მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - მარინა ეზუგბაია
"ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - მარინა ეზუგბაია

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 33 პა­ცი­ენ­ტი­დან 4-ის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ორ პა­ცი­ენ­ტთან უკვე შე­იძ­ლე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი ორი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე რჩე­ბა, მათ შო­რის ერთ-ერთი ასა­კო­ვა­ნი ქა­ლია.

"ჩვენ გუ­შინ შე­მოგ­ვე­მა­ტა ერთი ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი. ამ ეტაპ­ზე ჩვენ­თან 33 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს. ამ 33-დან 4 მძი­მე პა­ცი­ენ­ტია. ამ ოთხი მძი­მე პა­ცი­ენ­ტი­დან 2 ის მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა დას­ტა­ბი­ლურ­და და შეგ­ვიძ­ლია პროგ­ნო­ზი­რე­ბა, რომ მათი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და­ი­წყე­ბა.

მაგ­რამ ორი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია, მათ შო­რის ერთი ასა­კო­ვა­ნი ქალ­ბა­ტო­ნია, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა უც­ვლე­ლად მძი­მეა და რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ღე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბაც დამ­ძიმ­და. მას უტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა და პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის შემ­დეგ ,“ - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გუ­შინ ღა­მით კი­დევ ერთი პა­ცი­ენ­ტი მო­თავ­სდა, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაც სა­ვა­რა­უ­დოდ, მძი­მეა.

"შე­მო­სუ­ლი ახა­ლი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბაც, ალ­ბათ, მძი­მეა, მაგ­რამ ის გუ­შინ ღა­მით დაგ­ვე­მა­ტა. მას­თან ჩა­ტარ­დე­ბა კვლე­ვე­ბი და დი­ნა­მი­კა­ში გან­ვი­ხი­ლავთ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ მო­ნა­ცე­მებს და მის პროგ­ნო­ზი­რე­ბას გა­გი­კე­თებთ ხვა­ლის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლებს, იცით, რომ ჩვენ­თან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 13 პა­ცი­ენ­ტი, ახლა კი­დევ გრძელ­დე­ბა კვლე­ვე­ბი, რამ­დე­ნი შე­მოგ­ვე­მა­ტე­ბა ვნა­ხავთ და მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას,“ - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - მარინა ეზუგბაია

"ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა" - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა.

მისივე განცხადებით, ორ პაციენტთან უკვე შეიძლება მდგომარეობის გაუმჯობესების პროგნოზირება, თუმცა დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება, მათ შორის ერთ-ერთი ასაკოვანი ქალია.

"ჩვენ გუშინ შემოგვემატა ერთი ახალი პაციენტი. ამ ეტაპზე ჩვენთან 33 პაციენტი მკურნალობს. ამ 33-დან 4 მძიმე პაციენტია. ამ ოთხი მძიმე პაციენტიდან 2 ის მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღეა დასტაბილურდა და შეგვიძლია პროგნოზირება, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყება.

მაგრამ ორი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის ერთი ასაკოვანი ქალბატონია, რომლის მდგომარეობა უცვლელად მძიმეა და რამდენიმე დღის წინ მიღებული პაციენტის მდგომარეობაც დამძიმდა. მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა და პროგნოზირება შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღის მეთვალყურეობის შემდეგ ,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ ღამით კიდევ ერთი პაციენტი მოთავსდა, რომლის მდგომარეობაც სავარაუდოდ, მძიმეა.

"შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობაც, ალბათ, მძიმეა, მაგრამ ის გუშინ ღამით დაგვემატა. მასთან ჩატარდება კვლევები და დინამიკაში განვიხილავთ მდგომარეობასა და ლაბორატორიულ მონაცემებს და მის პროგნოზირებას გაგიკეთებთ ხვალისთვის.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, იცით, რომ ჩვენთან გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი, ახლა კიდევ გრძელდება კვლევები, რამდენი შემოგვემატება ვნახავთ და მოგაწვდით ინფორმაციას,“ - განაცხადა ეზუგბაიამ.

"თავი ფილმში მგონია, ყველაზე ხალხმრავალი "თაიმს სქვერი" თითქმის ცარიელია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მსახიობი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა