საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო ოფი­სის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ექვს თა­ნამ­შრო­მელს, რომ­ლე­ბიც 21 მარ­ტი­დან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ.

და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, გა­ტარ­და უმ­კაც­რე­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას თავ­დაც­ვის უწყე­ბა ავ­რცე­ლებს.

"ასე­ვე, მათ­თან გა­მოვ­ლე­ნი­ლი პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი ყვე­ლა კონ­ტაქ­ტი იმ­ყო­ფე­ბა კა­რან­ტი­ნის და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟიმ­ში ყვე­ლა წე­სის სრუ­ლი დაც­ვით. კერ­ძოდ, მათ­თან სა­ვა­რა­უ­დოდ კონ­ტაქ­ტში მყო­ფი რვა პირი გა­დაყ­ვა­ნი­ლია გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში შემ­დგო­მი შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით.

იდენ­ტი­ფიც­რე­ბუ­ლია ვირუ­სის გა­და­დე­ბის წყა­რო, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით სა­ვა­რა­უ­დოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ჩა­მო­სულ ოჯა­ხის წევ­რს უკავ­შირ­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის გა­რე­მო­ე­ბა რომ 12 მარ­ტი­დან თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თა­ნამ­შრო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე მუ­შა­ობს, ხოლო 21 მარ­ტი­დან თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ყა­ზა­რა­მულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზეა გა­და­სუ­ლი.

ასე­ვე ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ გვარ­დი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო ოფი­სის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნი­ათ სხვა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებ­თან.ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში", - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

თენგო
0

ჯარში რომ ვირუსმს შეაღწია ამის გამოცხადება არ შეიძლება

ავტორი:

ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

დადასტურებული შემთხვევიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გატარდა უმკაცრესი ღონისძიებები. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

"ასევე, მათთან გამოვლენილი პირდაპირი თუ ირიბი ყველა კონტაქტი იმყოფება კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმში ყველა წესის სრული დაცვით. კერძოდ, მათთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი რვა პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი შემოწმების მიზნით.

იდენტიფიცრებულია ვირუსის გადადების წყარო, რომელიც ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის ინფორმაციით სავარაუდოდ აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, ის გარემოება რომ 12 მარტიდან თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე თანამშრომელთა უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს, ხოლო 21 მარტიდან თავდაცვის ძალები ყაზარამულ მდგომარეობაზეა გადასული.

ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ სხვა სამხედრო ნაწილებთან.ყველა ინფიცირებული გადაყვანილია სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ჩვენი სულიერი დებისა და ძმების ნაცვლად, ეზოში სიმბოლურად სანთლები ენთო" - ჯვართამაღლების ტაძარში სააღდგომო ლიტურღია მრევლის გარეშე ჩატარდა

მოხუცმა ქალმა პოლიციელებს აღდგომა მიულოცა - ფოტოები ზუგდიდის ბლოკ-პოსტიდან

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - "9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა!"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"