სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსახურებაზე დასწრების აკრძალვა მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის დანაშაული ღვთის წინაშე" - საპატრიარქო მრევლის კრიტიკას ეხმაურება
"მსახურებაზე დასწრების აკრძალვა მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის დანაშაული ღვთის წინაშე" - საპატრიარქო მრევლის კრიტიკას ეხმაურება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

სა­პატ­რი­არ­ქო ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო ეკ­ლე­სი­ებ­ში მი­სუ­ლი მრევ­ლის კრი­ტი­კას ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რე­ბა­ზე დას­წრე­ბის აკ­რძალ­ვა მათ­თვის, ვის­თვი­საც ეს სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი და ღვთის წი­ნა­შე და­ნა­შა­უ­ლია.

"ახალ კო­რო­ნა ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ­ჟა­მად არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რო­გორც ამ­ბო­ბენ, უფრო გამ­წვავ­დე­ბა.

ზო­გი­ერ­თი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბა კი ვი­თა­რე­ბას ისე წარ­მო­ა­ჩენს, რომ გვიჩ­ნდე­ბა გან­ცდა, ხე­ლოვ­ნუ­რად მზად­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი, რათა მო­მა­ვალ­ში შექ­მნილ შე­საძ­ლო პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზად ეკ­ლე­სია გა­მო­ცხად­დეს იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სწო­რედ ეკ­ლე­სია ცდი­ლობს, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვას სა­ხელ­მწი­ფოს და, მათ შო­რის, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ დად­გე­ნი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი.

ჩვენ კვლა­ვაც მო­ვუ­წო­დებთ, რომ: ვი­საც ჯან­მრთე­ლო­ბა არ უწყობს ხელს, დარ­ჩნენ სახ­ლში სრულ გან­კურ­ნე­ბამ­დე, ხოლო ტაძ­რებ­ში ადა­მი­ა­ნებს შო­რის მან­ძი­ლი და­ცულ იქ­ნას 2 მეტ­რით, ეზო­ში კი - 1,5 მეტ­რით (ამის­თვის მიმ­დი­ნა­რე­ობს და­სად­გო­მი ად­გი­ლე­ბის მო­ნიშ­ვნა და ტაძ­რე­ბის რა­დი­ო­ფი­ცი­რე­ბა).

დიდი ხალ­ხმრავ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მო­ძღვრებს ლოც­ვა-კურ­თხე­ვა ეძ­ლე­ვათ, წირ­ვა-ლოც­ვა­ზე და 7-გზის ზე­თის­ცხე­ბის­თვის მრევ­ლი გა­და­ა­ნა­წი­ლონ კვი­რის სხვა­დას­ხვა დღე­ებ­ში.

ტაძ­რებ­ში (გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე ზო­მი­სა­ში) მსა­ხუ­რე­ბე­ბი, შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა­მებრ, უნდა შეს­რულ­დეს ღია ცის ქვეშ. ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ კეთ­დე­ბა დიდი აქ­ცენ­ტი სუ­ლი­ე­რი საზ­რდოს მი­სა­ღე­ბად კვი­რა­ში ერთხელ სა­ეკ­ლე­სიო მსა­ხუ­რე­ბა­ზე მყოფ მორ­წმუ­ნე­ებ­ზე მა­შინ, რო­დე­საც ტა­ძარ­ში მრევ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა ბევ­რად ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე, მა­გა­ლი­თად, გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში (ავ­ტო­ბუ­სი, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი), სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ­ში ან სურ­სა­თის მა­ღა­ზი­ებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად მი­სულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან შე­და­რე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ზი­ა­რე­ბის ათას­წლო­ვან პრაქ­ტი­კას მა­შინ, რო­დე­საც ასე­თი პო­ზი­ცი­ის მქო­ნე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას არა აქვს სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა ან რწმე­ნა

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ი­დუმ­ლოს სუ­ლი­ე­რი მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა.

ერთი ბარ­ძი­მი­დან ზი­ა­რე­ბა მრევ­ლის ქრის­ტეს­თან და ერ­თმა­ნეთ­თან ერ­თო­ბის და სიყ­ვა­რუ­ლის უმაღ­ლე­სი და­დას­ტუ­რე­ბაა, ხოლო ვინც ამა­ზე ამ­ბობს უარს, უარს ამ­ბობს მა­ცხო­ვარ­ზე! გვეს­მის, რომ ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა რწმე­ნა­ში დაბ­რკოლ­დეს იმ პრო­პა­გან­დით, რაც დღეს მსოფ­ლი­ო­ში და ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს; არი­ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც ტა­ძარ­ში ხალ­ხის დას­წრე­ბა­ში პრობ­ლე­მას ხე­და­ვენ, პრობ­ლე­მას ხე­და­ვენ მრევ­ლის ზი­ა­რე­ბა­შიც….. (არ ვგუ­ლის­ხმობთ უცხო­ეთ­ში მკაცრ სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მყოფ მო­ძღვრებს).

გვინ­და, ყვე­ლას ვუ­თხრათ, რომ, მსგავ­სად სნე­უ­ლე­ბა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, ისი­ნიც, ვინც ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბის საფრ­თხეს ეკ­ლე­სი­ა­ში მის­ვლას უკავ­ში­რე­ბენ, დარ­ჩნენ სახ­ლში და თა­ვი­სი მო­ძღვა­რი, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ად­გილ­ზე მი­ა­კი­თხავს.

ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რე­ბა­ზე დას­წრე­ბის აკ­რძალ­ვა კი მათ­თვის, ვის­თვი­საც ეს სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, არის გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი და და­ნა­შა­უ­ლი ღვთის წი­ნა­შე. 2020 წლის 20 მარ­ტის წმინ­და სი­ნო­დის გან­ჩი­ნე­ბი­სა­მებრ, კვლა­ვაც ყვე­ლას (ეკ­ლე­სი­ა­ში მო­სულთ და სახ­ლში დარ­ჩე­ნილთ) მო­ვუ­წო­დებთ ლოც­ვის­კენ, სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბი­სა და ცოდ­ვა­თა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბი­სა­კენ, გულ­წრფე­ლი სი­ნა­ნუ­ლის, აღ­სა­რე­ბი­სა და ზი­ა­რე­ბის­კენ, რათა წმინ­და სის­ხლი და ხორ­ცი ქრის­ტე­სი გვექ­მნას სა­კურ­ნებ­ლად სუ­ლი­სა და ხორ­ცი­სა.

ყვე­ლას გი­ლო­ცავთ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის დღეს!

ჩვენ­თან არს ღმერ­თი!

იყავნ ნება შენი, უფა­ლო, ამინ!", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
14

ბევრი თქვენგანისთვის დავით მეოთხე არის წამალი, მაგრამ სამწუხაროდ არც არის და არც იქნება მეორედ, ღმერთმა შეგინდოთ თქვენც და მეც!!!!

თამარი
5
დიდება უფალს!!!!
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მსახურებაზე დასწრების აკრძალვა მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის დანაშაული ღვთის წინაშე" - საპატრიარქო მრევლის კრიტიკას ეხმაურება

"მსახურებაზე დასწრების აკრძალვა მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის დანაშაული ღვთის წინაშე" - საპატრიარქო მრევლის კრიტიკას ეხმაურება

საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო ეკლესიებში მისული მრევლის კრიტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, გაუმართლებელი და ღვთის წინაშე დანაშაულია.

"ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებით ამჟამად არსებული სიტუაცია, როგორც ამბობენ, უფრო გამწვავდება.

ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება კი ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ გვიჩნდება განცდა, ხელოვნურად მზადდება საზოგადოებრივი აზრი, რათა მომავალში შექმნილ შესაძლო პრობლემების მიზეზად ეკლესია გამოცხადდეს იმის მიუხედავად, რომ სწორედ ეკლესია ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას სახელმწიფოს და, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების ზომები.

ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ, რომ: ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი - 1,5 მეტრით (ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება).

დიდი ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა ეძლევათ, წირვა-ლოცვაზე და 7-გზის ზეთისცხებისთვის მრევლი გადაანაწილონ კვირის სხვადასხვა დღეებში.

ტაძრებში (განსაკუთრებით მცირე ზომისაში) მსახურებები, შესაძლებლობისამებრ, უნდა შესრულდეს ღია ცის ქვეშ. ვირუსის გავრცელებაზე საუბრისას, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ კეთდება დიდი აქცენტი სულიერი საზრდოს მისაღებად კვირაში ერთხელ საეკლესიო მსახურებაზე მყოფ მორწმუნეებზე მაშინ, როდესაც ტაძარში მრევლის რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობის გამო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი, მეტროპოლიტენი), სააფთიაქო ქსელში ან სურსათის მაღაზიებში ყოველდღიურად მისულ მოქალაქეებთან შედარებით. განსაკუთრებულად უპირისპირდებიან ზიარების ათასწლოვან პრაქტიკას მაშინ, როდესაც ასეთი პოზიციის მქონეთა უმრავლესობას არა აქვს სათანადო ცოდნა ან რწმენა

აღნიშნული საიდუმლოს სულიერი მნიშვნელობისა.

ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა, ხოლო ვინც ამაზე ამბობს უარს, უარს ამბობს მაცხოვარზე! გვესმის, რომ ზოგიერთი შეიძლება რწმენაში დაბრკოლდეს იმ პროპაგანდით, რაც დღეს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს; არიან სასულიერო პირებიც, რომლებიც ტაძარში ხალხის დასწრებაში პრობლემას ხედავენ, პრობლემას ხედავენ მრევლის ზიარებაშიც….. (არ ვგულისხმობთ უცხოეთში მკაცრ საგანგებო რეჟიმში მყოფ მოძღვრებს).

გვინდა, ყველას ვუთხრათ, რომ, მსგავსად სნეულებაში მყოფი ადამიანებისა, ისინიც, ვინც ვირუსით დაავადების საფრთხეს ეკლესიაში მისვლას უკავშირებენ, დარჩნენ სახლში და თავისი მოძღვარი, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიაკითხავს.

ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა კი მათთვის, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე. 2020 წლის 20 მარტის წმინდა სინოდის განჩინებისამებრ, კვლავაც ყველას (ეკლესიაში მოსულთ და სახლში დარჩენილთ) მოვუწოდებთ ლოცვისკენ, საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და ცოდვათა გაცნობიერებისაკენ, გულწრფელი სინანულის, აღსარებისა და ზიარებისკენ, რათა წმინდა სისხლი და ხორცი ქრისტესი გვექმნას საკურნებლად სულისა და ხორცისა.

ყველას გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!

ჩვენთან არს ღმერთი!

იყავნ ნება შენი, უფალო, ამინ!", - ნათქვამია განცხადებაში.

"სახეზეა ქრონიკული დაავადებების გამწვავება" - როგორ აფასებს ლევან რატიანი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას

ორშაბათიდან თბილისში 180 ახალი მიკროავტობუსი ივლის

კალაძე მძღოლებს მიმართავს: "თუ ზამთრის საბურავები არ გიყენიათ, თავი შეიკავეთ ქალაქში მოძრაობისგან"