სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაიდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები - რა კომენტარს აკეთებენ შეფასებისა და გამოცდების ცენტრში
გადაიდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები - რა კომენტარს აკეთებენ შეფასებისა და გამოცდების ცენტრში

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ფორ­მა­ტის და ვა­დე­ბის ცვლი­ლე­ბა ამ ეტაპ­ზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გა­ნუ­ცხა­დეს.

თუმ­ცა, მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­თა და აბი­ტუ­რი­ენ­ტთა ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და სა­ზო­გა­დო­ე­ბას წი­ნას­წარ ეც­ნო­ბე­ბა.

"2020 წლის გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რე­გის­ტრა­ცი­ის ვადა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის, სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დი­სა და სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სი­სათ­ვის 30 აპ­რი­ლის 18 სა­ა­თამ­დე გა­ხან­გრძლივ­და. ამ ეტაპ­ზე ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ფორ­მა­ტის და ვა­დე­ბის ცვლი­ლე­ბა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­თა და აბი­ტუ­რი­ენ­ტთა ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და წი­ნას­წარ ეც­ნო­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - გა­ნა­ცხა­დეს შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში.

ცნო­ბის­თვის, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის, სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დი­სა და სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სი­სათ­ვის რე­გის­ტრა­ცი­ის ვა­დის 30 აპ­რი­ლის 18:00 სა­ა­თამ­დე გა­ხან­გრძლი­ვე­ბას­თან ერ­თად, თუ აპ­ლი­კანტს გა­მოც­დის დროს ესა­ჭი­რო­ე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის/სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­გა­მოც­დო გა­რე­მოს შექ­მნა და მან რე­გის­ტრა­ცი­ი­სას მო­ნიშ­ნა ან მო­ნიშ­ნავს შე­სა­ბა­მის გრა­ფას, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბა (ფორ­მა №100) 16 აპ­რი­ლის ნაც­ვლად, 30 აპ­რი­ლის 18:00 სა­ა­თამ­დე უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს.

ცვლი­ლე­ბა ეხე­ბა მხო­ლოდ გა­მოც­დებ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის ვა­დებს და არა გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის პე­რი­ოდს.

რო­გორც ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, სა­მი­ნის­ტრო და შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი იმოქ­მე­დე­ბენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მე­დი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

მა­თი­ვე ცნო­ბით, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ღია კა­რის დღე­ე­ბის ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში გა­მარ­თვას აგ­რძე­ლებს და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის მი­ღე­ბა ცენ­ტრის ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე ყო­ველ ოთხშა­ბათს, 13:00 სა­ა­თი­დან 16:00 სა­ა­თამ­დე შე­უძ­ლი­ათ. ასე­ვე 24 - სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს ცენ­ტრის ცხე­ლი ხაზი.

„სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია გეგ­მა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს რო­გორც ონ­ლა­ინ, ასე­ვე სა­ტე­ლე­ვი­ზიო გაკ­ვე­თი­ლე­ბით სწავ­ლე­ბას, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მოს­წავ­ლე­ებს, და­ას­რუ­ლონ მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ცენ­ტრის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუმბერი
1

ეროვნულ გამოცდებამდე 3 თვეა, ეს ვირუსი თუ კიდევ 3 თვე ვერ დავამარცხეთ, არც საქართველოს და არც მსოფლიოს გამოცდებისთის აღარ ეცლება

დავითი
0

ეპიდემიის პიკი, სხვადასხვა პროგნოზებით არის ივნისიდან-აგვისტომდე. პიკის შემდეგაც ინფექცია იკლებს, მაგრამ ჯერ არ ქრება. ამ დროს ათასობით ახალგაზრდის ჩამოყვანა და ერთად შეკრება გამორიცხულია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

გადაიდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები - რა კომენტარს აკეთებენ შეფასებისა და გამოცდების ცენტრში

გადაიდება თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდები - რა კომენტარს აკეთებენ შეფასებისა და გამოცდების ცენტრში

ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

თუმცა, მათივე ინფორმაციით, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოსწავლეთა და აბიტურიენტთა ინტერესებიდან გამომდინარე და საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.

"2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება არ განიხილება. ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოსწავლეთა და აბიტურიენტთა ინტერესებიდან გამომდინარე და წინასწარ ეცნობება საზოგადოებას", - განაცხადეს შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის ვადის 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივებასთან ერთად, თუ აპლიკანტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა და მან რეგისტრაციისას მონიშნა ან მონიშნავს შესაბამის გრაფას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) 16 აპრილის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინოს.

ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს და არა გამოცდების ჩატარების პერიოდს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, სამინისტრო და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმოქმედებენ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

მათივე ცნობით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინრეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო გაკვეთილებით სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი დედაა 10 წლის ბიჭის, რომელსაც COVID-19 გუშინ დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

აჭარაში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა