პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი გარდაიცვალა - რა უამბო წლების წინ გრანდიოზულ პროექტზე AMBEBI.GE-ს არჩილ მინდიაშვილმა
სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი გარდაიცვალა - რა უამბო წლების წინ გრანდიოზულ პროექტზე AMBEBI.GE-ს არჩილ მინდიაშვილმა

69 წლის ასაკ­ში ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტო­რი არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას არ­ქი­ტექ­ტო­რის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ.

არ­ჩილ მინ­დი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნე­ბის კა­ვა­ლე­რი იყო. ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­ეკ­ლე­სიო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის 30-ზე მეტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პლექ­სი­სა თუ ობი­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბას, მათ შო­რი­საა წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი თბი­ლის­ში (1995-2004).

ორი წლის წინ AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში არ­ქი­ტექ­ტორ­მა გრან­დი­ო­ზულ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა:

"ვი­მუ­შა­ვე აფხა­ზე­თის უნი­ერ­სი­ტე­ტის პრო­ე­ტქ­ზე, ბორ­ჯომ­ში სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბის კომ­პლექსზე, ასე­ვე ცხინ­ვა­ლის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის პრო­ექ­ტზე (ოსუ­რი და ქარ­თუ­ლი და­სის თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი). ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი მი­უ­სე­რა­ში მი­ხე­ილ გორ­ბა­ჩო­ვის­თვის აშე­ნე­ბულ აგა­რაკ­ზე. უამ­რა­ვამ­რა­ვი კონ­კურ­სის ლა­უ­რე­ა­ტი ვარ, მაგ­რამ სა­კა­თედ­რო ტაძ­რის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა კონ­კურ­სმა მა­ინც ყვე­ლას გა­და­ა­ჭარ­ბა".

- ვინ გა­და­წყვი­ტა, რომ აგე­ბუ­ლი­ყო სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი?

- უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა საქრთვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ მი­ი­ღო გან­ჩი­ნე­ბა, უფ­ლის სა­დი­დებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი აგე­ბუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც იმ დიდი გავ­ლი­ლი გზი­სა და შე­დევ­რე­ბის ფონ­ზე, რაც ქარ­თულ ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბა­ში გვაქვს, თა­ნა­მედ­რო­ვეს­თან სინ­თეზ­ში წარ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. გა­მო­ცხად­და კონ­კურ­სი, რო­მელ­შიც რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა არ­ქი­ტე­ტორს უნ­დო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არა­ვის ჰქონ­და იმ პე­რი­ო­დის­თვის აგე­ბუ­ლი ახა­ლი ტა­ძა­რი, მით უე­ტეს, სა­კა­თედ­რო. პირვლმა ტურ­მა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვერ გა­მო­ავ­ლი­ნა და მე­ო­რე ტუ­რის­თვის მო­ვემ­ზა­დე. მე­უღ­ლეს სო­ფე­ლი აქვს ხარ­გა­ულ­ში, ლა­მაზ მთი­ან ად­გი­ლას და იქ წა­ვე­დი, ჩა­ვი­კე­ტე და ვმუ­შა­ობ­დი, რომ ჩა­მო­ვე­დი, პრო­ექ­ტი წარ­ვად­გი­ნე. უწ­მინ­დეს­მა, წმინ­და სი­ნოდ­მა, ჟი­უ­რიმ ჩემი პრო­ექ­ტი სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ასა­გე­ბად აირ­ჩია.

- მარ­თლაც გრან­დი­ო­ზუ­ლი მას­შტა­ბე­ბია.

- არ­სე­ბობს რუ­სე­ბის ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ჩვე­ნი სა­მე­ბა სი­დი­დით და მას­შტა­ბით, მე-8 ად­გილ­ზეა. და­ნარ­ჩე­ნი, ევ­რო­პის მას­შტა­ბით, სა­მარ­თლმა­დი­დებ­ლო და არას­მარ­თლმა­დი­დებ­ლო სამ­ყა­რო­ში მე­სა­მე ად­გილს გვა­კუთ­ვნე­ბენ, მაგ­რამ პატ­რი­არ­ქს ნათ­ქვა­მი აქვს: "მათი ტა­ძა­რი დი­დია, მაგ­რამ ჩვე­ნი დი­დე­ბუ­ლი". ისე არ მოხ­და, მუ­შა­ო­ბა პირ­და­პირ სა­მე­ბით დგა­ვე­წყო, თუმ­ცა სა­მე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე ტაძ­რის აგე­ბა მო­ვას­წა­რი. პირ­ვე­ლი თემ­ქა­ზე სამ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კა, ამაღ­ლე­ბის ტა­ძა­რი სა­ბურ­თა­ლოს პან­თე­ონ­თან და შემ­დეგ ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე, ისევ სა­ბურ­თა­ლო­ზე, წმინ­და გი­ორ­გის ბა­ზი­ლი­კა, ერ­თნა­ვი­ა­ნი. ისე გა­მო­დის, რომ ჩემი პრო­ექ­ტე­ბი ზე­ცის­კენ უფრო მი­ის­წრა­ფის, ვიდ­რე მი­წის­კენ, - რა­ღაც თა­ვის­თვად ასე გა­მო­დის.

- მას მერე, რაც უწ­მინ­დეს­მა ად­გი­ლი აკურ­თხა, რო­დის და­ი­წყო მშე­ნებ­ლო­ბა?

- 1995 წლის 23 ნო­ემ­ბერს, გი­ორ­გო­ბას, უწ­მინ­დეს­მა აკურ­თხა ად­გი­ლი, სა­დაც უნდა აგე­ბუ­ლი­ყო სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი და 9 წლის თავ­ზე, უკვე ტა­ძა­რიც აკურ­თხა. ტაძ­რის აგე­ბის ად­გილ­საც თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს. კონ­კურ­სშიც იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რომ "სა­მე­ბა" ყო­ფი­ლი ავ­ტო­ინ­სპექ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ახ­ლან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის ად­გი­ლას უნდა აგე­ბუ­ლი­ყო და და­ფუძ­ნე­ბუ­ლი­ყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, უპ­რობ­ლე­მოდ გან­ლაგ­დე­ბო­და, მაგ­რამ დრო შე­იც­ვა­ლა, 90-იანი წლე­ბი დად­გა, უკვე იმ ხალ­ხის გაყ­ვა­ნაც პრობ­ლე­მა იყო, ვინც იმ ად­გი­ლას ცხოვ­რობ­და და ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდით. შემ­დეგ სა­უ­ბა­რი იყო, რომ თით­ქოს, სტუდ­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ვა­კე­ში აშე­ნე­ბუ­ლი­ყო. ად­გი­ლი უწ­მინ­დეს­მა ნახა, აკურ­თხა და იქ მერე პა­ტა­რა სა­მე­ბის ტა­ძა­რი აეგო. ბო­ლოს წა­მო­იშ­ვა აზრი, იმ ად­გი­ლას, სა­და­ცაა აგე­ბუ­ლი, გაჭ­რი­ლი­ყო სა­ძირ­კვე­ლი. უწინ ქარ­თულ-სომ­ხუ­რი სა­საფ­ლაო იყო, რო­მე­ლიც წლე­ბის და­ხუ­რუ­ლი გახ­ლდათ, მერე იქ "მე­გობ­რო­ბის" პარ­კი გა­კეთ­და. იქვე მო­სახ­ლე­ო­ბაც ცხოვ­რობ­და, არც ხედი ვარ­გო­და დი­დად, სკო­ლის შე­ნო­ბა მთელ ად­გილს კე­ტავ­და და იქა­უ­რო­ბის ხიბ­ლი იკარ­გე­ბო­და. როცა უკვე ვიმ­სჯე­ლეთ, სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყდა, რომ ეს იყო მა­ინც ყვე­ლა­ზე კარ­გი ად­გი­ლი და მისი გა­მო­ყო­ფა მო­მენ­ტა­ლუ­რად მოხ­და იმის­თვის, რომ იქ გა­თხრი­ლი­ყო სა­ძირ­კვე­ლი. გე­ო­ლო­გი­ამ მი­წის სა­მუ­შა­ო­ე­ბი საკ­მა­ოდ ღრმად მო­ი­თხო­ვა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კარ­გიც იყო - ქვე­მოთ ვე­ე­ბერ­თე­ლა სივ­რცე­ე­ბი გვაქს, მი­წის ზედა ნა­წი­ლის გარ­და, 5 ეკ­ლე­სი­აა.

- ვი­ნა­ი­დან ძვე­ლი სა­საფ­ლაო იყო, ძველ საფ­ლა­ვებს და ნეშ­ტებს რა უყა­ვით?

- ბევ­რი არ იყო, მაგ­რამ რაც იყო ძვლე­ბი, სპე­ცი­ა­ლურ ყუ­თებ­ში იწყო­ბო­და და ყვე­ლაფ­რი ცალ-ცალ­კე და სა­გან­გე­ბოდ და­ი­მარ­ხა, ისევ მი­წას მი­ე­ბა­რა.

- მშე­ნებ­ლო­ბის დროს მთავ­რი სირ­თუ­ლე რა იყო?

- მშე­ნებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მთავ­რი სირ­თუ­ლე ფი­ნან­სე­ბი აღ­მოჩ­ნდა. უწ­მინ­დეს­მა რომ მკი­თხა, - ბა­ტო­ნო არ­ჩილ, რა გვიშ­ლის ხეს მუ­შა­ო­ბა­შიო? ვუ­თხა­რი, - თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, ყვე­ლაფ­რი ფი­ნან­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი-მეთ­ქი. არა, ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლიო, - იყო მისი პა­სუ­ხი. ისე აგის­რუ­დეთ ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორც ეს აგ­ვის­რულ­და. პირ­ველ წლე­ბი, რო­დე­საც ჯერ კი­დევ ქვა­ბულ­ში ვი­ყა­ვით, (მცი­რე ბი­უ­ჯე­ტის გამო), ძლივს ამო­ვე­დით ზე­მოთ. ფონ­დი ყო­ველ წელს შე­მო­წი­რუ­ო­ბა­თა წიგნს უშ­ვებ­და, სა­დაც რო­მელ­მა მო­ქა­ლა­ქემ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ რამ­დე­ნი შეს­წი­რა, აღ­ნუს­ხუ­ლი იყო. ეს იმის­თვის გა­კეთ­და, რომ ყვე­ლას სა­კუ­თა­რი თავი იქ აღ­მო­ე­ჩი­ნა და არა­ვის ღვაწ­ლი და­კარ­გუ­ლი­ყო. მარ­თლაც უამ­რა­ვი ხალ­ხი მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან, მოჰ­ქონ­დათ ფი­ლე­ბი ოჯა­ხის წევ­რე­ბის წარ­წე­რე­ბით. იყო ასე­ვე წმინ­და ად­გი­ლე­ბი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი ქვე­ბი, ოქ­როს მო­ნე­ტე­ბი უწ­მინ­დეს­მა ჩა­ყა­რა სა­ძირ­კველ­ში. ქე­თე­ვან ბაგ­რა­ტი­ონ­მა ძვირ­ფა­სი ბე­ჭე­დი შეს­წი­რა.

- ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში რო­დის ჩა­ერ­თო? წა­ი­კი­თხეთ ინ­ტერ­ვიუ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
1

შენი ქმნილება მანამ იარსებებს, სანამ საქართველო იქნება. ნათელში გამყოფოს ღმერთმა!

ანა
0

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული! წმ სამების ტაძარში აღვლენილი ლოცვები ფარავდეს შენს სულს და ყველა შენს დანატოვარს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი გარდაიცვალა - რა უამბო წლების წინ გრანდიოზულ პროექტზე AMBEBI.GE-ს არჩილ მინდიაშვილმა

სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი გარდაიცვალა - რა უამბო წლების წინ გრანდიოზულ პროექტზე AMBEBI.GE-ს არჩილ მინდიაშვილმა

69 წლის ასაკში ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას არქიტექტორის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

არჩილ მინდიაშვილი საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი და ღირსების ორდენების კავალერი იყო. ხელმძღვანელობდა საეკლესიო დანიშნულების 30-ზე მეტი მნიშვნელოვანი კომპლექსისა თუ ობიექტის მშენებლობას, მათ შორისაა წმინდა სამების საკათედრო ტაძარი თბილისში (1995-2004).

ორი წლის წინ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში არქიტექტორმა გრანდიოზულ პროექტზე მუშაობის შესახებ დეტალურად ისაუბრა:

"ვიმუშავე აფხაზეთის უნიერსიტეტის პროეტქზე, ბორჯომში სანატორიუმების კომპლექსზე, ასევე ცხინვალის დრამატული თეატრის პროექტზე (ოსური და ქართული დასის თვის იყო განკუთვნილი). ვმონაწილეობდი მიუსერაში მიხეილ გორბაჩოვისთვის აშენებულ აგარაკზე. უამრავამრავი კონკურსის ლაურეატი ვარ, მაგრამ საკათედრო ტაძრისთვის გამოცხადებულმა კონკურსმა მაინც ყველას გადააჭარბა".

- ვინ გადაწყვიტა, რომ აგებულიყო სამების საკათედრო ტაძარი?

- უწმინდესმა და უნეტარესმა საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო განჩინება, უფლის სადიდებლად, საქართველოს დედაქალაქში წმინდა სამების საკათედრო ტაძარი აგებულიყო, რომელიც იმ დიდი გავლილი გზისა და შედევრების ფონზე, რაც ქართულ ხუროთმოძღვრებაში გვაქვს, თანამედროვესთან სინთეზში წარმოჩენილიყო. გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც რასაკვირველია, ყველა არქიტეტორს უნდოდა მონაწილეობა, არავის ჰქონდა იმ პერიოდისთვის აგებული ახალი ტაძარი, მით უეტეს, საკათედრო. პირვლმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მეორე ტურისთვის მოვემზადე. მეუღლეს სოფელი აქვს ხარგაულში, ლამაზ მთიან ადგილას და იქ წავედი, ჩავიკეტე და ვმუშაობდი, რომ ჩამოვედი, პროექტი წარვადგინე. უწმინდესმა, წმინდა სინოდმა, ჟიურიმ ჩემი პროექტი საკათედრო ტაძრის ასაგებად აირჩია.

- მართლაც გრანდიოზული მასშტაბებია.

- არსებობს რუსების ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩვენი სამება სიდიდით და მასშტაბით, მე-8 ადგილზეა. დანარჩენი, ევროპის მასშტაბით, სამართლმადიდებლო და არასმართლმადიდებლო სამყაროში მესამე ადგილს გვაკუთვნებენ, მაგრამ პატრიარქს ნათქვამი აქვს: "მათი ტაძარი დიდია, მაგრამ ჩვენი დიდებული". ისე არ მოხდა, მუშაობა პირდაპირ სამებით დგავეწყო, თუმცა სამებაზე მუშაობა პარალელურად მიმდინარეობდა. მანამდე რამდენიმე ტაძრის აგება მოვასწარი. პირველი თემქაზე სამნავიანი ბაზილიკა, ამაღლების ტაძარი საბურთალოს პანთეონთან და შემდეგ ძმათა სასაფლაოზე, ისევ საბურთალოზე, წმინდა გიორგის ბაზილიკა, ერთნავიანი. ისე გამოდის, რომ ჩემი პროექტები ზეცისკენ უფრო მიისწრაფის, ვიდრე მიწისკენ, - რაღაც თავისთვად ასე გამოდის.

- მას მერე, რაც უწმინდესმა ადგილი აკურთხა, როდის დაიწყო მშენებლობა?

- 1995 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, უწმინდესმა აკურთხა ადგილი, სადაც უნდა აგებულიყო საკათედრო ტაძარი და 9 წლის თავზე, უკვე ტაძარიც აკურთხა. ტაძრის აგების ადგილსაც თავისი ისტორია აქვს. კონკურსშიც იყო გამოცხადებული, რომ "სამება" ყოფილი ავტოინსპექციის ტერიტორიაზე, ახლანდელი პრეზიდენტის სასახლის ადგილას უნდა აგებულიყო და დაფუძნებულიყო. ფაქტობრივად, უპრობლემოდ განლაგდებოდა, მაგრამ დრო შეიცვალა, 90-იანი წლები დადგა, უკვე იმ ხალხის გაყვანაც პრობლემა იყო, ვინც იმ ადგილას ცხოვრობდა და ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით. შემდეგ საუბარი იყო, რომ თითქოს, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, ვაკეში აშენებულიყო. ადგილი უწმინდესმა ნახა, აკურთხა და იქ მერე პატარა სამების ტაძარი აეგო. ბოლოს წამოიშვა აზრი, იმ ადგილას, სადაცაა აგებული, გაჭრილიყო საძირკველი. უწინ ქართულ-სომხური სასაფლაო იყო, რომელიც წლების დახურული გახლდათ, მერე იქ "მეგობრობის" პარკი გაკეთდა. იქვე მოსახლეობაც ცხოვრობდა, არც ხედი ვარგოდა დიდად, სკოლის შენობა მთელ ადგილს კეტავდა და იქაურობის ხიბლი იკარგებოდა. როცა უკვე ვიმსჯელეთ, საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს იყო მაინც ყველაზე კარგი ადგილი და მისი გამოყოფა მომენტალურად მოხდა იმისთვის, რომ იქ გათხრილიყო საძირკველი. გეოლოგიამ მიწის სამუშაოები საკმაოდ ღრმად მოითხოვა. შეიძლება ითქვას, რომ კარგიც იყო - ქვემოთ ვეებერთელა სივრცეები გვაქს, მიწის ზედა ნაწილის გარდა, 5 ეკლესიაა.

- ვინაიდან ძველი სასაფლაო იყო, ძველ საფლავებს და ნეშტებს რა უყავით?

- ბევრი არ იყო, მაგრამ რაც იყო ძვლები, სპეციალურ ყუთებში იწყობოდა და ყველაფრი ცალ-ცალკე და საგანგებოდ დაიმარხა, ისევ მიწას მიებარა.

- მშენებლობის დროს მთავრი სირთულე რა იყო?

- მშენებლობის პერიოდში მთავრი სირთულე ფინანსები აღმოჩნდა. უწმინდესმა რომ მკითხა, - ბატონო არჩილ, რა გვიშლის ხეს მუშაობაშიო? ვუთხარი, - თქვენო უწმინდესობავ, ყველაფრი ფინანსებზეა დამოკიდებული-მეთქი. არა, ყველაფერი ღვთის ნებაზეა დამოკიდებულიო, - იყო მისი პასუხი. ისე აგისრუდეთ ყველაფერი, როგორც ეს აგვისრულდა. პირველ წლები, როდესაც ჯერ კიდევ ქვაბულში ვიყავით, (მცირე ბიუჯეტის გამო), ძლივს ამოვედით ზემოთ. ფონდი ყოველ წელს შემოწირუობათა წიგნს უშვებდა, სადაც რომელმა მოქალაქემ, ორგანიზაციამ რამდენი შესწირა, აღნუსხული იყო. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ყველას საკუთარი თავი იქ აღმოეჩინა და არავის ღვაწლი დაკარგულიყო. მართლაც უამრავი ხალხი მოდიოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მოჰქონდათ ფილები ოჯახის წევრების წარწერებით. იყო ასევე წმინდა ადგილებიდან ჩამოტანილი ქვები, ოქროს მონეტები უწმინდესმა ჩაყარა საძირკველში. ქეთევან ბაგრატიონმა ძვირფასი ბეჭედი შესწირა.

- ბიძინა ივანიშვილი ტაძრის მშენებლობის პროცესში როდის ჩაერთო? წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

“KIU ჩემს მეორე სახლად იქცა და მოუთმენლად ველი დღეს, როდესაც საუნივერსიტეტო ქალაქს დავუბრუნდები” - კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის სტუდენტი ლუკა სამხარაძე

პირბადის ტარების წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება

8 თებერვლიდან სრულად ამოქმედდება ბაზრობები