სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დეპრესიაში ვარ, რომ ვიღვიძებ და არსად მეჩქარება" - რა შეცვალა პანდემიამ ნიკა წულუკიძისა და თათული ედიშერაშვილის ცხოვრებაში
"დეპრესიაში ვარ, რომ ვიღვიძებ და არსად მეჩქარება" - რა შეცვალა პანდემიამ ნიკა წულუკიძისა და თათული ედიშერაშვილის ცხოვრებაში

ადა­მი­ა­ნე­ბი COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბი­სას ახა­ლი ცხოვ­რე­ბის სტილ­ზე გა­და­ვიდ­ნენ. ზოგ­მა შინ გა­მო­კეტ­ვას და დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბას ალღო ად­ვი­ლად აუღო, ზოგს ცოტა უჭირს, თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, თავს ზე­მოთ ძალა არაა, რად­გა­ნაც ჯან­მრთე­ლო­ბა უმ­თავ­რე­სია! AMBEBI.GE აგ­რძე­ლებს ინ­ტერ­ვი­უ­ებს ცნო­ბილ ადა­მი­ნებ­თან იმის თა­ო­ბა­ზე, რო­გორ გა­და­ე­წყნენ ცხოვ­რე­ბის ახალ რიტმზე და რა შე­იც­ვა­ლა მათ ცხოვ­რე­ბა­ში ამ პე­რი­ოდ­ში.

ნიკა წუ­ლუ­კი­ძე, თე­ატრმ­ცოდ­ნე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"ცხოვ­რე­ბის ახალ სტილ­ზე გა­დას­ვლა ნაკ­ლე­ბად შე­მე­ხო, რად­გა­ნაც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დავ­დი­ვარ, გა­და­ცე­მე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში გა­დის, რომ ადა­მი­ა­ნებს შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ სახ­ლში ხან­გრძლი­ვად ყოფ­ნის გან­ცდე­ბი. ამას­თან, ვე­ძებ ის­ტო­რი­ებს ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც იძუ­ლე­ბით იყ­ვე­ნენ მარ­ტო­ო­ბა­ში და რო­გორ გაჰ­ყავ­დათ დრო. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ცოტა ვერ შვე­გუე, ეს არის ონ­ლა­ინ­ლექ­ცი­ე­ბი, „თე­ატ­რა­ლურ­ში“. თე­მურ ჩხე­ი­ძის და გი­ორ­გი სი­ხა­რუ­ლი­ძის ჯგუ­ფებ­თან ონ­ლა­ინ­ლექ­ცი­ებს ვა­ტა­რებ, მაგ­რამ ესეც ნელ-ნელა სა­ხა­ლი­სო პრო­ცე­სი გახ­და, მა­ნამ­დე არ მომ­წონ­და, კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რანს რომ ვუყ­ვე­ბო­დი, თით­ქოს მი­ჭირ­და მას­თან სა­უ­ბა­რი. ახლა შე­ვეჩ­ვიე და სხვა გზა არ არის, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, ასე ვი­მუ­შა­ოთ. იმე­დია, რომ ამ ფორ­მით ყვე­ლა სტუ­დენ­ტთან კონ­ტაქ­ტი თა­ნაბ­რად მყარ­დე­ბა, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ჯობს, სტუ­დენტს თვა­ლებ­ში უყუ­რებ­დე და ისე ამოგ­ზა­უ­რებ­დე შენს დრო­სა და სივ­რცე­ში... მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს ბო­ლომ­დე ვი­ცავ... ახლა მოთ­მი­ნე­ბის გა­მოც­დის დრო დად­გა და ეს გა­მოც­და კარ­გად უნდა ჩა­ვა­ბა­როთ, - გვე­უბ­ნე­ბა ნიკა წუ­ლუ­კი­ძე და გვიყ­ვე­ბა თე­ატ­რის ცხოვ­რე­ბი­დან ისეთ ეპი­ზო­დებს, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­ულ კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა. - როცა მსა­ხი­ო­ბი ბელა მი­რი­ნაშ­ვი­ლი შე­უძ­ლოდ გახ­და, თე­ატრს ჩა­მო­შორ­და, გა­და­წყვი­ტეს, რომ მის რო­ლებ­ზე სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბი შე­ეყ­ვა­ნათ, რად­გა­ნაც ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ვე­ღარ თა­მა­შობ­და. ერთ-ერთი სპე­ტქკ­ლი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში რე­ჟი­სორ მედა კუ­ჭუ­ხი­ძეს ჰქონ­და დად­გმუ­ლი, სა­დაც ქა­ლა­ტო­ნი ბე­ლაც თა­მა­შობ­და, რე­ჟი­სორს თე­ატრმა უთხრა, მსა­ხი­ო­ბი შე­ეც­ვა­ლა, მან არა­ვინ შე­იყ­ვა­ნა, - მინ­და, ბე­ლამ იცო­დეს, რომ რა­ღაც მის გა­რე­შე შე­წყვეტს არ­სე­ბო­ბას. ალ­ბათ, ამით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რამ გა­ა­კე­თა, ეს იყო ქალ­ბა­ტო­ნი ბე­ლას­თვის თა­ნა­გან­ცდა, რომ მის გა­რე­შე სპექ­ტაკ­ლი გა­ჩერ­და... გე­ნი­ა­ლუ­რი კომ­პო­ზი­ტო­რი გია ყან­ჩე­ლი კი ამ­ბობ­და, ყვე­ლა­ფე­რი გე­ნი­ა­ლუ­რი მარ­ტო­ო­ბა­ში შე­იქ­მნა. ასე რომ, ახლა გე­ნი­ა­ლუ­რის შექ­მნის დროც არის. ამ დის­ტან­ცი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას რა­ღაც სა­სი­კე­თოც აქვს.

***

მსა­ხი­ო­ბი თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ ამ პე­რი­ოდ­ში მათი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბაც საგ­რძნობ­ლად შე­იც­ვა­ლა: „ბავ­შვე­ბი გა­რეთ რომ ვერ გა­დი­ან, ლა­მის კედ­ლებ­ზე გა­ვიდ­ნენ, სახ­ლში მყავს გა­მო­კე­ტი­ლი. სკო­ლა­ში ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე არი­ან გა­და­სუ­ლე­ბი. ეს დი­დად არ მა­ხა­რებს, რად­გა­ნაც დიდი დო­ზით არი­ან კომ­პი­უ­ტერს მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი. თან, მგო­ნია, რომ წიგნ­თან, მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კულ­ტუ­რას ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლე­ბი ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, - თავს ზე­მოთ ძალა არ არის და მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ამის შე­სა­ძებ­ლო­ბა გვაქვს. იმე­დია, ის, რაც აქამ­დე სკო­ლა­ში ის­წავ­ლეს, არ და­ვი­წყე­ბი­ათ“ - გვე­უბ­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბი და დას­ძენს, რომ ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს სრუ­ლად ვერ ას­რუ­ებს იმის გამო, რომ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბემ­დე თე­ატ­რში რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე სი­ა­რუ­ლი უწევ­და.

„სა­ნამ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცია არ გა­მო­ცხად­და, და­ხუ­რულ სივ­რცე­ში მი­წევ­და რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და მერე უკვე შევ­წყვი­ტეთ. ხან­და­ხან ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც მი­წევს მის­ვლა, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვენ­მა პრო­ფე­სი­ამ ზოგ­ჯერ წე­სე­ბი და აკ­რძალ­ვე­ბი არ იცის. თუმ­ცა სრუ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით ვმოძ­რა­ობ, ხელთთა­მა­ნი, პირ­ბა­დე, დის­ტან­ცი­ა­ზე ვარ ადა­მი­ა­ნებ­თან. რად­გა­ნაც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით არ დავ­დი­ვარ, გა­რეთ გას­ვლას კი­დევ უფრო ამი­ტომ ვბე­დავ. სახ­ლში რო­გორც კი შე­მოვ­დი­ვარ, ვიც­ვლი ტან­საც­მელს და ვა­ნი­ა­ვებ. კოც­ნა­სა და ხე­ლის ჩა­მორ­თმევ­ზე ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი, სახ­ლში სტუმ­რებს არ ვი­ღებთ და არც მე დავ­დი­ვარ არ­სად. მდლო­ბა ღმერ­თს, რომ გა­რეშ­მო შეგ­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და სურ­ვი­ლიც არ უჩ­ნდე­ბათ, ამ დროს სტუმ­რად ია­რონ“, - აღ­ნიშ­ნავს თა­თუ­ლი.

- პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბაც გი­წევს ახალ­გაზ­რდებ­თან და ახლა ონ­ლა­ინ­სწავ­ლე­ბა­ზე გა­დახ­ვე­დით?

- რაც შე­ე­ხე­ბა ონ­ლა­ინ გაკ­ვეთ­ლებს, არ ვა­ტა­რებ, იმი­ტომ, რომ საქ­მე გვაქვს მსა­ხი­ო­ბის მე­ტყვე­ლე­ბას­თან, ოს­ტა­ტო­ბას­თან და ეს ასე დის­ტან­ცი­უ­რად არ შე­იძ­ლე­ბა, დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ფი­ზი­კუ­რად არ გა­მო­ვა. ვი­მე­ო­რებ, ეს არის ცო­ცხა­ლი პრო­ცე­სი. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, სურ­ვი­ლიც არ გამ­ჩე­ნია, რომ ამ ყვე­ლა ნი­უ­ან­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მე­ცა­და. აზრი არ აქვს, შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გი არ იქ­ნე­ბა. რე­ა­ლუ­რად კი აკა­დე­მი­ა­ში მთლი­ა­ნი სე­მესტრი ჩა­მი­ვარ­და, ვი­წყებ­დით მი­უ­ზიკ­ლის გა­კე­თე­ბას. რე­ჟი­სორ­მა ლე­ვან გვა­ზა­ვამ რო­ლე­ბი, პი­ე­სა და­ა­ნა­წი­ლა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მი­უ­ზიკ­ლი „ურჩხუ­ლი და მზე­თუ­ნა­ხა­ვი“ უნდა დაგ­ვედ­გა. მოკ­ლედ, სამ­წუ­ხა­როდ, 2 კვი­რა­ში და­ვი­შა­ლეთ. პრო­ექ­ტი არ გა­მო­ვი­და. ახლა მთა­ვა­რია, ჯან­მრთე­ლად ვი­ყოთ და მი­უ­ზიკ­ლებ­საც ეშ­ვე­ლე­ბა და პრო­ფე­სი­ულ მიღ­წე­ვებ­საც, თუმ­ცა დეპ­რე­სი­ა­ში ვარ, რომ ვიღ­ვი­ძებ და არ­სად მეჩ­ქა­რე­ბა, არ­სად მივ­დი­ვარ, არც თე­ატ­რი, არც რე­პე­ტი­ცია, გა­და­ღე­ბა, - ცხოვ­რე­ბის აჩ­ქა­რე­ბუ­ილ ტემ­პი და­ვარ­და. დღეს რა­ღაც რომ მე­კე­თე­ბი­ნა, და­ვუ­ა­რე მთელ სახ­ლს - ფან­ჯრე­ბი დავ­წმინ­დე და ფარ­დე­ბი დავ­რე­ცხე.

ქეთი
3

თავს გაუფრთხილდით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"დეპრესიაში ვარ, რომ ვიღვიძებ და არსად მეჩქარება" - რა შეცვალა პანდემიამ ნიკა წულუკიძისა და თათული ედიშერაშვილის ცხოვრებაში

"დეპრესიაში ვარ, რომ ვიღვიძებ და არსად მეჩქარება" - რა შეცვალა პანდემიამ ნიკა წულუკიძისა და თათული ედიშერაშვილის ცხოვრებაში

ადამიანები COVID-19-ის გავრცელებისას ახალი ცხოვრების სტილზე გადავიდნენ. ზოგმა შინ გამოკეტვას და დისტანციურ მუშაობას ალღო ადვილად აუღო, ზოგს ცოტა უჭირს, თუმცა, როგორც ამბობენ, თავს ზემოთ ძალა არაა, რადგანაც ჯანმრთელობა უმთავრესია! AMBEBI.GE აგრძელებს ინტერვიუებს ცნობილ ადამინებთან იმის თაობაზე, როგორ გადაეწყნენ ცხოვრების ახალ რიტმზე და რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში ამ პერიოდში.

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი:

"ცხოვრების ახალ სტილზე გადასვლა ნაკლებად შემეხო, რადგანაც ტელევიზიაში დავდივარ, გადაცემები პირდაპირ ეთერში გადის, რომ ადამიანებს შევუმსუბუქოთ სახლში ხანგრძლივად ყოფნის განცდები. ამასთან, ვეძებ ისტორიებს ადამიანებზე, რომლებიც იძულებით იყვენენ მარტოობაში და როგორ გაჰყავდათ დრო. ერთადერთი, რასაც ცოტა ვერ შვეგუე, ეს არის ონლაინლექციები, „თეატრალურში“. თემურ ჩხეიძის და გიორგი სიხარულიძის ჯგუფებთან ონლაინლექციებს ვატარებ, მაგრამ ესეც ნელ-ნელა სახალისო პროცესი გახდა, მანამდე არ მომწონდა, კომპიუტერის ეკრანს რომ ვუყვებოდი, თითქოს მიჭირდა მასთან საუბარი. ახლა შევეჩვიე და სხვა გზა არ არის, იძულებულები ვართ, ასე ვიმუშაოთ. იმედია, რომ ამ ფორმით ყველა სტუდენტთან კონტაქტი თანაბრად მყარდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯობს, სტუდენტს თვალებში უყურებდე და ისე ამოგზაურებდე შენს დროსა და სივრცეში... მედიცინის მუშაკების რეკომენდაციებს ბოლომდე ვიცავ... ახლა მოთმინების გამოცდის დრო დადგა და ეს გამოცდა კარგად უნდა ჩავაბაროთ, - გვეუბნება ნიკა წულუკიძე და გვიყვება თეატრის ცხოვრებიდან ისეთ ეპიზოდებს, რომლებიც გარკვეულ კრიზისულ სიტუაციებს უკავშირდება. - როცა მსახიობი ბელა მირინაშვილი შეუძლოდ გახდა, თეატრს ჩამოშორდა, გადაწყვიტეს, რომ მის როლებზე სხვა მსახიობები შეეყვანათ, რადგანაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ვეღარ თამაშობდა. ერთ-ერთი სპეტქკლი რუსთაველის თეატრში რეჟისორ მედა კუჭუხიძეს ჰქონდა დადგმული, სადაც ქალატონი ბელაც თამაშობდა, რეჟისორს თეატრმა უთხრა, მსახიობი შეეცვალა, მან არავინ შეიყვანა, - მინდა, ბელამ იცოდეს, რომ რაღაც მის გარეშე შეწყვეტს არსებობას. ალბათ, ამით განსაკუთრებული რამ გააკეთა, ეს იყო ქალბატონი ბელასთვის თანაგანცდა, რომ მის გარეშე სპექტაკლი გაჩერდა... გენიალური კომპოზიტორი გია ყანჩელი კი ამბობდა, ყველაფერი გენიალური მარტოობაში შეიქმნა. ასე რომ, ახლა გენიალურის შექმნის დროც არის. ამ დისტანციურ საქმიანობას და თვითიზოლაციას რაღაც სასიკეთოც აქვს.

***

მსახიობი თათული ედიშერაშვილი გვიყვება, რომ ამ პერიოდში მათი ოჯახის ცხოვრებაც საგრძნობლად შეიცვალა: „ბავშვები გარეთ რომ ვერ გადიან, ლამის კედლებზე გავიდნენ, სახლში მყავს გამოკეტილი. სკოლაში ონლაინ სწავლების რეჟიმზე არიან გადასულები. ეს დიდად არ მახარებს, რადგანაც დიდი დოზით არიან კომპიუტერს მიჯაჭვულები. თან, მგონია, რომ წიგნთან, მეგობრებთან ურთიერთობის კულტურას ონლაინგაკვეთილები ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ რას ვიზამთ, - თავს ზემოთ ძალა არ არის და მადლობა ღმერთს, რომ ამის შესაძებლობა გვაქვს. იმედია, ის, რაც აქამდე სკოლაში ისწავლეს, არ დავიწყებიათ“ - გვეუბნება მსახიობი და დასძენს, რომ ექიმების რეკომენდაციებს სრულად ვერ ასრუებს იმის გამო, რომ საგანგებო სიტუაციის გამოცხადებემდე თეატრში რეპეტიციებზე სიარული უწევდა.

„სანამ საგანგებო სიტუაცია არ გამოცხადდა, დახურულ სივრცეში მიწევდა რეპეტიციები და მერე უკვე შევწყვიტეთ. ხანდახან ტელევიზიაშიც მიწევს მისვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა პროფესიამ ზოგჯერ წესები და აკრძალვები არ იცის. თუმცა სრული წესების დაცვით ვმოძრაობ, ხელთთამანი, პირბადე, დისტანციაზე ვარ ადამიანებთან. რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ დავდივარ, გარეთ გასვლას კიდევ უფრო ამიტომ ვბედავ. სახლში როგორც კი შემოვდივარ, ვიცვლი ტანსაცმელს და ვანიავებ. კოცნასა და ხელის ჩამორთმევზე ზედმეტია ლაპარაკი, სახლში სტუმრებს არ ვიღებთ და არც მე დავდივარ არსად. მდლობა ღმერთს, რომ გარეშმო შეგნებული ადამიანები არიან და სურვილიც არ უჩნდებათ, ამ დროს სტუმრად იარონ“, - აღნიშნავს თათული.

- პედაგოგიური საქმიანობაც გიწევს ახალგაზრდებთან და ახლა ონლაინსწავლებაზე გადახვედით?

- რაც შეეხება ონლაინ გაკვეთლებს, არ ვატარებ, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს მსახიობის მეტყველებასთან, ოსტატობასთან და ეს ასე დისტანციურად არ შეიძლება, დისტანციურ რეჟიმში ფიზიკურად არ გამოვა. ვიმეორებ, ეს არის ცოცხალი პროცესი. სიმართლე რომ გითხრათ, სურვილიც არ გამჩენია, რომ ამ ყველა ნიუანსის გათვალისწინებით მეცადა. აზრი არ აქვს, შესაბამისი შედეგი არ იქნება. რეალურად კი აკადემიაში მთლიანი სემესტრი ჩამივარდა, ვიწყებდით მიუზიკლის გაკეთებას. რეჟისორმა ლევან გვაზავამ როლები, პიესა დაანაწილა. არაჩვეულებრივი მიუზიკლი „ურჩხული და მზეთუნახავი“ უნდა დაგვედგა. მოკლედ, სამწუხაროდ, 2 კვირაში დავიშალეთ. პროექტი არ გამოვიდა. ახლა მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ და მიუზიკლებსაც ეშველება და პროფესიულ მიღწევებსაც, თუმცა დეპრესიაში ვარ, რომ ვიღვიძებ და არსად მეჩქარება, არსად მივდივარ, არც თეატრი, არც რეპეტიცია, გადაღება, - ცხოვრების აჩქარებუილ ტემპი დავარდა. დღეს რაღაც რომ მეკეთებინა, დავუარე მთელ სახლს - ფანჯრები დავწმინდე და ფარდები დავრეცხე.

რუსული შოუბიზნესი პანიკაშია - კორონავირუსით ინფიცირებულმა ლევ ლეშენკომ, ბომონდურ წვეულებაზე მოილხინა

"ვიყიდე ფოცხი და ბარი..." - ქრისტინე იმედაძე ბაბუის სახლში ბაღის გაშენებას გეგმავს

პლასიდო დომინგო კორონავირუსის გართულებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს