სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავი ფილმში მგონია, ყველაზე ხალხმრავალი "თაიმს სქვერი" თითქმის ცარიელია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მსახიობი
"თავი ფილმში მგონია, ყველაზე ხალხმრავალი "თაიმს სქვერი" თითქმის ცარიელია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მსახიობი

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ეპი­დე­მი­ის ცენ­ტრმა ევ­რო­პი­დან აშშ-ში გა­და­ი­ნაც­ვლა. და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა იტა­ლი­ა­სა და ჩი­ნეთს გა­და­უს­წრო, ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით კი ის მე­ექ­ვსე ად­გილ­ზეა იტა­ლი­ის, ეს­პა­ნე­თის, ჩი­ნე­თის, ირა­ნი­სა და საფ­რან­გე­თის შემ­დეგ.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბამ 103 000-ს მი­აღ­წია. ერთ დღე­ში რე­კორ­დუ­ლად გა­ი­ზარ­და ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვიც და ქვე­ყა­ნა­ში გარ­დაც­ვლილ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 1 632-ია.

რა ვი­თა­რე­ბაა ამე­რი­კა­ში და რო­გო­რია იქ მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ნიუ-იორკში მცხოვ­რე­ბი 28 წლის ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ობი მარი ფე­იქ­რიშ­ვილი ესა­უბ­რა. მას ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი კარ­გად იც­ნობს, მის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვრცე­ლი სტა­ტია შე­მოგ­თა­ვა­ზეთ. მარი ფე­იქ­რიშ­ვილ­მა სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა 2015 წლი­დან და­ი­წყო და დღეს უკვე ბევრ ამე­რი­კულ ფილ­მსა და რეკლმა­ში იხი­ლავთ.

- დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით ამე­რი­კა პირ­ველ ად­გილ­ზეა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მხრივ, ეპი­ცენ­ტრი კი ნიუ-იორ­კია. აქ კო­რო­ნა­ვირუს­მა ბევ­რი რამე შეც­ვა­ლა. "თა­იმს სქვე­რი", რო­მელ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად 400 ათა­სი ტუ­რის­ტი სტუმ­რობ­და, დღეს თით­ქმის ცა­რი­ე­ლია.

ასევე დაგაინტერესებთ
20:25 / 25-03-2020

"ვფიქრობდით, ომი მაინც იყოს, იარაღს ავიღებდი-მეთქი..." - ჩინეთში ჩარჩენილი ქართველი წყვილის იზოლაციის უმძიმესი 60 დღე

13:02 / 27-03-2020

"ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ქათმის ხორცს აღარ ჭამენ" - ინდოელზე დაქორწინებული ქართველი ქალის ინტერვიუ დელიდან

16:19 / 30-03-2020

ლოს ანჯელესის პორტში 1000 საწოლიანი გემი-ჰოსპიტალი შევიდა - ნახეთ ფოტოები, სად უმკურნალებენ პაციენტებს

12:50 / 01-04-2020

გადავსებული საავადმყოფოები და წამლების დეფიციტი - რა ხდება აშშ-ში, სადაც COVID-19-ით ყოველდღე ათასობით ადამიანი ავადდება

09:27 / 02-04-2020

"ნიუ-იორკში წარმოუდგენლად მძიმე სიტუაციაა..." - რას ყვებიან ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ჰოსპიტალებში მოხალისეებად მუშაობენ

ნიუ-იორ­კი ყო­ველ­თვის ეპი­ცენ­ტრი იყო მოვ­ლე­ნე­ბის, თუმ­ცა ამ მხრივ ეს დრა­მა­ტუ­ლია, მაგ­რამ მჯე­რა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­მარ­ცხებთ კო­რო­ნა­ვირუსს. სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა­ფერს აკე­თებს ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. მი­უ­ხე­და­ვად სა­წო­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი­სა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, უკვე აშენ­და რამ­დე­ნი­მე სა­ა­ვად­მყო­ფო, მა­ნ­ჰე­ტენ­თან და­ა­ყე­ნეს უზარ­მა­ზა­რი "გემი სა­ა­ვად­მყო­ფო", ასე­ვე აპი­რე­ბენ რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტის და და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­ა­ვად­მყო­ფოდ გა­და­კე­თე­ბას.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იმ­დე­ნად დი­დია გავ­რცე­ლე­ბა, მა­ინც არის გა­მოწ­ვე­ვე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბის მხრივ. ტეს­ტი­რე­ბის უახ­ლე­სი კრე­ა­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბი და­ნერ­გეს, მა­გა­ლი­თად, მან­ქა­ნი­დან გად­მო­უს­ვლე­ლად შე­გიძ­ლია ვირუს­ზე ტეს­ტის აღე­ბა, ხალ­ხი ძა­ლი­ან შეგ­ნე­ბუ­ლი და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია, ქუ­ჩებ­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გას­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა, სურ­სა­თის რი­გე­ბი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია და დის­ტან­ცი­აა. ეკო­ნო­მი­კის მხრივ ეს უზარ­მა­ზა­რი დარ­ტყმაა, ნიუ-იორ­კი და ამე­რი­კა ამოძ­რა­ვებს დღეს მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კას. სა­ხელ­მწი­ფო ამ მხრი­ვაც გვერ­დში გვიდ­გას, მათ 2 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მოყ­ვეს მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის.

ვფიქ­რობ, რომ შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა იმი­ტომ, რომ დროა გა­მოვ­ფხიზ­ლდეთ და და­ვი­ნა­ხოთ, რა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ის რომ მა­ტე­რი­ურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე მე­ტად სხვა, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვაქვს, რა­საც ვერ ვხე­დავთ და ვერ ვა­ფა­სებთ. იმ­დე­ნად ვართ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით, წუ­წუ­ნით, სიბ­რა­ზით, და­პი­რის­პი­რე­ბით და აგ­რე­სი­ით, რომ მთა­ვა­რი გვა­ვი­წყდე­ბა, გვა­ვი­წყდე­ბა ის, რომ ვი­ყოთ მად­ლი­ე­რე­ბი იმით, რაც გვაქვს და და­ვა­ფა­სოთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ჩვენს გარ­შე­მო არი­ან.

- მა­რი­ამ, რო­გორც ვიცი, ამე­რი­კულ ფილ­მებ­სა და რეკ­ლა­მებ­ში გი­ღე­ბენ... ალ­ბათ, ახლა ეს პრო­ცე­სიც შე­წყდა...

- თა­ვი­დან, სა­ნამ სი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­დე­ბო­და, გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი ხალ­ხმრა­ვალ ად­გილ­ზე ხდე­ბო­და, დის­ტან­ცია შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ მა­ინც ვცდი­ლობ­დით წე­სე­ბი დაგ­ვეც­ვა. ყვე­ლა­ფე­რი ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი ხსნა­რე­ბით მუ­შავ­დე­ბო­და.

სამ­წუ­ხა­როდ, ახლა ყვე­ლა გა­და­ღე­ბა დრო­ე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა იმე­დი მაქვს მალე ყვე­ლა­ფე­რი მწყობ­რში ჩად­გე­ბა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, და­ვის­ვე­ნო და დრო და­ვუთ­მო ჩემს ოჯა­ხის წევ­რებს, რად­გან ჩემი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მუ­დამ დრო­ის უკ­მა­რი­სო­ბის გან­ცდა მქონ­და და ვერ ვუთ­მობ­დი საკ­მა­რის დროს მათ.

ვცდი­ლობ თვი­თი­ზო­ლა­ცია პრო­დუქ­ტი­უ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნო, მყავს უსაყ­ვარ­ლე­სი ძმიშ­ვი­ლი ლუკა, რო­მე­ლიც 2 წლი­საა და მას­თან ერ­თად ყოფ­ნა სამ­ყა­როს მირ­ჩე­ვია. უმაგ­რე­სი ბავ­შვია. ამის გარ­და ყო­ველ­დღე ვკი­თხუ­ლობ წიგ­ნებს, ვუ­რე­კავ ჩემს მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს, ვუ­ყუ­რებ ფილ­მებს, ვა­წყობ ფაზ­ლებს, ვვარ­ჯი­შობ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, ვამ­ზა­დებ საჭ­მე­ლებს, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად ამ ბოლო დროს გა­მი­ტა­ცა კუ­ლი­ნა­რი­ამ...

ად­ვი­ლი არ არის მთე­ლი დღე სახ­ლში ყოფ­ნა, თუმ­ცა ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ჩემი სახ­ლში ყოფ­ნით ვუფრ­თხილ­დე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას..

- მო­სახ­ლე­ო­ბა­ში რო­გო­რი გან­წყო­ბაა?

- მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა პა­ნი­კა­შია, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­მი­წია გა­რეთ გას­ვლა და რომ და­ვი­ნა­ხე ადა­მი­ა­ნე­ბი ნიღ­ბე­ბით და ხელ­თათ­მა­ნე­ბით და­დი­ოდ­ნენ, ერ­თმა­ნეთ­თან დის­ტან­ცი­ის გამო ქუ­ჩი­დან ქუ­ჩა­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ, ვერ ვი­ჯე­რებ­დი თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა იყო და რე­ა­ლუ­რად ხდე­ბო­და, თავი ფილმში მე­გო­ნა...

X !
9

თქვენნაირმა სიაფანტებმა დაღუპეს ეს ქვეყანა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"თავი ფილმში მგონია, ყველაზე ხალხმრავალი "თაიმს სქვერი" თითქმის ცარიელია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მსახიობი

"თავი ფილმში მგონია, ყველაზე ხალხმრავალი "თაიმს სქვერი" თითქმის ცარიელია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მსახიობი

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის ცენტრმა ევროპიდან აშშ-ში გადაინაცვლა. დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით შეერთებულმა შტატებმა იტალიასა და ჩინეთს გადაუსწრო, ფატალური შემთხვევების რაოდენობით კი ის მეექვსე ადგილზეა იტალიის, ესპანეთის, ჩინეთის, ირანისა და საფრანგეთის შემდეგ.

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 103 000-ს მიაღწია. ერთ დღეში რეკორდულად გაიზარდა ფატალური შემთხვევების რიცხვიც და ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 632-ია.

რა ვითარებაა ამერიკაში და როგორია იქ მოსახლეობის განწყობა, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ნიუ-იორკში მცხოვრები 28 წლის ქართველი მსახიობი მარი ფეიქრიშვილი ესაუბრა. მას ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს, მის შესახებ რამდენიმე თვის წინ ვრცელი სტატია შემოგთავაზეთ. მარი ფეიქრიშვილმა სამსახიობო კარიერა 2015 წლიდან დაიწყო და დღეს უკვე ბევრ ამერიკულ ფილმსა და რეკლმაში იხილავთ.

- დღევანდელი მონაცემებით ამერიკა პირველ ადგილზეა ვირუსის გავრცელების მხრივ, ეპიცენტრი კი ნიუ-იორკია. აქ კორონავირუსმა ბევრი რამე შეცვალა. "თაიმს სქვერი", რომელსაც ყოველდღიურად 400 ათასი ტურისტი სტუმრობდა, დღეს თითქმის ცარიელია.

ნიუ-იორკი ყოველთვის ეპიცენტრი იყო მოვლენების, თუმცა ამ მხრივ ეს დრამატულია, მაგრამ მჯერა, რომ აუცილებლად დავამარცხებთ კორონავირუსს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ვითარების შესაბამისად. მიუხედავად საწოლების დეფიციტისა საავადმყოფოებში, უკვე აშენდა რამდენიმე საავადმყოფო, მანჰეტენთან დააყენეს უზარმაზარი "გემი საავადმყოფო", ასევე აპირებენ რამდენიმე უნივერსიტეტის და დაწესებულების საავადმყოფოდ გადაკეთებას.

მიუხედავად ამისა, იმდენად დიდია გავრცელება, მაინც არის გამოწვევები პაციენტების მიღების მხრივ. ტესტირების უახლესი კრეატიული მეთოდები დანერგეს, მაგალითად, მანქანიდან გადმოუსვლელად შეგიძლია ვირუსზე ტესტის აღება, ხალხი ძალიან შეგნებული და გაერთიანებულია, ქუჩებში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გასვლა არ შეიძლება, სურსათის რიგები მოწესრიგებულია და დისტანციაა. ეკონომიკის მხრივ ეს უზარმაზარი დარტყმაა, ნიუ-იორკი და ამერიკა ამოძრავებს დღეს მსოფლიო ეკონომიკას. სახელმწიფო ამ მხრივაც გვერდში გვიდგას, მათ 2 ტრილიონი დოლარი გამოყვეს მაცხოვრებლებისთვის.

ვფიქრობ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ დროა გამოვფხიზლდეთ და დავინახოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში. ის რომ მატერიურ ღირებულებებზე მეტად სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებები გვაქვს, რასაც ვერ ვხედავთ და ვერ ვაფასებთ. იმდენად ვართ დაკავებულები ყოველდღიური პრობლემებით, წუწუნით, სიბრაზით, დაპირისპირებით და აგრესიით, რომ მთავარი გვავიწყდება, გვავიწყდება ის, რომ ვიყოთ მადლიერები იმით, რაც გვაქვს და დავაფასოთ ის ადამიანები, ვინც ჩვენს გარშემო არიან.

- მარიამ, როგორც ვიცი, ამერიკულ ფილმებსა და რეკლამებში გიღებენ... ალბათ, ახლა ეს პროცესიც შეწყდა...

- თავიდან, სანამ სიტუაცია გართულდებოდა, გადაღებები მიმდინარეობდა. რადგან ეს ყველაფერი ხალხმრავალ ადგილზე ხდებოდა, დისტანცია შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც ვცდილობდით წესები დაგვეცვა. ყველაფერი ანტიბაქტერიული ხსნარებით მუშავდებოდა.

სამწუხაროდ, ახლა ყველა გადაღება დროებით შეჩერებულია, თუმცა იმედი მაქვს მალე ყველაფერი მწყობრში ჩადგება. მაქსიმალურად ვცდილობ, დავისვენო და დრო დავუთმო ჩემს ოჯახის წევრებს, რადგან ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე მუდამ დროის უკმარისობის განცდა მქონდა და ვერ ვუთმობდი საკმარის დროს მათ.

ვცდილობ თვითიზოლაცია პროდუქტიულად გამოვიყენო, მყავს უსაყვარლესი ძმიშვილი ლუკა, რომელიც 2 წლისაა და მასთან ერთად ყოფნა სამყაროს მირჩევია. უმაგრესი ბავშვია. ამის გარდა ყოველდღე ვკითხულობ წიგნებს, ვურეკავ ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, ვუყურებ ფილმებს, ვაწყობ ფაზლებს, ვვარჯიშობ სახლის პირობებში, ვამზადებ საჭმელებს, ჩემდა გასაკვირად ამ ბოლო დროს გამიტაცა კულინარიამ...

ადვილი არ არის მთელი დღე სახლში ყოფნა, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ჩემი სახლში ყოფნით ვუფრთხილდები საკუთარი თავის, ოჯახის წევრების და სხვა ადამიანების ჯანმრთელობას..

- მოსახლეობაში როგორი განწყობაა?

- მოსახლეობის უმეტესობა პანიკაშია, რამდენიმე დღის წინ მომიწია გარეთ გასვლა და რომ დავინახე ადამიანები ნიღბებით და ხელთათმანებით დადიოდნენ, ერთმანეთთან დისტანციის გამო ქუჩიდან ქუჩაზე გადადიოდნენ, ვერ ვიჯერებდი თუ ეს ყველაფერი ნორმა იყო და რეალურად ხდებოდა, თავი ფილმში მეგონა...

ბაღდათში სასწრაფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა - "ჭარბწონიანობის გამო რისკჯგუფში შედიოდა"

კანადის მთავრობამ კომპანია Medicago-სგან კორონავირუსის ვაქცინის 76 მილიონი დოზა შეიძინა

რომელი პირბადე უფრო გვიცავს - სამედიცინო თუ ნაჭრის? - ხათუნა ზახაშვილის პასუხი აქტუალურ კითხვაზე