სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი ქვეყნისთვის რომ დავუშვათ გამონაკლისი, სხვებიც მოითხოვენო" - ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის გადმოსვენებაზე უარი თქვა
"ერთი ქვეყნისთვის რომ დავუშვათ გამონაკლისი, სხვებიც მოითხოვენო" - ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის გადმოსვენებაზე უარი თქვა

ეს­პა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვე­ნე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა. გარ­დაც­ვლილს მად­რიდ­ში, სპე­ცი­ა­ლურ აკ­ლდა­მა­ში დაკ­რძა­ლა­ვენ. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მული, ხათო ნა­ჭყე­ბია AMBEBI.GE-თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ეს­პა­ნეთ­ში მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ით, დაკ­რძალ­ვას გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვერ და­ეს­წრე­ბი­ან.

"ვცდი­ლობ, მომ­ხდარ­ზე არ ვი­ფიქ­რო, მაგ­რამ მა­ინც სულ ამა­ზე მე­ფიქ­რე­ბა. არ დაგ­ვთან­ხმდნენ, რად­გან ერთი ქვეყ­ნის­თვის რომ და­ვუშ­ვათ გა­მო­ნაკ­ლი­სი, სხვე­ბიც მო­ი­თხო­ვე­ნო. თვი­თონ ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის უარ­ზე. მე­უ­ფემ და­უ­რე­კა ჩემს ძმას და და­არ­წმუ­ნა, რომ სა­ნამ პან­დე­მია გა­და­ივ­ლის, იქ დაკ­რძა­ლონ და შემ­დეგ სა­პატ­რი­არ­ქო და­ეხ­მა­რე­ბა. სამ­ტრე­დი­ა­ში ოჯახ­ში იყო მი­სუ­ლი მე­უ­ფე და იქე­დან და­რე­კა. გუ­შინ მო­ა­წე­რა ხელი ჩემ­მა ძმამ, რომ მად­რიდ­ში აკ­ლდა­მა­ში დაკ­რძა­ლონ. შემ­დეგ ნო­მერს მის­ცე­მენ და რომ გავა გარ­კვე­უ­ლი დრო, ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. მი­წა­ში არ კრძა­ლა­ვენ, აკ­ლდა­მა­ში და­ას­ვე­ნე­ბენ. ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, 5-6 წელ­ში გვექ­ნე­ბა გად­მოს­ვე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ მე­უ­ფე შეგ­ვპირ­და, პან­დე­მია რომ გა­და­ივ­ლის, დაგ­ვეხ­მა­რე­ბა... რა სა­ში­ნე­ლე­ბაა. ვე­რა­ვინ და­ვეს­წრე­ბით, არ შე­იძ­ლე­ბა არა­ვის დას­წრე­ბა სა­ერ­თო­დო. თვი­თონ წა­ი­ღე­ბენ და და­ას­ვე­ნე­ბენ აკ­ლდა­მა­ში", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის მული.

34 წლის ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ეს­პა­ნეთ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ქალს ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაც ჰქონ­და. ალი­ხა­ნაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ლა­ნო­მა და­უდ­გი­ნეს, რის გა­მოც საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "დე­დე­ბის ფონდმა" ის სამ­კურ­ნა­ლოდ ეს­პა­ნეთ­ში გა­უშ­ვა.

"გარ­დაც­ვლილს 5 შვი­ლი დარ­ჩა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან, სამ­ტრე­დი­ა­ში უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ... ბავ­შვებს ახლა მამა და მა­მი­და მი­ხე­და­ვენ" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ფონ­დის თა­ნამ­შრო­მე­ლი ლი­კუ­ნა წი­ქა­რიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა ჰქონ­და გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის ოჯახ­თან.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nino
1

დედების ფონდმა თუ ხალხმა გაუშვა? მამიდა ესპანეთში ცხოვრობს და როგორ მოხედავს?

rasa
71

კიდევ ერთხელ: ვერ გაიხარებს ქართველი უცხოეთში. რას მიდიხართ, რომ მიდიხართ? მაინცდამაინც იქ უნდა მოკვდე ისე რომ დამმარხავი არ უნდა გყავდეს და აქ ფერფლი უნდა წამოიღონ? ხომ ხედავთ კაი ცხოვრება იქ შეიძლება ნებისმიერ მომენტში დამთავრდეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ერთი ქვეყნისთვის რომ დავუშვათ გამონაკლისი, სხვებიც მოითხოვენო" - ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის გადმოსვენებაზე უარი თქვა

"ერთი ქვეყნისთვის რომ დავუშვათ გამონაკლისი, სხვებიც მოითხოვენო" - ესპანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლის გადმოსვენებაზე უარი თქვა

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის საქართველოში გადმოსვენება ვერ მოხერხდა. გარდაცვლილს მადრიდში, სპეციალურ აკლდამაში დაკრძალავენ. ახალგაზრდა ქალის მული, ხათო ნაჭყებია AMBEBI.GE-თან საუბარში ამბობს, რომ ესპანეთში მოქმედი რეგულაციით, დაკრძალვას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვერ დაესწრებიან.

"ვცდილობ, მომხდარზე არ ვიფიქრო, მაგრამ მაინც სულ ამაზე მეფიქრება. არ დაგვთანხმდნენ, რადგან ერთი ქვეყნისთვის რომ დავუშვათ გამონაკლისი, სხვებიც მოითხოვენო. თვითონ ესპანეთის ხელისუფლება არის უარზე. მეუფემ დაურეკა ჩემს ძმას და დაარწმუნა, რომ სანამ პანდემია გადაივლის, იქ დაკრძალონ და შემდეგ საპატრიარქო დაეხმარება. სამტრედიაში ოჯახში იყო მისული მეუფე და იქედან დარეკა. გუშინ მოაწერა ხელი ჩემმა ძმამ, რომ მადრიდში აკლდამაში დაკრძალონ. შემდეგ ნომერს მისცემენ და რომ გავა გარკვეული დრო, ჩამოასვენებენ. მიწაში არ კრძალავენ, აკლდამაში დაასვენებენ. ესპანეთის ხელისუფლების თქმით, 5-6 წელში გვექნება გადმოსვენების შესაძლებლობა, მაგრამ მეუფე შეგვპირდა, პანდემია რომ გადაივლის, დაგვეხმარება... რა საშინელებაა. ვერავინ დავესწრებით, არ შეიძლება არავის დასწრება საერთოდო. თვითონ წაიღებენ და დაასვენებენ აკლდამაში", - ამბობს გარდაცვლილის მული.

34 წლის ცირა ალიხანაშვილი კორონავირუსით ესპანეთში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ონკოლოგიური დაავადებაც ჰქონდა. ალიხანაშვილს საქართველოში მელანომა დაუდგინეს, რის გამოც საქველმოქმედო ფონდ "დედების ფონდმა" ის სამკურნალოდ ესპანეთში გაუშვა.

"გარდაცვლილს 5 შვილი დარჩა, სოციალურად დაუცველები არიან, სამტრედიაში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ... ბავშვებს ახლა მამა და მამიდა მიხედავენ" - უყვება AMBEBI.GE-ს ფონდის თანამშრომელი ლიკუნა წიქარიშვილი, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა გარდაცვლილი ქალის ოჯახთან.

"ნუ და­ე­მუქ­რე­ბით ბავ­შვებს: თუ ხელს არ და­ი­ბან, კო­რო­ნა და­გე­მარ­თე­ბა..." - თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს, როგორ ესაუბრონ შვილებს COVID-19-ზე

სწრაფი ტესტების საშუალებით მარნეულში 15 000, ხოლო ბოლნისში 3 400 ადამიანი შემოწმდა - როგორია შედეგები?

ჩვილს და მის დედას კორონავირუსი არ დაუდასტურდათ