მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
COVID-19 და ბავშვები - "შესაძლოა, დედის რძე განაპირობებდეს, რომ ბავშვებში დაავადება მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს"
COVID-19 და ბავშვები - "შესაძლოა, დედის რძე განაპირობებდეს, რომ ბავშვებში დაავადება მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს"

სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ბავ­შვე­ბი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ნაკ­ლე­ბად ავად­დე­ბი­ან, ვიდ­რე ზრდას­რუ­ლე­ბი. 0-დან 19 წლამ­დე ასა­კის მო­ზარ­დებ­ში ავა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი 0.2%-ს არ აჭარ­ბებს, აქე­დან რამ­დე­ნი­მეა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი.

რო­გორც BBC-ის სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­დი­ატ­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ი­სა და იმუ­ნი­ზა­ცი­ის პრო­ფე­სო­რი, ენ­დრიუ პო­ლარ­დი გან­მარ­ტავს, რომ პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში იყო მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს ბავ­შვე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სით არ ინ­ფი­ცირ­დე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ასე არ არის და მათ უბ­რა­ლოდ, მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ. რით შე­იძ­ლე­ბა ამის ახ­სნა?

ჩი­ნეთ­ში, COVID-19-ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტს ცხე­ლე­ბა, ხვე­ლა, მშრა­ლი ყელი, სურ­დო, სხე­უ­ლის ტკი­ვი­ლე­ბი და ცე­მი­ნე­ბა ჰქონ­და; და­ახ­ლო­ე­ბით მე­სა­მედს აღე­ნიშ­ნე­ბო­და პნევ­მო­ნია და მუდ­მი­ვი სი­ცხე, ხვე­ლა და ქშინ­ვა, თუმ­ცა მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ქო­ში­ნი და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა მათ არ ჰქო­ნი­ათ.

მეც­ნი­ე­რე­ბი სამ ვერ­სი­ას გა­მოჰ­ყო­ფენ, თუ რა­ტომ აქვთ კო­რო­ნა­ვირუ­სის მქო­ნე ბავ­შვებს დი­დებ­თან შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი სიმპტო­მე­ბი:

  1. მათ ძი­რი­თა­დად ზედა სა­სუნ­თქი გზე­ბი (ცხვი­რი, პირი, ყელი) უზი­ან­დე­ბათ, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ცი­ე­ბის მაგ­ვარ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს უფრო ამ­ჟღავ­ნე­ბენ, ვიდ­რე იმ ვირუ­სის ნიშ­ნებს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, მის­წვდეს ქვე­და სა­სუნ­თქ გზებს (ფილ­ტვებს), გა­მო­იწ­ვი­ოს პნევ­მო­ნია და სი­ცო­ცხლის­თვის ისე­თი სა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გორ­საც ასა­კოვ­ნებ­ში ვხვდე­ბით;
  2. ვირუსს ადა­მი­ა­ნის უჯრე­დის ზე­და­პირ­ზე ცი­ლის, რე­ცეპ­ტო­რის არ­სე­ბო­ბა სჭირ­დე­ბა, რათა შიგ­ნით შე­აღ­წი­ოს. რო­გორც ვი­ცით, კო­რო­ნა­ვირუ­სი ამ მიზ­ნით ACE-2 რე­ცეპ­ტორს იყე­ნებს. შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვებს უფრო ნაკ­ლე­ბი ACE-2 რე­ცეპ­ტო­რე­ბი აქვთ ქვე­და სა­სუნ­თქ გზებ­ში, ვიდ­რე - ზე­და­ში, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ ძი­რი­თა­დად ვირუ­სი მხო­ლოდ მათ ზედა სა­სუნ­თქ გზებს უტევს. მო­ზარ­დი­სა და ზრდას­რუ­ლის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ერ­თმა­ნე­თის­გან ბევ­რი რა­მით გან­სხვავ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბავ­შვე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ბავ­შვო ბა­ღის და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, საკ­მა­ოდ ღი­ა­ნი არი­ან ახა­ლი რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მი­მართ, და შე­საძ­ლოა ამი­ტომ, მათ ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის უფრო დიდი ბაზა ჰქონ­დეთ, ვიდ­რე - დი­დებს. ამას გარ­და, ბავ­შვებ­ში ნაკ­ლე­ბა­დაა ქრო­ნი­კუ­ლი გულ­სის­ხლძარ­ღვთა და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, უფრო გამ­ძლე­ნი არი­ან ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ.
  3. კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ზრდას­რუ­ლებ­ში ვირუ­სის გა­სა­ძე­ვე­ბე­ლი იმუ­ნი­ტე­ტი, შე­იძ­ლე­ბა, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლიც კი იყოს, რა­საც "ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მი" ეწო­დე­ბა. ამან შე­იძ­ლე­ბა, კარ­გის გა­კე­თე­ბის ნაც­ვლად, ადა­მი­ა­ნი და­ა­ზი­ა­ნოს და მულ­ტი-ორ­გა­ნუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ბავ­შვე­ბის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ჯერ ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლია და ინ­ფექ­ცი­ას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად "ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მის" მო­წყო­ბის ძალა არ შეს­წევს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი უფ­რო­სებ­თან შე­და­რე­ბით უფრო მსუ­ბუქ სიმპტო­მებს ამ­ჟღავ­ნე­ბენ, უკვე და­ფიქ­სირ­და მო­ზარ­დე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც: ბოლო დღე­ებ­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ - 12 წლის გო­გო­ნა ბელ­გი­ი­დან, 13 წლის ბიჭი დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან, 16 წლის გო­გო­ნა საფ­რან­გე­თი­დან, 14 წლის მო­ზარ­დი ემსხვერ­პლა ვირუსს ჩი­ნეთ­ში.

მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, ექი­მი-პე­დი­ატ­რი თა­მარ ობ­გა­ი­ძე AMBEBI.GE-ს ბავ­შვთა ავა­დო­ბის შე­სა­ხებ მეც­ნი­ერ­თა ვერ­სი­ე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რე­ბა:

- ბავ­შვებ­ში COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის სტა­ტის­ტი­კა მოზ­რდი­ლებ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია. ჩი­ნეთ­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებს შო­რის და­ახ­ლო­ე­ბით 1% იყო ბავ­შვი, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა არ ფიქ­სირ­დე­ბო­და. სხვა ქვეყ­ნებ­ში, მა­გა­ლი­თად, იტა­ლი­ა­სა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მო­ნა­ცე­მე­ბი ბევ­რად მე­ტია, 6% იყო კო­რე­ა­ში.

ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ჩი­ნუ­რი სტა­ტის­ტი­კა არაა სწო­რი, ან მე­ო­რე ვა­რი­ან­ტია, ბავ­შვებ­ში გავ­რცე­ლე­ბა ხდე­ბა, თუმ­ცა მათი ანა­ტო­მი­უ­რი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი თუ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გამო, შე­იძ­ლე­ბა, ეს უსიმპტო­მოდ ან ნაკ­ლე­ბი სიმპტო­მა­ტი­კით მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. შე­იძ­ლე­ბა, მათ და­ა­ვა­დე­ბა არ უვ­ლინ­დე­ბათ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, გა­დამ­დე­ბე­ბი არი­ან. სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად არ იყო, თუმ­ცა ევ­რო­პის გა­მოც­დი­ლე­ბა სხვაგ­ვა­რი აღ­მოჩ­ნდა, იქ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი უკვე მოხ­და, გან­ვი­თარ­და მძი­მე პნევ­მო­ნი­ე­ბიც.

თუმ­ცა, და­ა­ვა­დე­ბა SARS-ის შემ­თხვე­ვა­შიც ბავ­შვთა ავა­დო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი იყო, პრაქ­ტი­კუ­ლად, 24 წლამ­დე ასა­კის მოზ­რდი­ლებ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა არ ფიქ­სირ­დე­ბო­და. ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს:

პირ­ვე­ლი - ბავ­შვთა ასაკ­ში სხვა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბით ავა­დო­ბა ხდე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია, მათ ჯვა­რე­დი­ნი იმუ­ნი­ტე­ტი ჰქონ­დეთ, რო­მე­ლიც ამ ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან იცავს;

მე­ო­რე - ამ და­ა­ვა­დე­ბის მთა­ვა­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბა და გარ­თუ­ლე­ბა პნევ­მო­ნი­აა. ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა ძი­რი­თა­დად პო­ლუ­ტან­ტე­ბის ზე­გავ­ლე­ნის შემ­დგომ ვი­თარ­დე­ბა, რად­გან სა­სუნ­თქი გზე­ბი შეც­ვლი­ლია, ასე­ვე, მა­გა­ლი­თად, მწე­ველ ადა­მი­ა­ნებ­ში უფრო მე­ტად ვი­თარ­დე­ბა. ბავ­შვთა ასაკ­ში სა­სუნ­თქი სის­ტე­მა ჯან­მრთე­ლია, სა­სუნ­თქი გზე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც იშ­ვი­ა­თია და შე­საძ­ლე­ბე­ლია, ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რომ მათ შო­რის პნევ­მო­ნი­ის ბევ­რი შემ­თხვე­ვა არაა აღ­წე­რი­ლი, ამით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი.

კი­დევ ერთი ვერ­სია ან­გი­ო­ტენ­ზინ­გარ­დამ­ქმნელ ფერ­მენტს - ACE-2-ს უკავ­შირ­დე­ბა. ვირუსს ასე ვთქვათ, წა­ნა­ზარ­დე­ბი - S-ცი­ლე­ბი აქვს, რო­მე­ლიც წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ გა­სა­ღე­ბია. ACE-2 რე­ცეპ­ტო­რი ფაქ­ტობ­რი­ვად, კა­რის ღი­ო­ბია, რო­მე­ლიც ამ გა­სა­ღებ­მა უნდა გა­ა­ღოს. რო­დე­საც ACE-2 ბევ­რია (და მოზ­რდი­ლებს მეტი აქვთ, ვიდ­რე ბავ­შვებს), და­კავ­ში­რე­ბა უფრო მეტ ასეთ რე­ცეპ­ტორ­თან ხდე­ბა, ვიდ­რე - ბავ­შვებ­ში. ასე რომ, ერთ-ერთი ვერ­სი­აა, რომ ბავ­შვთა ასაკ­ში ამ რე­ცეპ­ტო­რის სიმ­ცი­რეა და შე­სა­ბა­მი­სად, მათი ავა­დო­ბა უფრო მცი­რეა.

რაც შე­ე­ხე­ბა ცი­ტო­კი­ნურ შტორმს, ძა­ლი­ან მძლავ­რმა იმუ­ნი­ტეტ­მა შე­საძ­ლოა, სა­კუ­თა­რი ორ­გა­ნიზ­მი და­ა­ზი­ა­ნოს. ამის გამო შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გე­ბი და პო­ლი­ორ­გა­ნუ­ლი უკ­მა­რი­სო­ბა დად­გეს, რა­საც სიკ­ვდი­ლი მოჰ­ყვე­ბა. ის მძლავ­რი იმუ­ნი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­თან, ოღონდ - მოზ­რდი­ლებ­თან ვი­თარ­დე­ბა. ბავ­შვებ­ში ცი­ტო­კი­ნუ­რი შტორ­მი ფაქ­ტობ­რი­ვად არ ხდე­ბა, ესე­ცაა ვერ­სია, რის გა­მოც მათ მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბათ“, - აღ­ნიშ­ნავს ობ­გა­ი­ძე.

პე­დი­ატ­რი გა­ნი­ხი­ლავს ბავ­შვებ­ში ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სიმ­სუ­ბუ­ქის სხვა შე­საძ­ლო მი­ზე­ზებ­საც, რაც დე­დის რძით კვე­ბას და ბცჟ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა.

ქა­ლის რძე არა მარ­ტო საკ­ვე­ბია, არა­მედ, მას­შია ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და შე­საძ­ლე­ბე­ლია, იმუ­ნი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის სა­ხით დე­დის რძი­დან ბავ­შვზე გა­და­დის, გა­ნა­პი­რო­ბებ­დეს მათ­თან და­ა­ვა­დე­ბის მსუ­ბუ­ქად და ხან­და­ხან, უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას

ბცჟ-ს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, არის მო­საზ­რე­ბა, ხომ არ აქვს მას დამ­ცვე­ლო­ბი­თი უნა­რი, რად­გან მის შემ­დეგ ზო­გა­დად, იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა ხდე­ბა. თაგ­ვებ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად აღ­მოჩ­ნდა, რომ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ თაგ­ვებს ინ­ტერ­ფე­რო­ნი­სა და სხვა დამ­ცვე­ლო­ბი­თი ფაქ­ტო­რე­ბის მა­ღა­ლი დონე ჰქონ­დათ, ანუ შე­იძ­ლე­ბა, დაც­ვა არა მარ­ტო ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის­გან ხდე­ბო­დეს, არა­მედ, სხვა ვირუ­სე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გა­ნაც.

ადა­მი­ა­ნებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით, ბცჟ-ს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ, ვირუ­სუ­ლი და ბაქ­ტე­რი­უ­ლი (მათ შო­რის, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი) ინ­ფექ­ცი­ე­ბით და სეფ­სი­სით ავა­დო­ბა მცირ­დე­ბო­და

იმუ­ნო­თე­რა­პი­ის სა­ხით ბცჟ-ს ვაქ­ცი­ნა­ცია ზო­გი­ერ­თი სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის დრო­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა

ახ­ლა­ხანს ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის, მი­ლე­რი­სა და თა­ნა­ავ­ტო­რე­ბის კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნდა - მათ ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი გავ­რცელ­და, სამ ჯგუ­ფად დაჰ­ყვეს: და­ბა­ლი, სა­შუ­ა­ლო და მა­ღა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­მო­სავ­ლის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი. და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის ქვეყ­ნებ­ში ბცჟ ყველ­გან ტარ­დე­ბო­და და მათ­თან COVID-19-ით ავა­დო­ბა იშ­ვი­ა­თი იყო.

თუმ­ცა, ავ­ტო­რებ­მა და­უშ­ვეს, რომ შე­იძ­ლე­ბა, ამ ქვეყ­ნე­ბი­დან სტა­ტის­ტი­კა არა­ზუს­ტია, ამი­ტომ, სა­შუ­ა­ლო და მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ა­და­რეს. ეს ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჯან­მრთელ ახალ­შო­ბილს 0-დან 5 დღემ­დე ასაკ­ში უტარ­დე­ბა, რუ­ტი­ნუ­ლად არ ტარ­დე­ბა აშშ-ში, იტა­ლი­ა­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­სა და ეს­პა­ნეთ­ში და ტარ­დე­ბა ისეთ ქვეყ­ნებ­ში, რო­გო­რი­ცაა: პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი, უნ­გრე­თი, ირ­ლან­დია, მო­ნა­კო, მონ­ტე­ნეგ­რო, პო­ლო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, სერ­ბე­თი, სლო­ვე­ნია და მა­კე­დო­ნია.

სტა­ტის­ტი­კამ აჩ­ვე­ნა, რომ სა­დაც ბცჟ ტარ­დე­ბა, იქ ავა­დო­ბა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად და­ბა­ლია იმ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, სა­დაც არ ტარ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ობ­გა­ი­ძე AMBEBI.GE-სთან.

მისი თქმით­ვე, ეს მხო­ლოდ ვერ­სი­ე­ბია, რად­გან ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა სულ 3 თვეს ით­ვლის და მისი ქცე­ვა ბო­ლომ­დე არ არის შეს­წავ­ლი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

COVID-19 და ბავშვები - "შესაძლოა, დედის რძე განაპირობებდეს, რომ ბავშვებში დაავადება მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს"

COVID-19 და ბავშვები - "შესაძლოა, დედის რძე განაპირობებდეს, რომ ბავშვებში დაავადება მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს"

სტატისტიკის თანახმად, ბავშვები ახალი კორონავირუსით ნაკლებად ავადდებიან, ვიდრე ზრდასრულები. 0-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებში ავადობის შემთხვევები 0.2%-ს არ აჭარბებს, აქედან რამდენიმეა ლეტალური შედეგი.

როგორც BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ, ოქსფორდის უნივერსიტეტის პედიატრიული ინფექციისა და იმუნიზაციის პროფესორი, ენდრიუ პოლარდი განმარტავს, რომ პანდემიის დასაწყისში იყო მოსაზრება, თითქოს ბავშვები კორონავირუსით არ ინფიცირდებოდნენ, თუმცა ასე არ არის და მათ უბრალოდ, მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ. რით შეიძლება ამის ახსნა?

ჩინეთში, COVID-19-ზე ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ დაინფიცირებული ბავშვების ნახევარზე მეტს ცხელება, ხველა, მშრალი ყელი, სურდო, სხეულის ტკივილები და ცემინება ჰქონდა; დაახლოებით მესამედს აღენიშნებოდა პნევმონია და მუდმივი სიცხე, ხველა და ქშინვა, თუმცა მძიმე შემთხვევების დამახასიათებელი ქოშინი და სუნთქვის გაძნელება მათ არ ჰქონიათ.

მეცნიერები სამ ვერსიას გამოჰყოფენ, თუ რატომ აქვთ კორონავირუსის მქონე ბავშვებს დიდებთან შედარებით მსუბუქი სიმპტომები:

  1. მათ ძირითადად ზედა სასუნთქი გზები (ცხვირი, პირი, ყელი) უზიანდებათ, შესაბამისად, გაციების მაგვარ მახასიათებლებს უფრო ამჟღავნებენ, ვიდრე იმ ვირუსის ნიშნებს, რომელსაც შეუძლია, მისწვდეს ქვედა სასუნთქ გზებს (ფილტვებს), გამოიწვიოს პნევმონია და სიცოცხლისთვის ისეთი საშიში მდგომარეობა, როგორსაც ასაკოვნებში ვხვდებით;
  2. ვირუსს ადამიანის უჯრედის ზედაპირზე ცილის, რეცეპტორის არსებობა სჭირდება, რათა შიგნით შეაღწიოს. როგორც ვიცით, კორონავირუსი ამ მიზნით ACE-2 რეცეპტორს იყენებს. შეიძლება, ბავშვებს უფრო ნაკლები ACE-2 რეცეპტორები აქვთ ქვედა სასუნთქ გზებში, ვიდრე - ზედაში, რაც განაპირობებს იმას, რომ ძირითადად ვირუსი მხოლოდ მათ ზედა სასუნთქ გზებს უტევს. მოზარდისა და ზრდასრულის იმუნური სისტემა ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდება. მაგალითად, ბავშვები, განსაკუთრებით საბავშვო ბაღის და სკოლის მოსწავლეები, საკმაოდ ღიანი არიან ახალი რესპირატორული ინფექციების მიმართ, და შესაძლოა ამიტომ, მათ ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულების უფრო დიდი ბაზა ჰქონდეთ, ვიდრე - დიდებს. ამას გარდა, ბავშვებში ნაკლებადაა ქრონიკული გულსისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებები, შესაბამისად, უფრო გამძლენი არიან ინფექციის მიმართ.
  3. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ზრდასრულებში ვირუსის გასაძევებელი იმუნიტეტი, შეიძლება, გადაჭარბებულიც კი იყოს, რასაც "ციტოკინური შტორმი" ეწოდება. ამან შეიძლება, კარგის გაკეთების ნაცვლად, ადამიანი დააზიანოს და მულტი-ორგანული უკმარისობა გამოიწვიოს. ბავშვების იმუნური სისტემა ჯერ ჩამოუყალიბებელია და ინფექციასთან საბრძოლველად "ციტოკინური შტორმის" მოწყობის ძალა არ შესწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებული ბავშვები უფროსებთან შედარებით უფრო მსუბუქ სიმპტომებს ამჟღავნებენ, უკვე დაფიქსირდა მოზარდების გარდაცვალების შემთხვევებიც: ბოლო დღეებში გარდაიცვალნენ - 12 წლის გოგონა ბელგიიდან, 13 წლის ბიჭი დიდი ბრიტანეთიდან, 16 წლის გოგონა საფრანგეთიდან, 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა ვირუსს ჩინეთში.

მედიცინის დოქტორი, ექიმი-პედიატრი თამარ ობგაიძე AMBEBI.GE-ს ბავშვთა ავადობის შესახებ მეცნიერთა ვერსიების შესახებ ესაუბრება:

- ბავშვებში COVID-19-ის შემთხვევების სტატისტიკა მოზრდილებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. ჩინეთში დაინფიცირებულებს შორის დაახლოებით 1% იყო ბავშვი, სიკვდილიანობა არ ფიქსირდებოდა. სხვა ქვეყნებში, მაგალითად, იტალიასა და შეერთებულ შტატებში მონაცემები ბევრად მეტია, 6% იყო კორეაში.

ვარაუდობენ, რომ ჩინური სტატისტიკა არაა სწორი, ან მეორე ვარიანტია, ბავშვებში გავრცელება ხდება, თუმცა მათი ანატომიური, ფიზიოლოგიური თუ იმუნური სისტემის თავისებურებების გამო, შეიძლება, ეს უსიმპტომოდ ან ნაკლები სიმპტომატიკით მიმდინარეობდეს. შეიძლება, მათ დაავადება არ უვლინდებათ, მაგრამ რეალურად, გადამდებები არიან. სიკვდილის შემთხვევები პრაქტიკულად არ იყო, თუმცა ევროპის გამოცდილება სხვაგვარი აღმოჩნდა, იქ ასეთი შემთხვევები უკვე მოხდა, განვითარდა მძიმე პნევმონიებიც.

თუმცა, დაავადება SARS-ის შემთხვევაშიც ბავშვთა ავადობა მინიმალური იყო, პრაქტიკულად, 24 წლამდე ასაკის მოზრდილებში სიკვდილიანობა არ ფიქსირდებოდა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:

პირველი - ბავშვთა ასაკში სხვა კორონავირუსებით ავადობა ხდება და შესაძლებელია, მათ ჯვარედინი იმუნიტეტი ჰქონდეთ, რომელიც ამ ინფექციებისგან იცავს;

მეორე - ამ დაავადების მთავარი გამოვლინება და გართულება პნევმონიაა. ფილტვების ანთება ძირითადად პოლუტანტების ზეგავლენის შემდგომ ვითარდება, რადგან სასუნთქი გზები შეცვლილია, ასევე, მაგალითად, მწეველ ადამიანებში უფრო მეტად ვითარდება. ბავშვთა ასაკში სასუნთქი სისტემა ჯანმრთელია, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებებიც იშვიათია და შესაძლებელია, ერთ-ერთი მიზეზი, რომ მათ შორის პნევმონიის ბევრი შემთხვევა არაა აღწერილი, ამით იყოს გამოწვეული.

კიდევ ერთი ვერსია ანგიოტენზინგარდამქმნელ ფერმენტს - ACE-2-ს უკავშირდება. ვირუსს ასე ვთქვათ, წანაზარდები - S-ცილები აქვს, რომელიც წარმოიდგინეთ, რომ გასაღებია. ACE-2 რეცეპტორი ფაქტობრივად, კარის ღიობია, რომელიც ამ გასაღებმა უნდა გააღოს. როდესაც ACE-2 ბევრია (და მოზრდილებს მეტი აქვთ, ვიდრე ბავშვებს), დაკავშირება უფრო მეტ ასეთ რეცეპტორთან ხდება, ვიდრე - ბავშვებში. ასე რომ, ერთ-ერთი ვერსიაა, რომ ბავშვთა ასაკში ამ რეცეპტორის სიმცირეა და შესაბამისად, მათი ავადობა უფრო მცირეა.

რაც შეეხება ციტოკინურ შტორმს, ძალიან მძლავრმა იმუნიტეტმა შესაძლოა, საკუთარი ორგანიზმი დააზიანოს. ამის გამო შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგები და პოლიორგანული უკმარისობა დადგეს, რასაც სიკვდილი მოჰყვება. ის მძლავრი იმუნიტეტის მქონე ადამიანებთან, ოღონდ - მოზრდილებთან ვითარდება. ბავშვებში ციტოკინური შტორმი ფაქტობრივად არ ხდება, ესეცაა ვერსია, რის გამოც მათ მძიმე მიმდინარეობა არ აღენიშნებათ“, - აღნიშნავს ობგაიძე.

პედიატრი განიხილავს ბავშვებში ვირუსის მიმდინარეობის სიმსუბუქის სხვა შესაძლო მიზეზებსაც, რაც დედის რძით კვებას და ბცჟ ვაქცინაციას უკავშირდება.

ქალის რძე არა მარტო საკვებია, არამედ, მასშია ანტისხეულები და შესაძლებელია, იმუნიტეტი, რომელიც ანტისხეულების სახით დედის რძიდან ბავშვზე გადადის, განაპირობებდეს მათთან დაავადების მსუბუქად და ხანდახან, უსიმპტომოდ მიმდინარეობას

ბცჟ-ს ვაქცინაციას რაც შეეხება, არის მოსაზრება, ხომ არ აქვს მას დამცველობითი უნარი, რადგან მის შემდეგ ზოგადად, იმუნიტეტის გაძლიერება ხდება. თაგვებზე ექსპერიმენტული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაქცინირებულ თაგვებს ინტერფერონისა და სხვა დამცველობითი ფაქტორების მაღალი დონე ჰქონდათ, ანუ შეიძლება, დაცვა არა მარტო ტუბერკულოზისგან ხდებოდეს, არამედ, სხვა ვირუსებისა და ბაქტერიებისგანაც.

ადამიანებზე ჩატარებული კვლევებით, ბცჟ-ს ვაქცინაციის შემდეგ, ვირუსული და ბაქტერიული (მათ შორის, რესპირატორული) ინფექციებით და სეფსისით ავადობა მცირდებოდა

იმუნოთერაპიის სახით ბცჟ-ს ვაქცინაცია ზოგიერთი სიმსივნური დაავადების დროსაც გამოიყენება

ახლახანს ამერიკელი მეცნიერების, მილერისა და თანაავტორების კვლევა გამოქვეყნდა - მათ ქვეყნები, სადაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა, სამ ჯგუფად დაჰყვეს: დაბალი, საშუალო და მაღალი ეკონომიკური შემოსავლის სახელმწიფოები. დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ბცჟ ყველგან ტარდებოდა და მათთან COVID-19-ით ავადობა იშვიათი იყო.

თუმცა, ავტორებმა დაუშვეს, რომ შეიძლება, ამ ქვეყნებიდან სტატისტიკა არაზუსტია, ამიტომ, საშუალო და მაღალი შემოსავლის ქვეყნების მონაცემები შეადარეს. ეს ვაქცინაცია, რომელიც ყველა ჯანმრთელ ახალშობილს 0-დან 5 დღემდე ასაკში უტარდება, რუტინულად არ ტარდება აშშ-ში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში და ტარდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: პოსტსაბჭოთა ქვეყნები, უნგრეთი, ირლანდია, მონაკო, მონტენეგრო, პოლონეთი, პორტუგალია, სერბეთი, სლოვენია და მაკედონია.

სტატისტიკამ აჩვენა, რომ სადაც ბცჟ ტარდება, იქ ავადობა და სიკვდილიანობა საგრძნობლად დაბალია იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც არ ტარდება“, - აღნიშნავს ობგაიძე AMBEBI.GE-სთან.

მისი თქმითვე, ეს მხოლოდ ვერსიებია, რადგან ვირუსის არსებობა სულ 3 თვეს ითვლის და მისი ქცევა ბოლომდე არ არის შესწავლილი.

"პაციენტი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი, გაიღებს სისხლს..." - მარინა ენდელაძე სისხლის პლაზმით მკურნალობის პროცესს განმარტავს

ამერიკული გამოცემა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულს უწოდებს კორონავირუსთან ბრძოლაში - რას წერს Foreign Policy

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა