სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია მძღოლებისთვის - ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია
ინფორმაცია მძღოლებისთვის - ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ში ჩა­დე­ნი­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის­თვის ჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის გა­დახ­დის ვა­დებ­მა გა­და­ი­წია. ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

"ამ დრომ­დე ან სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კის­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მის და სა­უ­რა­ვის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს და­ე­კის­რე­ბათ მხო­ლოდ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ. მთავ­რო­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დი ეხე­ბა რო­გორც გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მე­ბის გა­დახ­დას, ასე­ვე, გა­და­უხ­დელ ჯა­რი­მებ­ზე სა­უ­რა­ვის და­რი­ცხვას.

გარ­და ამი­სა, გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დით ჩერ­დე­ბა გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში გა­დაგ­ზავ­ნა და ამას­თან, გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო პირს არ შე­უ­ჩერ­დე­ბა მარ­თვის უფ­ლე­ბა. ამას­თან, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვას და საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო სფე­რო­ში ჩა­დე­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის ჯა­რი­მის გა­მო­წე­რა არ­სე­ბუ­ლი წე­სით მოხ­დე­ბა.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ გა­დახ­დის ვა­დებს.ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბის­თვის სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში არ და­ჯა­რიმ­დე­ბი­ან.

აქვე გაც­ნო­ბებთ, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­საძ­ლო გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ის თა­ნახ­მად, ერ­თი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრი მო­ქა­ლა­ქე­ებს დის­ტან­ცი­ურ მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ერ­თი­ა­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრებ­ში არ­სე­ბუ­ლი 50-მდე სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სა­ტე­ლე­ფო­ნო ცენ­ტრთან (241 42 42) და­კავ­ში­რე­ბით და ასე­ვე, ელექტრო­ნუ­ლი ვებგ­ვერ­დის -police.ge მეშ­ვე­ო­ბით მი­ი­ღე­ბენ" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­აშ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ინფორმაცია მძღოლებისთვის - ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია

ინფორმაცია მძღოლებისთვის - ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"ამ დრომდე ან საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ. მთავრობის მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდი ეხება როგორც გამოწერილი ჯარიმების გადახდას, ასევე, გადაუხდელ ჯარიმებზე საურავის დარიცხვას.

გარდა ამისა, განსაზღვრული ვადით ჩერდება გადაუხდელი ჯარიმების აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა და ამასთან, გადაუხდელობის გამო პირს არ შეუჩერდება მართვის უფლება. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი ნებისმიერი სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გამოწერა არსებული წესით მოხდება.

ზემოაღნიშნული ცვლილება შეეხება მხოლოდ გადახდის ვადებს.ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების ვადის გადაცილებისთვის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ დაჯარიმდებიან.

აქვე გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს და მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი მომსახურების ცენტრებში არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები სატელეფონო ცენტრთან (241 42 42) დაკავშირებით და ასევე, ელექტრონული ვებგვერდის -police.ge მეშვეობით მიიღებენ" - ნათქვამია ინფორმაციაშ.

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები

შსს-ს სახელით მოქალაქეებს მესიჯები მიუვიდათ - რა განცხადებას ავრცელებს სამინისტრო

"პატიმარი ერთვება ციხიდან, ადვოკატი ოფისიდან, მოსამართლე დარბაზიდან" - როგორ აფასებენ დისტანციურ სასამართლო პროცესებს უფლებადამცველები