სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაღაროებს საგანგებო მდგომარეობა არ შეხებიათ - "ერთი ადამიანი აბანინებს ხელებს მუშებს... გვითხრეს, რომ მრავალჯერად შავ პირბადეებს მოგვიტანენ"
მაღაროებს საგანგებო მდგომარეობა არ შეხებიათ - "ერთი ადამიანი აბანინებს ხელებს მუშებს... გვითხრეს, რომ მრავალჯერად შავ პირბადეებს მოგვიტანენ"

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ბა სამ­თო-მო­პო­ვე­ბით სექ­ტორს არ შე­ხე­ბია. თუმ­ცა, მა­ღა­რო­ე­ბის მფლო­ბელ კომ­პა­ნი­ებს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევთ, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი უნდა იყ­ვნენ ჰი­გი­ე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თა და შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა შე­იც­ვა­ლა მა­ღა­რო­ელ­თა ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ და იცა­ვენ თუ არა დამ­საქ­მებ­ლე­ბი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

ჭი­ა­თუ­რის მა­ღა­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პა­ა­ტა სამ­ხა­რა­ძე გვიყ­ვე­ბა, რომ მათ ყო­ველ­დღი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თით­ქმის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა და ჩვე­უ­ლი დატ­ვირ­თით აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას. იმ გას­ხვა­ვე­ბით, რომ ად­რინ­დელ­თან შე­და­რე­ბით მეტ დროს უთ­მო­ბენ ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვას და ერი­დე­ბი­ან შეს­ვე­ნე­ბე­ბი­სას ერ­თად თავ­შეყ­რას.

"სა­მუ­შაო პრო­ცე­სი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გრძელ­დე­ბა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ. ვცდი­ლობთ, ათ ადა­მი­ან­ზე მეტი არ შე­ვიკ­რი­ბოთ ერ­თად, რეს­პი­რა­ტო­რე­ბი უნდა გვე­კე­თოს და ა.შ. ყო­ველ­დღი­უ­რად ტარ­დე­ბა დე­ზინ­ფექ­ცია იმ ად­გი­ლე­ბის, სა­დაც ერ­თად იყ­რი­ან თავს მუ­შე­ბი - გა­სახ­დე­ლებ­ში, აბა­ნო­ში და მო­სა­წევ ად­გი­ლებ­ზე და ა.შ. რეს­პი­რა­ტო­რე­ბი გვაქვს.

ისე, ნიღ­ბებს რაც შე­ე­ხე­ბა, ჩვე­ნი მძი­მე და მავ­ნე სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ად­რეც უნდა გვკე­თე­ბო­და, მაგ­რამ ამ ნორ­მას არა­ვინ იცავ­და. ახლა ყვე­ლა იკე­თებს ნიღ­ბებს. რო­გორც იცით, ჭი­ა­თუ­რა­ში ობი­ექ­ტე­ბი კი­ლო­მეტ­რო­ბი­თაა ერ­თმა­ნე­თის­გან მო­შო­რე­ბუ­ლი. რო­გორც ფე­რო­ში და სხვა მა­ღა­რო­ებ­ში ისე არ არის აქ. გვაქვს ცენ­ტრა­ლუ­რი გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ფაბ­რი­კა და ის უნა­წი­ლებს ყვე­ლა მუ­შას სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და რეს­პი­რა­ტო­რებს. გვი­თხრეს, რომ ახლა შე­მო­აქვთ მრა­ვალ­ჯე­რა­დი შავი პირ­ბა­დე­ე­ბი" - გვიყ­ვე­ბა სამ­ხა­რა­ძე.

მა­ღა­რო­ე­ლი მუშა ამ­ბობს, რომ ობი­ექ­ტებ­ზე ხე­ლის და­სა­ბა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რი ხსნა­რე­ბი არ არის. არ აქვთ ასე­ვე სათ­ვა­ლე­ე­ბი და პირ­ბა­დე­ე­ბი. რო­დე­საც სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ან, ხელს სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნი ყვე­ლას რი­ტუ­ა­ლუ­რად აბა­ნი­ნებს.

"ერთი ადა­მი­ა­ნია გა­მო­ყო­ფი­ლი, რო­მე­ლიც ხე­ლებს აბა­ნი­ნებს ყვე­ლა მუ­შას, უს­ხამს წყალს და მას ევე­ლე­ბა კონ­ტრო­ლი, და­ი­ბა­ნა თუ არა ყვე­ლამ ხე­ლე­ბი. შემ­დეგ იკე­თე­ბენ მხო­ლოდ ნიღ­ბებს. ხელ­თათ­მა­ნე­ბი და სათ­ვა­ლე­ე­ბი არ გვაქვს და გა­დი­ან სა­მუ­შა­ოდ. რაც შე­ე­ხე­ბა დის­ტან­ცი­ას, ჩვენ­თან იგი ბუ­ნებ­რი­ვად არის და­ცუ­ლი, ერთი ადა­მი­ა­ნი ერთ ად­გილ­ზე მუ­შა­ობს, ან­გრევს მი­წას და რამ­დე­ნი­მე მეტ­რით მო­შო­რე­ბით კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი აწარ­მო­ებს მად­ნის მო­პო­ვე­ბას.

მე პი­რა­დად ვარ 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, სხვებ­თან შე­და­რე­ბით მა­ინც რის­კის ქვე­ში ვარ, მაქვს ასე­ვე ქრო­ნი­კუ­ლი და­ავ­დე­ბე­ბი, მაგ­რამ ში­შის გრძნო­ბა მა­ინც არ მაქვს, რად­გან, ვფიქ­რობ, და­ცუ­ლია ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი და ამ მხრივ მშვი­დად ვარ. ელ­მა­ვა­ლე­ბის კა­ბი­ნებ­შიც კეთ­დე­ბა დე­ზინ­ფექ­ცია. კომ­პა­ნია იცავს წეს­რიგს. ვი­საც უნდა მუ­შა­ო­ბა და წე­სებს იცავს, უნდა იმუ­შა­ონ" - გვე­უბ­ნე­ბა ჭი­ა­თუ­რის მა­ღა­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პა­ა­ტა სამ­ხა­რა­ძე.

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი სამ­თო და ქი­მი­უ­რი მრეწ­ვე­ლო­ბის მუ­შაკ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი თა­მაზ დო­ლა­ბე­რი­ძე გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს იმას, რომ სამ­თო-მო­პო­ვე­ბით სექ­ტორს შეზ­რუდ­ვე­ბი არ და­უ­წეს­და. მისი თქმით, მა­ღა­რო­ებ­ში დე­ზინ­ფექ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რებს პროფ­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­უ­წე­ვენ მო­ნი­ტო­რინგს.

"მთავ­რო­ბამ ჩათ­ვა­ლა, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ისე­თი დო­ნის გან­გა­შის გა­მო­ცხა­დე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არის, მაგ­რამ თუ სა­ჭი­რო გახ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა სა­წარ­მოს გა­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც მი­ი­ღე­ბენ. ვფიქ­რობ, რომ ამ ეტაპ­ზე მთავ­რო­ბის ამ­გვა­რი მიდ­გო­მა გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ეკო­ნო­მი­კუ­რი სიმ­ძლავ­რე­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მო­ტი­ვი­დან...

ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია, მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს ბიზ­ნე­სი, რომ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სრუ­ლი­ად შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩნენ და უდი­დე­სი დარ­ტყმა მი­ად­გათ ასე­ვე თვით­და­საქ­მე­ბუ­ლებს და მო­ვაჭ­რე­ებს. ამ მო­მენ­ტის­თის მძი­მე მრეწ­ვე­ლო­ბა ერ­თა­დერ­თი სექ­ტო­რია, რო­მე­ლიც პრო­დუქ­ცი­ას სა­ზღვარ­გა­რეთ ყი­დის და დო­ლა­რი შე­მო­აქვს... ესეც რომ გა­ჩერ­დეს ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო კა­ტას­ტრო­ფუ­ლი იქ­ნე­ბა.

პროფ­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს კომ­პა­ნი­ას­თან ჰქონ­დათ არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა და და­ი­გეგ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რათა და­ცუ­ლი იქ­ნას მთავ­რო­ბის მიერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად... კომ­პა­ნი­ას მო­მა­რა­გე­ბუ­ლი აქვს სა­დენ­ზი­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და გა­ი­წე­რა ყო­ველ­დღი­უ­რი დე­ზინ­ფექ­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბიც, რო­მელ­საც პროფ­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­უ­წე­ვენ მო­ნი­ტო­რინგს.

ჩვენ მო­ვი­თხო­ვეთ, რომ შრო­მის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში შე­ი­ტა­ნონ იმგვა­რი დრო­ე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნას და­ცუ­ლი 10 ადა­მი­ა­ნის ერთ ად­გი­ლას კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ზღვრე­ბი და ერ­თმა­ნეთ­თან დის­ტან­ცი­რე­ბის ნორ­მე­ბი... რა თქმა უნდა, ად­გილ­ზე ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლოა ზუს­ტად ასე ვერ ხდე­ბო­დეს და პე­რი­ო­დი­ლად ად­გი­ლი ქონ­დეს გარ­კვე­ულ ადა­მი­ა­ნურ გა­დაც­დო­მებს, თუმ­ცა ვცდი­ლობთ, პრო­ცე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბის არე­ალ­ში გვქონ­დეს" - უხ­სნის AMBEBI.GE-ს თა­მაზ დო­ლა­ბე­რი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, სამ­თო-მო­პო­ვე­ბი­თი სექ­ტო­რის პერ­სო­ნა­ლი არ უნდა გა­მო­ცხად­დეს სა­მუ­შაო ად­გილ­ზე იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ:

  • მათ და­ტო­ვეს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ქვეყ­ნე­ბი ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში;
  • ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ კო­რო­ნა­ვირუ­სის მა­ტა­რე­ბელ პირ­თან/პი­რებ­თან (მათ უნდა გა­ი­ა­რონ თვი­თი­ზო­ლა­ცია/კა­რან­ტი­ნი შე­სა­ბა­მი­სად დად­გე­ნი­ლი წე­სით);
  • აღე­ნიშ­ნე­ბათ რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი (ხვე­ლა, ტემ­პე­რა­ტუ­რა, ცე­მი­ნე­ბა, სუთ­ქვის გაძ­ნე­ლე­ბა, სა­ერ­თო სი­სუს­ტე და ა.შ.);
  • მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან COVID-19-ით და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა და გარ­თუ­ლე­ბე­ბის მა­ღა­ლი რის­კის მქო­ნე­ებს: 70წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, აგ­რეთ­ვე, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის (გულ-სის­ხლძარ­ღვთა­და­ა­ვა­დე­ბე­ბი, დი­ა­ბე­ტი, ბრონ­ქუ­ლი ას­თმა და სა­სუნ­თქი ორ­გა­ნო­ე­ბის სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბი) მქო­ნე პი­რე­ბი.

ამა­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, დამ­საქ­მებ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბია:

  • სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბის წინ გა­ა­კონ­ტრო­ლოს პერ­სო­ნა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა;
  • უზ­რუნ­ველ­ყოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით (რეს­პი­რა­ტო­რი, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხელ­თათ­მა­ნი, სა­ხის ფარი და შე­სა­ბა­მი­სი სათ­ვა­ლე);
  • მი­ა­წო­დოს და­საქ­მე­ბუ­ლებს ინ­ფორ­მა­ცია უსაფრ­თხო მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­დუ­რე­ბის და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის შე­სა­ხებ (იხელ­მძღვა­ნე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და­სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით);
  • იმ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი მუ­შა­ო­ბის ამ­გვა­რი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა;
  • შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში და­ა­წე­სოს შე­ზღუდ­ვე­ბი სა­მუ­შაო დრო­ზე. გა­მო­ი­ყე­ნეთ თა­ნამ­შრო­მელ­თა რო­ტა­ცია;
  • რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ერთ სა­მუ­შაო უბან­ზე, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, არა­უ­მე­ტეს 10 ადა­მი­ა­ნის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა, შე­სა­ბა­მი­სი დის­ტან­ცი­ის დაც­ვით (არა­ნაკ­ლებ 2 მ-სა);
  • უზ­რუნ­ველ­ყოს სა­მუ­შაო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მიერ და­საქ­მე­ბულ­თა შე­მოწ­მე­ბა ვირუ­სის სიმპტო­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით;
  • სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე გა­ნა­თავ­სოს სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და მათი სწო­რად მოხ­მა­რე­ბის­წე­სე­ბი.
  • უზ­რუნ­ველ­ყოს, სა­მუ­შაო ად­გილ­ზე ხე­ლის­პე­რი­ო­დუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო სულ მცი­რე, 70% ალ­კოჰო­ლის შემ­ცვე­ლი ხე­ლის გამ­წმენ­დი ხსნა­რის გან­თავ­სე­ბა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე რე­კო­მენ­და­ცია.

დღეს "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნეზ­მა გა­ნა­ცხა­და იმის შე­სა­ხებ, რომ ჭი­ა­თუ­რის სამ­თო-გა­მამ­დიდ­რე­ბე­ლი კომ­ბი­ნა­ტის და­საქ­მე­ბუ­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მე­ბი ეწ­ვივ­ნენ და COVID19-ის პრე­ვენ­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­აც­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
m16
1

რამდენი ფული გადის ჭიათურიდან და რას ჰგავს ქალაქი, მუშებს, რომლებიც საქმეს აკეთებენ სამათხოვრო ხელფასს უხდიან, რომ შიმშილით არ მოკვდნენ, არავითარი უსაფრთხოების ნორმები, ჩამოსულ და საოფისე არაფრისგამკეთებლებს კი ხელფასები 5000 ლარიდან ეწყებათ. ყველა მთავრობა ხელს ითფობდა და ითფობს ჭიათურაზე, პროცენტულად ყველაზე მეტი ონკოლოგიური პაციენტი ჭიათურიდანაა, ყოველი ხელისუფლება ცდილობდა და ცდილობს ჰყავდეს ბოგანო დეპუტატი და ქალაქის მერი, ეს ყველა ხელისუფლებას გამოსდიოდა და ეხლაც შესანიშნავად გამოსდით, თუ ჩემი არ გჯერათ, ჩაბრძანდით და გაესაუბრეთ დეპუტატ სულხანას და მერ გიკუნა ბუთხუჩელას

ჰოო
0

მიწისქვეშ ხალხმა იმუშავოს და ზემოთ ხის ჩრდილში წამოგორებულმა უნამუსომ მფრინავი-იაკობით მიიღოს ტკბობა? აუფ რა იდილიააა...

ავტორი:

მაღაროებს საგანგებო მდგომარეობა არ შეხებიათ - "ერთი ადამიანი აბანინებს ხელებს მუშებს... გვითხრეს, რომ მრავალჯერად შავ პირბადეებს მოგვიტანენ"

მაღაროებს საგანგებო მდგომარეობა არ შეხებიათ - "ერთი ადამიანი აბანინებს ხელებს მუშებს... გვითხრეს, რომ მრავალჯერად შავ პირბადეებს მოგვიტანენ"

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარება სამთო-მოპოვებით სექტორს არ შეხებია. თუმცა, მაღაროების მფლობელ კომპანიებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ, რომელთა მიხედვითაც დასაქმებულები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ჰიგიენის საშუალებებითა და შესაბამისი აღჭურვილობით.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა შეიცვალა მაღაროელთა ყოველდღიურ საქმიანობაში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ და იცავენ თუ არა დამსაქმებლები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებული პაატა სამხარაძე გვიყვება, რომ მათ ყოველდღიურ საქმიანობაში თითქმის არაფერი შეცვლილა და ჩვეული დატვირთით აგრძელებენ მუშაობას. იმ გასხვავებით, რომ ადრინდელთან შედარებით მეტ დროს უთმობენ ჰიგიენური ნორმების დაცვას და ერიდებიან შესვენებებისას ერთად თავშეყრას.

"სამუშაო პროცესი ჩვეულებრივად გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციებით ვხელმძღვანელობთ. ვცდილობთ, ათ ადამიანზე მეტი არ შევიკრიბოთ ერთად, რესპირატორები უნდა გვეკეთოს და ა.შ. ყოველდღიურად ტარდება დეზინფექცია იმ ადგილების, სადაც ერთად იყრიან თავს მუშები - გასახდელებში, აბანოში და მოსაწევ ადგილებზე და ა.შ. რესპირატორები გვაქვს.

ისე, ნიღბებს რაც შეეხება, ჩვენი მძიმე და მავნე სამუშაო პირობების გათვალისწინებით, ადრეც უნდა გვკეთებოდა, მაგრამ ამ ნორმას არავინ იცავდა. ახლა ყველა იკეთებს ნიღბებს. როგორც იცით, ჭიათურაში ობიექტები კილომეტრობითაა ერთმანეთისგან მოშორებული. როგორც ფეროში და სხვა მაღაროებში ისე არ არის აქ. გვაქვს ცენტრალური გამანაწილებელი ფაბრიკა და ის უნაწილებს ყველა მუშას სადეზინფექციო საშუალებებსა და რესპირატორებს. გვითხრეს, რომ ახლა შემოაქვთ მრავალჯერადი შავი პირბადეები" - გვიყვება სამხარაძე.

მაღაროელი მუშა ამბობს, რომ ობიექტებზე ხელის დასაბანი სპეციალური ხსნარები არ არის. არ აქვთ ასევე სათვალეები და პირბადეები. როდესაც სამსახურში მიდიან, ხელს სპეციალურად გამოყოფილი ადამიანი ყველას რიტუალურად აბანინებს.

"ერთი ადამიანია გამოყოფილი, რომელიც ხელებს აბანინებს ყველა მუშას, უსხამს წყალს და მას ეველება კონტროლი, დაიბანა თუ არა ყველამ ხელები. შემდეგ იკეთებენ მხოლოდ ნიღბებს. ხელთათმანები და სათვალეები არ გვაქვს და გადიან სამუშაოდ. რაც შეეხება დისტანციას, ჩვენთან იგი ბუნებრივად არის დაცული, ერთი ადამიანი ერთ ადგილზე მუშაობს, ანგრევს მიწას და რამდენიმე მეტრით მოშორებით კიდევ რამდენიმე ადამიანი აწარმოებს მადნის მოპოვებას.

მე პირადად ვარ 50 წელს გადაცილებული, სხვებთან შედარებით მაინც რისკის ქვეში ვარ, მაქვს ასევე ქრონიკული დაავდებები, მაგრამ შიშის გრძნობა მაინც არ მაქვს, რადგან, ვფიქრობ, დაცულია ჰიგიენის წესები და ამ მხრივ მშვიდად ვარ. ელმავალების კაბინებშიც კეთდება დეზინფექცია. კომპანია იცავს წესრიგს. ვისაც უნდა მუშაობა და წესებს იცავს, უნდა იმუშაონ" - გვეუბნება ჭიათურის მაღაროში დასაქმებული პაატა სამხარაძე.

საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე გამართლებულად მიიჩნევს იმას, რომ სამთო-მოპოვებით სექტორს შეზრუდვები არ დაუწესდა. მისი თქმით, მაღაროებში დეზინფექციის განხორციელების პროცედურებს პროფკავშირის წარმომადგენლები გაუწევენ მონიტორინგს.

"მთავრობამ ჩათვალა, რომ ჯერჯერობით ისეთი დონის განგაშის გამოცხადების აუცილებლობა არ არის, მაგრამ თუ საჭირო გახდა, სავარაუდოდ, ყველა საწარმოს გაჩერების გადაწყვეტილებასაც მიიღებენ. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მთავრობის ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს ეკონომიკური სიმძლავრეების შენარჩუნების მოტივიდან...

ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი პარალიზებულია, მომსახურების სფეროს ბიზნესი, რომლის თანამშრომლები სრულიად შემოსავლის გარეშე დარჩნენ და უდიდესი დარტყმა მიადგათ ასევე თვითდასაქმებულებს და მოვაჭრეებს. ამ მომენტისთის მძიმე მრეწველობა ერთადერთი სექტორია, რომელიც პროდუქციას საზღვარგარეთ ყიდის და დოლარი შემოაქვს... ესეც რომ გაჩერდეს ეროვნული ვალუტის მდგომარეობა კიდევ უფრო კატასტროფული იქნება.

პროფკავშირის წარმომადგენლებს კომპანიასთან ჰქონდათ არაერთი შეხვედრა და დაიგეგმა ღონისძიებები, რათა დაცული იქნას მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები ეპიდემიის გავრცელების რისკების შესამცირებლად... კომპანიას მომარაგებული აქვს სადენზიფექციო საშუალებები და გაიწერა ყოველდღიური დეზინფექციის განხორციელების პროცედურებიც, რომელსაც პროფკავშირის წარმომადგენლები გაუწევენ მონიტორინგს.

ჩვენ მოვითხოვეთ, რომ შრომის ორგანიზებაში შეიტანონ იმგვარი დროებითი ცვლილებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად იქნას დაცული 10 ადამიანის ერთ ადგილას კონცენტრაციის ზღვრები და ერთმანეთთან დისტანცირების ნორმები... რა თქმა უნდა, ადგილზე ყველაფერი შესაძლოა ზუსტად ასე ვერ ხდებოდეს და პერიოდილად ადგილი ქონდეს გარკვეულ ადამიანურ გადაცდომებს, თუმცა ვცდილობთ, პროცესი მაქსიმალური ყურადღების არეალში გვქონდეს" - უხსნის AMBEBI.GE-ს თამაზ დოლაბერიძე.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, სამთო-მოპოვებითი სექტორის პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

  • მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;
  • ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);
  • აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
  • მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთადაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

ამავე რეკომენდაციებით, დამსაქმებლის ვალდებულებებია:

  • სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • უზრუნველყოს თანამშრომლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (რესპირატორი, საჭიროების შემთხვევაში ხელთათმანი, სახის ფარი და შესაბამისი სათვალე);
  • მიაწოდოს დასაქმებულებს ინფორმაცია უსაფრთხო მუშაობის პროცედურების და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ (იხელმძღვანელოს დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით);
  • იმ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;
  • შესაძლებლობის ფარგლებში დააწესოს შეზღუდვები სამუშაო დროზე. გამოიყენეთ თანამშრომელთა როტაცია;
  • რეკომენდირებულია ერთ სამუშაო უბანზე, დახურულ სივრცეში, არაუმეტეს 10 ადამიანის ერთობლივი მუშაობა, შესაბამისი დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);
  • უზრუნველყოს სამუშაო პროცესის დაწყებამდე, სამედიცინო პერსონალის მიერ დასაქმებულთა შემოწმება ვირუსის სიმპტომებთან დაკავშირებით;
  • სამუშაო ადგილებზე განათავსოს სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარებისწესები.
  • უზრუნველყოს, სამუშაო ადგილზე ხელისპერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი ხსნარის განთავსება და კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია.

დღეს "ჯორჯიან მანგანეზმა განაცხადა იმის შესახებ, რომ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დასაქმებულებს ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის ექიმები ეწვივნენ და COVID19-ის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები გააცნეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა

"დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით" - როგორია თვითიზოლაცია-კარანტინის წესები

არც ერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს... ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს - თენგიზ ცერცვაძე