პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეჟისორებს ვუთხარი: მინდა სერიალში ქართული ისმოდეს-მეთქი" - როგორ მოხვდა ლევან ხურცია რუსულ მძაფრსიუჟეტიან სერიალში
"რეჟისორებს ვუთხარი: მინდა სერიალში ქართული ისმოდეს-მეთქი" - როგორ მოხვდა ლევან ხურცია რუსულ მძაფრსიუჟეტიან სერიალში

რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია TNT-ს სა­ღა­მოს ეთერ­ში მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი სე­რი­ა­ლი КОЛЛ-ЦЕНТР და­ი­წყო, რო­მელ­საც რუს მა­ყუ­რე­ბელ­ში უკვე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის კი იმით აღ­მოჩ­ნდა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ ერთ-ერთ პერ­სო­ნაჟს - და­ვითს, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ლე­ვან ხურ­ცია ასა­ხი­ე­რებს.

"ბრა­ვო ლე­ვან, ვა­მა­ყობ შე­ნით და ვერც გა­მოვ­თქვამ სი­ტყვე­ბით, რამ­დე­ნად დიდი სი­ხა­რუ­ლია ეს წარ­მა­ტე­ბა" - ასე მი­უ­ლო­ცა მე­უღ­ლემ, ცნო­ბილ­მა ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა ხურ­ცი­ას წარ­მა­ტე­ბა.

AMBEBI.GE მსა­ხი­ობს და­უ­კავ­შირ­და და უფრო დე­ტა­ლუ­რად ჰკი­თხა სე­რი­ა­ლის შე­სა­ხებ:

- ლე­ვან, გვი­ამ­ბეთ რუ­სუ­ლი სე­რი­ა­ლის და თქვე­ნი გმი­რის შე­სა­ხებ...

- ეს სე­რი­ა­ლი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ გა­და­ი­ღეს. ვთა­მა­შობ ქარ­თველს, რო­მელ­საც გას­ტა­ცე­ბენ შვილს, შემ­დეგ იზო­ლა­ცი­ა­ში მო­აქ­ცე­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუფს. ჩემი გმი­რი არის და­ვი­თი, რო­მელ­საც აქვს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია და ჰგო­ნია, რომ შვი­ლი ფი­ნან­სე­ბის გამო გას­ტა­ცეს, თუმ­ცა სულ სხვა­ნა­ი­რად ვი­თარ­დე­ბა სი­უ­ჟე­ტი...

ყვე­ლა გმირს სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია აქვს. ამ სე­რი­ა­ლით პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა სპექ­ტაკლზე "12 გან­რის­ხე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი", რად­გან ერთ სივ­რცე­ში მოქ­ცე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თად აა­ნა­ლი­ზე­ბენ გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას და შეც­დო­მებს. სად და რა დროს ვუშ­ვებთ შეც­დო­მას ადა­მი­ა­ნე­ბი, უმე­ტე­სად ვერ ვა­ა­ნა­ლი­ზებთ და ამა­ზე შემ­დეგ, სხვას უწევს პა­სუ­ხის­გე­ბა. უფრო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კი­ნო­სუ­რა­თია...

- რამ­დენ­სე­რი­ა­ნია სე­რი­ა­ლი?

- ეს არის ფილ­მი რვა ეპი­ზო­დად. პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი 8 სე­რი­ის­გან შედ­გე­ბა. სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, 8-სა­ა­თი­ან ლი­მიტ­ზე არის შე­ერ­თე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ბომ­ბი და თითო სა­ათ­ში ვი­თარ­დე­ბა სხვა­დას­ხვა სი­უ­ჟე­ტი. მუ­სი­რებს აზრი, რომ ტე­რო­რის­ტებს ვყა­ვართ ალ­ყა­ში, მაგ­რამ ვნა­ხოთ ვინ არი­ან რე­ა­ლუ­რად ისი­ნი...

- რო­გორ მოხ­და თქვე­ნი და­კავ­ში­რე­ბა რუს რე­ჟი­სორ­თან?

- ნინო დო­ლი­ძის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და ჩვე­ნი და­კავ­ში­რე­ბა. დიდი კას­ტინ­გი ჩა­ტარ­და, რო­მელ­საც ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და და ასე მოვ­ხვდი ამ სე­რი­ალ­ში. მათ უნ­დო­დათ ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ქარ­თუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით. რე­ჟი­სო­რებს, ალექ­სან­დრე ჩუ­პოვს და ნა­ტა­ლია მერ­კუ­ლო­ვას ძა­ლი­ან უყ­ვართ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რიც მათ და­წე­რეს და სურ­დათ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი საქ­მი­თაც გა­მო­ე­ხა­ტათ.

რე­ჟი­სო­რებს ვუ­თხა­რი: მინ­და სე­რი­ალ­ში ქარ­თუ­ლი ის­მო­დეს-მეთ­ქი და დამ­თან­ხმდნენ ამა­ზე. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ რე­ჟი­სო­რე­ბის და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო, ჩემ­თვის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბი­სას მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი.

- კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო, თით­ქმის ყვე­ლა პრო­ექ­ტი გა­ჩერ­და, თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე რო­გორ აი­სა­ხა ეს?

- აზერ­ბა­ი­ჯან­ში მქონ­და პრო­ექ­ტი, უნდა ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩა­ი­შა­ლა. ამას წინ უძღო­და ტე­რენს მა­ლი­კის ფილ­მი, სა­დაც მე და ან­დრო სა­რიშ­ვი­ლი ვთა­მა­შობ­დით. ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვილ­მა და ეკა იო­სე­ლი­ან­მა დაგ­ვა­კავ­ში­რა მა­ლიკ­თან, ეს იყო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ჩუ­ქა­რი ჩვენ­თვის. უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო მას­თან მუ­შა­ო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­შა­ლა და გა­ჩერ­და.

სხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ამ ეტაპ­ზე არ იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. გული მწყდე­ბა ამის გამო, თუმ­ცა ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ ცო­ცხალ ლე­გენ­დას­თან, რო­ბი­კო სტუ­რუ­ას­თან მუ­შა­ო­ბის და სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს ყო­ველ­დღი­უ­რად.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
18

კომუნისტების დროს რუსები თავის ფილმებში ქართველების დამცირებას ცდილობდნენ ამაში თავად ჩვენს უთავმოყვარე მსახიობებსაცააქ წვლილი მიღებული ამიტომ ჩვენი სურვილია რომჩვენმა მსახიობებმა უფრო ღირსეულათ წამოაჩინდნენ

ლევან ხურციას
5

ლევან, მაგრად გავხარ როჯერ ფედერერს...წარმატებებიიი..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"რეჟისორებს ვუთხარი: მინდა სერიალში ქართული ისმოდეს-მეთქი" - როგორ მოხვდა ლევან ხურცია რუსულ მძაფრსიუჟეტიან სერიალში

"რეჟისორებს ვუთხარი: მინდა სერიალში ქართული ისმოდეს-მეთქი" - როგორ მოხვდა ლევან ხურცია რუსულ მძაფრსიუჟეტიან სერიალში

რამდენიმე დღის წინ რუსული ტელეკომპანია TNT-ს საღამოს ეთერში მძაფრსიუჟეტიანი სერიალი КОЛЛ-ЦЕНТР დაიწყო, რომელსაც რუს მაყურებელში უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ქართველებისთვის კი იმით აღმოჩნდა საინტერესო, რომ ერთ-ერთ პერსონაჟს - დავითს, რუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია ასახიერებს.

"ბრავო ლევან, ვამაყობ შენით და ვერც გამოვთქვამ სიტყვებით, რამდენად დიდი სიხარულია ეს წარმატება" - ასე მიულოცა მეუღლემ, ცნობილმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ხურციას წარმატება.

AMBEBI.GE მსახიობს დაუკავშირდა და უფრო დეტალურად ჰკითხა სერიალის შესახებ:

- ლევან, გვიამბეთ რუსული სერიალის და თქვენი გმირის შესახებ...

- ეს სერიალი წელიწადნახევრის წინ გადაიღეს. ვთამაშობ ქართველს, რომელსაც გასტაცებენ შვილს, შემდეგ იზოლაციაში მოაქცევენ ადამიანების ჯგუფს. ჩემი გმირი არის დავითი, რომელსაც აქვს სამშენებლო კომპანია და ჰგონია, რომ შვილი ფინანსების გამო გასტაცეს, თუმცა სულ სხვანაირად ვითარდება სიუჟეტი...

ყველა გმირს საკუთარი ისტორია აქვს. ამ სერიალით პარალელის გავლება შეიძლება სპექტაკლზე "12 განრისხებული მამაკაცი", რადგან ერთ სივრცეში მოქცეული ადამიანები ერთად აანალიზებენ განვლილ ცხოვრებას და შეცდომებს. სად და რა დროს ვუშვებთ შეცდომას ადამიანები, უმეტესად ვერ ვაანალიზებთ და ამაზე შემდეგ, სხვას უწევს პასუხისგება. უფრო ფსიქოლოგიური კინოსურათია...

- რამდენსერიანია სერიალი?

- ეს არის ფილმი რვა ეპიზოდად. პირველი სეზონი 8 სერიისგან შედგება. სიუჟეტის მიხედვით, 8-საათიან ლიმიტზე არის შეერთებული ასაფეთქებელი ბომბი და თითო საათში ვითარდება სხვადასხვა სიუჟეტი. მუსირებს აზრი, რომ ტერორისტებს ვყავართ ალყაში, მაგრამ ვნახოთ ვინ არიან რეალურად ისინი...

- როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება რუს რეჟისორთან?

- ნინო დოლიძის მეშვეობით მოხდა ჩვენი დაკავშირება. დიდი კასტინგი ჩატარდა, რომელსაც ბევრი ადამიანი ესწრებოდა და ასე მოვხვდი ამ სერიალში. მათ უნდოდათ ქართველი მსახიობი, ქართული სულისკვეთებით. რეჟისორებს, ალექსანდრე ჩუპოვს და ნატალია მერკულოვას ძალიან უყვართ ჩვენი ქვეყანა, სერიალის სცენარიც მათ დაწერეს და სურდათ საქართველოს მიმართ სიყვარული საქმითაც გამოეხატათ.

რეჟისორებს ვუთხარი: მინდა სერიალში ქართული ისმოდეს-მეთქი და დამთანხმდნენ ამაზე. განსხვავებული სიუჟეტი და ჩვენი ქვეყნის მიმართ რეჟისორების დადებითი დამოკიდებულება იყო, ჩემთვის პროექტზე მუშაობისას მთავარი მამოძრავებელი.

- კორონავირუსის პანდემიის გამო, თითქმის ყველა პროექტი გაჩერდა, თქვენს საქმიანობაზე როგორ აისახა ეს?

- აზერბაიჯანში მქონდა პროექტი, უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ ჩაიშალა. ამას წინ უძღოდა ტერენს მალიკის ფილმი, სადაც მე და ანდრო სარიშვილი ვთამაშობდით. ეკა ანდრონიკაშვილმა და ეკა იოსელიანმა დაგვაკავშირა მალიკთან, ეს იყო შემოქმედებითი საჩუქარი ჩვენთვის. უდიდესი გამოცდილება იყო მასთან მუშაობა. ყველაფერი ჩაიშალა და გაჩერდა.

სხვა შემოთავაზებები საზღვარგარეთიდან ამ ეტაპზე არ იყო, საქართველოში გაჩერებულები ვართ. გული მწყდება ამის გამო, თუმცა ბედნიერი ვარ იმით, რომ ცოცხალ ლეგენდასთან, რობიკო სტურუასთან მუშაობის და სწავლის საშუალება მაქვს ყოველდღიურად.

"მოსკოველი მეგობრები მწერდნენ, აქ ხარ და არ გვნახულობო? ნახვის უფლება არ მქონდა" - რა სიურპრიზი მოაწყო ნუცა ბუზალაძემ რუსულ კონკურსში და რატომ იმყოფება ალბანეთში?

46 წლის პენელოპე კრუსმა ფანები აღაფრთოვანა - ახალი იმიჯი და ვარცხნილობა, რომელიც ზაფხულში მოდად დამკვიდრდება (ფოტოები)

"მე თავს მოდურ ადამიანს ვერ ვუწოდებ..." - რას უყვება ირაკლი მაქაცარია უკრაინულ "ვოგს" საკუთარ სტილზე, მისაბაძ პერსონასა და ბავშვობის ოცნებებზე?