პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიზრდება თუ არა პურზე ფასი? - სოფლის მეურნეობის მინისტრის კომენტარი
გაიზრდება თუ არა პურზე ფასი? - სოფლის მეურნეობის მინისტრის კომენტარი

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა ხორ­ბლი­სა და ფქვი­ლის იმ­პორ­ტი­ო­რებ­თან, პუ­რის მწარ­მო­ებ­ლებ­თან და დარ­გობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ფქვილ­სა და პურ­ზე ფა­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ძი­რი­თა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბი არ გა­ი­ზარ­დოს.

"ხორ­ბლის მა­რა­გე­ბი მუდ­მი­ვად კონ­ტროლ­დე­ბა. სა­გან­გე­ბო პი­რო­ბებ­ში, აღ­ნიშ­ნულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა. ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, რომ პურ­ზე ფა­სე­ბი არ გა­იზ­რდე­ბა, მი­წო­დე­ბა­ში არ იქ­ნე­ბა შე­ფერ­ხე­ბა და შე­ზღუდ­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრმა შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს ძი­რი­თა­დი მოხ­მა­რე­ბის 9 სა­სურ­სა­თო პრო­დუქტზე (ბრინ­ჯი, მა­კა­რო­ნი, მზე­სუმ­ზი­რის ზეთი, ფქვი­ლი, შა­ქა­რი, ხორ­ბა­ლი, რძის ფხვნი­ლი, წი­წი­ბუ­რა და ლო­ბიო) ფა­სე­ბის და­ზღვე­ვის მიზ­ნით სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი გა­აც­ნო.

რო­გორც ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია „პირ­ვე­ლა­დი მოხ­მა­რე­ბის სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა“, რო­მელ­საც სოფ­ლი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც 15 მარ­ტი­დან 15 მა­ი­სის ჩათ­ვლით 9 ძი­რი­თად სა­სურ­სა­თო პრო­დუქტს შე­ის­ყი­დი­ან, გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბით, სა­ვა­ლუ­ტო კურ­სის სხვა­ო­ბის სუბ­სი­დი­რე­ბას სა­ხელ­მწი­ფო მო­ახ­დენს.

ხორ­ბლის, ფქვი­ლი­სა და პუ­რის სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რას გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ხა­ნიშ­ვი­ლი, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი ზუ­რაბ ჩე­კუ­რაშ­ვი­ლი, სოფ­ლი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ჯიბ­ლა­ძე და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, სურ­სა­თის და სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი თენ­გიზ კა­ლან­და­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს ფარ­გლებ­ში, სა­სურ­სა­თო მა­რა­გე­ბის მარ­თვა­ზე, ლო­გის­ტი­კა­სა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

გაიზრდება თუ არა პურზე ფასი? - სოფლის მეურნეობის მინისტრის კომენტარი

გაიზრდება თუ არა პურზე ფასი? - სოფლის მეურნეობის მინისტრის კომენტარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან, პურის მწარმოებლებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფქვილსა და პურზე ფასის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასები არ გაიზარდოს.

"ხორბლის მარაგები მუდმივად კონტროლდება. საგანგებო პირობებში, აღნიშნულ მიმართულებაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. ხაზგასმით ვამბობ, რომ პურზე ფასები არ გაიზრდება, მიწოდებაში არ იქნება შეფერხება და შეზღუდვა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) ფასების დაზღვევის მიზნით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტი გააცნო.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტროში შემუშავებულია „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს. პროექტის თანახმად, იმპორტიორი კომპანიებისთვის, რომლებიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით 9 ძირითად სასურსათო პროდუქტს შეისყიდიან, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს.

ხორბლის, ფქვილისა და პურის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილია.

"არავინ გაიძულებთ არჩევანი გააკეთოთ ღმერთსა და ვირუსს შორის" - მეუფე გრიგოლი

რა ხდება ტაძრებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ - ფოტოები სოციალური ქსელიდან

სამების საკათედრო ტაძარში პოლიციელები მივიდნენ