საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი პაციენტების COVID-19-ით დაინფიცირების წყარო სომხეთსა და საფრანგეთს უკავშირდება
ახალი პაციენტების COVID-19-ით დაინფიცირების წყარო სომხეთსა და საფრანგეთს უკავშირდება

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, მათ კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­ლი ახა­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო სომ­ხეთ­სა და საფ­რან­გეთს უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ია გან­მარ­ტავს, ამ ეტაპ­ზე მათ კლი­ნი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 36 პა­ცი­ენ­ტია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

„ერთი შემ­თხვე­ვა სომ­ხე­თი­და­ნაა შე­მო­სუ­ლი. ორი შემ­თხვე­ვა თუ არ ვცდე­ბი, საფ­რან­გე­თი­და­ნაა და მე­ო­თხის წყა­რო ბო­ლომ­დე მო­ძი­ე­ბუ­ლი არ არის, მაგ­რამ მა­ინც იკ­ვე­თე­ბა, რომ შე­მო­ტა­ნი­ლი შემ­თხვე­ვაა. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ჩვენ­თან 36-ია“, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ეზუგ­ბა­ი­ას გან­მარ­ტე­ბით­ვე, კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან სა­მის მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და.

„უც­ვლე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, გვყავს 5 მძი­მე ავად­მყო­ფი, ორის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი და ჯერ კი­დევ არას­ტა­ბი­ლუ­რია. და­ნარ­ჩე­ნი სამი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მე­ო­რე დღეა, რაც დას­ტა­ბი­ლურ­და. თუ დღე­საც ასე გაგ­რძელ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­და­ი­ლა­ხა მათი მდგო­მა­რე­ო­ბა და პროგ­ნო­ზი და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა შორს არ იქ­ნე­ბა. ასე­ვე, გვყავს სამი ახა­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ალ­ბათ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კლი­ნი­კას და­ტო­ვებს, რად­გან უკვე „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თია“ და დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­წე­რას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებთ.

ჯამ­ში, ჩვენს კლი­ნი­კა­ში 22 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და. გუ­შინ, დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 19 პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა, დღეს დი­ლი­დან 9 პა­ცი­ენტზეა ანა­ლი­ზე­ბი აღე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩენს დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ვნა­ხავთ“, - აცხა­დებს ეზუგ­ბა­ია.

გუ­შინ სა­ღა­მო­დან ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 4 ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი შე­იყ­ვა­ნეს.

მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცინ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუ­მი­დან ჩა­სულ მო­ზარდს, ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ის მშო­ბელ­თან ერ­თად არის, რო­მელ­საც "კლი­ნი­კა გა­მო­უვ­ლინ­და" და სა­ვა­რა­უ­დოდ, კო­რო­ნა­ვირუ­სი მა­საც და­უ­დას­ტურ­დე­ბა.

„ჩვენ­თან გუ­შინ შე­მო­ვი­და 4 ახა­ლი შემ­თხვე­ვა, ერთ-ერთი მათ შო­რის ბა­თუ­მი­დან მო­დი­ო­და მშო­ბელ­თან ერ­თად. ბავ­შვს დად­გე­ნი­ლი აქვს, მშო­ბელს არა, მაგ­რამ მა­საც კლი­ნი­კა აქვს, ასე რომ, მა­საც და­უ­დას­ტურ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით, ახა­ლი შე­მო­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის მძი­მე, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი დღეს ჩა­უ­ტარ­დე­ბათ, ამ კვლე­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­დე­გის შე­ჯე­რე­ბით შე­ფას­დე­ბა მათი სა­ერ­თო ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ბა და ამა­ზე მო­გახ­სე­ნებთ დი­ნა­მი­კა­ში. ერთი სომ­ხე­თი­და­ნაა შე­მო­სუ­ლი, ორი არის საფ­რან­გე­თი­დან და მე-4 პა­ცი­ენ­ტის წყა­რო ჯერ­ჯე­რო­ბით, მო­ძი­ე­ბუ­ლი არ არის, მა­ინც იკ­ვე­თე­ბა, რომ შე­მო­ტა­ნი­ლი შემ­თხვე­ვაა”, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ახალი პაციენტების COVID-19-ით დაინფიცირების წყარო სომხეთსა და საფრანგეთს უკავშირდება

ახალი პაციენტების COVID-19-ით დაინფიცირების წყარო სომხეთსა და საფრანგეთს უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში შეყვანილი ახალი პაციენტების დაინფიცირების წყარო სომხეთსა და საფრანგეთს უკავშირდება.

როგორც მარინა ეზუგბაია განმარტავს, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 პაციენტია მოთავსებული.

„ერთი შემთხვევა სომხეთიდანაა შემოსული. ორი შემთხვევა თუ არ ვცდები, საფრანგეთიდანაა და მეოთხის წყარო ბოლომდე მოძიებული არ არის, მაგრამ მაინც იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა. ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა ჩვენთან 36-ია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებითვე, კრიტიკული პაციენტებიდან სამის მდგომარეობა დასტაბილურდა.

„უცვლელი მდგომარეობაა, გვყავს 5 მძიმე ავადმყოფი, ორის მდგომარეობა კრიტიკული და ჯერ კიდევ არასტაბილურია. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა მეორე დღეა, რაც დასტაბილურდა. თუ დღესაც ასე გაგრძელდება, შეიძლება ვთქვათ, რომ მეტ-ნაკლებად გადაილახა მათი მდგომარეობა და პროგნოზი და გამოჯანმრთელება შორს არ იქნება. ასევე, გვყავს სამი ახალი გამოჯანმრთელებული, რომელიც ალბათ, დღის განმავლობაში კლინიკას დატოვებს, რადგან უკვე „კომენდანტის საათია“ და დღის მეორე ნახევარში პაციენტების გაწერას ვეღარ ვახერხებთ.

ჯამში, ჩვენს კლინიკაში 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში 19 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება, დღეს დილიდან 9 პაციენტზეა ანალიზები აღებული, დანარჩენს დღის მეორე ნახევარში ვნახავთ“, - აცხადებს ეზუგბაია.

გუშინ საღამოდან ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტი შეიყვანეს.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, პაცინტების მდგომარეობა მძიმე არ არის. რაც შეეხება ბათუმიდან ჩასულ მოზარდს, ეზუგბაიას განცხადებით, ის მშობელთან ერთად არის, რომელსაც "კლინიკა გამოუვლინდა" და სავარაუდოდ, კორონავირუსი მასაც დაუდასტურდება.

„ჩვენთან გუშინ შემოვიდა 4 ახალი შემთხვევა, ერთ-ერთი მათ შორის ბათუმიდან მოდიოდა მშობელთან ერთად. ბავშვს დადგენილი აქვს, მშობელს არა, მაგრამ მასაც კლინიკა აქვს, ასე რომ, მასაც დაუდასტურდება. ჯერჯერობით, ახალი შემოსული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, გაფართოებული კვლევები დღეს ჩაუტარდებათ, ამ კვლევებით მიღებული მონაცემებისა და პაციენტის მდგომარეობის შედეგის შეჯერებით შეფასდება მათი საერთო ზოგადი მდგომარება და ამაზე მოგახსენებთ დინამიკაში. ერთი სომხეთიდანაა შემოსული, ორი არის საფრანგეთიდან და მე-4 პაციენტის წყარო ჯერჯერობით, მოძიებული არ არის, მაინც იკვეთება, რომ შემოტანილი შემთხვევაა”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის ონლაინ ვაჭრობა დაშვებულია - რა წერია მთავრობის დადგენილებაში

ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არ გსურთ სახელმწიფომ დაგიფაროთ 3 თვის კომუნალური გადასახადი