პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი ასახელებს სავარაუდო მიმართულებებს, საიდანაც საქართველოს მოქალაქეებს ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანენ
"ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი ასახელებს სავარაუდო მიმართულებებს, საიდანაც საქართველოს მოქალაქეებს ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანენ

ავი­ა­კომ­პა­ნია „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი რო­მან ბო­კე­რია იმ სა­ვა­რა­უ­დო მი­მარ­თუ­ლე­ბებს ასა­ხე­ლებს, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბით ჩა­მოყ­ვა­ნა მოხ­დე­ბა. მისი თქმით გა­ნი­ხი­ლე­ბა ვენა, პა­რი­ზი, ამ­სტერ­და­მი, ბერ­ლი­ნი და ბარ­სე­ლო­ნა, თუმ­ცა ჯერ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არაა.

„სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­თი­თე­ბით, „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი" დრო­ე­ბით წყვეტს რე­გუ­ლა­რულ ფრე­ნებს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. შეს­რულ­დე­ბა მხო­ლოდ ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­თი­თე­ბი­თა და ხელ­შე­წყო­ბით ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩა­მო­საყ­ვა­ნად ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან. აგ­რეთ­ვე გვინ­და აღ­ნიშ­ნოთ, რომ „ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი“ მზად არის ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, თუ ამა­ზე იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მზად­ყოფ­ნა და ხელ­შე­წყო­ბა. ასე­ვე კომ­პა­ნია მზად არის, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შეკ­ვე­თე­ბი­თაც შე­ას­რუ­ლოს ჩარ­ტე­რუ­ლი ავი­ა­რე­ი­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად.

„ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი” პრე­სა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ოპე­რა­ტი­უ­ლად მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რა ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბი შეს­რულ­დე­ბა და რა დროს. აგ­რეთ­ვე გაც­ნო­ბებთ, თუ ახა­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან, რო­გორც იტა­ლი­ის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და, მთავ­რო­ბამ შეგ­ვიკ­ვე­თა ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სი, ჩვენ არ გაგ­ვი­ყი­დია ბი­ლე­თი, არ აგ­ვი­ღია ერთი კა­პი­კი, ხარ­ჯი და­ი­ფა­რა თვითმფრი­ნა­ვის, ჩავფრინ­დით და ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, იგი­ვე ფორ­მატ­ში, მზად ვართ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ნე­ბის­მი­ე­რი რე­ი­სი. სწო­რედ ამას ვგუ­ლის­ხმობ, რომ მთავ­რო­ბის მი­თი­თე­ბით ვა­უქ­მებთ დრო­ე­ბით რე­გუ­ლა­რულ ავი­ა­მი­მოს­ვლას და შე­ვას­რუ­ლებთ მთავ­რო­ბის და­ვა­ლე­ბით, ხელ­შე­წყო­ბი­თა და უზ­რუნ­ველ­ყო­ფით ჩარ­ტე­რულ რე­ი­სებს, სა­დაც მიგ­ვი­თი­თებს მთავ­რო­ბა. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო გან­სა­ზღვრავს, სად არის ყვე­ლა­ზე უფრო დიდი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, რომ უზ­რუნ­ველ­ვყოთ მათი ჩა­მოყ­ვა­ნა.

სა­ვა­რა­უ­დო მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა ჯერ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან, მაგ­რამ ალ­ბათ, ეს იქ­ნე­ბა ვენა, პა­რი­ზი, ამ­სტერ­და­მი, ბერ­ლი­ნი. გა­ნი­ხი­ლე­ბა ბარ­სე­ლო­ნაც. მაგ­რამ აღ­ვნიშ­ნავ, რომ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­თი­თე­ბას­თან და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მზად­ყოფ­ნას­თან, უზ­რუნ­ველ­ყოს ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა ბო­კე­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, შექ­მნი­ლი კრი­ზი­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კომ­პა­ნია იძუ­ლე­ბუ­ლია თა­ნამ­შრომ­ლე­ბის 95% უვა­დო, უხელ­ფა­სო შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­უშ­ვას.

„მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბით, მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­ვუ­კე­თოთ სახ­სრებს და ფი­ნან­სურ შე­მო­სავ­ლებს, იმის­თვის, რომ ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არ და­ი­კარ­გონ, არ და­ი­კარ­გოს ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ინ­დუსტრი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა და არი­ან მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბით ყვე­ლა სხვა ხარ­ჯი შევკვე­ცოთ და ეს ხალ­ხი მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე ვა­და­ში და­ვაბ­რუ­ნოთ უკან. კომ­პა­ნი­ას ფი­ნან­სუ­რად აქვს ძა­ლი­ან დიდი ზა­რა­ლი, ისე­ვე რო­გორც მთელს ინ­დუსტრი­ას და მთელს მსოფ­ლი­ოს. ზა­რა­ლი ჯერ შე­ფა­სე­ბუ­ლი და დათ­ვლი­ლი არ გვაქვს, მაგ­რამ 10 მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რის ფარ­გლებ­შია”, - აცხა­დებს ბო­კე­რია.

ცნო­ბის­თვის, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ხვა­ლი­დან სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლას სრუ­ლად წყვეტს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი ასახელებს სავარაუდო მიმართულებებს, საიდანაც საქართველოს მოქალაქეებს ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანენ

"ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი ასახელებს სავარაუდო მიმართულებებს, საიდანაც საქართველოს მოქალაქეებს ჩარტერული რეისებით ჩამოიყვანენ

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია იმ სავარაუდო მიმართულებებს ასახელებს, საიდანაც საქართველოს მოქალაქეების ჩარტერული რეისებით ჩამოყვანა მოხდება. მისი თქმით განიხილება ვენა, პარიზი, ამსტერდამი, ბერლინი და ბარსელონა, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა.

„საქართველოს მთავრობის მითითებით, „ჯორჯიან ეარვეისი" დროებით წყვეტს რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით. შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, საქართველოს მთავრობის მითითებითა და ხელშეწყობით ჩვენი მოქალაქეების ჩამოსაყვანად ევროპის ქვეყნებიდან. აგრეთვე გვინდა აღნიშნოთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ მზად არის ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თუ ამაზე იქნება საქართველოს მთავრობის მზადყოფნა და ხელშეწყობა. ასევე კომპანია მზად არის, ინდივიდუალური შეკვეთებითაც შეასრულოს ჩარტერული ავიარეისები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

„ჯორჯიან ეარვეისი” პრესასა და საზოგადოებას ოპერატიულად მიაწვდის ინფორმაციას, თუ რა ჩარტერული რეისები შესრულდება და რა დროს. აგრეთვე გაცნობებთ, თუ ახალი განკარგულება იქნება საქართველოს მთავრობისგან, როგორც იტალიის შემთხვევაში მოხდა, მთავრობამ შეგვიკვეთა ჩარტერული რეისი, ჩვენ არ გაგვიყიდია ბილეთი, არ აგვიღია ერთი კაპიკი, ხარჯი დაიფარა თვითმფრინავის, ჩავფრინდით და ჩამოიყვანეს, იგივე ფორმატში, მზად ვართ 24 საათის განმავლობაში განვახორციელოთ ნებისმიერი რეისი. სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ მთავრობის მითითებით ვაუქმებთ დროებით რეგულარულ ავიამიმოსვლას და შევასრულებთ მთავრობის დავალებით, ხელშეწყობითა და უზრუნველყოფით ჩარტერულ რეისებს, სადაც მიგვითითებს მთავრობა. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო განსაზღვრავს, სად არის ყველაზე უფრო დიდი მოთხოვნილება ჩვენი მოქალაქეების, რომ უზრუნველვყოთ მათი ჩამოყვანა.

სავარაუდო მიმართულებებზე მუშაობა ჯერ მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მაგრამ ალბათ, ეს იქნება ვენა, პარიზი, ამსტერდამი, ბერლინი. განიხილება ბარსელონაც. მაგრამ აღვნიშნავ, რომ ეს დამოკიდებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მითითებასთან და ეკონომიკის სამინისტროს მზადყოფნასთან, უზრუნველყოს ჩარტერული რეისების შესრულება”, - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანია იძულებულია თანამშრომლების 95% უვადო, უხელფასო შვებულებაში გაუშვას.

„მაქსიმალურად შევეცდებით, მობილიზება გავუკეთოთ სახსრებს და ფინანსურ შემოსავლებს, იმისთვის, რომ ჩვენი პროფესიონალები არ დაიკარგონ, არ დაიკარგოს ის ხალხი, რომელიც 27 წლის განმავლობაში ამ ინდუსტრიას ემსახურება და არიან მაღალი დონის პროფესიონალები. მაქსიმალურად ვეცდებით ყველა სხვა ხარჯი შევკვეცოთ და ეს ხალხი მაქსიმალურად მოკლე ვადაში დავაბრუნოთ უკან. კომპანიას ფინანსურად აქვს ძალიან დიდი ზარალი, ისევე როგორც მთელს ინდუსტრიას და მთელს მსოფლიოს. ზარალი ჯერ შეფასებული და დათვლილი არ გვაქვს, მაგრამ 10 მილიონობით დოლარის ფარგლებშია”, - აცხადებს ბოკერია.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო ხვალიდან საჰაერო მიმოსვლას სრულად წყვეტს.

საქართველო ხვალიდან ავიამიმოსვლას სრულად წყვეტს - როგორია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეების მონაცემები მსოფლიოს ქვეყნებში

კახა კალაძე - 3 თვით, იჯარის გადასახადისგან 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე გათავისუფლდება

8 პროდუქტზე ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს - რას ამბობენ სურსათის მარაგებზე მთავრობაში