მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ირთობენ თავს სახლში გამოკეტილი ცნობილები - "2 კვირაა არსად გავსულვარ... გვენატრება მეგობრები, მშობლები, ქუჩებში სეირნობა"
როგორ ირთობენ თავს სახლში გამოკეტილი ცნობილები - "2 კვირაა არსად გავსულვარ... გვენატრება მეგობრები, მშობლები, ქუჩებში სეირნობა"

ახალ­მა კო­რო­ნა­ვირუს­მა მსოფ­ლიო ახა­ლი ცხოვ­რე­ბის სტილ­ზე გა­და­იყ­ვა­ნა, ადა­მი­ა­ნე­ბი დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­სა და სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვიდ­ნენ, დრო­ე­ბით და­ი­ვი­წყეს ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი, რეს­ტორ­ნებ­სა თუ თე­ატ­რებ­ში სი­ა­რუ­ლი, რად­გა­ნაც ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გზა, სწო­რედ ადა­მი­ა­ნებს შო­რის დის­ტან­ცი­ის დაც­ვაა.

AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ანს გა­ე­სა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ამ სა­ყო­ველ­თაო შე­ზღუდ­ვე­ბის და ცხოვ­რე­ბის სტი­ლის შეც­ვლის შემ­დეგ, იღე­ბენ თუ არა შინ სტუმ­რებს და სრუ­ლად იცა­ვენ თუ არა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებს:

ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე - მსა­ხი­ო­ბი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"ძა­ლი­ან ცოტა დროს ვა­ტა­რებ­დი სახ­ლში, ამი­ტომ ჩემი ცხოვ­რე­ბა ნამ­დვი­ლად შე­იც­ვა­ლა. ახლა მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მივ­დი­ვარ, სა­ი­და­ნაც ადა­მი­ა­ნებს აქ­ტი­უ­რად მო­ვუ­წო­დებ, რომ დარ­ჩნენ სახ­ლში. შე­სა­ბა­მი­სად, მეც, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ ვბრუნ­დე­ბი შინ და არ­სად გავ­დი­ვარ...

ამას­თან, მეც და ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი, ზედ­მი­წევ­ნით ვი­ცავთ WHO-ს და ჩვე­ნი ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს... თუ იმას არ ჩავ­თვლით, რომ სამ­სა­ხურ­ში სი­ა­რუ­ლი მი­წევს, შე­მიძ­ლია, თა­მა­მად ვთქვა, რომ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას ვით­ვა­ლის­წი­ნებ და ვი­ცავ...

კლუბ­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად დავ­დი­ო­დი, მხო­ლოდ მე­გობ­რებ­თან სახ­ლში, სტუმ­რად სი­ა­რუ­ლი იყო ჩემი ძი­რი­თა­დი გარ­თო­ბა და გან­ტვირ­თვა... ახლა რო­გორც გი­თხა­რით, არ­სად დავ­დი­ვარ... ვარ სახ­ლში, ვკი­თხუ­ლობ ბევ­რს, ვუ­ყუ­რებ ფილ­მებს და ვმუ­შა­ობ" - ამ­ბობს ბახ­ვა, რო­მელ­საც ტე­ლე­ვი­ზი­ის გარ­და, კი­დევ სხვა სამ­სა­ხუ­რე­ბიც აქვს, სა­დაც უკვე დის­ტან­ცი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზეა გა­და­წყო­ბი­ლი და სუ­ლაც არ უჭირს.

"სი­ტუ­ა­ცია ახლა, რო­გორც ვხე­დავთ, მწვა­ვე ფა­ზა­ში შე­დის და ყვე­ლას ვთხოვ, რომ დარ­ჩნენ სახ­ლში, გა­უფრ­თხილ­დნენ სა­კუ­თარ თავს, ახ­ლობ­ლებს, გარ­შე­მომ­ყო­ფებს, უბ­რა­ლოდ, სხვებს...

თუ ბევ­რნი არი­ან სახ­ლში, ითა­მა­შონ სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი, ნა­ხონ მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მე­ბი, წა­ი­კი­თხონ წიგ­ნე­ბი... და­ფიქ­რდნენ და გა­და­ა­ხა­რის­ხონ მათი პრი­ო­რი­ტე­ბე­ბი, და­სა­ხონ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ივარ­ჯი­შონ და ა.შ. ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ! იმე­დი მაქვს, ძა­ლი­ან მალე გა­და­ვა­გო­რებთ და სა­მუ­და­მოდ განვდევ­ნით ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან კო­რო­ნა­ვირუსს! მერე კი ყვე­ლამ ერ­თად, ძა­ლი­ან ბევ­რი უნდა ვიშ­რო­მოთ და ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, თუ რო­გორ გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა პოს­ტკო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი შო­კი­დან" - უთხრა AMBEBI.GE-ს ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძემ.

ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი გია ონი­ა­ნი წლე­ბია, ოჯახ­თან ერ­თად გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ბონ­ში ცხოვ­რობს. მა­საც, რო­გორც ყვე­ლას, ყვე­ლა სპექ­ტაკ­ლი, გას­ტრო­ლი გა­და­ე­დო და შინ დარ­ჩა. ის ინ­ტერ­ნეტ­ში თა­ვის ვი­დე­ო­ებ­საც ავ­რცე­ლებს და სიმ­ღე­რით ცდი­ლობს შე­უმ­სუ­ბუ­ქოს გან­ცდე­ბი ადა­მი­ა­ნებს...

"ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას ზედ­მი­წევ­ნით ვი­ცავ. როცა საქ­მე თვით­გა­დარ­ჩე­ნას ეხე­ბა, ძა­ლი­ან დამ­ჯე­რი ვხდე­ბი...ზო­გა­დად ფრთხი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და ამ შემ­თხვე­ვა­ში ზედ­მე­ტი სიფრ­თხი­ლეც არაა ცუდი.

სახ­ლში გა­მო­კეტ­ვა არ ყო­ფი­ლა ად­ვი­ლი, მაგ­რამ კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შენ­ში ისე­თი თვი­სე­ბე­ბი იღ­ვი­ძებს, რომ თა­ვა­დაც გიკ­ვირს. ყო­ველ­გვარ ნე­გა­ტივ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რე იპო­ვო, აქამ­დე თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო სა­ნატ­რე­ლი მქონ­და და ახლა თავ­ზე საყ­რე­ლად მაქვს.

ეს რამ­დე­ნი­მე დღე კი­დევ და­ვის­ვე­ნებ და მერე ორი ახა­ლი ოპე­რის სწავ­ლას შე­ვუდ­გე­ბი, რომ­ლე­ბიც 2022 წელს უნდა შე­ვას­რუ­ლო. რა თქმა უნდა, ად­რეა, მაგ­რამ საქ­მეს წინ წა­ვიგ­დებ. გა­მო­წე­რი­ლი მაქვს ინ­ტერ­ნე­ტით ამ ოპე­რე­ბის კლა­ვი­რე­ბი და მი­ვი­ღებ თუ არა, მა­შინ­ვე და­ვი­წყებ. ისე, საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა,ზო­გა­დად ერთი ოპე­რის სწავ­ლას 1 თვეს ვან­დო­მებ. იმე­დია, მა­ნამ­დე ეს კო­რო­ნას მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი ჩაქ­რე­ბა და ნორ­მა­ლურ რიტმს და­ვუბ­რუნ­დე­ბით...

ჩემი გო­გო­ნა IX კლას­შია და ონ­ლა­ინ უტარ­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბი. ვაჟი დი­დია, მუ­შა­ობს დუ­სელ­დორფში, მაგ­რამ და­ი­კე­ტა მისი სამ­სა­ხუ­რიც და ახლა ერ­თად ვართ. ვერ­თო­ბით ხოლ­მე, ჯო­კერს, ჭად­რაკს ვთა­მა­შობთ, ვმღე­რით, ვხა­ტავთ და კუ­ლი­ნა­რი­ულ ექ­სპე­რი­მენ­ტებს მივ­მარ­თავთ... არც სად­მე გავ­დი­ვართ და არც არა­ვინ მო­დის ჩვენ­თან. ვე­რი­დე­ბით გარე სამ­ყა­როს­თან კონ­ტაქტს.

იყა­ვით სახ­ლში, ახლა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი ესაა. იმე­დია, წა­მალ­საც გა­მო­ი­გო­ნე­ბენ და მო­გო­ნე­ბას ჩა­ბარ­დე­ბა ეს ჭი­რიც და ეს დღე­ე­ბიც!“ - გვი­თხრა გია ონი­ან­მა და ქა­ლაქ ბონ­ზეც ისა­უბ­რა, სა­დაც მისი თქმით თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლია, გარ­და აფ­თი­ა­ქე­ბის, ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი­სა და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი­სა. "სუ­პერ­მარ­კეტ­შიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არე­გუ­ლი­რე­ბენ რი­გებს შე­სას­ვლელ­ში. ერთი რომ გა­მო­დის, მერე გიშ­ვე­ბენ. დის­ტან­ცი­ას ვი­ცავთ. პირ­ბა­დე­ე­ბის და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დე­ფი­ცი­ტი უკვე კარ­გა ხა­ნია გვაქვს..."

ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი - მსა­ხი­ო­ბი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"ჩემი თავი მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი ფილ­მის გმი­რი მგო­ნია, რო­მე­ლიც ცდი­ლობს, არ შე­იმ­ჩნი­ოს, რა რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა გა­რეთ და გა­ა­ხა­ლი­სოს ოჯა­ხი. და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რაა, არ­სად არ გავ­დი­ვარ. ვზი­ვარ სახ­ლში ჩემს შვი­ლებ­თან და ქმარ­თან ერ­თად.

მე­გო­ნა, მეც წა­ვი­კი­თხავ­დი იმ წიგ­ნებს რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია მინ­და, წა­ვი­კი­თხო, ვუ­ყუ­რებ­დი მო­ნატ­რე­ბულ ფილ­მებს და ვი­თა­მა­შებ­დი სა­მა­გი­დო თა­მა­შებს, თუმ­ცა ისე­თი საქ­მე­ე­ბის გა­კე­თე­ბა გვი­წევს, რაც ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია, არ გაგ­ვი­კე­თე­ბია. იმი­ტომ, რომ ვართ მარ­ტო დამ­ხმა­რის, ძი­ძე­ბის, ბე­ბი­ე­ბის და ბა­ბუ­ე­ბის გა­რე­შე.

ამი­ტომ, აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში. ბავ­შვე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სახ­ლის და­ლა­გე­ბა­ში, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, ჭურ­ჭე­ლის გა­რე­ცხვა­ში - ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვა­კე­თებთ.

სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან მიყ­ვარს სახ­ლში ყოფ­ნა, არას­დროს არ მბეზ­რდე­ბა ჩემს შვი­ლებ­თან თა­მა­ში, თუმ­ცა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ძნე­ლია, რა­მით ისი­ა­მოვ­ნო, და­ძა­ბუ­ლი არ იყო. რა თქმა უნდა, ში­ნა­გა­ნად ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი ვარ თუმ­ცა, ჩვენ­ზეა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად შეგ­ნე­ბუ­ლად მი­ვუდ­გე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დე­ბით ყვე­ლა­ფერს.

იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლა გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს. ვრჩე­ბით სახ­ლში, არ ვი­ღებთ სტუმ­რებს და არ დავ­დი­ვართ სტუმ­რად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბიც სახ­ლში არი­ან იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი - ეს არ ნიშ­ნავს, რომ ერ­თმა­ნეთ­თან სტუმ­რად უნდა ვი­ა­როთ. ნამ­დვი­ლად ღირს რა­ღაც დრო­ით მოთ­მე­ნა, მაქ­სი­მა­ლუ­რად იზო­ლი­რე­ბა არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­მო­სა­ვა­ლი“ - გვე­უბ­ნე­ბა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი.

მსა­ხი­ო­ბის თქმით, ცხა­დია, თე­ატ­რში სპექ­ტაკ­ლებ­საც ვე­ღარ თა­მა­შობს, რად­გა­ნაც ერთი თვეა, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ყვე­ლა სპექ­ტაკ­ლი მო­იხ­სნა. თუმ­ცა, იმედს არ კარ­გავს, რომ მალე ის და მისი კო­ლე­გე­ბი ახალ, სა­ო­ცარ სპექ­ტაკ­ლებ­ში ითა­მა­შე­ბენ.

"დის­ტან­ცი­უ­რად რაც შეგ­ვიძ­ლია, ახალ პი­ე­სებ­ზე ვმუ­შა­ობთ. ერთ-ერთი პი­ე­საა, რომ­ლის რე­პე­ტი­ცი­ე­ბიც ასე დის­ტან­ცი­უ­რად გვაქვს. რე­პე­ტი­ცი­ე­ბის პირ­ველ და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპს "სა­მა­გი­დო სა­მუ­შა­ო­ებს" ვგუ­ლის­ხმობ, როცა შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე, პი­ე­სი­სა და გმი­რის გარ­შე­მო...

ყვე­ლას გვე­ნატ­რე­ბა მე­გობ­რე­ბი, მშობ­ლე­ბი, თე­ატ­რი, კინო, ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მალე დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა, მაგ­რამ ვერ დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ჩვე­ნი გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის გამო საფრ­თხე­ში ვაგ­დებთ. ამი­ტომ, დავ­რჩეთ სახ­ლში და და­ვიც­ვათ ერ­თმა­ნე­თი" - ამ­ბობს ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი.

მსა­ხი­ო­ბი ონი­სე ონი­ა­ნი კი იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ სახ­ლში დარ­ჩე­ნის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნებს ინ­ტერ­ნე­ტით ახალ-ახალ ვი­დე­ოს სთა­ვა­ზობს, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას და სხვა სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს ას­წავ­ლის, ამას­თან, ამ­ხი­ა­რუ­ლებს კი­დეც მათ. ამ ვი­დე­ო­ე­ბის იდეა მე­უღ­ლემ შეს­თა­ვა­ზა.

რო­გორც ონი­სე ამ­ბობს, სახ­ლში ხან­გრძლი­ვი დრო­ით რომ აღ­მოჩ­დნენ, გა­და­წყვი­ტეს მე­გობ­რე­ბი, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი ასე გა­ე­ხა­ლი­სე­ბი­ნათ. ეს მა­საც სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს და უხა­რია, რომ ამ ვი­დე­ო­ებს სხვე­ბიც დიდი ინ­ტე­რე­სით შეხ­ვდნენ:

"ადა­მი­ა­ნე­ბი მშვე­ნივ­რად გა­ხა­ლის­დნენ. ერ­თო­ბი­ან, სწავ­ლო­ბენ და დროც გა­დის" - აღ­ნიშ­ნავს მსა­ხი­ო­ბი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
5

სწორედ ასეთი ე.წ. "ცნობილების" დასახურებაა ქვეყანაში ვირუსის შემოტანა.

gela
5

იმედია როგორც იტალიელებს, პორნოჰაბი ჩვენც უფასო წვდომას მოგვცემს მათ პრემიალურ ვიდეოებზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორ ირთობენ თავს სახლში გამოკეტილი ცნობილები - "2 კვირაა არსად გავსულვარ... გვენატრება მეგობრები, მშობლები, ქუჩებში სეირნობა"

როგორ ირთობენ თავს სახლში გამოკეტილი ცნობილები - "2 კვირაა არსად გავსულვარ... გვენატრება მეგობრები, მშობლები, ქუჩებში სეირნობა"

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიო ახალი ცხოვრების სტილზე გადაიყვანა, ადამიანები დისტანციურ მუშაობასა და სწავლებაზე გადავიდნენ, დროებით დაივიწყეს ხალხმრავალი შეკრებები, რესტორნებსა თუ თეატრებში სიარული, რადგანაც ეპიდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი გზა, სწორედ ადამიანებს შორის დისტანციის დაცვაა.

AMBEBI.GE რამდენიმე ცნობილ ადამიანს გაესაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ ამ საყოველთაო შეზღუდვების და ცხოვრების სტილის შეცვლის შემდეგ, იღებენ თუ არა შინ სტუმრებს და სრულად იცავენ თუ არა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს:

ბახვა ბრეგვაძე - მსახიობი, ტელეწამყვანი:

"ძალიან ცოტა დროს ვატარებდი სახლში, ამიტომ ჩემი ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა. ახლა მხოლოდ ტელევიზიაში მივდივარ, საიდანაც ადამიანებს აქტიურად მოვუწოდებ, რომ დარჩნენ სახლში. შესაბამისად, მეც, სამსახურის შემდეგ ვბრუნდები შინ და არსად გავდივარ...

ამასთან, მეც და ჩემი ოჯახის ყველა წევრი, ზედმიწევნით ვიცავთ WHO-ს და ჩვენი ექიმების რეკომენდაციებს... თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სამსახურში სიარული მიწევს, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ უკლებლივ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებ და ვიცავ...

კლუბში ძალიან იშვიათად დავდიოდი, მხოლოდ მეგობრებთან სახლში, სტუმრად სიარული იყო ჩემი ძირითადი გართობა და განტვირთვა... ახლა როგორც გითხარით, არსად დავდივარ... ვარ სახლში, ვკითხულობ ბევრს, ვუყურებ ფილმებს და ვმუშაობ" - ამბობს ბახვა, რომელსაც ტელევიზიის გარდა, კიდევ სხვა სამსახურებიც აქვს, სადაც უკვე დისტანციურ მუშაობაზეა გადაწყობილი და სულაც არ უჭირს.

"სიტუაცია ახლა, როგორც ვხედავთ, მწვავე ფაზაში შედის და ყველას ვთხოვ, რომ დარჩნენ სახლში, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ახლობლებს, გარშემომყოფებს, უბრალოდ, სხვებს...

თუ ბევრნი არიან სახლში, ითამაშონ სამაგიდო თამაშები, ნახონ მათთვის საინტერესო ფილმები, წაიკითხონ წიგნები... დაფიქრდნენ და გადაახარისხონ მათი პრიორიტებები, დასახონ სამომავლო გეგმები, სახლის პირობებში ივარჯიშონ და ა.შ. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ! იმედი მაქვს, ძალიან მალე გადავაგორებთ და სამუდამოდ განვდევნით ჩვენი ცხოვრებიდან კორონავირუსს! მერე კი ყველამ ერთად, ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა პოსტკორონავირუსული შოკიდან" - უთხრა AMBEBI.GE-ს ბახვა ბრეგვაძემ.

ოპერის მომღერალი გია ონიანი წლებია, ოჯახთან ერთად გერმანიაში, ქალაქ ბონში ცხოვრობს. მასაც, როგორც ყველას, ყველა სპექტაკლი, გასტროლი გადაედო და შინ დარჩა. ის ინტერნეტში თავის ვიდეოებსაც ავრცელებს და სიმღერით ცდილობს შეუმსუბუქოს განცდები ადამიანებს...

"ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ვიცავ. როცა საქმე თვითგადარჩენას ეხება, ძალიან დამჯერი ვხდები...ზოგადად ფრთხილი ადამიანი ვარ და ამ შემთხვევაში ზედმეტი სიფრთხილეც არაა ცუდი.

სახლში გამოკეტვა არ ყოფილა ადვილი, მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაში შენში ისეთი თვისებები იღვიძებს, რომ თავადაც გიკვირს. ყოველგვარ ნეგატივშიც შესაძლებელია პოზიტიური მხარე იპოვო, აქამდე თავისუფალი დრო სანატრელი მქონდა და ახლა თავზე საყრელად მაქვს.

ეს რამდენიმე დღე კიდევ დავისვენებ და მერე ორი ახალი ოპერის სწავლას შევუდგები, რომლებიც 2022 წელს უნდა შევასრულო. რა თქმა უნდა, ადრეა, მაგრამ საქმეს წინ წავიგდებ. გამოწერილი მაქვს ინტერნეტით ამ ოპერების კლავირები და მივიღებ თუ არა, მაშინვე დავიწყებ. ისე, საკმაოდ შრომატევადი საქმეა,ზოგადად ერთი ოპერის სწავლას 1 თვეს ვანდომებ. იმედია, მანამდე ეს კორონას მიერ გამოწვეული აჟიოტაჟი ჩაქრება და ნორმალურ რიტმს დავუბრუნდებით...

ჩემი გოგონა IX კლასშია და ონლაინ უტარდება გაკვეთილები. ვაჟი დიდია, მუშაობს დუსელდორფში, მაგრამ დაიკეტა მისი სამსახურიც და ახლა ერთად ვართ. ვერთობით ხოლმე, ჯოკერს, ჭადრაკს ვთამაშობთ, ვმღერით, ვხატავთ და კულინარიულ ექსპერიმენტებს მივმართავთ... არც სადმე გავდივართ და არც არავინ მოდის ჩვენთან. ვერიდებით გარე სამყაროსთან კონტაქტს.

იყავით სახლში, ახლა ყველაზე ეფექტიანი ესაა. იმედია, წამალსაც გამოიგონებენ და მოგონებას ჩაბარდება ეს ჭირიც და ეს დღეებიც!“ - გვითხრა გია ონიანმა და ქალაქ ბონზეც ისაუბრა, სადაც მისი თქმით თითქმის ყველაფერი დაკეტილია, გარდა აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურებისა და სუპერმარკეტებისა. "სუპერმარკეტშიც სამართალდამცავები არეგულირებენ რიგებს შესასვლელში. ერთი რომ გამოდის, მერე გიშვებენ. დისტანციას ვიცავთ. პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების დეფიციტი უკვე კარგა ხანია გვაქვს..."

ლელა მებურიშვილი - მსახიობი, ტელეწამყვანი:

"ჩემი თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია, რომელიც ცდილობს, არ შეიმჩნიოს, რა რთული სიტუაციაა გარეთ და გაახალისოს ოჯახი. დაახლოებით 2 კვირაა, არსად არ გავდივარ. ვზივარ სახლში ჩემს შვილებთან და ქმართან ერთად.

მეგონა, მეც წავიკითხავდი იმ წიგნებს რომელიც დიდი ხანია მინდა, წავიკითხო, ვუყურებდი მონატრებულ ფილმებს და ვითამაშებდი სამაგიდო თამაშებს, თუმცა ისეთი საქმეების გაკეთება გვიწევს, რაც ძალიან დიდი ხანია, არ გაგვიკეთებია. იმიტომ, რომ ვართ მარტო დამხმარის, ძიძების, ბებიების და ბაბუების გარეშე.

ამიტომ, აქტიურად ვართ ჩართული საოჯახო საქმეებში. ბავშვებიც მონაწილეობენ სახლის დალაგებაში, კერძების მომზადებაში, ჭურჭელის გარეცხვაში - ყველაფერს ერთად ვაკეთებთ.

საერთოდ ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა, არასდროს არ მბეზრდება ჩემს შვილებთან თამაში, თუმცა ამ სიტუაციაში ძნელია, რამით ისიამოვნო, დაძაბული არ იყო. რა თქმა უნდა, შინაგანად ძალიან აღელვებული ვარ თუმცა, ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული, რამდენად შეგნებულად მივუდგებით სიტუაციას და პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ყველაფერს.

იმედი მაქვს, რომ ყველა გაითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ვრჩებით სახლში, არ ვიღებთ სტუმრებს და არ დავდივართ სტუმრად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობრებიც სახლში არიან იზოლირებულები - ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან სტუმრად უნდა ვიაროთ. ნამდვილად ღირს რაღაც დროით მოთმენა, მაქსიმალურად იზოლირება არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და გამოსავალი“ - გვეუბნება მებურიშვილი.

მსახიობის თქმით, ცხადია, თეატრში სპექტაკლებსაც ვეღარ თამაშობს, რადგანაც ერთი თვეა, მარჯანიშვილის თეატრში ყველა სპექტაკლი მოიხსნა. თუმცა, იმედს არ კარგავს, რომ მალე ის და მისი კოლეგები ახალ, საოცარ სპექტაკლებში ითამაშებენ.

"დისტანციურად რაც შეგვიძლია, ახალ პიესებზე ვმუშაობთ. ერთ-ერთი პიესაა, რომლის რეპეტიციებიც ასე დისტანციურად გვაქვს. რეპეტიციების პირველ და ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს "სამაგიდო სამუშაოებს" ვგულისხმობ, როცა შეგვიძლია ვისაუბროთ და ჩამოვყალიბდეთ სხვადასხვა თემაზე, პიესისა და გმირის გარშემო...

ყველას გვენატრება მეგობრები, მშობლები, თეატრი, კინო, ქუჩებში სეირნობა. ეს ყველაფერი ძალიან მალე დაგვიბრუნდება, მაგრამ ვერ დაგვიბრუნდებიან ის ადამიანები, ვისაც ჩვენი გაუფრთხილებლობის გამო საფრთხეში ვაგდებთ. ამიტომ, დავრჩეთ სახლში და დავიცვათ ერთმანეთი" - ამბობს ლელა მებურიშვილი.

მსახიობი ონისე ონიანი კი იმით გამოირჩევა, რომ სახლში დარჩენის შემდეგ ადამიანებს ინტერნეტით ახალ-ახალ ვიდეოს სთავაზობს, კერძების მომზადებას და სხვა საოჯახო საქმეებს ასწავლის, ამასთან, ამხიარულებს კიდეც მათ. ამ ვიდეოების იდეა მეუღლემ შესთავაზა.

როგორც ონისე ამბობს, სახლში ხანგრძლივი დროით რომ აღმოჩდნენ, გადაწყვიტეს მეგობრები, სხვა ადამიანები ასე გაეხალისებინათ. ეს მასაც სიამოვნებას ანიჭებს და უხარია, რომ ამ ვიდეოებს სხვებიც დიდი ინტერესით შეხვდნენ:

"ადამიანები მშვენივრად გახალისდნენ. ერთობიან, სწავლობენ და დროც გადის" - აღნიშნავს მსახიობი.

"ტაში უნდა დავუკრათ გახარიას..." - როგორ ცხოვრობს პანდემიის დროს თემურ თათარაშვილი და აპირებს თუ არა აღდგომას ეკლესიაში წასვლას

"ეროვნული ბიბლიოთეკა" საზოგადოებას ვირტუალურ მუზეუმში ეპატიჟება - დაათვალიერეთ "დედა ენების" გამოფენა

"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს