სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დატოვა - პროკურატურის განმარტება
ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დატოვა - პროკურატურის განმარტება

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­მარ­ტავს, რა­ტომ და­თან­ხმდა ბრალ­დე­ბის მხა­რე 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ბე­სიკ თამ­ლი­ა­ნის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის გი­რა­ო­თი შეც­ვლას. შე­სა­ბა­მი­სი შე­კი­თხვით უწყე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" მი­მარ­თა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბის მხა­რე თამ­ლი­ა­ნის­თვის გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას იმის გამო და­თან­ხმდა, რომ თა­ვად მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა და­ას­რუ­ლა, დაც­ვის მხა­რე კი კი­დევ 15-მდე მოწ­მის და­კი­თხვას გეგ­მავ­და.

"ვი­ნა­ი­დან ბე­სიკ თამ­ლი­ანს პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის 9 თვი­ა­ნი ვადა 4 აპ­რილს ეწუ­რე­ბო­და, ხოლო დაც­ვის მხა­რემ, მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მოწ­მე­ე­ბი ვერ წარ­მო­ად­გი­ნა, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა გა­და­სინ­ჯა და ბე­სიკ თამ­ლი­ანს პა­ტიმ­რო­ბა 4000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი შე­უც­ვა­ლა. რად­გან ბრალ­დე­ბის მხა­რემ ამო­წუ­რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა, ხოლო დაც­ვის მხა­რე 15-მდე მოწ­მის და­კი­თხვას აპი­რებს, ბრალ­დე­ბის მხა­რეც და­ე­თან­ხმა აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რემ ბე­სიკ თამ­ლი­ანს ორ­ჯერ 13 და 21 თე­ბერ­ვალს შეს­თა­ვა­ზა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა პი­რო­ბით მსჯავრზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა ამ ეტაპ­ზეც ძა­ლა­შია. სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა გრძელ­დე­ბა", - გა­ნუ­ცხა­დეს "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

ცნო­ბის­თვის, ბე­სიკ თამ­ლი­ან­მა სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა დღეს და­ტო­ვა.

რა­საც მე მაბ­რა­ლე­ბენ არის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იმას­თან, რაც მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში. ვამ­ზა­დებ სარ­ჩელს და იქეთ მინ­და წა­ვუ­ყე­ნო სარ­ჩე­ლი ჩემს მთავ­რო­ბას იმის­თვის, რაც გა­ა­კე­თეს , - ამის შე­სა­ხებ თამ­ლი­ან­მა გლ­და­ნის პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

თამ­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის სა­სა­მარ­თლოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

„თა­ვი­სუფ­ლე­ბას თა­ვი­სი ფასი აქვს მაგ­რამ გა­აჩ­ნია რა ფა­სად, მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას ვინც მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. ჩემი სი­ჯი­უ­ტე გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ ეს ბრა­ლი უკვე მქონ­და წა­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­დე­საც ჩვენ 20 ივ­ნისს დაგ­ვა­კა­ვეს წაგ­ვი­ყე­ნეს ერთი და იმა­ვე ბრა­ლი, ეს ბრა­ლი წა­მი­ყე­ნეს დღე­საც. მო­სა­მარ­თლემ მა­შინ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა აღი­ა­რე­ბა და მო­ნა­ნი­ე­ბა, რა­ზეც მე ვუ­თხა­რი, რომ ვერ ვა­ღი­ა­რებ­დი. ვი­ცო­დი, რომ რა­ღაც მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, რის გა­მოც უნდა მეგო პა­სუ­ხი. მაგ­რამ რა­საც მე მაბ­რა­ლე­ბენ არის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი იმას­თან, რაც მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში. ვამ­ზა­დებ სარ­ჩელს და იქით მინ­და წა­ვუ­ყე­ნო ჩემს მთავ­რო­ბას სარ­ჩე­ლი იმის­თვის, რაც გა­ა­კე­თეს. ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა, გავ­რი­ლო­ვის ფაქ­ტო­რი დღე­ვან­დელ­მა მთავ­რო­ბამ გა­მო­ი­ყე­ნა სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ბე­სიკ თამ­ლი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 20 ივ­ნი­სის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ბე­სიკ თამ­ლი­ანს ბრა­ლი ედე­ბა ჯგუ­ფურ მოქ­მე­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ძა­ლა­დო­ბა, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა და გა­ნად­გუ­რე­ბა, ასე­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და მათ­ზე თავ­დას­ხმა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრა­ლი 4-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აჯობებს...
9

უდაოდ აჯობებს დაოკდე და არ ,,იხტუნაო,, და კეთილი რჩევა! რაც თავარია ,,ნაც. ხროვას,, სიახლოვეს არ გაეკარო.

ზაზა
19

წარმატებები, სამაგალითო ხარ !!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დატოვა - პროკურატურის განმარტება

ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დატოვა - პროკურატურის განმარტება

გენერალური პროკურატურა განმარტავს, რატომ დათანხმდა ბრალდების მხარე 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას. შესაბამისი შეკითხვით უწყებას "ინტერპრესნიუსმა" მიმართა.

პროკურატურის განმარტებით, ბრალდების მხარე თამლიანისთვის გირაოს შეფარდებას იმის გამო დათანხმდა, რომ თავად მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, დაცვის მხარე კი კიდევ 15-მდე მოწმის დაკითხვას გეგმავდა.

"ვინაიდან ბესიკ თამლიანს პატიმრობაში ყოფნის 9 თვიანი ვადა 4 აპრილს ეწურებოდა, ხოლო დაცვის მხარემ, მისივე განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეები ვერ წარმოადგინა, სასამართლომ ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადასინჯა და ბესიკ თამლიანს პატიმრობა 4000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. რადგან ბრალდების მხარემ ამოწურა მტკიცებულებების გამოკვლევა, ხოლო დაცვის მხარე 15-მდე მოწმის დაკითხვას აპირებს, ბრალდების მხარეც დაეთანხმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბრალდების მხარემ ბესიკ თამლიანს ორჯერ 13 და 21 თებერვალს შესთავაზა საპროცესო შეთანხმების გაფორმება პირობით მსჯავრზე, აღნიშნული შეთავაზება ამ ეტაპზეც ძალაშია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" გენერალურ პროკურატურაში.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანმა საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.

რასაც მე მაბრალებენ არის შეუთავსებელი იმასთან, რაც მოხდა სინამდვილეში. ვამზადებ სარჩელს და იქეთ მინდა წავუყენო სარჩელი ჩემს მთავრობას იმისთვის, რაც გააკეთეს , - ამის შესახებ თამლიანმა გლდანის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.

თამლიანის განცხადებით, მისთვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

„თავისუფლებას თავისი ფასი აქვს მაგრამ გააჩნია რა ფასად, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მგულშემატკივრობდა. ჩემი სიჯიუტე გამოიხატება იმაში, რომ ეს ბრალი უკვე მქონდა წაყენებული, როდესაც ჩვენ 20 ივნისს დაგვაკავეს წაგვიყენეს ერთი და იმავე ბრალი, ეს ბრალი წამიყენეს დღესაც. მოსამართლემ მაშინ შემოგვთავაზა აღიარება და მონანიება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ვერ ვაღიარებდი. ვიცოდი, რომ რაღაც მქონდა გაკეთებული, რის გამოც უნდა მეგო პასუხი. მაგრამ რასაც მე მაბრალებენ არის შეუთავსებელი იმასთან, რაც მოხდა სინამდვილეში. ვამზადებ სარჩელს და იქით მინდა წავუყენო ჩემს მთავრობას სარჩელი იმისთვის, რაც გააკეთეს. ბრძოლა გრძელდება, გავრილოვის ფაქტორი დღევანდელმა მთავრობამ გამოიყენა საკუთარი მიზნებისთვის“, - განაცხადა ბესიკ თამლიანმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საჩხერიდან სტუმრად იყვნენ... ცოლ-შვილის დაჭრის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა" - რას ჰყვებიან საზარელ მკვლელობაზე გურჯაანში

მამაკაცი, რომელმაც 3 თვის ჩვილი მოკლა და მეუღლე დაჭრა, დაკავებულია

გურჯაანში მამამ 3 თვის ჩვილი მოკლა და ცოლი დაჭრა