მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინოვაციური, ფარის ტიპის ნიღბები საქართველოში მზადდება - კომპანია "ფავორიტი სტილის" პროექტი COVID-19-ის წინააღმდეგ
ინოვაციური, ფარის ტიპის ნიღბები საქართველოში მზადდება - კომპანია "ფავორიტი სტილის" პროექტი COVID-19-ის წინააღმდეგ

მა­შინ რო­დე­საც მსოფ­ლიო ახალ კო­რო­ნა­ვირუსს ებ­რძვის და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­წი­ლი უწყვეტ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. მათ შო­რი­საა „ფა­ვო­რი­ტი სტი­ლი“, რო­მელ­მაც შეძ­ლო თა­ვი­სი წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის შეც­ვლა და ახა­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი, ფა­რის ტი­პის ნიღ­ბე­ბის დიდი ტი­რა­ჟით წარ­მო­ე­ბა.

ნიღ­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კომ­პა­ნია პირ­ვე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. საც­დე­ლი ეგ­ზემპლა­რე­ბი 3 კვი­რის წინ და­ი­ბეჭ­და და ახლა 300-ზე მეტი მსხვი­ლი და სა­შუ­ა­ლო ქარ­თუ­ლი კორ­პო­რა­ცი­ი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სწო­რედ ამ ნიღ­ბე­ბით არი­ან აღ­ჭურ­ვილ­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნიღ­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­დან 10 დღე­ში, კორ­პო­რა­ცია "ფორდმაც" გა­მო­ა­ცხა­და ნიღ­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად თით­ქმის იდენ­ტუ­რია. ეს "ფა­ვო­რი­ტი სტი­ლის" გუნ­დის­თვის სა­ა­მა­ყო ინ­ფორ­მა­ცი­აა.

"შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პირ­ბა­დე­ე­ბის და დამ­ცა­ვი ნიღ­ბე­ბის შექ­მნი­ლი დე­ფი­ცი­ტის გამო, გაჩ­ნდა მსგავ­სი ნიღ­ბე­ბის წარ­მო­ე­ბის იდეა, რო­მე­ლიც და­ი­ცავ­და კონ­ტაქ­ტის დროს თვალ­სა და ცხვი­რის ლორ­წო­ვანს, ასე­ვე პი­რის ღრუს ვირუ­სის შეღ­წე­ვის­გან. იდეა მალე საქ­მედ ვაქ­ცი­ეთ და ჩა­ნა­ფიქ­რი სის­რუ­ლე­ში მო­ვიყ­ვა­ნეთ.

VIDEO: სა­ქარ­თვე­ლო­ში ფა­რის ტი­პის ნიღ­ბე­ბის დიდი ტი­რა­ჟით წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო - "ნი­ღა­ბი ფა­რავს მთლი­ან სა­ხეს და იცავს ვირუ­სის შეღ­წე­ვის­გან"

ამ პი­რო­ბებ­ში იმის მა­გივ­რად, რომ კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა არა­აქ­ტუ­ა­ლუ­რია დაგ­ვე­ხუ­რა, პი­რი­ქით, უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი და­ვა­საქ­მეთ, წარ­მო­ე­ბა გა­და­ვა­ნა­წი­ლეთ სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე, რომ ყვე­ლა მო­თხოვ­ნა დაგ­ვეც­ვა“ - აღ­ნიშ­ნავს ანა გობ­რო­ნი­ძე, კომ­პა­ნია „ფა­ვო­რი­ტი სტი­ლის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

პრო­დუქტზე დიდი მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის მალე სა­ცა­ლო მა­ღა­ზი­ებ­სა და სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­შიც გა­მოჩ­ნდე­ბა. შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია „ფა­ვო­რი­ტი სტი­ლის“ არ­ხე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, შეკ­ვე­თა შე­საძ­ლე­ბე­ლია ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე - 032 2950011. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია პრო­დუქ­ტის ად­გილ­ზე მი­წო­დე­ბა.

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა სხვა­დას­ხვა სუ­პერ­მარ­კეტ­სა და სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­თან. მალე პრო­დუქ­ცია მათ თა­რო­ებ­ზეც გა­მოჩ­ნდე­ბა.

"ფა­ვო­რი­ტი სტი­ლი" და "კო­ლორ ჯგუ­ფი" წამ­ყვა­ნი სა­წარ­მო­ე­ბია ქარ­თულ ბა­ზარ­ზე, რა­საც მუ­შა­ო­ბის მას­შტა­ბი, 23-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა და მძლავ­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ბაზა უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სა­წარ­მო­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ სხვა­დას­ხვა ბიზ­ნეს სექ­ტო­რე­ბის­თვის შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით: შე­ფუთ­ვე­ბი, ეტი­კე­ტე­ბი, წიგ­ნი და პრე­სა, სა­რეკ­ლა­მო პრო­დუქ­ცია (მათ შო­რის გარე რეკ­ლა­მე­ბის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა).

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

კარგია,ხალხიც დასაქმდა და დაცულობის შეგრძნებავ გაუჩნდება ადამიანს!

???
0

ამ ტიპის ნიღბებს სხვადასხვა ადგილას 30-დან 63 ლარამდე ყიდიან 10 ცალს. ესენი როგორ ყიდიან საინტერესოა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ინოვაციური, ფარის ტიპის ნიღბები საქართველოში მზადდება - კომპანია "ფავორიტი სტილის" პროექტი COVID-19-ის წინააღმდეგ

ინოვაციური, ფარის ტიპის ნიღბები საქართველოში მზადდება - კომპანია "ფავორიტი სტილის" პროექტი COVID-19-ის წინააღმდეგ

მაშინ როდესაც მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის და საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, კომპანიების ნაწილი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მათ შორისაა „ფავორიტი სტილი“, რომელმაც შეძლო თავისი წარმოების მიმართულების შეცვლა და ახალი, ინოვაციური, ფარის ტიპის ნიღბების დიდი ტირაჟით წარმოება.

ნიღბების წარმოების მიმართულებით კომპანია პირველი იყო საქართველოში. საცდელი ეგზემპლარები 3 კვირის წინ დაიბეჭდა და ახლა 300-ზე მეტი მსხვილი და საშუალო ქართული კორპორაციიის თანამშრომლები სწორედ ამ ნიღბებით არიან აღჭურვილნი.

აღსანიშნავია, რომ ნიღბების შემუშავებიდან 10 დღეში, კორპორაცია "ფორდმაც" გამოაცხადა ნიღბების წარმოების შესახებ, რომლებიც ტექნოლოგიურად თითქმის იდენტურია. ეს "ფავორიტი სტილის" გუნდისთვის საამაყო ინფორმაციაა.

"შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პირბადეების და დამცავი ნიღბების შექმნილი დეფიციტის გამო, გაჩნდა მსგავსი ნიღბების წარმოების იდეა, რომელიც დაიცავდა კონტაქტის დროს თვალსა და ცხვირის ლორწოვანს, ასევე პირის ღრუს ვირუსის შეღწევისგან. იდეა მალე საქმედ ვაქციეთ და ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანეთ.

VIDEO: საქართველოში ფარის ტიპის ნიღბების დიდი ტირაჟით წარმოება დაიწყო - "ნიღაბი ფარავს მთლიან სახეს და იცავს ვირუსის შეღწევისგან"

ამ პირობებში იმის მაგივრად, რომ კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც ახლა არააქტუალურია დაგვეხურა, პირიქით, უფრო მეტი ადამიანი დავასაქმეთ, წარმოება გადავანაწილეთ სხვადასხვა ლოკაციაზე, რომ ყველა მოთხოვნა დაგვეცვა“ - აღნიშნავს ანა გობრონიძე, კომპანია „ფავორიტი სტილის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

პროდუქტზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ის მალე საცალო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებშიც გამოჩნდება. შეძენა შესაძლებელია „ფავორიტი სტილის“ არხების მეშვეობით, შეკვეთა შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე - 032 2950011. ასევე შესაძლებელია პროდუქტის ადგილზე მიწოდება.

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა სუპერმარკეტსა და სააფთიაქო ქსელთან. მალე პროდუქცია მათ თაროებზეც გამოჩნდება.

"ფავორიტი სტილი" და "კოლორ ჯგუფი" წამყვანი საწარმოებია ქართულ ბაზარზე, რასაც მუშაობის მასშტაბი, 23-წლიანი გამოცდილება, მუდმივი განვითარება და მძლავრი ტექნოლოგიური ბაზა უზრუნველყოფს.

საწარმოები მუშაობენ სხვადასხვა ბიზნეს სექტორებისთვის შემდეგი მიმართულებებით: შეფუთვები, ეტიკეტები, წიგნი და პრესა, სარეკლამო პროდუქცია (მათ შორის გარე რეკლამების კონსტრუქციების წარმოება).

მადლობა მედიკოსებს! - “ორბი ჯგუფი” მედიცინის მუშაკებისადმი პატივისცემის ნიშნად გარე სარეკლამო სივრცეებს მადლიერების ბანერებით ანაცვლებს

„ნატახტარის“ მწარმოებელი კომპანია „ეფეს საქართველო“  ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებისთვის 150 ათას ლარს გამოყოფს

aptiaqi.ge–მ „ავერსის“ პროდუქციის ონლაინ გაყიდვა დაიწყო