პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუდევრობით დაავადებულები სიკვდილს იმსახურებენ" - პანიკა ჩეჩნეთში და კადიროვის ბრძოლის მეთოდები COVID-19-ისგან დასაცავად
"დაუდევრობით დაავადებულები სიკვდილს იმსახურებენ" - პანიკა ჩეჩნეთში და კადიროვის ბრძოლის მეთოდები COVID-19-ისგან დასაცავად

კო­რო­ნა­ვირუსს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­შიც ებ­რძვი­ან. ჩეჩ­ნეთ­ში უკვე და­ი­წყო სა­მე­დი­ცი­ნო მოხ­მა­რე­ბის ნივ­თე­ბის დე­ფი­ცი­ტი, სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქტზე მო­ი­მა­ტა ფა­სებ­მა, რა­მაც მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. მათი ერთი ნა­წი­ლის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თით­ქოს ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა ეპი­დე­მია თა­ვი­დან აი­ცი­ლოს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი სულ სხვა­ნა­ი­რია - ხალ­ხი პა­ნი­კა­შია, ყვე­ლა­ფერს იტა­ცე­ბენ, აფ­თი­ა­ქე­ბი ცა­რი­ე­ლია და ხალ­ხს და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა აქვს, რად­გან კა­დი­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი კეთ­დე­ბა.

“რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ჩვენ­მა ყოვ­ლის­მცოდ­ნე პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მე­ლიც თურ­მე სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც ერ­კვე­ვა, ჩა­მოგ­ვით­ვა­ლა ის კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც თურ­მე იმუ­ნი­ტე­ტის ასა­მაღ­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მათ­გან ყვე­ლა დე­ფი­ცი­ტშია... არა­და გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვართ, ნუ­რაფ­რის გე­ში­ნი­ა­თო" - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი kavkaz-uzel.eu-სთან სა­უ­ბარ­ში.

ჩეჩ­ნე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ელ­ჰან სუ­ლე­ი­მა­ნო­ვის ცნო­ბით, ჩეჩ­ნეთ­ში ორი ფაბ­რი­კის გახ­სნას აპი­რე­ბენ, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყე­ბა, რო­მე­ლიც დღე-ღა­მე­ში 4 ათას ნი­ღაბს აწარ­მო­ებს, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ესეც მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე და­წე­რი­ლი და­პი­რე­ბაა...

სუ­ლე­ი­მა­ნო­ვის თქმით, 24 მარ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბით, 4 ადა­მი­ანს უკვე და­უდ­გინ­და COVID-19. ერთ მათ­განს მე­ქა­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მო­უვ­ლინ­და სიმპტო­მე­ბი. მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან კა­რან­ტი­ნი არ და­იც­ვა და ლოც­ვა­ზე წა­ვი­და, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი.

აღ­ნიშ­ნულს თა­ვად კა­დი­რო­ვიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მან ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა კა­რან­ტი­ნის ხში­რად დარ­ღვე­ვა­ში, შე­სა­ბა­მი­სად უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის და­უც­ვე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ და­უ­დევ­რო­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი სიკ­ვდილს იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­მა ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მი­მართ პირ­და­პირ მუ­ქა­რა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. პა­რა­ლე­ლუ­რად, გროზ­ნოს მო­სახ­ლე­ო­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში წერს, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი არ­ღვევს კა­რან­ტინს, იმი­ტომ, რომ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვს და იძუ­ლე­ბუ­ლია, ყო­ველ­დღე გა­ვი­დეს ქუ­ჩა­ში, რათა ოჯა­ხი არ­ჩი­ნოს.

"ორი-სამი კვი­რა გა­ვი­ჭირ­ვო­თო, გვე­უბ­ნე­ბი­ან, მა­შინ, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო ჯერ ვერც კი ამ­ბობს, რო­დის და­ლაგ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია... ჩვენს ვი­თა­რე­ბა­ში, სახ­ლში ჯდო­მა შიმ­ში­ლო­ბას ნიშ­ნავს, რად­გან სახ­ლში 5 სული ვცხოვ­რობთ, ერთი ბავ­შვი ავად­მყო­ფია, ტაქ­სის მძღო­ლად ვმუ­შა­ობ­დი და ასე გა­მო­ვი­მუ­შა­ვებ­დი ფულს... რა ვქნა არ ვიცი, ნუ გა­აპ­რო­ტეს­ტებ, თო­რემ "კა­დი­როვ­ცე­ბი" მო­გად­გე­ბი­ა­ნო" – ამ­ბობს გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

პო­ლი­ტო­ლოგ ალექ­სეი მა­კარ­კი­ნის შე­ფა­სე­ბით, ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მკაც­რი კა­რან­ტი­ნია, თუმ­ცა დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვას ად­გი­ლი არ აქვს.

"ამ ფონ­ზე სიკ­ვდი­ლით დას­ჯის მუ­ქა­რა უბ­რა­ლოდ მი­უ­ღე­ბე­ლია, ჩეჩ­ნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის და­ნარ­ჩენ რუ­სეთ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თუმ­ცა ეს კა­დი­რო­ვის სი­სას­ტი­კეს არ ამარ­თლებს" - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი.

"კა­დი­როვს მი­ზე­ზი მი­ე­ცი და მეტი არა­ფე­რი უნდა, გე­ებს დას­დევს და­სა­ხო­ცად, დღემ­დე იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია გამ­ქრა­ლი, ისე რომ, ოჯა­ხის წევ­რე­ბი მო­კი­თხვა­საც ვერ ბე­და­ვენ, ცალ­კე "კა­დი­როვ­ცე­ბის" შიში... ამი­ტომ სულ არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ ახა­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბი გა­უჩ­ნდეთ - გე­ე­ბის შემ­დეგ, კა­დი­რო­ვი კო­რო­ნა­ვირუ­სი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იწყებს ბრძო­ლას" - ამ­ბობს კი­დევ ერთი გროზ­ნო­ე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, სა­ხე­ლად თა­მა­რა. სხვე­ბის თქმით, კა­დი­რო­ვი სიკ­ვდი­ლით დას­ჯა­ზე გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით სა­უბ­რობს და არა – პირ­და­პირ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
anita
5

კორონამ იქნებ გონება გაგიხსნათ ...

kristi
28

პირუტყვი ერი

ავტორი:

"დაუდევრობით დაავადებულები სიკვდილს იმსახურებენ" - პანიკა ჩეჩნეთში და კადიროვის ბრძოლის მეთოდები COVID-19-ისგან დასაცავად

"დაუდევრობით დაავადებულები სიკვდილს იმსახურებენ" - პანიკა ჩეჩნეთში და კადიროვის ბრძოლის მეთოდები COVID-19-ისგან დასაცავად

კორონავირუსს ჩრდილოეთ კავკასიაშიც ებრძვიან. ჩეჩნეთში უკვე დაიწყო სამედიცინო მოხმარების ნივთების დეფიციტი, სხვადასხვა დასახელების პროდუქტზე მოიმატა ფასებმა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი ერთი ნაწილის თქმით, ხელისუფლება თითქოს ყველაფერს აკეთებს, რათა ეპიდემია თავიდან აიცილოს, თუმცა რეალური სურათი სულ სხვანაირია - ხალხი პანიკაშია, ყველაფერს იტაცებენ, აფთიაქები ცარიელია და ხალხს დაუცველობის განცდა აქვს, რადგან კადიროვის ხელისუფლება მხოლოდ განცხადებებს აკეთებს, რეალურად არაფერი კეთდება.

“რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ყოვლისმცოდნე პრეზიდენტმა, რომელიც თურმე სამედიცინო საქმიანობაშიც ერკვევა, ჩამოგვითვალა ის კვების პროდუქტები, რომელიც თურმე იმუნიტეტის ასამაღლებლად გამოიყენება, მათგან ყველა დეფიციტშია... არადა გვეუბნებოდნენ, ყველაფრისთვის მზად ვართ, ნურაფრის გეშინიათო" - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში.

ჩეჩნეთის ჯანდაცვის მინისტრის ელჰან სულეიმანოვის ცნობით, ჩეჩნეთში ორი ფაბრიკის გახსნას აპირებენ, სადაც სამედიცინო ნიღბების წარმოება დაიწყება, რომელიც დღე-ღამეში 4 ათას ნიღაბს აწარმოებს, თუმცა ადგილობრივების თქმით, ესეც მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი დაპირებაა...

სულეიმანოვის თქმით, 24 მარტის მონაცემებით, 4 ადამიანს უკვე დაუდგინდა COVID-19. ერთ მათგანს მექადან დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა სიმპტომები. მინისტრის ინფორმაციით, მან კარანტინი არ დაიცვა და ლოცვაზე წავიდა, სადაც უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი.

აღნიშნულს თავად კადიროვიც გამოეხმაურა. მან ადგილობრივი მოსახლეობა კარანტინის ხშირად დარღვევაში, შესაბამისად უსაფრთხოების წესების დაუცველობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დაუდევრობით დაავადებულები სიკვდილს იმსახურებენ.

უფლებადამცველებმა ჩეჩნეთის ლიდერი კორონავირუსით დაინფიცირებულების მიმართ პირდაპირ მუქარაში დაადანაშაულეს. პარალელურად, გროზნოს მოსახლეობა ინტერნეტში წერს, რომ უამრავი ადამიანი არღვევს კარანტინს, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვს და იძულებულია, ყოველდღე გავიდეს ქუჩაში, რათა ოჯახი არჩინოს.

"ორი-სამი კვირა გავიჭირვოთო, გვეუბნებიან, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ჯერ ვერც კი ამბობს, როდის დალაგდება სიტუაცია... ჩვენს ვითარებაში, სახლში ჯდომა შიმშილობას ნიშნავს, რადგან სახლში 5 სული ვცხოვრობთ, ერთი ბავშვი ავადმყოფია, ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი და ასე გამოვიმუშავებდი ფულს... რა ვქნა არ ვიცი, ნუ გააპროტესტებ, თორემ "კადიროვცები" მოგადგებიანო" – ამბობს გამოცემასთან საუბარში კიდევ ერთი ადგილობრივი.

პოლიტოლოგ ალექსეი მაკარკინის შეფასებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მკაცრი კარანტინია, თუმცა დარღვევის შემთხვევაში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ადგილი არ აქვს.

"ამ ფონზე სიკვდილით დასჯის მუქარა უბრალოდ მიუღებელია, ჩეჩნური გამოცდილების დანარჩენ რუსეთში გამოყენება, წარმოუდგენელია, თუმცა ეს კადიროვის სისასტიკეს არ ამართლებს" - ამბობს პოლიტოლოგი.

"კადიროვს მიზეზი მიეცი და მეტი არაფერი უნდა, გეებს დასდევს დასახოცად, დღემდე იმდენი ადამიანია გამქრალი, ისე რომ, ოჯახის წევრები მოკითხვასაც ვერ ბედავენ, ცალკე "კადიროვცების" შიში... ამიტომ სულ არ გამიკვირდება, რომ ახალი სამიზნეები გაუჩნდეთ - გეების შემდეგ, კადიროვი კორონავირუსიანების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას" - ამბობს კიდევ ერთი გროზნოელი ინტერნეტმომხმარებელი, სახელად თამარა. სხვების თქმით, კადიროვი სიკვდილით დასჯაზე გადატანითი მნიშვნელობით საუბრობს და არა – პირდაპირ.

ვინ არის მსოფლიოს ახალი მილიარდერი, რომელსაც სიმდიდრე კორონავირუსის პანდემიამ მოუტანა

აშშ-მა COVID-19-ის მკურნალობისთვის "ჰიდროქსიქლოროქინის", იგივე "პლაქვენილის" გამოყენების ნებართვა გააუქმა

ფოტოები თურქეთის პროვინციიდან, სადაც მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა