პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავიდანვე უნდა ჩაგეკეტათ საზღვრები" - ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ჩინეთში, რომელიც შვილებთან ერთად ორი თვე კარანტინში ცხოვრობდა
"თავიდანვე უნდა ჩაგეკეტათ საზღვრები" - ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ჩინეთში, რომელიც შვილებთან ერთად ორი თვე კარანტინში ცხოვრობდა

მო­დე­ლი ნა­ნუ­კა ტო­რონ­ჯა­ძე უკვე ექვს წელ­ზე მე­ტია ჩი­ნეთ­ში ცხოვ­რობს. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­და, შემ­დეგ სწავ­ლა იქა­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლა და ბო­ლოს გა­თხოვ­და. ახლა ორ ბიჭს ზრდის და ჩი­ნე­თის ერთ-ერთ არხზე შვი­ლებ­თან ერ­თად გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნია.

ნა­ნუ­კას კა­რან­ტი­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ვუ­კავ­შირ­დით და და­ვინ­ტე­რეს­დით, რა შე­იც­ვა­ლა ჩი­ნე­თის ჩა­კე­ტილ ქა­ლა­ქებ­ში ვირუ­სის შე­სუს­ტე­ბის შემ­დეგ:

- ჩი­ნუ­რი ახა­ლი წელი იყო 25 იან­ვარს. რო­გორც წესი, ამ დროს მთე­ლი ჩი­ნე­თი ის­ვე­ნებს, მთე­ლი ოჯა­ხი ახა­ლი წლის აღ­სა­ნიშ­ნად იკ­რი­ბე­ბა. ამ დროს ქვე­ყა­ნა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­ვე­ნე­ბაა, რო­დე­საც მთელს ჩი­ნეთს აქვს "არ­და­დე­გე­ბი" და გარ­თო­ბის გარ­და სხვა არა­ფერს ვა­კე­თებთ ხოლ­მე. ზუს­ტად ამ დღის შემ­დეგ ანუ 26-ში ჩაგ­ვკე­ტეს და უკვე ვერ­სად გავ­დი­ო­დით. ვუ­ჰა­ნი­დან არც ისე შორს, ჩან­გშა­ში ვცხოვ­რობ და ახალ წელს ყვე­ლა გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლი, რეს­ტო­რა­ნი, კლუ­ბი და ბარი და­ი­კე­ტა, დღემ­დე ასეა. არა­და, თით­ქმის უკვე ორი თვე გა­ვი­და. თა­ვი­დან 1 თვე სა­ერ­თოდ სახ­ლში ვის­ხე­დით, გა­რე­თაც არ გავ­დი­ო­დით. ჩვენს და­სახ­ლე­ბა­ში მა­ღა­ზი­ე­ბის გარ­და არა­ფე­რი მუ­შა­ობ­და, იქაც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თუ შე­გიშ­ვებ­დნენ, თუ პირ­ბა­დე გე­კე­თა.

ჩვენს უბან­ში და და­სახ­ლე­ბას­თან ახ­ლოს არა­ვის ჰქო­ნია კო­რო­ნა­ვირუ­სი, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში და­დას­ტურ­და 242 შემ­თხვე­ვა, აქე­დან 2 გარ­და­იც­ვა­ლა და ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი გა­ნი­კურ­ნა, დარ­ჩა მხო­ლოდ 4, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დი­ან მკურ­ნა­ლო­ბას. დღე­ვან­დე­ლი და წინა 20 დღის მო­ნა­ცე­მე­ბით ჩვენ­თან კო­რო­ნა­ვირუ­სის არც ერთი ახა­ლი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. თით­ქმის 2 თვი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის შემ­დეგ ვე­ლო­დე­ბით, რომ ძა­ლი­ან მალე ყვე­ლა­ფე­რი და­უბ­რუნ­დე­ბა ჩვე­ულ ფორ­მას და კო­რო­ნა­ვირუ­სი სა­მუ­და­მოდ გაქ­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ვუ­ჰანს, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით (19 მარ­ტი) დარ­ჩე­ნი­ლია 7483 და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. დღეს და­ე­მა­ტა 0 და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. მთლი­ა­ნო­ბა­ში ვუ­ჰან­ში იყო 67800, აქე­დან 3130 გარ­დაც­ვლი­ლი.

- რო­გორ მი­დი­ო­და ცხოვ­რე­ბა კა­რან­ტი­ნის დროს?

- ჩი­ნეთ­ში გა­მო­ცხად­და თუ არა კა­რან­ტი­ნი, პირ­ველ რიგ­ში, ექი­მე­ბის რჩე­ვით ყვე­ლამ პირ­ბა­დე­ე­ბი­სა და სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბის მო­მა­რა­გე­ბა და­ი­წყო. ვერ ნა­ხავ­დით ერთ ადა­მი­ან­საც, რო­მე­ლიც პირ­ბა­დის გა­რე­შე და­დი­ო­და გა­რეთ, იმი­ტომ რომ კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ხალ­ხია, თან პირ­ბა­დე მხო­ლოდ თქვენ კი არ გი­ცავთ, ასე­ვე - სხვებ­საც. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა არც იცო­დე, რომ ვირუ­სი გაქვს. ამ დროს და­დი­ო­დე გა­რეთ პირ­ბა­დის გა­რე­შე და სხვებს აა­ვა­დებ­დე.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო ჩვენ­თვის, ვი­საც ბავ­შვე­ბი გვყავს, რო­დე­საც თვე­ზე მეტი სახ­ლში გა­მო­კე­ტი­ლე­ბი არი­ან და მათ კი გა­რეთ თა­მა­ში უნ­დათ. სა­ქარ­თვე­ლო­დან მწერ­დნენ მე­გობ­რე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი, უნ­დო­დათ, რომ დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ არ დავ­ბრუნ­დი, იმი­ტომ რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რი ყვე­ლა ჯან­მრთე­ლი იყო, თვითმფრი­ნავ­ში ან სად­მე გზა­ში, არ ვი­ყა­ვი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი რა შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო.

დიდი იმე­დი მქონ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლომ­დე ვირუ­სი ვერ მო­აღ­წევ­და, მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე უნდა ჩა­გე­კე­ტათ სა­ზღვრე­ბი, ან რა­ი­მე ზო­მე­ბი მი­გე­ღოთ... უბ­რა­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მყო­ფი ხალ­ხი უფრო მშვი­დად ყო­ფი­ლი­ყო და პა­ნი­კა არ გა­მო­ეწ­ვია ამ ყვე­ლა­ფერს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მინ­და გა­ვამ­ხნე­ვო ყვე­ლა ქარ­თვე­ლი და ვუ­თხრა, რომ ამ წუ­თას სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის, თუ გაქვთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ პირ­ბა­დით ია­როთ, იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი. ცოტა ხანი და­ის­ვე­ნეთ სახ­ლში და აუ­ცი­ლებ­ლად ხში­რად და­ი­ნა­ბეთ ხე­ლე­ბი. მგო­ნი მათ­თვის, ვინც ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი იყო აქამ­დე და დრო არ ჰქონ­და ბავ­შვე­ბის­თვის ან ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის, ეს პე­რი­ო­დი სა­უ­კე­თე­სოა იმის­თვის, რომ თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და სით­ბო ანა­ხოთ. არ და­კარ­გოთ იმე­დი, მთა­ვა­რია და­უ­ჯე­როთ ექი­მებს და მათი რჩე­ვე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

- თქვენ­თან ახლა რა მდგო­მა­რე­ო­ბაა?

- ამ­ჟა­მად ბევ­რად უკე­თე­სა­დაა სი­ტუ­ა­ცია, ბევ­რი ობი­ექ­ტი ამუ­შავ­და, ოფი­სე­ბი გა­იხ­სნა, მაგ­რამ პერ­სო­ნალს სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის ცნო­ბა, რომ­ლის გა­რე­შე სამ­სა­ხურ­ში არ უშ­ვე­ბენ. ეს ცნო­ბა ადას­ტუ­რებს, რომ ადა­მი­ა­ნი ჯან­მრთე­ლია და კა­რან­ტი­ნის გავ­ლას არ სა­ჭი­რო­ებს. უკვე გაგ­ვყავს გა­რეთ ბავ­შვე­ბი, იმი­ტომ რომ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩან­გშა­ში არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა ვირუ­სის ახა­ლი შემ­თხვე­ვა. ამ­ჟა­მად ჩი­ნე­თის უმე­ტეს ქა­ლა­ქებ­ში მა­ღა­ზი­ე­ბი, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი რო­მე­ლიც რთულ პე­რი­ოდ­ში და­ი­ხუ­რა, უკვე ამუ­შავ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვე­ულ ფორ­მას არ და­უბ­რუნ­და მხო­ლოდ კლუ­ბე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი. რეს­ტორ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ჯერ კი­დევ და­ხუ­რუ­ლია. კლუ­ბე­ბის 100% და­ხუ­რუ­ლია. ყო­ველ გას­ვლა-შე­მოს­ვლა­ზე გვი­ზო­მა­ვენ სი­ცხეს და ასე გაგ­რძელ­დე­ბა, სა­ნამ ვუ­ჰა­ნი არ გა­მო­ა­ცხა­დებს, რომ ვირუს­ზე გა­ვი­მარ­ჯვეთ.

- რას ფიქ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ჩვი­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად ავად­დე­ბი­ან?

- დიახ, რო­გორც წესი, ჩვი­ლე­ბი და მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი ახა­ლი კო­რო­ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნი­ით ად­ვი­ლად არ ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან. მა­ში­ნაც კი, თუ ეს და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­აჩ­ნდე­ბათ, სიმპტო­მე­ბი შე­და­რე­ბით რბი­ლია, ამი­ტომ ად­ვი­ლია დრო­უ­ლი გან­კურ­ნე­ბა. იმის გამო, რომ ჩვი­ლე­ბი და ახალ­გაზ­რდე­ბი ჯან­მრთე­ლე­ბი და იმუ­ნუ­რე­ბი არი­ან, ისი­ნი ად­ვი­ლად არ ინ­ფი­ცირ­დე­ბი­ან და ინ­ფექ­ცი­ის შემ­დეგ ასე­ვე ად­ვი­ლად მკურ­ნა­ლო­ბენ. ბოლო კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ჩვი­ლებ­ში და მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­ში ინ­ფექ­ცი­ის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა, ძი­რი­და­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მო­დის სა­შუ­ა­ლო ასა­კის ან ხან­დაზ­მუ­ლებ­ზე, მაგ­რამ არა­ვინ ამ­ბობს, რომ ბავ­შვე­ბი სა­ერ­თოდ არ ავად­დე­ბი­ან... ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, რომ ჩვი­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი ამ პე­რი­ოდ­ში სახ­ლში იყ­ვნენ, მშობ­ლებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა ბავ­შვთა კვე­ბას, იმუ­ნი­ტეტს. თუ კარ­გი იმუ­ნი­ტე­ტი აქვს ადა­მი­ანს, შე­სა­ბა­მი­სად, უფრო დიდი ალ­ბა­თო­ბით არ და­ა­ვად­დე­ბა.

- რო­გორ შეც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბა ვირუს­მა? ამ­ბო­ბენ, რომ კა­რან­ტი­ნის შემ­დეგ გან­ქორ­წი­ნე­ბის რი­ცხვი გა­ი­ზარ­და...

- ვირუს­მა გავ­ლე­ნა იქო­ნია ცხოვ­რე­ბის ბევრ ას­პექ­ტზე, ამ პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა ბევ­რმა ოჯა­ხურ­მა პრობ­ლე­მამ იჩი­ნა თავი, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სი გან­ქორ­წი­ნე­ბას და ქორ­წი­ნე­ბა­საც კი ამ­ჟა­მად გა­ურ­კვე­ველს ხდის. ეპი­დე­მი­ის გამო ად­გი­ლობ­რივ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა ბი­უ­რო­ებ­მა სა­მუ­შაო პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რეს. მი­თუ­მე­ტეს, რომ ჩი­ნეთ­ში გან­ქორ­წი­ნე­ბა არც ისე ად­ვი­ლი საქ­მეა და საკ­მა­ოდ დიდ დროს მო­ი­თხოვს. ამი­ტომ არამ­გო­ნია, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ვინ­მეს ეჩ­ქა­რე­ბო­დეს გან­ქორ­წი­ნე­ბა ან ქორ­წი­ნე­ბა.

- ნანუ, რამ­დე­ნი წე­ლია რაც ჩი­ნეთ­ში ცხოვ­რობ?

- 6 წე­ლი­წად­ზე მე­ტია. 19 წლის ვი­ყა­ვი, როცა ჩა­მო­ვე­დი ჯერ სა­მუ­შა­ოდ, შემ­დეგ უკვე სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, ინ­გლი­სუ­რის გან­ხრით. და­ვამ­თავ­რე აქა­უ­რი უნი­ვე­რის­ტე­ტის ჩი­ნუ­რი ენის ფა­კულ­ტე­ტი და ამ­ჟა­მად მა­გის­ტრა­ტუ­რას ვამ­თავ­რებ. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით და­ხუ­რუ­ლია ვირუ­სის გამო. თა­ვი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, ვმუ­შა­ობ­დი გა­და­ღე­ბებ­ზე, პა­ტა­რა რო­ლე­ბიც მქონ­და ფილ­მებ­ში. ამ­ჟა­მად ვაგ­რძე­ლებ გა­და­ღე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ძი­რი­თა­დად ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის­გან მაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, ასე­ვე ვარ ჩი­ნეთ­ში ერთ-ერთი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი, სა­დაც ჩემი შვი­ლე­ბიც, ჩემ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო "სკეტ­ჩებ­ში". მათ ძი­რი­თა­დად აქა­ურ ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად იღე­ბენ ხოლ­მე.

- ბავ­შვებ­მა ქარ­თუ­ლი იცი­ან?

- ჩემ­თვის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო ჩემს შვი­ლებს სცოდ­ნო­დათ ქარ­თუ­ლი ენა, ისე რო­გორც მშობ­ლი­უ­რი ენა, ამი­ტომ უფ­რო­სი შვი­ლი ცოტა ხნით სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ტო­ვე, რომ ჩა­მო­ვი­და ქარ­თუ­ლი ძა­ლი­ან კარ­გად ჰქონ­და ნას­წავ­ლი. ქარ­თუ­ლის გარ­და, იცის ჩი­ნუ­რი, ინ­გლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი. ჩი­ნეთ­ში თავს ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ. რო­დე­საც ენა იცი, რო­მელ­ზეც შე­გიძ­ლია მი­ლი­არდ ნა­ხე­ვარ ადა­მი­ანს ესა­უბ­რო, ბევ­რად გი­ად­ვილ­დე­ბა აქ ყოფ­ნა. ამ­ჟა­მად დე­და­ჩე­მი მყავს ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან და ის მეხ­მა­რე­ბა ბავ­შვე­ბის გაზ­რდა­ში, თუმ­ცა ჩემი მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბის­გა­ნაც ძა­ლი­ან დიდ პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და დახ­მა­რე­ბას ვგრძნობ.

ავტორი:

"თავიდანვე უნდა ჩაგეკეტათ საზღვრები" - ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ჩინეთში, რომელიც შვილებთან ერთად ორი თვე კარანტინში ცხოვრობდა

"თავიდანვე უნდა ჩაგეკეტათ საზღვრები" - ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი ჩინეთში, რომელიც შვილებთან ერთად ორი თვე კარანტინში ცხოვრობდა

მოდელი ნანუკა ტორონჯაძე უკვე ექვს წელზე მეტია ჩინეთში ცხოვრობს. თავდაპირველად სამუშაოდ წავიდა, შემდეგ სწავლა იქაურ უნივერსიტეტში გააგრძელა და ბოლოს გათხოვდა. ახლა ორ ბიჭს ზრდის და ჩინეთის ერთ-ერთ არხზე შვილებთან ერთად გასართობი გადაცემის წამყვანია.

ნანუკას კარანტინის დასრულების შემდეგ დავუკავშირდით და დავინტერესდით, რა შეიცვალა ჩინეთის ჩაკეტილ ქალაქებში ვირუსის შესუსტების შემდეგ:

- ჩინური ახალი წელი იყო 25 იანვარს. როგორც წესი, ამ დროს მთელი ჩინეთი ისვენებს, მთელი ოჯახი ახალი წლის აღსანიშნად იკრიბება. ამ დროს ქვეყანაში ოფიციალური დასვენებაა, როდესაც მთელს ჩინეთს აქვს "არდადეგები" და გართობის გარდა სხვა არაფერს ვაკეთებთ ხოლმე. ზუსტად ამ დღის შემდეგ ანუ 26-ში ჩაგვკეტეს და უკვე ვერსად გავდიოდით. ვუჰანიდან არც ისე შორს, ჩანგშაში ვცხოვრობ და ახალ წელს ყველა გასართობი ადგილი, რესტორანი, კლუბი და ბარი დაიკეტა, დღემდე ასეა. არადა, თითქმის უკვე ორი თვე გავიდა. თავიდან 1 თვე საერთოდ სახლში ვისხედით, გარეთაც არ გავდიოდით. ჩვენს დასახლებაში მაღაზიების გარდა არაფერი მუშაობდა, იქაც საჭიროების შემთხვევაში თუ შეგიშვებდნენ, თუ პირბადე გეკეთა.

ჩვენს უბანში და დასახლებასთან ახლოს არავის ჰქონია კორონავირუსი, მაგრამ ქალაქში დადასტურდა 242 შემთხვევა, აქედან 2 გარდაიცვალა და ყველა დანარჩენი განიკურნა, დარჩა მხოლოდ 4, რომლებიც ჯერ კიდევ საავადმყოფოში გადიან მკურნალობას. დღევანდელი და წინა 20 დღის მონაცემებით ჩვენთან კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თითქმის 2 თვიანი კარანტინის შემდეგ ველოდებით, რომ ძალიან მალე ყველაფერი დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას და კორონავირუსი სამუდამოდ გაქრება. რაც შეეხება ვუჰანს, დღევანდელი მონაცემებით (19 მარტი) დარჩენილია 7483 დაავადებული ადამიანი, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში. დღეს დაემატა 0 დაავადებული. მთლიანობაში ვუჰანში იყო 67800, აქედან 3130 გარდაცვლილი.

- როგორ მიდიოდა ცხოვრება კარანტინის დროს?

- ჩინეთში გამოცხადდა თუ არა კარანტინი, პირველ რიგში, ექიმების რჩევით ყველამ პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების მომარაგება დაიწყო. ვერ ნახავდით ერთ ადამიანსაც, რომელიც პირბადის გარეშე დადიოდა გარეთ, იმიტომ რომ კანონმორჩილი ხალხია, თან პირბადე მხოლოდ თქვენ კი არ გიცავთ, ასევე - სხვებსაც. ზოგ შემთხვევაში შეიძლება არც იცოდე, რომ ვირუსი გაქვს. ამ დროს დადიოდე გარეთ პირბადის გარეშე და სხვებს აავადებდე.

ყველაზე რთული იყო ჩვენთვის, ვისაც ბავშვები გვყავს, როდესაც თვეზე მეტი სახლში გამოკეტილები არიან და მათ კი გარეთ თამაში უნდათ. საქართველოდან მწერდნენ მეგობრები, ნათესავები, უნდოდათ, რომ დავბრუნებულიყავი, მაგრამ არ დავბრუნდი, იმიტომ რომ ჩემი ოჯახის წევრი ყველა ჯანმრთელი იყო, თვითმფრინავში ან სადმე გზაში, არ ვიყავი დარწმუნებული რა შეიძლება მომხდარიყო.

დიდი იმედი მქონდა, რომ საქართველომდე ვირუსი ვერ მოაღწევდა, მაგრამ თავიდანვე უნდა ჩაგეკეტათ საზღვრები, ან რაიმე ზომები მიგეღოთ... უბრალოდ იმიტომ, რომ საქართველოში მყოფი ხალხი უფრო მშვიდად ყოფილიყო და პანიკა არ გამოეწვია ამ ყველაფერს. მიუხედავად ამისა, მინდა გავამხნევო ყველა ქართველი და ვუთხრა, რომ ამ წუთას საქართველოში საგანგაშო მდგომარეობა არ არის, თუ გაქვთ იმის საშუალება, რომ პირბადით იაროთ, იქნება ძალიან კარგი. ცოტა ხანი დაისვენეთ სახლში და აუცილებლად ხშირად დაინაბეთ ხელები. მგონი მათთვის, ვინც ძალიან დაკავებული იყო აქამდე და დრო არ ჰქონდა ბავშვებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის, ეს პერიოდი საუკეთესოა იმისთვის, რომ თქვენი სიყვარული და სითბო ანახოთ. არ დაკარგოთ იმედი, მთავარია დაუჯეროთ ექიმებს და მათი რჩევები გაითვალისწინოთ. ყველაფერი კარგად იქნება.

- თქვენთან ახლა რა მდგომარეობაა?

- ამჟამად ბევრად უკეთესადაა სიტუაცია, ბევრი ობიექტი ამუშავდა, ოფისები გაიხსნა, მაგრამ პერსონალს სჭირდება შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა, რომლის გარეშე სამსახურში არ უშვებენ. ეს ცნობა ადასტურებს, რომ ადამიანი ჯანმრთელია და კარანტინის გავლას არ საჭიროებს. უკვე გაგვყავს გარეთ ბავშვები, იმიტომ რომ დიდი ხნის განმავლობაში ჩანგშაში არ დადასტურებულა ვირუსის ახალი შემთხვევა. ამჟამად ჩინეთის უმეტეს ქალაქებში მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები რომელიც რთულ პერიოდში დაიხურა, უკვე ამუშავდა. ჯერჯერობით ჩვეულ ფორმას არ დაუბრუნდა მხოლოდ კლუბები და რესტორნები. რესტორნების უმეტესობა ჯერ კიდევ დახურულია. კლუბების 100% დახურულია. ყოველ გასვლა-შემოსვლაზე გვიზომავენ სიცხეს და ასე გაგრძელდება, სანამ ვუჰანი არ გამოაცხადებს, რომ ვირუსზე გავიმარჯვეთ.

- რას ფიქრობენ იმაზე, რომ ჩვილები ნაკლებად ავადდებიან?

- დიახ, როგორც წესი, ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები ახალი კოროვირუსული პნევმონიით ადვილად არ ინფიცირდებიან. მაშინაც კი, თუ ეს დაავადება აღმოაჩნდებათ, სიმპტომები შედარებით რბილია, ამიტომ ადვილია დროული განკურნება. იმის გამო, რომ ჩვილები და ახალგაზრდები ჯანმრთელები და იმუნურები არიან, ისინი ადვილად არ ინფიცირდებიან და ინფექციის შემდეგ ასევე ადვილად მკურნალობენ. ბოლო კვლევების თანახმად, ჩვილებში და მცირეწლოვან ბავშვებში ინფექციის ალბათობა ძალიან მცირეა, ძირიდადი მაჩვენებელი მოდის საშუალო ასაკის ან ხანდაზმულებზე, მაგრამ არავინ ამბობს, რომ ბავშვები საერთოდ არ ავადდებიან... ამიტომ უმჯობესია, რომ ჩვილები და ბავშვები ამ პერიოდში სახლში იყვნენ, მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ბავშვთა კვებას, იმუნიტეტს. თუ კარგი იმუნიტეტი აქვს ადამიანს, შესაბამისად, უფრო დიდი ალბათობით არ დაავადდება.

- როგორ შეცვალა ცხოვრება ვირუსმა? ამბობენ, რომ კარანტინის შემდეგ განქორწინების რიცხვი გაიზარდა...

- ვირუსმა გავლენა იქონია ცხოვრების ბევრ ასპექტზე, ამ პერიოდში შესაძლოა ბევრმა ოჯახურმა პრობლემამ იჩინა თავი, მაგრამ კორონავირუსი განქორწინებას და ქორწინებასაც კი ამჟამად გაურკვეველს ხდის. ეპიდემიის გამო ადგილობრივმა სამოქალაქო საქმეთა ბიუროებმა სამუშაო პროცესი შეაჩერეს. მითუმეტეს, რომ ჩინეთში განქორწინება არც ისე ადვილი საქმეა და საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ არამგონია, რომ ამ პერიოდში ვინმეს ეჩქარებოდეს განქორწინება ან ქორწინება.

- ნანუ, რამდენი წელია რაც ჩინეთში ცხოვრობ?

- 6 წელიწადზე მეტია. 19 წლის ვიყავი, როცა ჩამოვედი ჯერ სამუშაოდ, შემდეგ უკვე სწავლის გასაგრძელებლად. საქართველოში ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, ინგლისურის განხრით. დავამთავრე აქაური უნივერისტეტის ჩინური ენის ფაკულტეტი და ამჟამად მაგისტრატურას ვამთავრებ. უნივერსიტეტები ჯერჯერობით დახურულია ვირუსის გამო. თავიდან რომ ჩამოვედი, ვმუშაობდი გადაღებებზე, პატარა როლებიც მქონდა ფილმებში. ამჟამად ვაგრძელებ გადაღებებში მონაწილეობას, ძირითადად ცნობილი ბრენდებისგან მაქვს შემოთავაზებები, ასევე ვარ ჩინეთში ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი, სადაც ჩემი შვილებიც, ჩემთან ერთად მონაწილეობენ სხვადასხვა საინტერესო "სკეტჩებში". მათ ძირითადად აქაურ ვარსკვლავებთან ერთად იღებენ ხოლმე.

- ბავშვებმა ქართული იციან?

- ჩემთვის მთავარი მიზანი იყო ჩემს შვილებს სცოდნოდათ ქართული ენა, ისე როგორც მშობლიური ენა, ამიტომ უფროსი შვილი ცოტა ხნით საქართველოში დავტოვე, რომ ჩამოვიდა ქართული ძალიან კარგად ჰქონდა ნასწავლი. ქართულის გარდა, იცის ჩინური, ინგლისური, რუსული. ჩინეთში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. როდესაც ენა იცი, რომელზეც შეგიძლია მილიარდ ნახევარ ადამიანს ესაუბრო, ბევრად გიადვილდება აქ ყოფნა. ამჟამად დედაჩემი მყავს ჩამოყვანილი საქართველოდან და ის მეხმარება ბავშვების გაზრდაში, თუმცა ჩემი მეუღლის მშობლებისგანაც ძალიან დიდ პატივისცემასა და დახმარებას ვგრძნობ.

"ვადასტურებ, გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი, მას მრევლთან შეხება არ ჰქონია" - ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი

"დაახლოებით კიდევ 10 დღე პრე-კრიტიკულ ​ფაზაში ვიქნებით, შემდეგ, შეიძლება, კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ" - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი თურქეთთან მოგზაურობას უკავშირდება