პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ნიუ-იორკში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე 65 წლამ­დე მა­მა­კა­ცი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სით იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ეს არის სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­ხუ­თე შემ­თხვე­ვა, ხოლო აშშ-ში ქარ­თვე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა.

იმ­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ხან­ში­შე­სულ მა­მა­კაცს კო­რო­ნა­ვირუს­თან ერ­თად, სხვა თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც ჰქონ­და.

"სამ­წუ­ხა­როდ, კი­დევ ერთი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა სა­ზღვარ­გა­რეთ, ეს არის უკვე მე-5 შემ­თხვე­ვა სა­ზღვარ­გა­რეთ ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის. ეს არის ნიუ-იორკში მცხოვ­რე­ბი 64 წლის მა­მა­კა­ცი. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და სა­ელ­ჩო ოჯახ­თან არი­ან კავ­შირ­ზე, ისე­ვე რო­გორც წინა შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც ეს­პა­ნეთ­ში და­ფიქ­სირ­და. აქაც, გარ­და COVID-19-ისა, ასე­ვე იყო თან­ხმლე­ბი სხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი" - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

ბოლო დღე­ებ­ში, ამე­რი­კამ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბით მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა ქვე­ყა­ნას გა­ას­წრო. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, აშშ-ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 165 000-მდე ადა­მი­ა­ნი, გარ­და­იც­ვა­ლა - 3000-ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი.

ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მხრივ, ყვე­ლა­ზე მძი­მე სი­ტუ­ა­ცია ნიუ-იორკშია.

ss
0

მთელმა საქართველომ ჩვენს ექიმებს სანთლები უნდა ავუნთოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე 65 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მეხუთე შემთხვევა, ხოლო აშშ-ში ქართველის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

იმნაძის განმარტებით, ხანშიშესულ მამაკაცს კორონავირუსთან ერთად, სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

"სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის უკვე მე-5 შემთხვევა საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულის გარდაცვალების. ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა. აქაც, გარდა COVID-19-ისა, ასევე იყო თანხმლები სხვა ქრონიკული დაავადებები" - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბოლო დღეებში, ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში ყველა ქვეყანას გაასწრო. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულია 165 000-მდე ადამიანი, გარდაიცვალა - 3000-ზე მეტი პაციენტი.

ვირუსის გავრცელების მხრივ, ყველაზე მძიმე სიტუაცია ნიუ-იორკშია.

ქართველი ფეხბურთელი თბილისში ველოსიპედით მოძრაობის დროს პატრულმა დააჯარიმა

ჭუბერი Covid-19-ის საფრთხეს სრულად განახლებული ამბულატორიით დახვდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი 408-მდე გა­ი­ზარ­და