პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისში ავტობუსის მძღოლი მოკლეს - დაჭრილია ერთი პირი
ქუთაისში ავტობუსის მძღოლი მოკლეს - დაჭრილია ერთი პირი

ქუ­თა­ის­ში, თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩხუ­ბი მძღოლ­სა და მგზავრს შო­რის მოხ­და, რა დრო­საც უც­ნობ­მა პირ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მძღო­ლის მი­სა­მარ­თით ია­რა­ღი­დან სამ­ჯერ გა­ის­რო­ლა.

მძღო­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­ვე დაჭ­რი­ლია კი­დევ ერთი პირი, რო­მე­ლიც ასე­ვე მძღო­ლია და კონ­ფლიქ­ტში გა­საშ­ვე­ლებ­ლად ჩა­ერ­თო. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მას ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა.

შსს-მ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლე­ვი პირი და­ა­კა­ვა.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ქუ­თა­ის­ში, რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ოს­თან, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა სა­მარ­შრუ­ტო ავ­ტო­ბუ­სის მძღოლს - 1957 წელს და­ბა­დე­ბულ ბ.თ.-ს, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. გ.ბ.-მ ამა­ვე ავ­ტო­ბუ­სის დამ­ხმა­რე მძღო­ლი - 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ჩ.-ც დაჭ­რა, რის შემ­დე­გაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც მე­დი­კო­სებ­მა სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში და­ა­კა­ვეს.

პო­ლი­ცი­ამ, და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - მა­კა­რო­ვის სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი, მჭი­დი და 8 ვაზ­ნა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გიორგი
7

რამდენი ასეთი დადის კიდევ გარეთ, სასხლეტის გამოკრა ერთ გადაფურთხებად რომ უღირს... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ქუთაისში ავტობუსის მძღოლი მოკლეს - დაჭრილია ერთი პირი

ქუთაისში ავტობუსის მძღოლი მოკლეს - დაჭრილია ერთი პირი

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ავტობუსის მძღოლი მოკლეს. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ჩხუბი მძღოლსა და მგზავრს შორის მოხდა, რა დროსაც უცნობმა პირმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მისამართით იარაღიდან სამჯერ გაისროლა.

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც ასევე მძღოლია და კონფლიქტში გასაშველებლად ჩაერთო. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ოპერაცია უტარდება.

შსს-მ მკვლელობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ავტოსამრეცხაოსთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლს - 1957 წელს დაბადებულ ბ.თ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გ.ბ.-მ ამავე ავტობუსის დამხმარე მძღოლი - 1974 წელს დაბადებული მ.ჩ.-ც დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მედიკოსებმა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

"ახალგაზრდა ქალზე საკუთარ მანქანაში იძალადა" - ვინ არის პოლიციელი, რომელიც გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

"საფულეში ჰქონდა წერილები... ერთში ეწერა - "გამოიყენე, ჩემი ანაბარი" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

"ერთი უდანაშაულო ბიჭი დაიკარგა... მითხარი, სად დატოვეთ, არ გეცოდებით?" - რას წერდა ანა გაბეჩავა დაკავებამდე არასრულწოვან ლ.შ-ს