სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეკომენდაცია გვექნება, რომ ყველა ტაძართან მოახერხონ მსახურების გახმოვანება, რათა სიმჭიდროვე არ იყოს" - მეუფე ნიკოლოზი
"რეკომენდაცია გვექნება, რომ ყველა ტაძართან მოახერხონ მსახურების გახმოვანება, რათა სიმჭიდროვე არ იყოს" - მეუფე ნიკოლოზი

ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია და წმინ­და სი­ნოდ­ში არა­ნა­ი­რი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა არ არის, რომ ეჭ­ვის შე­ტა­ნა იმა­ში, რომ ზი­ა­რე­ბის სა­ერ­თო კოვ­ზით ინ­ფექ­ცია შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­დოს ვინ­მეს, ეს არის ყოვ­ლად გა­მო­რი­ცხუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ამას რაც შე­ე­ხე­ბა არა­ვი­თა­რი ცვლი­ლე­ბა არ შე­ი­ძე­ბა რომ იყოს, - ამის შე­სა­ხებ სი­ნო­დის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ახალ­ქა­ლა­ქი­სა, კუ­მურ­დო­სა და კა­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის მოს­მე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს ტაძ­რის გა­რე­თაც გახ­მო­ვა­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

"ცვლი­ლე­ბა იქ­ნე­ბა სა­სი­კე­თო ის, რომ ასე­თი რე­კო­მენ­და­ცია გვექ­ნე­ბა, ეს თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ყვე­ლა ტა­ძარ­თან, რომ მო­ა­ხერ­ხონ გახ­მო­ვა­ნე­ბა მსა­ხუ­რე­ბის იმი­სათ­ვის, რომ არ იყოს სიმ­ჭიდ­რო­ვე. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბია, რომ და­იც­ვან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და სა­ერ­თოდ ჯან­დაც­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მორ­წმუ­ნე­ებ­მა. მე ვამ­ბობ, რომ გახ­მო­ვა­ნე­ბა იქ­ნე­ბა და გა­რე­თაც შე­იძ­ლე­ბა მოს­მე­ნა, მაგ­რამ მთა­ვა­რი, რაც მინ­და გი­თხრათ, სი­ნოდ­ზე პირ­და­პირ მე გან­ვა­ცხა­დე ეს და მინ­და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დო, მრევლს და ყვე­ლა ადა­მი­ანს, მე შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ასეთ დე­ვიზს - არ გა­დას­დო და არ გა­და­გე­დე­ბა. ანუ, ჩვენ გვე­ში­ნია იმის კი არა, რომ არ გა­დაგ­ვე­დოს, ჩვენ გვე­ში­ნია, რომ არ გა­დავ­დოთ. მეც შე­იძ­ლე­ბა ახლა ამ წუ­თას და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვიყო.

ჩვენ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვერ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ და არც არის ასე­თი რე­კო­მენ­და­ცია, რომ ეჭვი შე­ვი­ტა­ნოთ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის მად­ლმო­სი­ლე­ბა­ში, მის­ტი­ურ კავ­შირ­ში ღმერ­თთან, ამა­ში ეჭვს ვერ შე­ვი­ტანთ. აზ­რთა დას­ხვა­დას­ხვა­ო­ბა იმა­ში, რომ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა მად­ლმო­სი­ლია და არ შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხეს შე­ი­ცავ­დეს ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ამა­ში არა­ვი­თა­რი აზ­რთა სხვა­ო­ბა არ არის" - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია კო­მენ­ტარს ვერ გა­ა­კე­თებს სხვა მარლთმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ წეს­ზე.

"ჩვენ ვართ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია.ამას ჰქვია ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სია, ზო­გა­დი ტერ­მი­ნია ასე­თი.ჩვენ ვართ მსოფ­ლიო მარლ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ოჯა­ხის წევ­რი,მაგ­რამ ავ­ტო­კე­ფა­ლია ნიშ­ნავს ეკლსი­ის ფარ­გლებ­ში შიგ­ნით(არ­სე­ბო­ბას). ჩვენს ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­მო­უ­კი­დებ­ლად ვი­ღებთ.ამი­ტომ, კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებთ სხვა მარლთმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წე­სე­ბის შე­სა­ხებ ,იმი­ტომ, რომ ეს მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წე­სე­ბია.ჩვენ კი ვად­გენთ ამ წე­სებს , მაგ­რამ წი­ნას­წარ, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, არა­ვის­თან ვა­თან­ხმებთ",-გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ რა პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა პატ­რი­არ­ქმა, მე­უ­ფემ აღ­ნიშ­ნა, რომ ამის შე­სა­ხებ გან­ჩი­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Mari
8

გადააქციეს ჩვენი ლამაზი ქართული ეკლესია ბნელმა და ფულის მოყვარულმა მღვდლებმა სექტად!! ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, მრევლი რომ არ დაკარგონ!!

თამარი
8

რა სიბნელეაა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"რეკომენდაცია გვექნება, რომ ყველა ტაძართან მოახერხონ მსახურების გახმოვანება, რათა სიმჭიდროვე არ იყოს" - მეუფე ნიკოლოზი

"რეკომენდაცია გვექნება, რომ ყველა ტაძართან მოახერხონ მსახურების გახმოვანება, რათა სიმჭიდროვე არ იყოს" - მეუფე ნიკოლოზი

ჩვენ მიგვაჩნია და წმინდა სინოდში არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით ინფექცია შეიძლება გადაედოს ვინმეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული, შესაბამისად, ამას რაც შეეხება არავითარი ცვლილება არ შეიძება რომ იყოს, - ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილება შეეხება იმას, რომ ღვთისმსახურების მოსმენა შესაძლებელი იყოს ტაძრის გარეთაც გახმოვანების საშუალებით.

"ცვლილება იქნება სასიკეთო ის, რომ ასეთი რეკომენდაცია გვექნება, ეს თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ შეძლებისდაგვარად, ყველა ტაძართან, რომ მოახერხონ გახმოვანება მსახურების იმისათვის, რომ არ იყოს სიმჭიდროვე. ჩვენი რეკომენდაციებია, რომ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს და საერთოდ ჯანდაცვის რეკომენდაციები მორწმუნეებმა. მე ვამბობ, რომ გახმოვანება იქნება და გარეთაც შეიძლება მოსმენა, მაგრამ მთავარი, რაც მინდა გითხრათ, სინოდზე პირდაპირ მე განვაცხადე ეს და მინდა ყველას მოვუწოდო, მრევლს და ყველა ადამიანს, მე შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს - არ გადასდო და არ გადაგედება. ანუ, ჩვენ გვეშინია იმის კი არა, რომ არ გადაგვედოს, ჩვენ გვეშინია, რომ არ გადავდოთ. მეც შეიძლება ახლა ამ წუთას დაინფიცირებული ვიყო.

ჩვენ ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ, ერთადერთი, რასაც ვერ გავითვალისწინებთ და არც არის ასეთი რეკომენდაცია, რომ ეჭვი შევიტანოთ საიდუმლოების მადლმოსილებაში, მისტიურ კავშირში ღმერთთან, ამაში ეჭვს ვერ შევიტანთ. აზრთა დასხვადასხვაობა იმაში, რომ საიდუმლოება მადლმოსილია და არ შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ამაში არავითარი აზრთა სხვაობა არ არის" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კომენტარს ვერ გააკეთებს სხვა მარლთმადიდებელი ეკლესიების მიერ შემუშავებულ წესზე.

"ჩვენ ვართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.ამას ჰქვია ადგილობრივი ეკლესია, ზოგადი ტერმინია ასეთი.ჩვენ ვართ მსოფლიო მარლთლმადიდებელი ეკლესიის ოჯახის წევრი,მაგრამ ავტოკეფალია ნიშნავს ეკლსიის ფარგლებში შიგნით(არსებობას). ჩვენს ყველა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებთ.ამიტომ, კომენტარს ვერ გავაკეთებთ სხვა მარლთმადიდებელი ეკლესიების მიერ შემუშავებული წესების შესახებ ,იმიტომ, რომ ეს მათ ტერიტორიაზე კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე წესებია.ჩვენ კი ვადგენთ ამ წესებს , მაგრამ წინასწარ, არავითარ შემთხვევაში, არავისთან ვათანხმებთ",-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, თუ რა პოზიცია დააფიქსირა პატრიარქმა, მეუფემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ განჩინებით გახდება ცნობილი.

“თუ აღდგომის წინა დღეებში ეპიდსიტუაცია საშუალებას მისცემს მთავრობას, შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადმოიწიოს”

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი პრეპარატ "პლაქვენილის" გამოყენებაზე განცხადებას ავრცელებს

ოფისების თანამშრომლებს არ ეხებათ დახურულ ტერიტორიაზე 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვის ბრძანება