მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Yandex.Taxi-ში თბილისში გაჩნდა ახალი სერვისი „მიტანა“
Yandex.Taxi-ში თბილისში გაჩნდა ახალი სერვისი „მიტანა“

და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის რე­კო­მენ­და­ცი­ით სა­სურ­ვე­ლია ხალ­ხმრავ­ლო­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად სახ­ლში დარ­ჩე­ნა. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მძღო­ლე­ბი­სა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­სა­წე­ვად Yandex.Taxi-მ თბი­ლის­ში და­ნერ­გა ახა­ლი სერ­ვი­სი „მი­ტა­ნა“. მისი დახ­მა­რე­ბით მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ახ­ლობ­ლებს გა­დას­ცენ ტან­საც­მე­ლი, საკ­ვე­ბი, წამ­ლე­ბი ან გაც­ვა­ლონ მე­გობ­რებ­თან ბავ­შვე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი, ხოლო მძღო­ლებს ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ი­ღონ და­მა­ტე­ბი­თი შეკ­ვე­თე­ბი.

„მი­ტა­ნა“ შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ სხვა ტა­რი­ფებს შო­რის აპ­ლი­კა­ცი­ა­ში. მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბის­თვის სა­ჭი­როა მიმ­ღე­ბის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის მი­თი­თე­ბა. ის მი­ი­ღებს SMS-ს სა­ი­ტის ბმუ­ლით, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია მარ­შრუტ­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბა­ზე თვა­ლის მი­დევ­ნე­ბა. გზავ­ნი­ლის გა­საგ­ზავ­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია მისი მი­ტა­ნა მან­ქა­ნას­თან და მძღო­ლის­თვის გა­და­ცე­მა, ხოლო მიმ­ღე­ბის­თვის – გას­ვლა და წა­მო­ღე­ბა, რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბი­ლი ად­გილ­ზე მივა. თბი­ლი­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის ასე­ვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია ოფ­ცია „კა­რი­დან კა­რამ­დე“ მცი­რე­ო­დე­ნი და­მა­ტე­ბი­თი გა­დახ­დით. თუ აირ­ჩევთ მას სურ­ვი­ლებ­ში, მა­შინ მძღო­ლი წა­ი­ღებს და გა­დას­ცემს გზავ­ნილს პირ­და­პირ ბი­ნის ან ოფი­სის კა­რებ­თან. ასე­ვე კო­მენ­ტა­რებ­ში შე­იძ­ლე­ბა უკონ­ტაქ­ტო მი­წო­დე­ბის მი­თი­თე­ბა. მა­შინ მძღო­ლი უბ­რა­ლოდ წა­ი­ღებს გზავ­ნილს კა­რებ­თან, მი­ი­ტანს სა­ჭი­რო მი­სა­მარ­თზე, და­დებს მას და და­ე­ლო­დე­ბა, სა­ნამ მიმ­ღე­ბი თვი­თონ აი­ღებს შეკ­ვე­თას.

გაგ­ზავ­ნა ირაკ­ლი აბა­ში­ძის 21-დან ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რის 45 ნო­მერ­ში და­გიჯ­დე­ბათ და­ახ­ლო­ე­ბით 4.30 ლარი, ხოლო გლ­და­ნის მეშ­ვი­დე მიკ­რო­რა­ი­ო­ნის მე-4 კორ­პუ­სი­დან და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის 80 ნო­მერ­ში - 5.00 ლარი. ამ სერ­ვი­სის­თვის ნაღ­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, გა­დახ­და ხდე­ბა წი­ნას­წარ, აპ­ლი­კა­ცი­ას­თან მიბ­მუ­ლი ბა­რა­თით. გა­დახ­დის ასე­თი მე­თო­დი ამ­ცი­რებს ინ­ფექ­ცი­ის გა­და­ცე­მის ალ­ბა­თო­ბას, რად­გან არ არის სა­ჭი­რო მძღოლ­თან კუ­პი­უ­რე­ბი­სა და მო­ნე­ტე­ბის გაც­ვლა.

მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­წე­ვენ გა­მოც­დი­ლი მძღო­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ი­ა­რეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა, აგ­რეთ­ვე ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი არი­ან ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ზო­მე­ბის თა­ო­ბა­ზე.

გაგ­ზავ­ნამ­დე ნივ­თი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­ფუ­თოს კონ­ვერ­ტში, ყუთ­ში ან პა­კეტ­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გზავ­ნი­ლი ჩა­ე­ტი­ოს მან­ქა­ნა­ში და არ იწო­ნი­დეს 20 კი­ლოგ­რამ­ზე მეტს. მა­გა­ლი­თად, მძღო­ლის მეშ­ვე­ო­ბით შე­იძ­ლე­ბა ჩე­მოდ­ნის, სა­ბუ­თე­ბის, ნივ­თე­ბი­ა­ნი პა­კე­ტის გა­და­ცე­მა. ხოლო ვე­ლო­სი­პე­დის, სა­რე­ცხი მან­ქა­ნის, ტორ­შე­რის – არა.

Yandex.Taxi-ს უფა­სო აპ­ლი­კა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია iOS-ისა და Android-ის­თვის ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და სხვა ენებ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გახარებული
15

ძაან მაგარი რამ არის. გლოვოს ფასებია, განსაკუთრებით მომეწონა ინსტრუქცია გავლილი მძღოლები.

თემური
17

მშვენიერია და დროულადაა , გაიხარეთ

ავტორი:

Yandex.Taxi-ში თბილისში გაჩნდა ახალი სერვისი „მიტანა“

Yandex.Taxi-ში თბილისში გაჩნდა ახალი სერვისი „მიტანა“

დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით სასურველია ხალხმრავლობისგან თავის არიდება და შეძლებისდაგვარად სახლში დარჩენა. ასეთ სიტუაციაში მძღოლებისა და მომხმარებლებისთვის დახმარების გასაწევად Yandex.Taxi-მ თბილისში დანერგა ახალი სერვისი „მიტანა“. მისი დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ ახლობლებს გადასცენ ტანსაცმელი, საკვები, წამლები ან გაცვალონ მეგობრებთან ბავშვებისთვის განკუთვნილი სამაგიდო თამაშები, ხოლო მძღოლებს ეძლევათ საშუალება მიიღონ დამატებითი შეკვეთები.

„მიტანა“ შეგიძლიათ იხილოთ სხვა ტარიფებს შორის აპლიკაციაში. მომსახურებით სარგებლობისთვის საჭიროა მიმღების ტელეფონის ნომრის მითითება. ის მიიღებს SMS-ს საიტის ბმულით, სადაც შესაძლებელია მარშრუტზე ავტომობილის მოძრაობაზე თვალის მიდევნება. გზავნილის გასაგზავნად აუცილებელია მისი მიტანა მანქანასთან და მძღოლისთვის გადაცემა, ხოლო მიმღებისთვის – გასვლა და წამოღება, როდესაც ავტომობილი ადგილზე მივა. თბილისის მაცხოვრებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ოფცია „კარიდან კარამდე“ მცირეოდენი დამატებითი გადახდით. თუ აირჩევთ მას სურვილებში, მაშინ მძღოლი წაიღებს და გადასცემს გზავნილს პირდაპირ ბინის ან ოფისის კარებთან. ასევე კომენტარებში შეიძლება უკონტაქტო მიწოდების მითითება. მაშინ მძღოლი უბრალოდ წაიღებს გზავნილს კარებთან, მიიტანს საჭირო მისამართზე, დადებს მას და დაელოდება, სანამ მიმღები თვითონ აიღებს შეკვეთას.

გაგზავნა ირაკლი აბაშიძის 21-დან ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში დაგიჯდებათ დაახლოებით 4.30 ლარი, ხოლო გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის მე-4 კორპუსიდან დავით გურამიშვილის 80 ნომერში - 5.00 ლარი. ამ სერვისისთვის ნაღდი ანგარიშსწორება არ არის გათვალისწინებული, გადახდა ხდება წინასწარ, აპლიკაციასთან მიბმული ბარათით. გადახდის ასეთი მეთოდი ამცირებს ინფექციის გადაცემის ალბათობას, რადგან არ არის საჭირო მძღოლთან კუპიურებისა და მონეტების გაცვლა.

მომსახურებას გაწევენ გამოცდილი მძღოლები, რომლებმაც გაიარეს სპეციალური სწავლება, აგრეთვე ინფორმირებულნი არიან ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური ზომების თაობაზე.

გაგზავნამდე ნივთი აუცილებლად უნდა შეიფუთოს კონვერტში, ყუთში ან პაკეტში. მნიშვნელოვანია, რომ გზავნილი ჩაეტიოს მანქანაში და არ იწონიდეს 20 კილოგრამზე მეტს. მაგალითად, მძღოლის მეშვეობით შეიძლება ჩემოდნის, საბუთების, ნივთებიანი პაკეტის გადაცემა. ხოლო ველოსიპედის, სარეცხი მანქანის, ტორშერის – არა.

Yandex.Taxi-ს უფასო აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და Android-ისთვის ქართულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.

როგორ შეიცვალა წარმოებებსა და მარკეტებში დასაქმებული ადამიანების სამუშაო რეჟიმი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ

როგორ მოვუაროთ თმას და კანს გაზაფხულზე, სახლის პირობებში: სილამაზის პროცედურები, რომელიც იზოლაციაში ყოფნისას უნდა ჩაიტაროთ

რატომ  ვრცელდება კორონავირუსი სწრაფად და რამდენად ხშირია მისი ასიმპტომური შემთხვევები – კლინიკა „Mმედი 22-ის“ პედიატრი, პროფესორი თამთა ივანაშვილი