ლოდ ისი­ნი, რომ­ლე­ბიც არი­ან მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ, აქვთ უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან - ექი­მე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აე­რო­პორ­ტში ხვდე­ბი­ან ჩა­მო­სულ მგზავ­რებს და ა.შ.

ასე­ვე, ტეს­ტი­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან ის უსიმპტო­მო პი­რე­ბიც, რომ­ლებ­საც რის­კის ქცე­ვე­ბი ჰქონ­დათ. მა­გა­ლი­თად, პი­როვ­ნე­ბას არ აქვს სიმპტო­მე­ბი, მაგ­რამ ის ამ­ბობს, რომ იმოგ­ზა­უ­რა იტა­ლი­ა­ში, ან უმას­პინ­ძლა იტა­ლი­ელ სტუმ­რებს, ან კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და ავად­მყო­ფებ­თან - ეს პი­როვ­ნე­ბა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­მოკ­ვლე­ვას. ამ­გვა­რი მიდ­გო­მა შეძ­ლებს იმას, რომ პრინ­ციპ­ში არ უნდა გაგ­ვე­პა­როს კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა და ჩვენ შევ­ძლებთ თით­ქმის სრუ­ლი კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბას.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის პლაზ­მით მკურ­ნა­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს აქვს. COVID-19-ის შემ­თხვე­ვა­ში, რა ეტაპ­ზეა პრო­ცე­სე­ბი ამ მხრივ და რო­დის­თვის გახ­დე­ბა ამ მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი?

- სა­კი­თხი ის­მე­ბა, მიმ­დი­ნა­რე­ობს ამა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა და მალე იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ვინ შეძ­ლებს ამ პლაზ­მის სრულ­ყო­ფი­ლად დამ­ზა­დე­ბას. ეს არ არის მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი. ამის კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ვა­რა­უ­დოდ, მალე და­ი­წყე­ბა ამ მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბა. ზუსტ დროს ვერ გე­ტყვით. ვის­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა და სხვა დე­ტა­ლე­ბი ჩემ­თვის უც­ნო­ბია.

პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­და­ი­ტა­ნეს კო­რო­ნა­ვირუ­სი, გა­ი­ღე­ბენ სის­ხლს იმ ოდე­ნო­ბით, რომ მათ ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ და­ე­მუქ­როს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 90% თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა სის­ხლის ჩა­ბა­რე­ბა­ზე და არ იტყვი­ან უარს

მაგ­რამ სის­ხლი უნდა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი, ამას­თან ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის სის­ხლი ვარ­გი­სი ვერ იქ­ნე­ბა. ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს ვერ აუ­ღე­ბენ ამ მიზ­ნით სის­ხლს. გა­დარ­ჩე­ვა მოხ­დე­ბა და დამ­ზად­დე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბით მდი­და­რი პლაზ­მა. მისი შეყ­ვა­ნა კი მხო­ლოდ მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის ორ­გა­ნიზ­მში მოხ­დე­ბა. სა­ჭი­როა ძა­ლი­ან კარ­გი აპა­რა­ტუ­რა, რომ ასე­თი პლაზ­მა დამ­ზად­დეს.

- წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 25 ე.წ. ცხე­ლე­ბის ცენ­ტრი უნდა გა­იხ­სნას. რო­გო­რი იქ­ნე­ბა მისი მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა?

- ამ ცენ­ტრებ­ში დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი ექი­მე­ბი გა­უ­წე­ვენ პირ­ვე­ლად კონ­სულ­ტა­ცი­ას პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­თაც რა­ი­მე სა­ხის სიმპტო­მე­ბი ექ­ნე­ბათ. "ემერ­ჯენ­სის" ტი­პის მე­ქა­ნიზ­მი შე­იქ­მნე­ბა. სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც და­რე­კა­ვენ 144-ზე, გა­და­ა­მი­სა­მარ­თე­ბენ 112-თან და ეს უკა­ნას­კნე­ლი თა­ვის მხრივ გა­და­ა­მი­სა­მარ­თებს ცხე­ლე­ბის ცენ­ტრში.

გა­მო­კი­თხვა მოხ­დე­ბა ტე­ლე­ფო­ნით, სპე­ცი­ა­ლუ­რად შედ­გე­ნი­ლი კი­თხვა­რით და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია სიმპტო­მე­ბი და რამ­დე­ნად ესა­ჭი­რო­ე­ბა პა­ცი­ენტს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. ცენ­ტრებ­ში იქ­ნე­ბი­ან სპე­ცი­ა­ლუ­რად გაწ­ვრთნი­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რად ეკი­პი­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლი.

- აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლი ახ­ლოვ­დე­ბა. სა­პატ­რი­არ­ქომ ისევ ძა­ლა­ში და­ტო­ვა ზი­ა­რე­ბის წესი და მრევლს აღ­დგო­მას ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და. თქვენ რო­გორც სპე­ცი­ა­ლისტს, რამ­დე­ნად სწო­რად მი­გაჩ­ნი­ათ ეს მიდ­გო­მე­ბი ?

- მე მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნი ვარ, მწამს უფ­ლის და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვეს­წრე­ბი წირ­ვას, ლოც­ვებს, სხვა რომ არა­ფე­რი, მე შვილმკვდა­რი დედა ვარ… სა­პატ­რი­არ­ქოს და პატ­რი­არ­ქის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ვერ შე­ვი­ტან ეჭვს, რად­გან ვარ მორ­წმუ­ნე და ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვარ გამ­სჭვა­ლუ­ლი ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის მი­მართ.

სა­ერ­თოდ, რწმე­ნა ადა­მი­ა­ნებს გა­და­არ­ჩენს და უფ­ლის ნე­ბა­აა ყვე­ლა­ფე­რი. თუ შევ­ძლებ, ფი­ზი­კუ­რად წა­ვალ აღ­დგო­მას წირ­ვა­ზე. რა თქმა უნდა, სახ­ლში დარ­ჩე­ნა და დის­ტან­ცი­რე­ბის წე­სე­ბის დაც­ვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რო­გორც მო­ვის­მი­ნე პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვა, იქ მო­წო­დე­ბუ­ლია დის­ტან­ცი­რე­ბა და ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მი­სა­ღე­ბია. აღ­დგო­მას ალ­ბათ ბევ­რი ეკ­ლე­სი­ა­ში არ წავა, მაგ­რამ უფა­ლი აპა­ტი­ებს მას. რო­დე­საც რწმე­ნით ხარ, სა­ი­დან ილო­ცებ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ამას არ აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რად­გან უფა­ლი ყველ­გან არის. მე პი­რა­დად ძა­ლი­ან რწმე­ნით ვარ და იმ­დე­ნად გო­ნი­ე­რი პატ­რი­არ­ქი გვყავს, ეჭვს ვერ შე­ვი­ტან მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლილი
2
გაიხარეთ! უფალი გფარავდეთ!!!
თეო
4
ღმერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ქალბატონო. ექიმი ყველაზე მეტად გრძნობს უფლის სიახლოვეს,რადგანაც დაავადებულ ადამიანს ხშირად სრულიად უნუგეშოს უფალი აღადგენს, აჯანმრთელებს და არაერთ ექიმს უთქვამს,მე უძლური ვიყავი მაგრამ უფლის ჩარევით,სასწსულით განიკურნაო.
ავტორი:

"პაციენტი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, გაიღებს სისხლს..." - მარინა ენდელაძე სისხლის პლაზმით მკურნალობის პროცესს განმარტავს

"პაციენტი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, გაიღებს სისხლს..." - მარინა ენდელაძე სისხლის პლაზმით მკურნალობის პროცესს განმარტავს

საქართველოში კორონავისუსის შიდა გავრცელების დაწყების გამო, COVID-19-ის ტესტირების პროტოკოლი შეიცვალა.

რას შეცვლის ახალი მიდგომა ვირუსის შემთხვევების მართვის კუთხით? როდის დაიწყება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმით მკურნალობა საქართველოში? რას ფიქრობს, როგორც ინფეციონისტი საპატრიარქოს გადაწყვეტილებებზე?

კითხვებით AMBEBI.GE-მ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელს მარინა ენდელაძეს მიმართა.

- პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ავუხსნათ ჩვენს მკითხველს, რა შეიცვალა ახალი პროტოკოლით და რამდენად ეფექტურ გავლენას იქონიებს იგი ვირუსის გავრცელების მართვის კუთხით?

- დღემდე მოქმედი პროტოკოლი გულისხმობდა მხოლოდ იმ პირის ტესტირებას, რომელსაც მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ჰქონდათ და ამასთან მას უნდა ემოგზაურა ბოლო 14 დღის მანძილზე მაღალი რისკის ქვეყნებში, ან მიეღო სტუმარი ამ ქვეყნებიდან, ან ყოფილიყო კონტაქტში ავადმყოფებთან. სხვები ტესტირებას არ ექვემდებარებოდნენ.

ახლა საჭირო გახდა ახალი პროტოკოლი, რომლიც მიხედვითაც, მოქალაქეებს ტესტირება იმ შემთხვევაშიც ჩაუტარდებათ თუ, მათ არ აქვთ სიმპტომები და არც უცხოური კონტაქტები. მაგრამ აქაც რანგირებაა და ცხადია, ეს ყველას არ შეეხება

მარტივად რომ გითხრათ: ტესტირებას ექვემდებარება ყველა სიმპტომიანი პირი, ხოლო უსიმპტომო პირებიდან მხოლოდ ისინი, რომლებიც არიან მაღალი რისკის ქვეშ, აქვთ უშუალო შეხება დაინფიცირებულთან - ექიმები, პოლიციელები, ის პირები, რომლებიც აეროპორტში ხვდებიან ჩამოსულ მგზავრებს და ა.შ.

ასევე, ტესტირებას ექვემდებარებიან ის უსიმპტომო პირებიც, რომლებსაც რისკის ქცევები ჰქონდათ. მაგალითად, პიროვნებას არ აქვს სიმპტომები, მაგრამ ის ამბობს, რომ იმოგზაურა იტალიაში, ან უმასპინძლა იტალიელ სტუმრებს, ან კონტაქტი ჰქონდა ავადმყოფებთან - ეს პიროვნება ექვემდებარება გამოკვლევას. ამგვარი მიდგომა შეძლებს იმას, რომ პრინციპში არ უნდა გაგვეპაროს კორონავირუსის არცერთი შემთხვევა და ჩვენ შევძლებთ თითქმის სრული კონტროლის დამყარებას.

- როგორც ცნობილია, გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმით მკურნალობის გამოცდილება საქართველოს აქვს. COVID-19-ის შემთხვევაში, რა ეტაპზეა პროცესები ამ მხრივ და როდისთვის გახდება ამ მეთოდით მკურნალობა ხელმისაწვდომი?

- საკითხი ისმება, მიმდინარეობს ამაზე მოლაპარაკება და მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ვინ შეძლებს ამ პლაზმის სრულყოფილად დამზადებას. ეს არ არის მარტივი პროცესი. ამის კვლევა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მალე დაიწყება ამ მეთოდით მკურნალობა. ზუსტ დროს ვერ გეტყვით. ვისთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია.

პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი, გაიღებენ სისხლს იმ ოდენობით, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. დარწმუნებული ვარ, 90% თანახმა იქნება სისხლის ჩაბარებაზე და არ იტყვიან უარს

მაგრამ სისხლი უნდა იყოს მაქსიმალურად გასუფთავებული, ამასთან ყველა პაციენტის სისხლი ვარგისი ვერ იქნება. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს ვერ აუღებენ ამ მიზნით სისხლს. გადარჩევა მოხდება და დამზადდება ანტისხეულებით მდიდარი პლაზმა. მისი შეყვანა კი მხოლოდ მძიმე პაციენტების ორგანიზმში მოხდება. საჭიროა ძალიან კარგი აპარატურა, რომ ასეთი პლაზმა დამზადდეს.

- წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 25 ე.წ. ცხელების ცენტრი უნდა გაიხსნას. როგორი იქნება მისი მუშაობის სპეციფიკა?

- ამ ცენტრებში დატრენინგებული ექიმები გაუწევენ პირველად კონსულტაციას პაციენტებს, რომელთაც რაიმე სახის სიმპტომები ექნებათ. "ემერჯენსის" ტიპის მექანიზმი შეიქმნება. საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს, რომლებიც დარეკავენ 144-ზე, გადაამისამართებენ 112-თან და ეს უკანასკნელი თავის მხრივ გადაამისამართებს ცხელების ცენტრში.

გამოკითხვა მოხდება ტელეფონით, სპეციალურად შედგენილი კითხვარით და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რამდენად რეალურია სიმპტომები და რამდენად ესაჭიროება პაციენტს ჰოსპიტალიზაცია. ცენტრებში იქნებიან სპეციალურად გაწვრთნილი და სპეციალურად ეკიპირებული პერსონალი.

- აღდგომის დღესასწაული ახლოვდება. საპატრიარქომ ისევ ძალაში დატოვა ზიარების წესი და მრევლს აღდგომას ტაძარში შეკრებისკენ მოუწოდა. თქვენ როგორც სპეციალისტს, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს მიდგომები ?

- მე მორწმუნე ადამიანი ვარ, მწამს უფლის და შეძლებისდაგვარად ვესწრები წირვას, ლოცვებს, სხვა რომ არაფერი, მე შვილმკვდარი დედა ვარ… საპატრიარქოს და პატრიარქის გადაწყვეტილებაში ვერ შევიტან ეჭვს, რადგან ვარ მორწმუნე და ძალიან დიდი სიყვარულით ვარ გამსჭვალული ჩვენი პატრიარქის მიმართ.

საერთოდ, რწმენა ადამიანებს გადაარჩენს და უფლის ნებააა ყველაფერი. თუ შევძლებ, ფიზიკურად წავალ აღდგომას წირვაზე. რა თქმა უნდა, სახლში დარჩენა და დისტანცირების წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მოვისმინე პატრიარქის მიმართვა, იქ მოწოდებულია დისტანცირება და ჩემთვის სრულიად მისაღებია. აღდგომას ალბათ ბევრი ეკლესიაში არ წავა, მაგრამ უფალი აპატიებს მას. როდესაც რწმენით ხარ, საიდან ილოცებ ასეთ სიტუაციაში ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან უფალი ყველგან არის. მე პირადად ძალიან რწმენით ვარ და იმდენად გონიერი პატრიარქი გვყავს, ეჭვს ვერ შევიტან მის გადაწყვეტილებაში.

საგარეჯოში ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა - მოძიებულია ყველა შესაძლო კონტაქტი

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს COVID-19-სგან დამცავ საშუალებად წარმოაჩენენ, ყალბია - საგანგებო განცხადება