პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იზღუდება საყოველთაო კარანტინის დროს - პრემიერი საგანგებო ღონისძიებებს განმარტავს
რა იზღუდება საყოველთაო კარანტინის დროს - პრემიერი საგანგებო ღონისძიებებს განმარტავს

სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნი ცხად­დე­ბა. გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, ბრი­ფინგზე გა­ა­კე­თა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნი ხვალ, 31 მარ­ტის დი­ლის 08:00 სა­ა­თი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

რა იკ­რძა­ლე­ბა სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის დროს:

  • კა­რან­ტი­ნის ფარ­გლებ­ში სრუ­ლად იკ­რძა­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, მათ შო­რის მეტ­რო­თი გა­და­ად­გი­ლე­ბა;
  • და­საშ­ვე­ბია გა­და­ად­გი­ლე­ბა მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით, მათ შო­რის ტაქ­სით მგზავ­რო­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცია და ავ­ტო­მო­ბილ­ში იქ­ნე­ბა მხო­ლოდ სამი ადა­მი­ა­ნი - წინ მძღო­ლი, ორი მგზავ­რი კი გან­თავ­სდე­ბა უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე;
  • ასე­ვე, მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და უსაფრ­თხო გა­დაყ­ვა­ნის მიზ­ნით;
  • იკ­რძა­ლე­ბა სამ­ზე მეტი პი­რის თავ­შეყ­რა, გარ­და სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ე­ბი­სა და აფ­თი­ა­ქე­ბი­სა, სა­დაც სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ და­ცუ­ლი უნდა იყოს ორი მეტ­რის სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია;
  • სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს, ნე­ბის­მი­ერ დროს ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, თან უნდა ჰქონ­დეს პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი;
  • აკ­რძა­ლუ­ლია 70 წელ­ზე ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სახ­ლი­დან გას­ვლა გარ­და იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, რო­დე­საც ისი­ნი მი­დი­ან უახ­ლო­ეს სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში, უახ­ლო­ეს აფ­თი­აქ­სა და უახ­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან მარ­ტო­ხე­ლე­ბი, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და ად­გი­ლობ­რივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, რომ მათ და­ეხ­მა­რონ;
  • ცხად­დე­ბა ე.წ. სა­კო­მენ­დან­ტო სა­ა­თი რო­გორც ქვე­ი­თად, ისე ტრან­სპორ­ტით მოძ­რა­ო­ბა­ზე. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა იკ­რძა­ლე­ბა სა­ღა­მოს 21:00 სა­ა­თი­დან დი­ლის 06:00 სა­ა­თამ­დე.

ამას­თან, გა­ხა­რი­ას თქმით, მთავ­რო­ბის მიერ მუ­შა­ო­ბის ნება ეძ­ლე­ვათ კონ­კრე­ტულ სა­წარ­მო­ებს, რომ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ ცალ­კე პრო­ტო­კო­ლე­ბი, შე­თან­ხმე­ბუ­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან, რომ ეკო­ნო­მი­კამ გა­ნაგ­რძნოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და იმის­თვი­საც, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი.

"პირ­თა გა­და­ად­გი­ლე­ბის კონ­ტრო­ლის და მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის პირ­ვე­ლა­დი შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გამ­კაც­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის კონ­ტრო­ლის და ამ პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, ასე­ვე პირ­ვე­ლა­დი თერ­მოსკრი­ნინ­გის მიზ­ნით, მო­ე­წყო­ბა სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტე­ბი შემ­დეგ ქა­ლა­ქებ­ში: თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­ში, რუს­თავ­ში, ფოთ­ში, ზუგ­დიდ­ში და გორ­ში, ამ ქა­ლა­ქე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრე­ბის კონ­ტრო­ლის მიზ­ნით. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს შსს-ის ძა­ლე­ბი და მას­თან ერ­თად ჩარ­თულ­ნი იქ­ნე­ბი­ან თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი,“- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

პრე­მი­ე­რის თქმით­ვე, შე­იქ­მნა მთავ­რო­ბის ცხე­ლი ხაზი -144, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა უფა­სო და სრულ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას გა­უ­წევს მო­ქა­ლა­ქე­ებს ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ეხე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბას.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
30

კიდევ ირბინეთ მწვანილის გამო გლდანიდან სამგორში !!! ეს ყველაფერი უსაქციელობის ბრალია, დიახ ამ ხალხმა ვერ გაიგო რომ დარჩი სახლში ნიშნავს რომ დარჩე დაეგდო სახლში და არ იარო მთელი ქალაქი მეტროთი ან ავტობუსით !!!!

იმერელი
16

ტექ დათვალიერების ცენტრებიც დაიხურა? იმედია ხალხს მაგაზე ჯარიმები აღარ მიუვააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა იზღუდება საყოველთაო კარანტინის დროს - პრემიერი საგანგებო ღონისძიებებს განმარტავს

რა იზღუდება საყოველთაო კარანტინის დროს - პრემიერი საგანგებო ღონისძიებებს განმარტავს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი ცხადდება. განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.

მისი განმარტებით, საყოველთაო კარანტინი ხვალ, 31 მარტის დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება.

რა იკრძალება საყოველთაო კარანტინის დროს:

  • კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება;
  • დასაშვებია გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი - წინ მძღოლი, ორი მგზავრი კი განთავსდება უკანა სავარძელზე;
  • ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაყვანის მიზნით;
  • იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს ორი მეტრის სოციალური დისტანცია;
  • საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • აკრძალულია 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმარონ;
  • ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოძრაობაზე. ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება იკრძალება საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ამასთან, გახარიას თქმით, მთავრობის მიერ მუშაობის ნება ეძლევათ კონკრეტულ საწარმოებს, რომლებსაც ექნებათ ცალკე პროტოკოლები, შეთანხმებული ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეკონომიკამ განაგრძნოს ფუნქციონირება და იმისთვისაც, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.

"პირთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლის და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით, მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შსს-ის ძალები და მასთან ერთად ჩართულნი იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმითვე, შეიქმნა მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც იქნება უფასო და სრულ კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით!" - გახარიამ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტიდან მიმართა

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი