სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილიპინების პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, დახვრიტონ ყველა, ვინც კარანტინს დაარღვევს - "მე თქვენ დაგმარხავთ“
ფილიპინების პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, დახვრიტონ ყველა, ვინც კარანტინს დაარღვევს - "მე თქვენ დაგმარხავთ“

ფი­ლი­პი­ნე­ბის პრე­ზი­დენ­ტი, როდ­რი­გო დუ­ტერ­ტე, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო კა­რან­ტინ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს აფრ­თხი­ლებს და ამ­ბობს, რომ წე­სებს არ და­მორ­ჩი­ლე­ბა, და­ნა­შა­უ­ლია და სა­ხელ­მწი­ფო ვერ იქ­ნე­ბა შემ­წყნა­რე­ბე­ლი. ამის შე­სა­ხებ CNBC.com წერს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს შე­ა­ნე­ლოს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა. დუ­ტერ­ტეს თქმით, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლას გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და წე­სე­ბის დაც­ვა.

"მე კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ პრობ­ლე­მა სე­რი­ო­ზუ­ლია და თქვენ ეს უნდა გა­ი­გოთ. ვუბ­რძა­ნებ პო­ლი­ცი­ა­სა და ჯარს - თუ ვინ­მე შე­გე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბათ და თქვენს სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბა, დახ­ვრი­ტეთ ისი­ნი. გა­სა­გე­ბია? - პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნის ნაც­ვლად, მე თქვენ დაგ­მარ­ხავთ" - მი­მარ­თა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რით.

პრე­ზი­დენ­ტმა ასე მას შემ­დეგ მი­მარ­თა მო­სახ­ლე­ო­ბას, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ შე­მო­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბი გა­აპ­რო­ტეს­ტა. გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა ღა­რი­ბი ფენა, რომ­ლებ­მაც კა­რან­ტი­ნის გამო სა­მუ­შაო და­კარ­გეს და შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩნენ.

ამ დრო­ის­თვის ფი­ლი­პი­ნებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 2 311 ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის 96 გარ­და­იც­ვა­ლა, 50 კი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიგარ პრეზიდენტს
45

შენ ყოფილხარ კაცური კაცი!!! 

ე ბიჯო
48

ჩვენი შთაგონებული ჯიპოსან-ღიპოსან-მფრინავი მამაოები რო გამოგიგზავნოთ მაგათაც მოუვლით? აპა ჩვენ არაფრად გვაგდებენ - ეგება თქვენ დაგიჯეროთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ფილიპინების პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, დახვრიტონ ყველა, ვინც კარანტინს დაარღვევს - "მე თქვენ დაგმარხავთ“

ფილიპინების პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, დახვრიტონ ყველა, ვინც კარანტინს დაარღვევს - "მე თქვენ დაგმარხავთ“

ფილიპინების პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე, კორონავირუსის გამო კარანტინში მყოფ ადამიანებს აფრთხილებს და ამბობს, რომ წესებს არ დამორჩილება, დანაშაულია და სახელმწიფო ვერ იქნება შემწყნარებელი. ამის შესახებ CNBC.com წერს.

ხელისუფლება ცდილობს შეანელოს ვირუსის გავრცელება. დუტერტეს თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველას გაერთიანება და წესების დაცვა.

"მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პრობლემა სერიოზულია და თქვენ ეს უნდა გაიგოთ. ვუბრძანებ პოლიციასა და ჯარს - თუ ვინმე შეგეწინააღმდეგებათ და თქვენს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, დახვრიტეთ ისინი. გასაგებია? - პრობლემების შექმნის ნაცვლად, მე თქვენ დაგმარხავთ" - მიმართა პრეზიდენტმა საზოგადოებას სატელევიზიო ეთერით.

პრეზიდენტმა ასე მას შემდეგ მიმართა მოსახლეობას, რაც საზოგადოების ნაწილმა ხელისუფლების მიერ შემოღებული ზომები გააპროტესტა. განსაკუთრებით უკმაყოფილოა ღარიბი ფენა, რომლებმაც კარანტინის გამო სამუშაო დაკარგეს და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ამ დროისთვის ფილიპინებში კორონავირუსით 2 311 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 96 გარდაიცვალა, 50 კი გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ოჯახი - მილიარდერთა ოჯახური კლანები და მემკვიდრეობა, რომელსაც თაობიდან თაობას გადასცემენ

ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსს რეკორდულად ბევრი - 4 195 ადამიანი ემსხვერპლა,  ქვეყნის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ "ლოქდაუნი“ სიმსუქნეს, დეპრესიას და უმუშევრობას იწვევს

კიმ კარდაშიანი მილიარდერთა ელიტარულ საზოგადოებას შეუერთდა - როგორ აქცია ვარსკვლავმა პანდემია კიდევ უფრო გამდიდრების შესაძლებლობად