პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარნეული აფხაზეთში გავცვალოთო... ამ ჭრილობის დავიწყება ძნელი იქნება" - ეთნიკური აზერბაიჯანელი მასწავლებლის ემოციური მიმართვა
"მარნეული აფხაზეთში გავცვალოთო... ამ ჭრილობის დავიწყება ძნელი იქნება" - ეთნიკური აზერბაიჯანელი მასწავლებლის ემოციური მიმართვა

26 წლის ჰა­მიდ სა­დი­კო­ვი გარ­დაბ­ნის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ კა­ლი­ნი­ნოს სკო­ლა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლია. ის ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მას შემ­დეგ გა­იც­ნო, რაც ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მკაც­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა, რი­თაც ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის გუ­ლის­წყრო­მაც და­იმ­სა­ხუ­რა.

ამ­ჯე­რად, სა­დი­კო­ვი მარ­ნე­ულ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქა­ლის ამ­ბავს ეხ­მა­უ­რე­ბა და წუხს, რომ ერთი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ადა­მი­ა­ნის ქმე­დე­ბის გამო, ქარ­თვე­ლე­ბი მთელ ეთ­ნოსს აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას:

"ის "ზო­გი­ერ­თე­ბი" რომ­ლე­ბიც დე­ზერ­ტი­რე­ბის ბაზ­რო­ბა­ზე პო­მი­დო­რის 10 თეთ­რით ნაკ­ლე­ბად შე­სა­ძე­ნად "ბა­ჯის" (და­ი­კო) იძახ­და, "გარ­დაშს" იძახ­და, ახლა რად­გან მარ­ნე­უ­ლი და ბოლ­ნი­სი წი­თელ ზო­ნად გა­მო­ცხად­და, კო­მენ­ტა­რებ­ში ლან­ძღა­ვენ, მთე­ლი გულ-ღვიძ­ლით ისე ლან­ძღა­ვენ მთლი­ან ეთ­ნოსს, ხალ­ხს, იმ ქალს კი არ ლან­ძღა­ვენ, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან ან უცო­დინ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა პირ­და­პირ ხალ­ხს აგი­ნე­ბენ, უგი­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი არ და­ტო­ვეს, ერთი სიწ­მინ­დე არ და­ტო­ვეს...

და­ხო­ცე­თო - ერთი იძა­ხის, დახ­ვრი­ტე­თო - მე­ო­რე იძა­ხის, მარ­ნე­უ­ლი აფხა­ზეთ­ში გავცვა­ლო­თო - მე­სა­მე იძა­ხის, გა­და­ვა­სახ­ლო­თო - მე­ო­თხე იძა­ხის და ასე უსას­რუ­ლოდ გრძელ­დე­ბა...

და იმ­დენ­ნი არი­ან სი­ძულ­ვი­ლის ენით მო­ლა­პა­რა­კე­ე­ბი, ლა­მის ქვეყ­ნის ორი მე­სა­მე­დი... რო­გორ უნდა გა­უძ­ლოს გულ­მა.

არა­უ­შავს მოვა ზა­ფხუ­ლი, დამ­წიფ­დე­ბა ისევ პო­მი­დო­რი, დამ­წიფ­დე­ბა ის თა­ო­ბაც, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს მი­ი­ღე­ბენ ყვე­ლა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბის გა­რე­შე... გა­ივ­ლის ეს კო­რო­ნა, და­ა­ვი­წყდე­ბა კი­დე­ვაც, მაგ­რამ ლა­მის ორი მე­სა­მე­დის მხრი­დან სი­ძულ­ვი­ლით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის და­ვი­წყე­ბა ძნე­ლი იქ­ნე­ბა...

ვინც ამ ამ უაღ­რე­სად რთულ დღე­ებ­ში სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს კა­რან­ტინ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს,გა­ნურ­ჩევ­ლად მრწამ­სი­სა და ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა, ჩაც­მუ­ლო­ბი­სა და ფეხ­საც­მლის ფა­სი­სა, პრო­ფე­სი­ი­სა და სტა­ტუ­სი­სა, გი­კოც­ნით შუბ­ლებს (აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი სტი­ლით), გულ-ღვიძ­ლით სავ­სე ეშ­ხი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით" - წერს სა­დი­კო­ვი.

მკითხველის კომენტარები / 90 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
roland shanidze
8

qartuli unda iscavlot hemo kargebo.

mmm
7

ისიც არ დაივიწყოთ რომ ქართველ ექიმებსა და პატრულის თანამშრომლებს სულ ჯიში აგინეს გამომთვრალმა აზერებმა. რისთვის? იმისთვის რომ მათთვისვე ზრუნავდნენ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მარნეული აფხაზეთში გავცვალოთო... ამ ჭრილობის დავიწყება ძნელი იქნება" - ეთნიკური აზერბაიჯანელი მასწავლებლის ემოციური მიმართვა

"მარნეული აფხაზეთში გავცვალოთო... ამ ჭრილობის დავიწყება ძნელი იქნება" - ეთნიკური აზერბაიჯანელი მასწავლებლის ემოციური მიმართვა

26 წლის ჰამიდ სადიკოვი გარდაბნის რაიონში, სოფელ კალინინოს სკოლაში მასწავლებელია. ის ქართულმა საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ გაიცნო, რაც ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მკაცრი განცხადებები გააკეთა, რითაც ეთნიკური აზერბაიჯანელების გულისწყრომაც დაიმსახურა.

ამჯერად, სადიკოვი მარნეულში, კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ამბავს ეხმაურება და წუხს, რომ ერთი უპასუხისმგებლო ადამიანის ქმედების გამო, ქართველები მთელ ეთნოსს აყენებენ შეურაცხყოფას:

"ის "ზოგიერთები" რომლებიც დეზერტირების ბაზრობაზე პომიდორის 10 თეთრით ნაკლებად შესაძენად "ბაჯის" (დაიკო) იძახდა, "გარდაშს" იძახდა, ახლა რადგან მარნეული და ბოლნისი წითელ ზონად გამოცხადდა, კომენტარებში ლანძღავენ, მთელი გულ-ღვიძლით ისე ლანძღავენ მთლიან ეთნოსს, ხალხს, იმ ქალს კი არ ლანძღავენ, უპასუხისმგებლობიდან ან უცოდინრობიდან გამომდინარე, არა პირდაპირ ხალხს აგინებენ, უგინებელი ადგილი არ დატოვეს, ერთი სიწმინდე არ დატოვეს...

დახოცეთო - ერთი იძახის, დახვრიტეთო - მეორე იძახის, მარნეული აფხაზეთში გავცვალოთო - მესამე იძახის, გადავასახლოთო - მეოთხე იძახის და ასე უსასრულოდ გრძელდება...

და იმდენნი არიან სიძულვილის ენით მოლაპარაკეები, ლამის ქვეყნის ორი მესამედი... როგორ უნდა გაუძლოს გულმა.

არაუშავს მოვა ზაფხული, დამწიფდება ისევ პომიდორი, დამწიფდება ის თაობაც, რომლებიც ერთმანეთს მიიღებენ ყველანაირი განსხვავების გარეშე... გაივლის ეს კორონა, დაავიწყდება კიდევაც, მაგრამ ლამის ორი მესამედის მხრიდან სიძულვილით მიყენებული ჭრილობის დავიწყება ძნელი იქნება...

ვინც ამ ამ უაღრესად რთულ დღეებში სოლიდარობას უცხადებს კარანტინში მყოფ ადამიანებს,განურჩევლად მრწამსისა და ეთნიკური კუთვნილებისა, ჩაცმულობისა და ფეხსაცმლის ფასისა, პროფესიისა და სტატუსისა, გიკოცნით შუბლებს (აზერბაიჯანული სტილით), გულ-ღვიძლით სავსე ეშხითა და სიყვარულით" - წერს სადიკოვი.

"დაგამძიმებს ასე ცხოვრება, დამიჯერე..." - გიორგი შაქარაშვილის ბიძის მიმართვა ნიკა გვარამიას და "მთავარი არხის" დირექტორის პასუხი

"მე რომ ამ გოგოს დედა ვიყო გიჩივლებდით!" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი შაქარაშვილის საქმის მოწმეზე, რომელიც სოც.ქსელში თავდასხმის ობიექტი გახდა

როგორ გამოიყურება სოფო ნიჟარაძე შვილის გაჩენის შემდეგ - ახალი ფოტოები მომღერლის "ინსტაგრამიდან"