პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკორა" საყოველთო კარანტინის დროს თანამშრომლების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს
"ნიკორა" საყოველთო კარანტინის დროს თანამშრომლების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

31 მარ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კა­რან­ტი­ნო ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბამ და კო­მენ­და­ტის სა­ა­თის გა­მო­ცხა­დე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გარ­კვე­ულ დაბ­ნე­უ­ლო­ბა­ში ჩა­აგ­დო, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ის ნა­წი­ლი, ვი­საც სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლი და ამის­თვის გარ­კვე­უ­ლი ტრან­სპორ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა უწევს.

რა უნდა ქნან მათ, ვი­საც არ ჰყავს სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი, სამ­სა­ხურ­ში კი ყო­ველ­დღი­უ­რად უნდა ია­როს? ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა კერ­ძო ბიზ­ნე­სის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის ნა­წი­ლია და მათ­მა დიდ­მა ნა­წილ­მა ახალ გა­მოწ­ვე­ვა­ზე ზრუნ­ვა უკვე და­ი­წყო.

ახა­ლი სა­კა­რან­ტი­ნო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, ამი­ტომ მათ სა­კი­თხის მო­საგ­ვა­რებ­ლად გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბათ. სს „ნი­კო­რა“ რო­მე­ლიც კვე­ბის ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, მი­უ­ხე­და­ვად ლო­გის­ტი­კუ­რი სიძ­ნე­ლე­ე­ბი­სა, წარ­მო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა დღეს­ვე შეძ­ლო.

რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ კარ­გად აქვთ გათ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის­თვის მათი საქ­მი­ა­ნო­ბა და მაქ­სი­მა­ლურს აკე­თე­ბენ რათა არ შე­იქ­მანს პრობ­ლე­მე­ბი, რო­გორც წარ­მო­ე­ბის ასე­ვე მომ­სა­ხუ­რე­ბის კუ­თხით.

თა­თია ბა­კაშ­ვი­ლი, "ნი­კო­რას" ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"სა­ხელ­მწი­ფო შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის­თა­ნა­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და სა­მუ­შაო პრო­ცე­სე­ბის კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ზე მორ­გე­ბა. ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რაც თა­ვი­დან­ვე წა­მო­იჭ­რა, სა­წარ­მოს თა­ნამ­შრო­მელ­თა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­კი­თხი გახ­ლდათ. პირ­ველ ეტაპ­ზე, სა­ნამ ბო­ლომ­დე შე­ი­ზღუ­დე­ბო­და სა­ქა­ლა­ქო ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა, წარ­მო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა ნა­წი­ლობ­რივ ტრან­სპორ­ტი­რე­ბას ვუზ­რუნ­ველ­ვყოფ­დით.

სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბის გამ­კაც­რე­ბის შემ­დეგ, 1 აპ­რი­ლი­დან, „ნი­კო­რას“ ჰოლ­დინ­გში არ­სე­ბუ­ლი წარ­მო­ე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სრუ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს, რო­გორც და­საქ­მე­ბულ­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თე­ბი­დან სა­წარ­მო­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბას, ისე პი­რი­ქით.

რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ დღეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლო­გის­ტი­კუ­რად მომ­ზა­დე­ბას გარ­კვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა, მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ წარ­მო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ად­გილ­ზე მოგ­ვეყ­ვა­ნა კომ­პა­ნი­ის რე­სურ­სით. ჩვენ კარ­გად გვაქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი თუ რა­ო­დენ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­კის­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე და ჩვენ­თვის მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა, რო­გორც წარ­მო­ე­ბი­სა და სა­ვა­ჭო ქსე­ლის გა­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბა, მო­მა­რა­გე­ბის უწყვე­ტი ჯაჭ­ვი, ასე­ვე – ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვა.

ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და კი­დევ ერთხელ გა­და­ვუხ­დი დიდ მად­ლო­ბას "ნი­კო­რას" ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, რო­მელ­თაც ძა­ლი­ან კარ­გად აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი თა­ვი­ან­თი მი­სია ქვეყ­ნის წი­ნა­შე".

ნინო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი, "ნი­კო­რა ტრე­ი­დის" ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი “ნი­კო­რა” მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 300–მდე ფი­ლი­ალს აერ­თი­ა­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ლი ქსე­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ლო­გის­ტი­კა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის კუ­თხით მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ არის. ჯერ კი­დევ რა­მო­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­ვი­წყეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ებ­თან. უკვე ორი კვი­რაა, სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის შე­ზღუდ­ვის შემ­დეგ, რე­გი­ო­ნე­ბი­დან შე­უფრ­ხებ­ლად ხდე­ბა იმ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი.

ამ ეტაპ­ზე 200-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი ჩა­მოგ­ვყავს გო­რი­დან, კას­პი­დან, მცხე­თი­დან და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან, რა თქმა უნდა, ყვე­ლა წე­სი­სა და სტან­დარ­ტის დაც­ვით. სა­კა­რან­ტი­ნო ზო­მე­ბის გამ­კაც­რე­ბის შემ­დეგ კი და­ვი­წყეთ ზრუნ­ვა, რომ თბი­ლის­ში აე­წყოს სატ­რან­სპორ­ტო ხა­ზე­ბი და ავ­ტო­ბუ­სებ­მა უზ­რუნ­ველ­ყოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა სახ­ლი­დან მარ­კეტ­ში და მარ­კე­ტი­დან სალ­ში.

დღეს დი­ლით მათი ნა­წი­ლის სამ­სა­ხურ­ში მიყ­ვა­ნა უკვე უზ­რუნ­ველ­ვყა­ვით. ვმუ­შა­ობთ ტრან­სპორ­ტი­რე­ბის სა­კი­თხზე და ეტა­პობ­რი­ვად მო­ვაგ­ვა­რებთ ამ სა­კითხს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. რა თქმა უნდა, ტრან­სპორ­ტი­სა და საწ­ვა­ვის ხარჯს კომ­პა­ნია გას­წევს და ასე იქ­ნე­ბა, ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა. აქვე ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან გაშ­ვე­ბა და პერ­სო­ნა­ლის შემ­ცი­რე­ბა არ მომ­ხდა­რა და არც იგეგ­მე­ბა"

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
7

და გორიდან ჩამოგვყავს 200 ადამიანიო? 60 მანქანას აგზავნიან თანამშროლების ჩამოსაყვანად? აბა, ერთ მანქანაში 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება! ეტყობს სატვირთოებიT გადმოჰყავთ და ვისაც ეხება, შეამოწმოს, სოციალური დისტანცია რომ იყოს დაცული...

 

თათიას
0

"ვუზრუნველვყოფდით" არა, "უზრუნველვყოფდით" - ეს ფორმა გამოიყენეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ნიკორა" საყოველთო კარანტინის დროს თანამშრომლების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

"ნიკორა" საყოველთო კარანტინის დროს თანამშრომლების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

31 მარტიდან საქართველოში საკარანტინო ზომების გამკაცრებამ და კომენდატის საათის გამოცხადებამ საზოგადოება გარკვეულ დაბნეულობაში ჩააგდო, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, ვისაც სამსახურში სიარული და ამისთვის გარკვეული ტრანსპორტის გამოყენება უწევს.

რა უნდა ქნან მათ, ვისაც არ ჰყავს საკუთარი ავტომობილი, სამსახურში კი ყოველდღიურად უნდა იაროს? ამ საკითხის მოგვარება კერძო ბიზნესის სოციალური პასუხიმგებლობის ნაწილია და მათმა დიდმა ნაწილმა ახალ გამოწვევაზე ზრუნვა უკვე დაიწყო.

ახალი საკარანტინო რეგულაციები კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, ამიტომ მათ საკითხის მოსაგვარებლად გარკვეული პერიოდი სჭირდებათ. სს „ნიკორა“ რომელიც კვების ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი წარმომადგენელია, მიუხედავად ლოგისტიკური სიძნელეებისა, წარმოების თანამშრომელთა გარკვეული ნაწილის ტრანსპორტირება დღესვე შეძლო.

როგორც კომპანიაში აცხადებენ კარგად აქვთ გათვიცნობიერებული რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის მათი საქმიანობა და მაქსიმალურს აკეთებენ რათა არ შეიქმანს პრობლემები, როგორც წარმოების ასევე მომსახურების კუთხით.

თათია ბაკაშვილი, "ნიკორას" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

"სახელმწიფო შეზღუდვების დაწესებისთანავე აუცილებელი გახდა სამუშაო პროცესების კრიზისულ ვითარებაზე მორგება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც თავიდანვე წამოიჭრა, საწარმოს თანამშრომელთა ტრანსპორტირების საკითხი გახლდათ. პირველ ეტაპზე, სანამ ბოლომდე შეიზღუდებოდა საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილება, წარმოების თანამშრომელთა ნაწილობრივ ტრანსპორტირებას ვუზრუნველვყოფდით.

საგანგებო ვითარების გამკაცრების შემდეგ, 1 აპრილიდან, „ნიკორას“ ჰოლდინგში არსებული წარმოებების თანამშრომლების ტრანსპორტირება სრულად განხორციელდება. კომპანია უზრუნველყოფს, როგორც დასაქმებულთა საცხოვრებელი მისამართებიდან საწარმოში ტრანსპორტირებას, ისე პირიქით.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ლოგისტიკურად მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება, მაინც მოვახერხეთ, რომ წარმოების თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილზე მოგვეყვანა კომპანიის რესურსით. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული თუ რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია საზოგადოების წინაშე და ჩვენთვის მთავარ გამოწვევად რჩება, როგორც წარმოებისა და სავაჭო ქსელის გამართული მუშაობა, მომარაგების უწყვეტი ჯაჭვი, ასევე – ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა.

ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი დიდ მადლობას "ნიკორას" ყველა თანამშრომელს, რომელთაც ძალიან კარგად აქვთ გააზრებული თავიანთი მისია ქვეყნის წინაშე".

ნინო ფეიქრიშვილი, "ნიკორა ტრეიდის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

"სუპერმარკეტების ქსელი “ნიკორა” მთელი ქვეყნის მასშტაბით 300–მდე ფილიალს აერთიანებს. შესაბამისად, სრული ქსელის თანამშრომლების ლოგისტიკა ტრანსპორტირების კუთხით მარტივი ნამდვილად არ არის. ჯერ კიდევ რამოდენიმე კვირის წინ დავიწყეთ მოლაპარაკებები სატრანსპორტო კომპანიებთან. უკვე ორი კვირაა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის შემდეგ, რეგიონებიდან შეუფრხებლად ხდება იმ თანამშრომლების ტრანსპორტირება, რომლებიც თბილისში არიან დასაქმებულები.

ამ ეტაპზე 200-მდე თანამშრომელი ჩამოგვყავს გორიდან, კასპიდან, მცხეთიდან და მიმდებარე ტერიტორიებიდან, რა თქმა უნდა, ყველა წესისა და სტანდარტის დაცვით. საკარანტინო ზომების გამკაცრების შემდეგ კი დავიწყეთ ზრუნვა, რომ თბილისში აეწყოს სატრანსპორტო ხაზები და ავტობუსებმა უზრუნველყოს თანამშრომლების შეუფერხებელი გადაადგილება სახლიდან მარკეტში და მარკეტიდან სალში.

დღეს დილით მათი ნაწილის სამსახურში მიყვანა უკვე უზრუნველვყავით. ვმუშაობთ ტრანსპორტირების საკითხზე და ეტაპობრივად მოვაგვარებთ ამ საკითხს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, ტრანსპორტისა და საწვავის ხარჯს კომპანია გასწევს და ასე იქნება, ვიდრე ქვეყანაში არსებული ვითარება არ შეიცვლება. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შექმნილი ვითარების გამო თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება და პერსონალის შემცირება არ მომხდარა და არც იგეგმება"

"გავერიდეთ ყველაფერს, რაც კი მიწა გვაქვს, დავამუშავეთ... კრიზისს კარგად გადავიტანთ" - როგორია სოფელში გადასახლებული ნიკა ვაჩეიშვილის ცხოვრება

შესაძლოა თუ არა ნიკოტინმა COVID-19-ისგან დაგიცვათ? - რას ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ფრანგი მეცნიერების ახალ მიგნებაზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა