საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა, განთავსდება ბლოკ-პოსტები, გაკონტროლდება მანქანები - რა შეზღუდვებს აწესებს მთავრობა სამეგრელოში
იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა, განთავსდება ბლოკ-პოსტები, გაკონტროლდება მანქანები - რა შეზღუდვებს აწესებს მთავრობა სამეგრელოში

სა­მეგ­რე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა იზღუ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრესს­პი­კერ­მა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, რე­გი­ონ­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის შე­სას­ვლე­ლებ­ში ბლოკ-პოს­ტე­ბი გან­თავ­სდე­ბა და პატ­რუ­ლი მან­ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას გა­ა­კონ­ტრო­ლებს.

„სა­მეგ­რე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა იზღუ­დე­ბა. ეს არის ერ­თა­დერ­თი და­მა­ტე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში უკვე მოქ­მედ შე­ზღუდ­ვებ­ზე, რო­მე­ლიც მთე­ლი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არის მოქ­მე­დი.

დად­გე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ბლოკ-პოს­ტე­ბი რე­გი­ო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­სას­ვლე­ლებ­ში, რაც ნიშ­ნავს იმას რომ გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი მკაც­რად გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ მან­ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას. მან­ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის კონ­ტროლ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვით გა­და­ად­გი­ლე­ბა. ანუ ერთ ავ­ტო­მო­ბილ­ში სამი ადა­მი­ა­ნის ყოფ­ნაა და­საშ­ვე­ბი - მძღო­ლი და ორი პირი, რომ­ლე­ბიც უკან უნდა ის­ხდნენ. ამი­ტომ პო­ლი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს პატ­რუ­ლი­რე­ბას მთელ რე­გი­ონ­ში, რათა ეს წესი იყოს და­ცუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

ასე­ვე მკაც­რად გა­კონ­ტროლ­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში უკვე მოქ­მე­დი ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა, მათ შო­რის სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და შეკ­რე­ბე­ბი. ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნის თქმით, ასე­თი მკაც­რი კონ­ტრო­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში.

„მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბი იმის­თვის, რომ მკაც­რად გა­კონ­ტროლ­დეს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში უკვე მოქ­მე­დი ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა, მათ შო­რის სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, შეკ­რე­ბე­ბი და ასე შემ­დეგ. ეს არ არის არც სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნის კა­რან­ტი­ნის ზო­ნად გა­მო­ცხა­დე­ბა და არც „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის“ შე­მო­ღე­ბა. არა­მედ, ეს არის ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შეს­რუ­ლე­ბის გამ­კაც­რე­ბის­თვის გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია იმის­თვის, რომ და­ცუ­ლად იგ­რძნოს თავი თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქემ. ასე­თი მკაც­რი კონ­ტრო­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აფხა­ზე­თის რე­გი­ონ­ში გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში და რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, გა­ლის რა­ი­ონ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

ცნო­ბის­თვის, ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 90 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა. მათ­გან 18 გა­მო­ჯან­მრთელ­და. კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში 4717 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 268 პი­რია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nnn
11

რატომ მაინდამაინც სეგრელო, რამე მოხდა.

mzirali
8

ამბობენ ინგლისიდან ჩამოსულმა ორ პირმა დაანფიცირა ნახევარი სამეგრელო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა, განთავსდება ბლოკ-პოსტები, გაკონტროლდება მანქანები - რა შეზღუდვებს აწესებს მთავრობა სამეგრელოში

იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა, განთავსდება ბლოკ-პოსტები, გაკონტროლდება მანქანები - რა შეზღუდვებს აწესებს მთავრობა სამეგრელოში

სამეგრელოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში მუნიციპალიტეტების შესასვლელებში ბლოკ-პოსტები განთავსდება და პატრული მანქანების გადაადგილებას გააკონტროლებს.

„სამეგრელოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არის მოქმედი.

დადგება დამატებითი ბლოკ-პოსტები რეგიონის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში, რაც ნიშნავს იმას რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალები მკაცრად გააკონტროლებენ მანქანების გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება. ანუ ერთ ავტომობილში სამი ადამიანის ყოფნაა დასაშვები - მძღოლი და ორი პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ამიტომ პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელ რეგიონში, რათა ეს წესი იყოს დაცული“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ასევე მკაცრად გაკონტროლდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა, მათ შორის სხვადასხვა ობიექტების ფუნქციონირება და შეკრებები. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ასეთი მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში.

„მობილიზებული იქნება დამატებითი საპოლიციო ძალები იმისთვის, რომ მკაცრად გაკონტროლდეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედი ყველა შეზღუდვა, მათ შორის სხვადასხვა ობიექტების ფუნქციონირება, შეკრებები და ასე შემდეგ. ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც „კომენდანტის საათის“ შემოღება. არამედ, ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესრულების გამკაცრებისთვის გატარებული ღონისძიებები. ღონისძიებები, რომელიც მიმართულია იმისთვის, რომ დაცულად იგრძნოს თავი თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ. ასეთი მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში და როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გალის რაიონში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 18 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 268 პირია.

პრემიერი: "როგორც რიგით ადამიანს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა მთავრობისა და ეკლესიისთვის"

რა იზღუდება საყოველთაო კარანტინის დროს - პრემიერი საგანგებო ღონისძიებებს განმარტავს

გახარია: "ვაცხადებთ, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება"