სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიდექით ტაძრის ეზოში მონიშნულ ადგილებზე... ხატებზე და ჯვარზე მთხვევა არ მომხდარა" - რას წერს თბილისის ერთ-ერთი ეკლესიის მრევლი
"ვიდექით ტაძრის ეზოში მონიშნულ ადგილებზე... ხატებზე და ჯვარზე მთხვევა არ მომხდარა" - რას წერს თბილისის ერთ-ერთი ეკლესიის მრევლი

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 10 ადა­მი­ან­ზე მე­ტის შეკ­რე­ბა შე­ზღუ­დუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დღეს ტაძ­რებ­ში წირ­ვა აღევ­ლი­ნა, თუმ­ცა ზო­გი­ერთ ეკ­ლე­სი­ა­ში მრევ­ლი ლოც­ვას ეზო­ში ის­მენ­და და სპე­ცი­ა­ლურ ნიშ­ნუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით დის­ტან­ცი­ას იცავ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ წერს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც და­ეს­რო წირ­ვას:

"დღეს ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის ტა­ძარ­ში წირ­ვა აღევ­ლი­ნა: ყვე­ლა­ნი ტაძ­რის ეზო­ში ვი­დე­ქით სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ნიშ­ნულ ად­გი­ლებ­ზე (მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ით გავ­თლის­წი­ნე­ბუ­ლი დის­ტან­ცი­ის დაც­ვით), რომ­ლებ­თან მის­ვლას, დგო­მა­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბა­საც არე­გუ­ლი­რებ­დნენ ტაძ­რის მსა­ხუ­რე­ბი - სტი­ქა­როს­ნე­ბი. ტა­ძარ­ში შეს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლი იყო, წირ­ვის პე­რი­ოდ­ში. ტა­ძარ­ში შეს­ვლა ხდე­ბო­და მხო­ლოდ ზი­ა­რე­ბის დროს, ეტა­პობ­რი­ვად ხალ­ხის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით . დაგ­ვი­რი­გეს მხო­ლოდ სე­ფის­კვე­რე­ბი, ხა­ტებ­ზე და ჯვარ­ზე მთხვე­ვა არ მომ­ხდა­რა. ყვე­ლა­ფე­რი იყო ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი.

პ.ს ბოლო დროს, ძა­ლი­ან ბევ­რი ჩემ­თვის გულ­სატ­კე­ნი პოს­ტე­ბი მხვდე­ბა ჩემი მე­გობ­რე­ბის და შეგ­ნე­ბუ­ლად თავი შე­ვი­კა­ვე მე­პა­სუ­ხა მათ­თვის და მინ­და ყვე­ლას ერ­თად მოგ­მარ­თოთ, ვინც აპ­რო­ტეს­ტებთ ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვის აღ­სრუ­ლე­ბას და ჩვენს ზი­ა­რე­ბას. იყა­ვით კო­რექ­ტუ­ლე­ბი და ნუ გვა­ქი­ლი­კებთ და გან­გვი­კი­თხავთ! მე პი­რა­დად პა­ტივს ვცემ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის აზრს და არ­ჩე­ვანს და თქვენც კე­თი­ლი ინე­ბეთ და პა­ტი­ვი ეცით იმ მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის არ­ჩე­ვანს ვის­თვი­საც ზი­ა­რე­ბა­ზე უა­რის თქმა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია! ჩვენც გვყავს ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მათი ჯან­მრთე­ლო­ბა ჩვენ­თვი­საც უძ­ვირ­ფა­სე­სია!!! დის­კუ­სი­ა­ში არ შევ­დი­ვარ ზი­ა­რე­ბას­თან და წირ­ვის აღ­სრუ­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა არ­ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხზე, რად­გან რა­მო­დე­ნი­მე­ჯერ, პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით დავ­რწმუნ­დი, რომ აზრი არ აქვს", - ვკი­თხუ­ლობთ "ფე­ის­ბუქ პოს­ტში"

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიგოლ1408
11

უფალი კრძალავს ურწმუნოებთან კამათს

ლილი
6

მამა თეოდორე გიგნაძე არის განათლებული ადამიანი და მოაწესრიგა ტაძარში ყველაფერი ისე ,რომ არ დაირღვეს არც კანონი,არც უსაფრთხოება და არც რწმენის თავისუფლება.ბნელმა მამაოებმა მიბაძონ მას და მრევლი გაუმრავლდებათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ვიდექით ტაძრის ეზოში მონიშნულ ადგილებზე... ხატებზე და ჯვარზე მთხვევა არ მომხდარა" - რას წერს თბილისის ერთ-ერთი ეკლესიის მრევლი

"ვიდექით ტაძრის ეზოში მონიშნულ ადგილებზე... ხატებზე და ჯვარზე მთხვევა არ მომხდარა" - რას წერს თბილისის ერთ-ერთი ეკლესიის მრევლი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც 10 ადამიანზე მეტის შეკრება შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, დღეს ტაძრებში წირვა აღევლინა, თუმცა ზოგიერთ ეკლესიაში მრევლი ლოცვას ეზოში ისმენდა და სპეციალურ ნიშნულების საშუალებით დისტანციას იცავდა.

აღნიშნულის შესახებ წერს სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელიც თავადაც დაესრო წირვას:

"დღეს ჯვართამაღლების ტაძარში წირვა აღევლინა: ყველანი ტაძრის ეზოში ვიდექით სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით გავთლისწინებული დისტანციის დაცვით), რომლებთან მისვლას, დგომასა და გადაადგილებასაც არეგულირებდნენ ტაძრის მსახურები - სტიქაროსნები. ტაძარში შესვლა აკრძალული იყო, წირვის პერიოდში. ტაძარში შესვლა ხდებოდა მხოლოდ ზიარების დროს, ეტაპობრივად ხალხის რეკომენდირებული რაოდენობის გათვალისწინებით . დაგვირიგეს მხოლოდ სეფისკვერები, ხატებზე და ჯვარზე მთხვევა არ მომხდარა. ყველაფერი იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული.

პ.ს ბოლო დროს, ძალიან ბევრი ჩემთვის გულსატკენი პოსტები მხვდება ჩემი მეგობრების და შეგნებულად თავი შევიკავე მეპასუხა მათთვის და მინდა ყველას ერთად მოგმართოთ, ვინც აპროტესტებთ ტაძრებში წირვა-ლოცვის აღსრულებას და ჩვენს ზიარებას. იყავით კორექტულები და ნუ გვაქილიკებთ და განგვიკითხავთ! მე პირადად პატივს ვცემ ყველა ადამიანის აზრს და არჩევანს და თქვენც კეთილი ინებეთ და პატივი ეცით იმ მორწმუნე ადამიანების არჩევანს ვისთვისაც ზიარებაზე უარის თქმა წარმოუდგენელია! ჩვენც გვყავს ოჯახის წევრები და მათი ჯანმრთელობა ჩვენთვისაც უძვირფასესია!!! დისკუსიაში არ შევდივარ ზიარებასთან და წირვის აღსრულების ჩატარება არჩატარების საკითხზე, რადგან რამოდენიმეჯერ, პირადი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ აზრი არ აქვს", - ვკითხულობთ "ფეისბუქ პოსტში"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 103-მდე გაიზარდა

მეტროს და ავტობუსების მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან გაჩერდება

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - ლერი ხაბელოვი, ლევან კორღალაძე